"წასვლა გამიგია, მაგრამ პოეტურად"
/გ. საჯაია/
"წასვლა ქართველებისთვის ისტორიული პრობლემაა"
/სიმბოლისტი ისტორიკოსი/
"წასვლა ქართველებისთვის ისტორიული პრობლემაა"
/სიმბოლისტი ისტორიკოსი/
ქაღთველები ისევ ევროპისა და აზიის გასაყარზე იყვნენ და კაცობრიობას განდიდების ვირუსი აქვს შეყრილი.ზუსტად არავინ იცის, მაგრამ სავარაუდოდ ეს ვირუსი სწორედ იმ ვაშლიდან შეეყარა პირველყოფილი ცოდვის სიტკბოთი რომ ჩაკბიჩა.
- იმ პირველ ადამიანებსაც , ალბათ სანამ ედემიდან სამუდამოდ აუკრავდნენ გუდა-ნაბადს სურვილი გაუჩნდებოდათ ფეისბუქზე გაესტატუსებინათ - " ყველაფერი მოგვბეზრდა, წავედით ედემიდან. " და ალბათ როგორ დასწყდებოდათ გული არავინ რომ არ დაახევდათ კალთებს ხვეწნით : დარჩით, დარჩითო :)
- ჰიტლერიც საწამლავის დალევამდე 3 წუთით ადრე დაწერდა - " წავედი ახლა მე, Mein Kampf დასრულდაო. " რასაც მსოფლიო მოსახლეობის უმრავლესობა დაალაიქებდა, უმცირესობა კი დაკომენტებდა: - " არ ქნა მაგი მაინ ფიურერო. :)"
- და ავთანდილიც ისე როგორ გაბედავდა არაბეთიდან ფეხის გადგმას როსტევანის კედელზე რომ არ მიეპოსტა "ჰე მეფეო, გავიპარე ძებნად ჩემგან საძებრისად"- ო (ამ "ძებნად ჩემგან საძებრისად"-ის მერე სავარაუდოდ ტარიელს დათაგავდა, თუმცა ეს უკვე სხვა ისტორიაა)
![]() |
ვაშლი |
კაცობრიობას განდიდების ვირუსი აქვს შეყრილი. თან უკვე დიდი ხანია, ამიტომ ბევრს ხშირად ჰქონია რომ მზე დილით მხოლოდ მათთვის ამოდის, დედამიწა მხოლოდ მათ გამო ბრუნავს და მხოლოდ და მხოლოდ მათ გამოა დარეგისტრირებული ფეისბუქზე, ფორუმებზე და სხვა საიტებზე მილიონობით ადამიანი. და ერთხელაც მას ( ვირუსით შეპრყრობილს) უცაბედად რომ მოელანდოს რამე და უკუღმად ეჩვენოს ბედის წაღმა ტრიალი, ტვინი და მაუსი გადაუბრუნდეს და ფბ-დან , ფორუმიდან, ან ღმერთო ყველა დაგვიფარე და საერთოდ ინტერნეტიდან წასვლა მოუნდეს ეს კაცობრიობისთვის იმდენად დიდი შოკი იქნება რომ მძვინვარე ეკონომიკურ კრიზისსაც გადაავიწყებს და მოსალოდნელ, უკვე მცხეთამდე მოსულ 2012 წელსაც.
ამიტომაც არის რომ როდესაც ვინმეს დეპრესიის მომდევნო შეტევა მოუვლის და გაახსენდება რომ ის არავის უყვარს, იწყება:
- პოსტები, სტატუსები, მსგავსი შინაარსით: ბლოგი უნდა წავშალო, აქედან უნდა წავიდე, მივდივარ მშვიდობით, არ მეძებოთ, თავს ვიკლავ, სამუდამოდ მივდივარ, მივდივარ, მივდივარ და თქვენ დიდხანს აპირებთ ამ წუმპეში ცხოვრებას?
- უპრიანი იქნებოდა დეპრესიისა და შეიზოფრენიის ყოველ მეათე გამოვლენისას ვინმეს დაეპოსტა: " იმის იქით წასულხარო" მაგრამ ჩვენ ხომ კეთილები ვართ?
- ამიტომაც ამის შემდეგ იწყება ნამდვილი კონკურსი იმის გამოსავლენად, თუ ვინ უფრო გულითადი მეგობარია. და ისინიც ისე ვენებგადახსნილნი ცდილობენ მეგობრის გადარწმუნებას, თითქოს რომელიმე კონკრეტული ადამიანის კონკრეტულ საიტზე ყოფნა - არყოფნა იმდენად მნიშვნელოვანი იყოს ჩვენი სახელმწიფოებრიობისათვის უნებური შიში იპყრობს ყველას ვაიდა ეს ამბავი "ნატოს" ყურამდე მივიდეს და რის ვაი-ვაგლახით მოპოვებული მაპიც კი შორიდან გაგვიხდეს საყურებელიო, ან უარესი და ამ ბუმბერაზი ადამიანის წასვლა ცუკერბერგმა შენიშნოს ხომ სულ პირისაგან მიწისა აღგვის ფეისბუქს, აქაოდა ამისთანა კაცის აქედან გაშვება იქნებოდაო?
- ამ ტრაგი-კომედიის ფინალი კი ისეთივე ადვილად პროგნოზირებადია, როგორიც ლათინო-ამერიკული სერიალის. როგორც ყველა ზღაპარი კეთილი ძმის გამარჯვებით მთავრდება, ყველა ჰოლივუდური ფილმი ჰეფი-ენდით და ყველა სერიალი ბევრი, ბევრი ქორწილით, არც ჩვენი მრავალტანჯული გმირი ტოვებს ფორუმს, ფეისბუქს, გაგიკვირდებათ და არც თავს იკლავს და არც ბლოგს ხურავს. მოკლედ როგორც წინაპარნი იტყოდნენ: "წავედი დაწერილი ბევრი მინახავს და ნამდვილად წასული კი ჯერ არავინ შემხვედრიაო"
- ბევრი რომ არ გავაგრძელო ყველაფერი ეს იმას მაგონებს სტუმარი კარისკენ რომ იწევს, და მასპინძელი კალთებს აგლეჯს ცოტა ხნით კიდევ დარჩიო. ამდენი ხვეწნით თავმოყვარეობა დაკმაყოფილებელი სტუმარიც არხეინად უბრუნდება სათამადო ადგილს: " ჯანდაბას თქვენი თავი ცოტას კიდევ დავრჩებიო."
რას გეტყვით იცით ჩემო მეგობრებო?
თუ მსოფლიო ისტორიას გადავავლებთ თვალს, დავინახავთ რომ ისეთი ადამიანები წასულან, ნახევარ ფეისბუქს და მთელ ბლოგოსფეროს რომ უდრიდნენ ერთად აღებულს, თან გაგიკვირდებათ და დიდი ბლოგინგიდან ან მრავალრიცხოვანი ფეისბუქიდან კი არა, ზოგადად ამ ქვეყნიდან წასულან და უკან არ მიჰყოლია მაინც არავინ. კაცობრიობამ რაღაცნაირად შეძლო თავი ხელში აეყვანა, ხელი ხელისთვის ჩაეჭიდა და ეს მძიმე დანაკარგი გადაეტანა. ჰოდა ერთი- ორი ბლოგის დაკარგვასაც რამენაირად შევეგუებით რუსთაველის დამკარგავი ერი.
ასე რომ სანამ დეპრესიის მორიგი შემოტევისგან კედლებზე სიარულს და ფეისბუქის კედლებზე ისტერიულ პოსტვას დაიწყებდეთ, გახსოვდეთ! რომ არც თქვენ ხართ დიდი ფარაონი და არც ჩვენ გვყავს ეგვიპტელი მონები სხვა სამყაროში გადაბარგებულს თან რომ მოგაყოლოთ.
"P.s. და მაინც ყველაზე უხვლაიქიანი სტატუსი "მე წავედი სახლში" 2003 წლის 23 ნოემბერს გამოქვეყნდებოდა. :) " like like like მაგარია :))))
ОтветитьУдалитьრაღაცის დაწერა მინდოდა, მარა დამავიწყდა, წავედი მე... გამოცდაზე!
ОтветитьУдалитьმომწონხარ ძალიან !!!
ОтветитьУдалитьმე ვიცნობ ფეისბუქიდან წასულ 2 ადამიანს. შენ? :))))
ОтветитьУдалитьპ.ს. არ მინდა რამე დავამძიმო, მაგრამ ერთმა ადამიანმა ვერ მოასწრო ეთქვა მივდივარო. თათო ისე წავიდა ფორუმიდან, უბრალოდ :(
shen ratom shegawuxaam temam?
ОтветитьУдалитьმომწონს ეს ბლოგიც(ჯერ ბექაა მაინც ადამაშვილი :იმედია არ მიწყენ: )
ОтветитьУдалитьმიხარია აქ რომ მოვხვდი:D
რას ერჩი, წერონ და გადაიფიქრონ:)
ОтветитьУдалитьშარშან ვასასიც შეაწუხა მაგ კითხვამ და შენი კომენტარი იყო, თუ არ ვცდები: არ შეეშვა, იმიტომ რომ თუნდაც ერთ ადამიანს დააკლდებიო...
ჰოდა, სხვასაც სიამოვნებს ეტყობა ეგეთების მოსმენა და რა ქნას?!:):)
ამ შემთხვევაში "ბლოგს ვშლი, იცოდეთ!" განცხადებებს უფრო ვგულისხმობ:)
ОтветитьУдалитьmzime
ОтветитьУдалитьარ გიწყენ, ნიჭიერ ადამიანთნ შედარება სასიამოვნოა :)
tamara
გასაგებია, მესმის მათი
მაგრამ საზღვარი ხომ აქვს ყველაფერს
დღეში 10-ჯერ წასვლა არ გამიგია მე :)
ქრონიკულში არ უნდა გადავიდე მე ვფიქრობ :)
პოსტები, სტატუსები, მსგავსი შინაარსით: ბლოგი უნდა წავშალო, აქედან უნდა წავიდე, მივდივარ მშვიდობით, არ მეძებოთ, თავს ვიკლავ, სამუდამოდ მივდივარ, მივდივარ, მივდივარ და თქვენ დიდხანს აპირებთ ამ წუმპეში ცხოვრებას?
ОтветитьУдалитьarasodes damiceria :D :D :D
Torem martla cavidodi :)
qihang0613cheap oakleys
ОтветитьУдалитьchristian louboutin outlet
michael kors bag
oakley sunglasses wholesale
ray ban glasses
true religion sale
burberry outlet online
coach outlet
chanel bags
soccer jerseys
polo ralph lauren
rolex watches
abercrombie outlet
hollister clothing
ralph lauren uk
tory burch handbags
ray ban sunglasses
michael kors outlet online
cheap ray ban sunglasses
ralph lauren outlet
michael kors handbags
kate spade outlet online
burberry sale
pandora charms
ray ban uk
air max 95
jordan shoes
abercrombie
michael kors handbag
toms shoes
q
michael kors outlet online
ОтветитьУдалитьhollister uk
louis vuitton handbags
jordan 11s
canada goose outlet
louis vuitton outlet online
jordan 4
michael kors handbags
michael kors outlet
michael kors outlet
kate spade handbags
kate spade
oakley sunglasses
coach outlet
mont blanc pens
gucci outlet
christian louboutin sale
jordan 3 infrared
louis vuitton
michael kors outlet
ralph lauren outlet
abercrombie outlet
michael kors outlet
coach factory outlet
ugg outlet
caoch outlet
michael kors uk
louis vuitton outlet
michael kors outlet online
michael kors outlet clearance
toms shoes
toms shoes
kobe 11
christian louboutin
nike air max
fake watches
replica watches for sale
2016329yuanyuan
tory burch outlet
ОтветитьУдалитьlacoste shirts
fitflops sale clearance
swarovski outlet
hollister clothing
hollister shirts
tory burch outlet
ralph lauren shirts
hermes birkin
cheap mlb jerseys
coach outlet
christian louboutin shoes
michael kors outlet
michael kors wallet
cheap nike shoes sale
michael kors outlet
adidas shoes
ralph lauren uk
nike air force 1
ray-ban sunglasses
longchamp outlet
vans outlet
snapbacks wholesale
cheap nhl jerseys
michael kors handbags outlet
ralph lauren outlet
fitflops clearance
fred perry polo shirts
adidas trainers
cheap soccer jerseys
michael kors outlet
ferragamo shoes
lacoste polo shirts
chrome hearts eyewear
ray ban sunglasses
czq20160725
ralph lauren
ОтветитьУдалитьtitans jersey
chaussure louboutin pas cher
cheap jordans
miami dolphins jerseys
new york knicks jersey
salomon shoes
hollister
christian louboutin
cheap oakley sunglasses
cheap jordans
ОтветитьУдалитьnike zoom
michael kors factory outlet
jordans for cheap
tory burch shoes
air max 2017
authentic jordans
chrome hearts online
air force 1
lacoste polo
lebron james shoes
ОтветитьУдалитьjordans
golden goose
supreme outlet
yeezy shoes
golden goose sneakers
kyrie 5
jordan shoes
lebron shoes
moncler
n5a78l9z13 f5f81l7d05 f5h42y6j25 b0j38h1q11 b7j02d1t92 j1d46j4p46
ОтветитьУдалить