დიდი მადლობა ანინას წამოწყებისთვის
დიდი მადლობა სიყვარულოვნას, ვასასის, გიო მანთიძეს წლის ბლოგერად ჩემი დასახელებისთვის.
დიდი მადლობა ყველას ვინც ზ/ა ადამიანებივით ფიქრობს, თუმცა არ/ვერ მიმხელს.
განსაკუთრებული მადლობა კი მათ ვინც ზ/ა ადამიანებივით არ ფიქრობს.
პირველ რიგში, არ მიყვარს ბრახუნა სახელები: წლის ბლოგერი, საუკუნის ავტოგრაფი, ათწლეულის გაელვება და ა.შ. შესაბამისად მარტივად დავასახლებ იმ სამ ბლოგს, რომელსაც წლის განმავლობაში ვკითხულობდი და ჩემ განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებდნენ:
1. ნიჭიერია - ერთი სიტყვა, რომელიც აბსოლუტურად სწორედ, მარტივად და გასაგებად ახასიათებს ბლოგის ავტორს.
2. კრეატიულია - ამ სიტყვის სრული და აბსოლუტურად ზუსტი გაგებით
3. არაერთხელ გამხდარა პლაგიატიზმის მსხვერპლი - რაც თავისთავად იმას ამტკიცებს რომ ღირებულია. არავინ დაიწყებს უხარისხო პროდუქტის კოპირებას.
ყველაზე მეტად რაც ამ ბლოგში მომწონს, მისი ავტორის განსაკუთრებით ფაქიზი დამოკიდებულებაა ქართული ენისადმი. (იმედია ეს წინადადება მაინც დავწერე გრამატიკულად გამართულად) ბლოგის თემატიკა არაერთხელ გამხდარა ჩემი პოსტის მუზა, მისი არსებობით იმედი მესახება, რომ ქართულ ჟურნალისტიკას ოდესმე მაინც ეშველება რამე. ბლოგი ასევე გაიმარჯვებდა ნომინაციაში "ვაშააა, ბლოგზე პოსტი დაიდო". დოინ.ჯი არის ბლოგი, რომლის ახალ პოსტებსაც სულ ველოდები.
შესაბამისად,
შესაბამისად,
ერთადერთი მინუსი, რაც ბლოგს შეიძლება მოვუძებნოთ მისი ავტორის მოუცლელობაა, რაც პირდაპირ აისახება პოსტვის სიხშირეზე, ეს კი რა თქმა უნდა მინუსია თუ შენ ერთი ეგოისტი მკითხველი ხარ. ავტორს ვუსურვებ, რაც შეიძლება ხშირად წეროს, კლავიატურაში ჭაღარა არ შეეპაროს და სულ იყოს...
წლის დამახსოვრებული ფრაზები ბლოგიდან:
“ნაჩუქარ ცხენს კბილი არ გაესინჯება” – © ტროელები (პოსტიდან: ნამუზარი ფრაზები და სხვა)“მე ძილში, სიზმრად ვხედავ ვარშავებს რა დავაშავე… რა დავაშავე?!” – მატარებელში, კრაკოვი-ვარშავას გზაზე დაწერილი (პოსტიდან: " " ჩვენ ევროპელები ვართ, პოლონეთიდან დანახული საქართველო" )
ამ ფრაზამ ასევე გაიმარჯვა ნომინაციაში: " წლის ბლოგიდან აკვიატებული ფრაზები"
და კიდევ ძალიან ბევრი, თუმცა მთელი ბლოგის აქ დაკოპირება არც ისე საღ აზრად მომეჩვენა.
1. კრიტიკულია - თან იმდენად, რომ იტყვიან გადავიდა ეს უკვე დაუკრეფავშიო. :) პოსტის კითხვისას მეჩვენება, რომ მისი ავტორი გაყინულ მოედანზე სრიალებს და მიუხედავად იმისა, რომ ეს სანახაობა ძალიან მართობს, მაინც მინდა ხოლმე რომ ვუთხრა აქ ცოოოტა ფრთხილად ვასასიკო.
2.ოპერატიულია - თან იმდენად, რომ დავით კიკალიშვილს ჯერ სიტყვა დამთავრებული არ აქვს, რომ ვასასის უკვე პოსტი აქვს ამ სიტყვაზე გაშანშალებული.
3. ჩაციკვლადია - მიჩურინის ვაშლი, ვაშლი მიჩურინის, გვანცა დარასელია, დარასელია გვანცა, შაშკინი, შაშკინმა, შაშკინს, შაშკინის, შაშკინით, შაშკინად, შაშკინო. ვგიჟდები ასეთ ბლოგებზე.
ვასასის კარგი თემები და უფრო კარგი იუმორის გრძნობა აქვს და ერთადერთი რაც მის ბლოგს აკლია ეს ზუსტად ორი წვეთი დიპლომატიაა. :)
ვასასის კარგი თემები და უფრო კარგი იუმორის გრძნობა აქვს და ერთადერთი რაც მის ბლოგს აკლია ეს ზუსტად ორი წვეთი დიპლომატიაა. :)
წლის დამახსოვრებული ფრაზები ბლოგიდან: "მართლა, ქუთათურებო, გულწრფელად ვწუხვარ, რომ დღეში 45623-ჯერ გესმით გელათის ზარების რეკვა. რას ვიზამთ, მიტროპოლიტი გყავთ ასეთი, მიშას მიერ რიკოთის ყოველ გადალახვას აღმაშენებელს რომ გელათის ზარების გუგუნით ამცნობს საფლავში." (პოსტიდან :"რბილი "ლ" ჩემი პრეზიდენტის ლექსიკონში" )
"პირველად გავიგე, რომ: ქალის კრიტიკული დღეებისას მათი პარტნიორები შეიძლება ბოლთას სცემდნენ გამწარებულები: ტამპონთან გვღალატობს და უძლურნი ვართო" (პოსტიდან: "რა სჯობს ტამპონსა და საფენს" )
1. გულ-ახდილია - ის რაც ბლოგს თან გასდევს არის მაქსიმალური სიმარტივე და გულახდილობა.
2. ლექსებს წერს - რა მნიშვნელობა აქვს როგორს, მთავარია, რომ წერს. ბევრ ახალგაზრდა იუთუბზე მრავალჯერ ატვირთულ-დალაიქებულ პოეტზე უკეთესადაც მე ვიტყოდი.
3. პროზასაც წერს - და მერე რა, რომ ზოგიერთი წერა-კითხვის უცოდინარი ბლოგერი მას "თბილისელების" ბოლო გვერდზე დასაბეჭდ მასალად მიიჩნევს. სინამდვილეში ლაშარელა მართლაც კარგად წერს, თუმცა ის კი არის რომ ზოგჯერ იმდენს მიედ-მოედება ვერ ვხვდები, სად მთავრდება ბოდიალი და იწყება აზრი, თუმცა შედარებები კარგი აქვს და შუა საუკუნეებში რომ ეცხოვრა ალბათ მეიგავარაკე იქნებოდა.
კითხვაზე რა აკლია ლაშარელას ბლოგს მე ვუპასუხებდი - ალბათ, ფერები და სურათები , თუმცა მათ შეუძლიათ დარტყმა მიაყენონ ბლოგის მთავარ ღირსებას - სიმარტივესა და მინიმალისტურ სტილს.
წლის დამახსოვრებული ფრაზები ბლოგიდან:
" - რა ქენი დიეტა დაარღვიე? - შემომეგებნენ ჭიშკართან გოგოები
- არ დამიღღვევია - თვის ბოლომდე მაქვს დაფარვის ვადა - ძლივს ავალუღლუღე ენა პირში." ( პოსტიდან: " დიეტა")
- არ დამიღღვევია - თვის ბოლომდე მაქვს დაფარვის ვადა - ძლივს ავალუღლუღე ენა პირში." ( პოსტიდან: " დიეტა")
"გადაჭიმული მაღალი ძაბვის
ხაზები უნდა დავაზიანო" (პოსტიდან : "ღღღღღღღღღღღღ")
გარდა ამისა არ შემიძლია ყურადღების გარეშე დავტოვო ჩემი ყველა დროის საყვარელი ბლოგები:
ჩემი დავარცხნილი, რაფინირებული და დახვეწილი გოგო, ყოველგვარი ზედმეტობების გარეშე.ხაზები უნდა დავაზიანო" (პოსტიდან : "ღღღღღღღღღღღღ")
ბლოგი, რომლის კითხვაც ვაღიარებ რომ ხშირად მიჭირს, რადგან იმდენად მრავალმხრივი ღრმა და დასამახსოვრებელია ყოველი სიტყვა, რომ რაღაც ძალიან დიდ კვალს სტოვებს ჩემში მისი პოსტები, სულს მიფორიაქებს, მანგრევს და ტვინს მიტრიალებს.
ბლოგის ავტორზე რასაც ვფიქრობ მე დიდი ხნის წინ დავწერე. და რაღა საჭიროა აქ ზედმეტი სიყვარულის ახსნები, უბრალოდ მინდა ვთქვა რომ ჩემი დამოკიდებულება ავტორისადმი არ შეცვლილა.
განსაკუთრებული ბლოგია ჩემთვის, თუმცა რატომ ამის ახსნა არ შემიძლია. მაგრამ მაქვს საკმარისი საფუძველი ბლოგის ავტორის სიყვარულისთვის.
P.s.
მოკლედ სულ ეს იყო, თუ ვინმე შემთხვევით ამ სიაში ვერ მოხვდა, წყენის საფუძველი უბრალოდ არ არსებობს, რადგან მე ყველა ბლოგი მიყვარს, ზოგი კი იმდენადაც რომ მას საერთოდ არ ვკითხულობ.
ეგ წერილი საგულდაგულოდ მაქვს შენახული [ნუ, გონებაში მაინც, ვინაიდან ფიზიკურად ვერ შევინახავ] და ასეთი თბილი სიტყვები, მგონი არასდროს უთქვამთ ჩემთვის.
ОтветитьУдалитьდიდი მადლობა საყვარელო ჰექსე!
ჩაციკვლადია: ტუღუში, გიორგი ტუღუში!.. ჩემი ტუღუში.. ჩემი ფუმფულა და საყვარელი სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში... :/
ОтветитьУдалитьისა..
:ს
:*
:D
ОтветитьУдалитьმადლობა, საყვარელო :*
მეც მიყვარხართ <3
vasasi,
ტუღუშის შეფასებაში გეთანხმები, მეც ძალიან მიყვარს, ოღონდ ჯერ კიდევ იმ დროიდან, სანამ სახ.დამცველი გახდებოდა. მართლა ძალიან ჭკვიანი, განათლებული და თან კარგი ადამიანია. თუმცა ახლა ეს აქ რა შუაში იყო ;)
hex,
კორექტორს, ერთერთს, კონტრაქტი გაუწყვიტეს ბატონო იმ ბლოგზე და ... :D:D:D
ნუ მეცილები, ქეთი!..
ОтветитьУдалитьტუღუში მარტო ჩემია.. :ს
პ.ს. მართლა ძალიან კარგი ადამიანია და ძალიან დიდ პატივს ვცემ... :)
:D
ОтветитьУдалитьარა, არ გეცილები :D პირიქით, გგულშემატკივრობ :D ფბ-ზე გყავს უკვე ფრენდებში თუ გიშუამავლო ? ;)
(ქეთიო, ელაპარაკე ახლა ამას :D კაია ქარელიძე ქარელიძე ქარელიძე? :D)
აუუუ..
ОтветитьУдалитьეკა, მე ნარიმანიძე მეგონე უცებ (ინგლისური შრიფტით რომ გეწერა სახელი, იმასაც ეგრე უწერია).. მაპატიე.. :(
მეგობრებში არ მყავს: არ სწყალობს ფეისბუქს, სამაგიეროდ, ინტერვიუზე დავდივარ ხოლმე ხშირად..
<3
ბოლოს ისე დავიბენი, ხელში რაც მეჭირა, ყველაფერი დამებნა (ორი მიკროფონი, უზარმაზარი რვეული და ტაქსის ქვითრები), მაგრამ მაინც გაბრწყინებული შევცქეროდი.. <3<3
აუ, ქარელიძე.. :ს :ს :ს
ვასას, კარელიძე თუ ქარელიძე?
ОтветитьУдалитьჰექს, რა თბილი პოსტია :*
კაწიე
ОтветитьУдалитьკორექტორს, ერთერთს, კონტრაქტი გაუწყვიტეს ბატონო იმ ბლოგზე და ... :D:D:D
და მეორეს უთხრეს შენ საქმეს მიხედეო :)
ვაიმე გიორგი შემეხე, არა მე არა ვასასის შეეხე. :)
ბაჩო :)
მადლობა, ზოგჯერ ასეც დავთბები ხოლმე :)
ბაჩო, კარელიძე!.. :უსერ:
ОтветитьУдалитьე.ი. რაც ამ პოსტებმა თეგების ბუღი დააყენა, ყველაზე გახრიოკებულ ორღობეს არ ახსოვს ჯიპის გაშლიგინებისას :დ
ОтветитьУдалить"ყველაზე მეტად რაც ამ ბლოგში მომწონს, მისი ავტორის განსაკუთრებით ფაქიზი დამოკიდებულებაა ქართული ენისადმი. (იმედია ეს წინადადება მაინც დავწერე გრამატიკულად გამართულად)"
ОтветитьУдалитьწერტილი ფრჩხილის დახურვის შემდეგ უნდოდა :D
ენა იქით იყოს და(მართალია, ჩემი აზრი უკვე დავწერე, სადაც ჯერ არს, მაგრამ მაინც)კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ დახასიათებების (სხვების – ჩემს თავზე არ ვიტყვი არაფერს) ძალიან მომეწონა :) მადლობა და იმედია, მომავალ წლამდე შენი აზრები დიდ ტრანსფორმაციას არ განიცდის :)
vaiiih
ОтветитьУдалитьამ შინაარსის პოსტი მეც უნდა დავწერო, თუ არ დამეზარა.
ОтветитьУдалить"მე ყველა ბლოგი მიყვარს, ზოგი კი იმდენადაც რომ მას საერთოდ არ ვკითხულობ."
მაგას სიყვარული კი არა, არ-სიყვარული ეწოდება აშკარად :დდდდ