გულწრფელად ვაღიარებ, რომ შევცდი პროფესიის არჩევაში. კანონების წერა-კითხვა, ბიბლიოთეკები, დისერტაციები, სამეცნიერო ნაშრომები, ტრენინგები, საკვალიფიკაციო გამოცდები.,... დამანებე თუ ღმერთი გწამს თავი.
სარეკლამო აგენტი უნდა გავმხდარიყავი, თუ პიარ-მენეჯერი, მოკლედ ყველაფერი რასაც თანამედროვე რეკლამშიკებს არქმევენ.
რადგანაც დავადგინე, რომ საქართველოში ამაზე უმარტივესი პროფესია უბრალოდ არ არსებობს. კარგი რეკლამის დასამზადებლად საჭიროა:
1.დაჯექი, გადაიდე ფეხი ფეხზე;
2.ჩართე იუთუბზე საუკეთესო სარეკლამო რგოლები;
3.ctrl+c - ctrl+v
და მორჩა მაყურებლისთვის ნაცარი თვალებში შეყრილია.
თუ ისე მოხდა ვინმემ ორიგინალი რეკლამა მონახა და საჯაროდ გამოვლინდა შენი პლაგიატობა, ესეც არ არის პრობლემა. ასეთ შემთხვევაში იწყება დემაგოგია იმის შესახებ რომ ჩვენ ხომ არაფერი მოგვწონს და შენი რეკლამა სულაც არ არის პლაგიატი რადგან შენ რეკლამაში სნეგურაჩკას წითელი კოლგოტი აცვია იმ რეკლამაში კი ცისფერი.
ნუთუ ვერ ხედავთ განსხვავებას?
რამ დაგაბრმავათ ხალხნოოოოო.....
- ნარინჯისფერი ლო-მი, ნარინჯისფერი სან-ტა, ნარინჯისფერი Lo-ve
ნარინჯისფერი პლაგიატიზმი.
ბლოგერებისთის კარაოკეების მოწყობას და მილიონების გათამაშებას ამ ბანკს ერთი კარგი რეკლამშიკი ექირავებინა ის აჯობებდა.
მაინც რა უნამუსოდ გვტენიდნენ უხმარ-ნახმარის თემას ინოვაციურ იდეად ბოლომდე ვერ მიპატიებია ეს ამბავი, თუმცა ერთი მხრივ კი გამიხრადა კიდეც მთლად ჩვენი მოფიქრებული რომ არ აღმოჩნდა ეს მარაზმი, რომელიც აბსოლუტურად ამორალური ხასიათის იყო. მართალია არც მარკეტინგი მისწავლია და არც ბრენდინგის გამეგება რამე, მაგრამ მორალურის ამორალურისგან და გემოვნებიანის უგემოვნოსგან გარჩევის უნარი საერთოდ ადამიანს დაბადებიდან დაყვება ხოლმე, ნუ უმრავლესობას მაინც.
რაც შეეხება ბოლო რეკლამას. იგი იმდენად საშინელია რომ მისთვის კლავიატურის გაცვეთაც კი დაენანება კაცს. შინაარსი კი ისეთია ვერ გაიგებ ბანკის რეკლამაა თუ რამე ახალი ბორდელი იხსნება თბილისში წინა საახალწლოდ.
მოკლედ ამ ბოლო დროს ეს ბანკი ან იდეებს იპარავს ან თავად ქმნის(?) რეკლამებს სადაც ერთიანად არის შეზავებული, როგორც დაუკმაყოფილებლობის იდეა, ისე კანონდარღვევა ( დააკვირდით სნეგურაჩკას ფორმებს)
ყველაზე გამაღიზიანებელი კი მაინც ის არის რომ არასდროს ამბობს სათქმელს ბოლომდე. როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში ტელევიზორში არასდროს გადის რეკლამის სრული ვერსია. არადა თუ ატრაკებ ბოლომდე გაატრაკე, რაღაც ნაწილობრივ ვერ გამოდის მთლად კარგად, ან ბოლო-ბოლო გამოდი და თქვი რომ კი გადმოვაკოპირე. მომწონდა რეკლამა და დავაკოპირე, ან უკეთესის მოფიქრების თავი არ მქონდა და დავაკოპირე. რა თვისობრივად ახალი იდეა და კრეატიული ინოვაცია, არა მახათი..
თუმცა ისიც მართალია რომ აბა მერე რაღა მიებარება, იმ ბანკს რომელიც იდეებსაც კი სხვას პარავს?!
- სურნელოვანი შოკოლადები
ბარამბო, რომ ბავშვების საყვარელი ნუგბარია, ყველამ იცის, ასევეა მისი რეკლამებიც. მაგალითად ჩემი ძმიშვილი რაც არ უნდა ტიროდეს, ბარამბოს რეკლამის გამოჩენისას ყოველთვის წყნარდება, ამიტომაც არის რომ მისი რეკლამები მთელ ოჯახს დაზეპირებული გვაქვს.
აი ბოლო რეკლამას რაც შეეხება მას არც ბავშვმა მიაქცია ყურადღება და მეც ვერ მივხვდი რა შუაშია აქ შოკოლადი? რაღც ისეთი რეკლამაა სურნელოვანი. ჰო აი რა შეიძლება იყოს სურნელოვანი? სურნელოვანი შეიძლება იყოს სუნამო. სუნამოზე კი პირველი რაც გამახსენდა (ალბათ ჩემი სახელის გამო) ნინა რიჩი იყო. მერე გუგლი, იუთუბი და აჰათ თქვენ - იპოვეთ 10 განსხვავება.
- სხვა რა გითხრათ, რით გაგახაროთ?
უნიქარდი რომ პლაგიატია (თან ისეთი პლაგიატი, მძიმე-წერტილიანად აქვს გადმოწერილი, როგორც ნიჭიერ მაგრამ ზარმაც მოსწალეს საკონტროლო) ეგ ისედაც გეცოდინებათ.
P.s.
- პროფილური აღიარება
მსგავსი პოსტები:
რეკლამის ძალა მოგცემოდეთ!
კიდევ ერთი საჯარო მიმართვა, ანუ გაგიკვირდებათ და ვაზროვნებთ.
გეკითხები როგორც პლაგიატების ინდიკატორს, არის თუ არა "გოგონა გარეუბნიდან" პლაგიატი?
ОтветитьУдалить"გულწრფელად ვამბობ, ყველაფერს ისევ "პროფილი" თუ არ მერჩიოს. მხოლოდ იმიტომ ზუსტად ვიცი პლაგიატი, რომ არ არის :)" - tavshi raime xom ar mogxvedria? :D :D :D
ОтветитьУдалитьშავ სიაში შეგიყვანენ :D
ОтветитьУдалитьყველაფერზე მეტად მაინც საქართველოს ბანკის რეკლამები მაღიზიანებს
ОтветитьУдалитьАнонимный
ОтветитьУдалитьმოდი ასე ვთქვათ თუ იდეა ნაყიდია, ისე როგორც ღამის შოუს შემთხვევაში, მაშინ ყველაფერი რიგგზეა, თუ არა რა თქმა უნდა პლაგიატია :)
ჰექსუსა აღშფოთებულია პლაგიატიზმით :)))
ОтветитьУдалитьეჰ ეგ თემა ჯერ იდევ ლეგენდარული სარკიდან იღებს სათავეს, რომელიც დაიმსხვრა და მისი ნამსხვრევებიდან პატარ პატარა სარეკლამოები აღმოცენდა :))
ისე რო იცოე, ხშირ შემთხვევასი დამკვეთამა არ იცის რომ "რეკლამშიკის" შემოთავაზებული "კრეატიული" იდეა მოპარულია. ასე რომ კომპანია კი არა სარეკლამოებია დამნაშავე :)
ტუმცა ხშირ შემთხვევაში (და ასეც ხდება უფრო ხშირად) რეკლამშიკები პირდაპირ ორიგინალს ანახებენ და ეუბნებიან "ამისთანა იქნება" მარა ეფშიო :d
გოგონა გარეუბნიდან? ეგ ნაყიდია ზუსტად ვიცი.
ОтветитьУдалитьუნიცარდი პლაგიატი რომ იყო ვიცოდი, მაგრამ მე აქ რომ დევს მაგ ვიდეოსგან განსხვავებული ვიდეო მაქვს ნანახი რომელიც ამაზე ბევრად მეტად ჰგავს უნიცარდის ქართულ რეკლამას
ლოლ :დ რატომღაც მეგონა ინგლისური ფონტით ვწერდი და "უნიცარდი" დავწერე :დ :დ :დ :დ
ОтветитьУдалитьლაშარელა
ОтветитьУдалитьჰო, მაგრამ კომპპანიას თუ არ აწყობს მოპარული პროდუქცია მას აღარ გაუშვებს და შესაბამის პასუხს მოსთხოვს სარეკლამოს. თუმცა რადგან არც ერთს აკეთებს და არც მეორეს ან ასეთი რამ მისთვის მისაღებია, ან ვერ ხვდება რამდენად ცუდად მოქმედებს პლაგიატიზმი იმიჯზე.
temuchin:
კი, მეც მაქვს სხვა რეკლამა ნანახი ის უფრო გავდა, თუმცა მერე ის ვერ ვნახე და ეს დავდე - ესეც მსგავსია :)
უნიქარდი ისეთი ხმაურით შემოვიდა ბაზარზე, რომ მსგავსი რამ ნამდვილად არ უნდა ეკადრა. :)
ბლოგერებისთის კარაოკეების მოწყობას და მილიონების გათამაშებას ამ ბანკს ერთი კარგი რეკლამშიკი ექირავებინა ის აჯობებდა.
ОтветитьУдалитьxxooo eg party iseti sachorao tema gaxda martla ar gaeketebinat jobda
სნეგუროჩკების კაბების ფერს არ აკვირდებით? თი-ბი-სი, ბანკი რესპუბლიკა და სოსიეტე ჟენერალი :)
ОтветитьУдалитьნინო
მურთაზი:
ОтветитьУдалитьეს სნეგურაჩკებიანი რეკლამაც მოპარულია. ორ სხვადასხვა ბლოგზე ვნახე (სახელები არ მახსოვს)რომ ცალკე სიმღერაა მოპარული 3 გოგოს ცეკვით და ცალკე კიდევ ბოლო სცენა მანქანაში მთლად "ტიტანიკიდანაა" კოპი- პეისტ.
coach outlet online coach factory outlet
ОтветитьУдалитьmarc jacobs outlet
adidas wings
ugg boots
coach outlet
longchamp handbags
louis vuitton outlet
rolex watches
nike air force 1
michael kors outlet
20170322lck
fitflops sale clearance
ОтветитьУдалитьauthentic jordans
kobe shoes
longchamp
cheap jordans
michael kors outlet
adidas yeezy
pandora charms
jordan shoes
atlanta falcons jersey
tory burch outlet
ОтветитьУдалитьultra boost
nike huarache
michael kors outlet
hogan outlet online
kobe shoes
timberland shoes
yeezy boost 350
air jordan shoes
led shoes