23 января 2011

პოპულარობა რაღაცით ჰგავს ქალიშვილობას





ვ სტილე რჩეულიშვილი

"მე მომერია დიდი სურვილი დავწერო ჩემი ბიოგრაფია.... ""
მადლობელი ვარ ჩემი ცხოვრების, რადგან არასდროს მქონია დეპრესია. ან შეიძლება მქონია კიდეც, მაგრამ ყოველთის ძუნწი ვაჭარივით სხვებისგან მალულად და ღრმად ვმარხავდი. არასდროს შემიწუხებია არავინ ამით, ზედ არ მომიხვევია.. არ მიწუწუნია სხვების უყურადღებობა.

ვერ დაიჯერებთ და ქმარიც არ გამქცევია არსად. არც ჩემი უბედურება დამიბრალებია სხვისი ბედნიერებისთის.
გაგიკვირდებათ და არასდროს მქონია სურვილი ჩემი პირადი ცხოვრება იმდენად ახლოს მიმეტანა ვინმესთან, ამ უკანასკნელს ცხვირის გვერდზე გაწევის სურვილი გასჩენოდა.
წარმოიდგინეთ არ მდომებია არასდროს არც სულელი ქერას, არც ტუჩებდაბზეკილი ინტელექტუალური სწერვას იმიჯი, მიუხედავად იმისა რომ ჩემთვისაც ცნობილი იყო მათი მამაკცებში პოპულარობის შესახებ.
და ამის შემდეგ ალბათ აღარც გაგიკვირდებათ, რომ არც ლესბოსელობა დამიბრალებია არასდროს და
მეც ვერ ვიჯერებ, მაგრამ არც შეყვარებულს უღალატია სხვა ბიჭთან, და არც მე სხვა გოგოსთან..
და დაფიცებაც კი შემიძლია, რომ არასდროს, არასდროს არ გამიკრიტიკებია ვინმე მისი ჩაძირვის, ან მხოლოდ პირადი ინტერესის გამო..

ღმერთმანი რა უფერული ცხოვრება მქონია...

მაგრამ მიუხედსავად იმისა, რომ არც სოლომონ ბრძენი ვარ და არც მისი ბეჭედი მაქვს, უიმისოდაც ვიცი, რომ "ესეც გაივლის"

გრიზელა და ანასტასია <3

ოდესმე ალბათ მეც მომაკლდება პოპულარობა...
(ხმა დარბაზიდან: შენ შენი თავი პოპულარული გგონია?)
აი ხო ხომ შეიძლება ერთხელაც მომბეზრდეს წერა, ან სხვებს მობეზრდეს ჩემი ნაწერი, ან წერის უნარი დავკარგო, ან ერთხელაც აღმოვაჩინო რომ არც არასდრო მქონია ის, ან იმდენად დიდხახნს მივაგდო ბლოგი, რომ მერე უკან დაბრუნება უხერხულიც კი იყოს?

ასეთ შემთხვევაში აუცილებლად შევქმნი ახალ ბლოგს.

ჰო, მეც გავხდები ბოღმიანი, შურიანი, ღვარძლიანი, გავხდები გრიზელა და ანასტასია ერთად ანდაც სულაც ურსულა ( მაინც ყოველთვის მიყვარდა ყველაფერი გერმანული)
ვიქნები 24 წლის ქალიშვილი ნათია ქალიშვილობის სექსუალური ფანტაზიებით, ვიქნები ვინმე სამჯერ გათხოვილი ნატაშა და ყოველ პოსტში დეტალურად აღვწერ ჩემ სექსუალურ გამოცდილებას, ვიქნები ვინმე აღრენილი პოხუისტი...

და დავწერ, დავწერ იმდენად დიდ სისულელეებს, რომ ჩემი ნაცნობთა ნაწილი უბრალოდ ვერ მიხვდება რომ მე ვარ, მეორე კი მიხვდება თუმცა არ დაიჯერებს, რომ ამდენად დავეცი რომ ასეთ სისულელეებს ვწერ.

სისულელეების წერაზე ადვილი კი მართლაც რომ არაფერია, მაგრამ ეგ მერე მერე პოპულარობა რომ მომაკლდება...
(ხმა დარბაზიდან: შენ რა მართლა გგონია რომ ამას პოპულარობისთვის ვაკეთებთ?)

P.s. მანამდე კი გახსოვდეთ რომ პოპულარობა რაღაცით მართლაც ჰგავს ქალიშვილობას - ორივეს დაკარგვა მტკივნეულია, თუმცა ორივე აღდგენადია. აღდგენის, ან აღდგენის მცდელობისას კი მართალია ორივე შემთხვევაში ვიღაცას ვატყუებთ ( როგორც სხვას ასევე საკუთარ თავსაც) მაგრამ მთავარი ხომ მიზანია.

(ხმა დარბაზიდან: "- ვის უკბინე?" )
- ყველას, ვისაც ეტკინა."

25 комментариев:

  1. ჰექს, ვგიჟდები შენზე ))

    ОтветитьУдалить
  2. :დ :დ

    –ვის უკბინე?
    –ვისაც ეტკინა :დ

    იქნება და არ ეტკინათ?

    ОтветитьУдалить
  3. :))) მაგარი იყო. ყოჩაღ :D

    ОтветитьУдалить
  4. ავი და ჭკვიანი პატარა ჰექსე <3

    ОтветитьУдалить
  5. კნუტ
    ჰექსეც გიჟდება შენზე :* :)

    Анонимный
    არ მინდოდა
    :( :უსერ:

    სიყვარულოვნა
    ე.ი. მისთვის არ მიკბენია :)

    მარი
    :)

    ნან
    :* :)

    ОтветитьУдалить
  6. (ხმა დარბაზიდდან: მალადეც, ჰექსე! სხვად თავის მოჩვენების მეთოდს რომ უკბინე.. [გამომსვლელის გაჩუმების ხმები])

    ОтветитьУдалить
  7. (მე, როგორც ყოველთვის, აქ ვიყავი, წავიკითხე, მოვკვდი სიცილით და წავედი)
    ჰექსე <3

    ОтветитьУдалить
  8. chemtvis ara, zogadadaa mware, rogorc saertod xolme shentan :)

    ОтветитьУдалить
  9. აი, ეს მესმის.
    ახლა ვიცი, რა არის ნამდვილი პოსტი, ნამდვილი ბლოგი და ნამდვილი ბლოგერი.

    ОтветитьУдалить
  10. Mallorie
    გულწრფელად რომ გითხრა შემრცვხა :)
    დიდი მადლობა ასეთი კომენტარისთვის :_)_
    :)

    ОтветитьУдалить
  11. თითქმის სულ ვკითხულობ შენს პოსტებს, მაგრამ აი ახლა მართლა ყოოოჩაღ!!! :)

    ჭკვიანი ხარ, მწარე და მართალი! ; )

    ОтветитьУдалить
  12. salolas
    უღრმესი მადლობა :) :*

    ОтветитьУдалить
  13. გადავხედე რა კალენდარს, მივხვდი რომ წარმატების ერთი რეცეპტი გამოგრჩა- პრეზიდენტს უნდა ევასებოდე მააგრად...

    ОтветитьУдалить
  14. ალბათ, ყველანი ხვდებით,რომ იმ ფოტოზე გამოსახულთაგან ერთ-ერთი გრინმარია ;)

    ОтветитьУдалить
  15. ზურიუსს
    იმასაც მიხვდებოდი წითლიანი ვინ არის? :დ :დ :დ

    ОтветитьУдалить
  16. (ხმა დარბაზიდან : შესანიშნავია! ყოჩაღ! )
    ძალიან,ძალიან მომეწონა!

    ОтветитьУдалить
  17. ვიქნები 24 წლის ქალიშვილი ნათია ქალიშვილობის სექსუალური ფანტაზიებით, ვიქნები ვინმე სამჯერ გათხოვილი ნატაშა და ყოველ პოსტში დეტალურად აღვწერ ჩემ სექსუალურ გამოცდილებას, ვიქნები ვინმე აღრენილი პოხუისტი...


    Hooooooo, es dzaan aqtualuri sakiTxia :)

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)