ყოველთვის მინდოდა ისტორიული პოსტი დამეწერა.
ზუსტად არავინ იცის როდიდან, მაგრამ ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში ოდესღაც მოდის სტუმარი, რომელსაც "მე უკვე დიდი ვარ " ჰქვია, მერე მასპინძელივით კალათდება შენი საწოლის თავზე და ისე მოურიდებლად იწყებს ფეხების ბაკუნს და წივილს, თითქოს ზედმეტად ბევრი დრო იყოს გასული მისი მოსვლიდან. :)
მერე ყველანი ვიზრდებით, ფეხებზე გვკიდია ნათესავები, მეზობლები, ახლობლები, მერე რა რომ მათ ადრე შესაძლოა ბევრი რამე გაგვიკეთეს. მე უკვე დიდი ვარ, ასე რომ წავალ სადაც მინდა, როცა მინდა, ვისთანაც მინდა და უკან დავბრუნდები თუ არა არც ეს არის ვინმეს საქმე.
ვაკაკუნებთ ფეხებს იატაკზე, ჰო იმ იატაკზე დედამ, დეიდამ, ბებიამ ახლახანს რომ გარეცხა, მერე ვიცმევთ ქურთუკს და არ ვიცით სად მივდივართ, არ ვპასუხობთ მამის ნაყიდ ტელეფონს და როცა გვშივდება ისევ უკან ვბრუნდებით, თავს ვიმართლებთ, არა არ ვიმართლებთ , სხვას ვადანაშაულებთ იმიტომ არ დარეკეთ რომ არავინ ჩაგვირიცხა დასარეკი ფული, არადა ჩაგვირიცხა მაგრამ ჩვენ ამით თიკოს ველაპარაკეთ მაკაზე...
საჭმელი როგორც ყოველთვის გემრიელია, მაგრამ ჩვენ როგორც ყოვეკლთვის გეზედმეტება. ჭკუის დარიგებები ნერვებს გვიშლის და მაგიდაზე იდიოტურად დადებულ ლარნაკს ვანარცხებთ ძირს. ჩვენ არ გვტკივა, იმიტომ რომ მისი საყიდელი ფული ჩვენ არ შეგვიგროვებია, არც ჩვენ გვიყიდია, საერთოდაც ზედმეტად უგემოვნო იყო ეს ლარნაკი, რაღა დროს ეგეგთებია ახლა სახლში, ახლა სხვა დროა, მაგრამ შენები ამას ვერასდრო გაიგებენ, ისინი ზედმეტად დრომოჭმულნი არიან, ზედმეტად, ვადაგასულნი, ზედმეტად მიუხევედრელნი და ზედმეტად მოსაწყენნი იმის გასაგებად თუ როგოირ ლარნაკი უნდა იდგეს სამზარეულო ოთახში.
ვერ ვხვდებით რას მოგვჩერებია ამდენი ხალხი? ეს ხომ ჩვენი ცხოვრება და ისე ვცხოვრობთ როგორც გვინდა, როგორც გვიხარია და ვაკეთებთ იმას რაც სწორად მიგვაჩნია, არადა ვინმემ რომ გვკითხოს რა მიგვაჩნია სწორად, საკუთარი ჯინსის მუხლივით დავაღებთ პირს.
ჩვენმა მშობლებმა უკვე იცხოვრეს საკუთარი ცხოვრებით, ახლა ჩვენ გვაცალონ ჩვენი ცხოვრებით ცხოვრება.
ცხოვრებაში სადაც სხვები გვაღვიძებენ, სხებს მოაქვთ საუზმე, სადილი, ვახშამი,. სხვები გვიწყობენ და გვილაგებენ მაგიდებს, სხვები გვიუთავებენ ტანსაცმელს და სხვები გვაძლევენ არსებობის ფულს,..... მაგრამ ეს ცხოვრება მაინც ჩვენია, არ ვიცით ვინ მოგვცა, ვინ გვაჩუქა, ვინ მოგვიზომა ან ვინ დაგვიგულა ჩვენად, მაგრამ მაინც ჩვენია..
არ გვესმის რატომ უნდა ვაგოთ ჩვენ პასუხი წინაპართა ცოდვებისთვის, არ გვესმის და ამავდროულად დიდი სიამოვნებით ვეუფლებით წინაპარათა დანატოვარს...
ოდითგანვე ასე ყოფილა... სახლში მცხოვრებნი სახლის მესაკუთრეთა სამართალს ემორჩილებოდნენ მუდამ. ვერ გავიზარდეთ, ვერ გამოველით ძვ. რომის არქაული ფორმიდან ხომ?
არადა მართლაც ასეა. ყველა აქვს უფლება ისე იცეკვოს მუსიკაზე როგორც სურს, თუ ის მუსიკა მისი თხოვნით იკვრება, ისე იცხოვროს თავისი ცხოვრებით როგორც სურს, თუ დარწმუნებულია რომ ის ცხოვრება ნამდვილად მისია.
P.s. ალბათ მეც მეყოლება შვილები, რომლებიც ნამდვილად არ იქნებიან, მშვიდები, დამყოლები, არც დამჯერები.
ისინი ალბათ წაიკითხავენ ამ პოსტს და მიხვდებიან, რომ მე მოსაწყენი შვილების გაჩენის შემდეგ არ გამხდარვარ და არც დიდი დავბადებულვარ არასდროს, მე ადრეც 22 წლის ასაკშიც, 2010-ისა და 20011 წლის მიჯნაზეც (თუმცა ეს პოსტი გაცილებით ადრე დავწერე)
ზუსტად ასე ვფიქრობდი.
სიმართლე ვთქვა მე ადრე, მე-9 კლასში სამხედროს გაკვეთილზე გამართულ დისკუსიაშიც ზუსტად ასე ვფიქრობდი, თუმცა მაშინ ბლოგი არ მქონდა რომ ეს ყველაფერი იქ დამეწერა.
იცი, მე ყოველთვის ვიძახი რომ ჩემი ცხოვრება მაქვს და რასაც მინდა, როცა მინდა, როგორც მინდა ისე ვიზამ. მაგრამ ბოლოს აღმოჩნდება ხოლმე, რომ არანაკლებად ვითვალისწინებ მშობლების აზრს და ასე თუ ისე ზოგის დათმობა მე მიწევს ზოგის მათ.
ОтветитьУдалитьუმადური შვილებისგან იმით განვხსვავდები მე, რომ ვაფასებ მათ "ნამოღვაწარს" და პატივს ვცემ მათ შეხედულებებს თუ აზროვნებას, მაგრამ მათაც ხომ უნდა გამიგონ?
შენ მოგიკვდი 100 წლის მერე :* ამდენი იჩხუბე? :D
ОтветитьУдалитьარა, მე საერთოდ არასდროს მიჩხუბია :)
ОтветитьУдалить:)
sweet :)
ОтветитьУдалить