01 января 2011

გულუბრყვილო ზღაპარი, ანუ თქვენც მარტოსული ხართ?

"მე არც ისე კარგად ვიცნობ აინშტაინის ფარდობითობის თეორიას, თუმცა არვინ მთელ მსოფლიოში არ იცნობს აინშტაინს ჩემზე კარგად " - მეორე ნახევარი

ის ზედმეტად ნიჭიერი ფიზიკოსია, თითქმის გენიოსი (ან იქნებ გენიოსებს წინ არ ერთვით ხოლმე სიტყვა თითქმის?) თუმცა მიუხედავად ამისა, ერთ მიყრუებულ საწყობში მუშაობს მტვირთავად. მერე რა? ვინ დაადგინა, რომ გენიოსი ფიზიკოსები მაინცდამაინც ფარდობითობის თეორიაზე უნდა მუშაობდნენ? მარტივი სამუშაოა ტვინის ყოველგვარი განძრევის გარეშე - მარტივი ფული, ლამაზი ცოლი და უზომოდ ბედნიერი ცხოვრება.
ერთი შეხედვით ყველაფერი იდეალურადაა.
სანამ
________________________________________________
გულისრევის შეგრძნებით საავადმყოფოში ხვდება.
გულისრევის შეგრძნება - რა შეიძლება იყოს ამაზე მარტივი სიმპტომი?
თუმცა ექიმებს რას გაუგებ - მათ ხელში კარგად მყოფი შეიძლება შეიქმნას ცუდად არათუ...

მაგრამ ამას აშკარად გაუმართლა, (იღბალიც ჰქონია ბედთან ერთად) მისმა ექიმმა თითქმის ერთ დღეში დასვა დიაგნოზი, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერდა:
პაციენტი იდიოტია!


"- "ვინ არის ეს კაცი?
- ჩვენი სოფლის ექიმია
- მერე და ვერ მოირჩეს კაცო თავს?" "
(ნ.დუმბაძე "ქელეხი" )

რა გინდა რომ თქვა - ექიმი აქეთ ყოფილა სამკურნალო, თუმცა ცოტას თუ ჩავუღრმავდებით შეიძლება რაიმე ისეთი იაფფასიანი ხველების სიროფიც აღმოვაჩინოთ ე.წ. "სისულელის ნარკოტიკი", რომელიც ტვინზე მოქმედებით აიქუს აქვეითებს, რომელსაც ზ/ა პაციენტი ბოროტად მოიხმარდა.
აი ხომ ხედავთ არც ისე სულელი ყოფილა ეს ექიმი, მერე რა რომ წვერს არასდროს იპარსავს და პერანგებიც მუდამ დაკუჭული აცვია. (არადა დაკუჭულიც არის და დაკუჭულიც , ასე როგორ კუჭავს ნეტავ?!)
პაციენტი კი ნამდვილად იდიოტია, მხოლოდ იმიტომ გენიოსობა რომ არ მოინდომა.

______________________________________

არადა მისი ბრალიც არ არის ყველაფერი.
ქალი გაიცნო, რომელიც ძალიან სულელი იყო, იმდენად სულელი რომ მათ აიქუებს შორის განსხვავება ზუსტად 91% იყო. ცოლად შეირთო. ის ჭკვიანი იყო, იმდენად ჭკვიანი რომ კვანტურ ფიზიკაში აპირებდა გადატრიალების მოხდენას, მაგრამ უბედური ძალიან. მის მეორე ნახევარს კი სიტყვა "კვანტური ფიზიკის" დაწერაც კი არ შეეძლო გამართულად, თუმცა ბედნიერი იყო უსაზღვროდ...
ბოლოს ის მიხვდა, რომ რაც მეტია ჭკუა მით ნაკლებია ბედნიერება.

____________________________________

ტვინი გაუწმინდეს, საწყობის მტვირთავი გენიოსად აქციეს კვლავ... ახლა ის ატომის ნაწილაკებს ხატავს და ბუზღუნა, ცისფერთვალება ექიმს ეკითხება:

-თქვენ მარტოსული ხართ?
-არც ისე
-ე.ი. თქვენ არც ისე ჭკვიანი ყოფილხართ.



და თქვენ მარტოსული ხართ?

13 комментариев:

  1. ...როგორც შტეპენვოლფი..

    :მთელიქვეყნისტვირთიმხრებზემაწევსსმაილი:

    ОтветитьУдалить
  2. არ ვიცი, მე ვარ საზიზღარ განწყობაზე და ამიტომ მეჩვენება, მაგრამ ძალიან სევდიანი ზღაპარია.

    ხანდახან მარტოობა ჯობია, მაგრამ დიდხანს მარტო ვერ ძლებ და ისევ ძებნას იწყებ და მაინც ვერ პოულობ ისეთს, როგორიც გყავდა და გახსოვს, თან ზუსტად იცი, რომ ვერც ვერასოდეს იპოვნი და თავს ამის აღიარებას უკრძალავ. მერე გგონია, რომ ვიღაც იპოვნე, მერე მიხვდები, რომ ის და ისეთი არ არის და ისევ ფიქრობ, რომ მაარტოობა ჯობია.

    აი ასეთი წრეა. ახლა ალბინონის ადაჟიოს ვუსმენ, იქაც მეორდება თემა და ეს საზიზღარი განწყობა ცოტათი ალბინონის ბრალიცაა.

    ОтветитьУдалить
  3. vasasi
    ვით მეფე ლირი დაგეწერა უფრო ეროვნული იქნებოდა :*


    ბიბლიოფილი
    შენ ხარ სევდიან განწყობაზე :)))

    ОтветитьУдалить
  4. აშკარად... თორემ ასეთი მხიარული და ოპტიმიზმით სავსე ზღაპარი სევდიანად არ მომეჩვენებოდა.

    ОтветитьУдалить
  5. მიყვარს შენებურად მოყოლილი ამბების მოსმენა ნუ ამ შემთხვევაში წაკითხვა.

    ОтветитьУдалить
  6. ლირი გაბანძებულია, შტეპენვოლფი უფრო გლяმურულად ჟღერს.. :D

    ОтветитьУдалить
  7. აუ ეხლა ვკითხულობ "როგორ გავხდე იდიოტს" <3 <3

    ОтветитьУдалить
  8. მე ვარ მარტოსული. მე ისეთი მარტოსული ვარ რომ როდესაც ღამით ძილის წინ ჩემს თავს ვეკითხები აბა მე დღეს ვის რა ვარგე მეთქი არავინ მპასუხობს - აი ასეთი მარტოსული ვარ. მე ისეთი მარტოსული ვარ რომ როდესაც დილით ფეისბუქზე სტატუსს ვწერ Hello World არავინ მიკომენტარებს არც მილაიქებს, აი ასეთი მარტოსული ვარ. და ამას ყოველთვის განვიცდიდი, ახლა კი აღარ, რადგან მარტოსული ნიშნავს ჭკვიანს, ყველა გენიოს ადამიანს ხომ ასე ექცევიან.

    ОтветитьУдалить
  9. აშკარად მარტოსული უნდა იყო ჰექს ;)

    ОтветитьУдалить
  10. ამქვეყნად არავინაა მარტოსული, იმდღეს დავასკვენი ეს! :)

    ОтветитьУдалить
  11. "ამქვეყნად არავინაა მარტოსული, იმდღეს დავასკვენი ეს!" - ჯიგრული ნათქვამია! ქვეყნად იმდენი მარტოსულია, რომ თუნდაც ამიტომ არ არიან მარტო. :) მარა რაღაც პოსტს ვერ ჩავწვდი. შეიძლება მშიერი ვარ. :) რახან მარტოსული ვარ, ესე იგი ჭკვიანი ვარ?

    ОтветитьУдалить
  12. გურამი
    პოსტის მიხედვით ასეა, მაგრამ ეს ხომ ზღაპარია, თანაც გულუბრყვილო :)

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)