27 декабря 2010

ძივას ეტიმოლოგია, ანუ გამარჯობა თიკო :) ტომი VI

" მე ვარ ელიტარული ძივა" (c) თიკო სადუნიშვილი


ძძძივაააა

გამარჯობა თიკო!
სხვა პირთა აღიარების გრეშე რაიმე ეპიტეტის შერქმევას ამპარტავნება რომ ქვია ეგ შენც გეცოდინება, თუმცა ისიც მართალია, რომ თუ საკუთარ თავს შენ არ შეაქებ, სხვა არავინ შეგაქებსო. რუსები ამას უკეთ ამბობენ, თუმცა არა უშავს, სამაგიეროდ ჩვენი პრემიერ-მინისტრი იმათზე უკეთ მღერის იიშ.
ისე კი მნიშვნელობის ცოდნის გარეშე რაიმე ეპიტეთების გამოყენებას ხშირად უხერხულ სიტუაციამდე მიყავს მომხმარებელი (მაგ: "ვინ არის სიმპატიური?" მ/ფ "სხვისი შვილები" )

თუმცა რა შენი ბრალია, ეს სიტყვა ერთი ჩვენი ნაცნობი დიზაინერის ბალიშების არ იყოს და ისე შემოვიდა მოდაში, ყველამ იმის მიუხედავად უხდებოდა თუ არა ზედ მიიკერა.
ამიტომ გადავწყვიტე მისი ეტიმოლოგია გამომერკვია. ჯერჯერობით ჩემთვის ძივას მხოლოდ სამი განმარტებაა ცნობილი:

1) ძივა (დივა) - სტრიპტიზ ბარი კოსტავას 37-ში. სავარაუდოდ შენ ამ მნიშვნელობით არ გამოიყენებდი, რადაგან მე ვარ ელიტარული სტრიპტიზ ბარი კოსტავას 37-ში არც ისე გლამურულად ჟღერს.

2) რუს: дивный-дивная-საუცხოო.
ანუ როგორც ვხედავთ, ჩვენ რომ აქამდე არსებითი სახელი გვეგონა ზედსართავი ყოფილაო. არა მე მესმის რომ ზედსართავი სახელიც შეიძლება გარდაიქმნას არსებით სახელად. ადამიანი თუ შეიძლება გარდაიქმნას ძივად, ზედსართავმა სახელმა რაღა დააშავა? თუმცა ამისგან მივიღებთ სიტყვა უცხოს. ასე რომ წინამდებარე ფრაზა შეიძლება გაჟღერდეს ასე " მე ვარ ელიტარული უცხო "

3) diva - ინგ. ღვთაება, ქალღმერთი.
მსგავს შემთხვევაში გამოიყენება ასო-ბგერა და არა . (აღნიშნული ასოს აღნიშნულ ენაში საერთოდ არ არსებობის გამო) მიუხედავად ამისა, სიტყვათა შეთანხმებას "მე ვარ ელიტარული ღვთაება" მაინც შევყვართ ჩიხში. რადგან გამოდის ისეთივე სიტყვათაწყობა რაც მაგალითად ადგილობრივი აბორიგენი. ვინაიდან მოგეხსენებათ და ღვთაებები რაიმე განსაკუთრებულ კასტაში ტანსაცმლის ფასისა და ელიტარული ტუსოვკების რაოდენობის მიხედვით არ ერთიანდებიან. ღვთაება, ქალღმერთი თავისთავად გულისხმობს ზედა კასტას, ელიტარულ ფენას, რაიმე განსაკუთრებული საზოგადოების უპირობო წევრობას.

თქვენთან ერთად ძივას ეტიმოლოგიას იკვლევდა ჰექსე " სანამ რამეს მიიწებებთ, ჯერ მნიშვნელობა გაიგეთ-ს" პროექტის ფარგლებში. :)
დარჩით ამ ბლოგზე და იცხოვრეთ ძივურად... :))

P.s. მსგავს პოსტებს რაც შეეხება, უბრალოდ დაგუგლეთ სიტყვათა შეთანხმებები - თიკო სადუნიშვილს ან hexe თიკო სადუნიშვილი.


14 комментариев:

  1. ლინგვისტური პოსტი :D

    ОтветитьУдалить
  2. კნუტ:0 ისე ლინგვისტუსთან კი უნდა გამევლო მცირე კონსულტაცია, ამხელა საკითხს რომ დავეჭიდე ეს პატარა გოგო :)

    ОтветитьУдалить
  3. ადგილობრივი აბორიგენი :)
    რა ხშირად ხმარობენ ასეთ წყობაში, არადა აბორიგენი ისედაც ადგილობრივია. კარგი შენიშვნაა ზოგადად

    ОтветитьУдалить
  4. ბაჩო კიდევ ყველაზე ხშირად ხმარობენ ცნობილი ჰიტები, არადა ჰიტი ისედაც ცნობილია :)

    აბორიგენზე კიდევ ერთი ისტორია მახოვს. ფორუმზე, პოლიტიკის თემაში დისკუსია იყო - აქციებზე უნდა შეკრებილიყო ხალხი და ახლა როგორ დაანაგვიანებენ იქაურობასო და ვიღაცამ დაუპოსტა რატომ ვითომ? შენ იქ შეკრებილი ხალხი აბორიგენები ხომ არ გგონიაო. არ ვიცი რა ეგონა იმ ვიღაცას სიტყვა აბორიგენი, ალბთა შეურაცმყოფელი სიტყვა. :)ამ შედეგამდე მივყავართ სიტყვების უაზრო ხმარებას. :)

    ОтветитьУдалить
  5. აჰაა, ვტოვებ კვალს,როგორც შენ დატოვე ჩემში ამ პოსტით.

    ОтветитьУдалить
  6. :))))))

    "პიაცას მოედანი" თუ შეიძლება ითქვას (და ითქვა კი არა, ყველა ბრუნვაში იტრიალა მინიმუმ ერთი თვე, სანამ ალბათ ვიღაც მადლიანმა არ უთხრა ჟურნალისტებს, თქვენ ... ხომ არ გაქვთო?!), "ელიტარულ ძივას" რას ვერჩით?! :)))))

    ОтветитьУдалить
  7. ზუსტად თიკო სადუნიშვილი ავკრიფე. ოღონდ შენი ბლოგის სერჩში

    ОтветитьУдалить
  8. თუმცა რა შენი ბრალია, ეს სიტყვა ერთი ჩვენი ნაცნობი დიზაინერის ბალიშების არ იყოს და ისე შემოვიდა მოდაში, ყველამ იმის მიუხედავად უხდებოდა თუ არა ზედ მიიკერა. lawn suit with silk dupatta online , 2 piece lawn suit limelight

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)