10 января 2011

მიმართვა თიბისი ბანკს, ანუ კიდევ ერთი გულუბრყვილო ზღაპარი



რა მოხდა სინამდვილეში ამის გაგება შეგიძლიათა აქ, და აქ
მე კი წარმოგიდგენთ ამ ამბის განსხვავებულ, ზღაპრულ ვერსიას:
მაშ ასე:

ეს ამბავი მაშინ მოხდა, როცა ფეისბუქს ჯერ კიდევ მარკ ცუკერბერგი მართავდა, როცა გუგლი ყველაზე დიდ სამეფოდ ითვლებოდა და როცა ვორდპრესსა და ბლოგერს შორის ფარული 100 წლოვანი ომი მიმდინარეობდა.

ერთმა დიდმა და ძლევამოსილმა სამეფომ მეორე მცირე, მაგრამ მებრძოლი სულის მქონე სამეფოს დაპყრობა განიზრახა და შესაბამისი წერილიც გაუგზავნა, სადაც ფარულად იყო გამხელილი დიდი სამეფოს მზაკვრული განზრახვა.
ცეცხლზე შედგმული საძროხე ქვაბივით ადუღდა და ათუხთუხდა პატარა სამეფო- საბლოგეთი - "აქაოდა, ეს როგორ გაგვიბედეს, დე-პე-შა რავა გამოგვიგზავნესო. " ამიტომ დიდ და ცისფერ სამეფოში სასწრაფოდ მალემსბოლი მიიჭრა:
"მიგვიხვდნენ, სჯობს უკეთ შვენიღბოთ ჩვენი განზრახვაო" დიდ სამეფოშიც ბევრი იფიქრეს, თუ ცოტა იფიქრეს, ბოლოს სრულიად მარტივად გაიმართლეს თავი - "შეგვეშალაო"

ანუ ისტორილად რომ ვთქვათ: კეისარი მანამ მოტრიალადა, სანამ ბრუტუსი მისთვის ზურგში დანის ჩარტყმას მოასწრებდა, ამიტომ ბრუტუსსაც სხვა რა გზა ჰქონდა მომხიბვლელად გაიღიმა და: "-უპს, სორი ცეზარ შემეშალაო!"

დიდი სამეფოს განრისხებულმა ხელმწიფეებმა თმით ითრიეს საკუთარი იურისტები:
"ოჰ, თქვე სისხლისმსმელო უვიცებო, აღარ იცით ხალხს რა წაგლიჯოთ არაო?!"
იურისტებმაც მკერდზე ხელმიბჯენით დაიფიცეს:
"როგორ იფიქრეთ რომ ასეთ რამეზე ხელს მოგაწერინებდით?! ამ ხელშეკრულებას დაპყრობილი ტერიტორიებიდან რომ მონები ჩამოიყვანეს იმათთვის ვადგენდით და როგორც ჩანს ბრიყვ მწიგნობართუხუცესს აერია რაღაც, არასწორად დაგზავნა უსტარებიო."

მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა, თუმცა პატარა სამეფოში დღესაც კი ხელის კანკალით რთავენ ამ სიმღერას - ეშინიათ ისიც ნაყიდი არ ჰქონდეს იმ დიდ სამეფოს.


მორალი: დაინახეთ ყველაფერში პოზიტივი - აწი ჩემი ლექტორი რომ მეტყვის იურისტს ასეთი შეცდომა არ უნდა მოუვიდესო, მე წელშიგამართული ვუპასუხებ: რა მოხდა მერე, თქვენ რომ იცოდეთ ბანკის იურისტებს რეები ეშლებათ მეთქი.

დილემა: აღარ ვიცი ვის მივანდო ჩემი სახსრები, ერთი პლაგიატია, მეორე ბატონ-ყმობის დაბრუნების მომხრე.

ჭირი იქა, ლხინი აქა
დიდი სამეფო იქა, პატარა აქა.

9 комментариев:

  1. ყვავასთან დავწერე და აქაც გავიმეორებ:
    გაუგზავნე ასეთი ხელშეკრულება:
    "სს "თიბისი ბანკი" უსასყიდლოდ გადმომცემს მე მთელ თავის უძრავ–მოძრავ ქონებას, აქტივებს და პასივებს, ხოლო თუ შეეცდება და მის დაბრუნებაზე დრო დამაკარგვინოს საათში 1 000 000 დოლარი გადამიხადოს"
    იქვე მიაწერე:
    თუ 1 დღეში ხელმოწერილი არ იქნება ეს ხელშეკრულება ეს ნიშნავს თანხმობას ;)

    ხო, მთავარია შაბათს 4–ის მერე გაგზავნე რომ ვერ ნახონ წერილი :)))

    ОтветитьУдалить
  2. bacho - gamikavi raa cota :)


    hexus- baraqala, kargad motxrobili ambavi iko namdvilad

    ОтветитьУдалить
  3. ანდერსენი ხარ ჩემს თვალში :boli:


    ეს როგორ გაგვიბედეს, დე-პე-შა რავა გამოგვიგზავნესო.

    ინტონაციაა საოცრად ზუსტად დაწერილი :D

    ОтветитьУдалить
  4. ბაჩო :)
    დაწერა ეგ უკვე საბამ
    თიბისის კედელზე
    და წაუშალეს :დ


    თაა :)
    მადლობა, ვეცადე ვეცადე :)


    დექს
    წულუკიძე რომელი? ნიკა?
    ვაიმე მაგაზე ამბავი გამახსენდა, რომ არ მოგიყვეთ მოვკვდები....

    ОтветитьУдалить
  5. ჰო
    განსაკუთრებით ცისფერ სამეფოში მალესმბოლი მიიჭრაო იმაზე ვიხოხე :D :D

    ОтветитьУдалить
  6. საკუთარი ბანკი გახსენი :D

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)