04 февраля 2011

შენ დაგვღუპე კოკო?! ანუ ტუტორიალი: როგორ გავერიოთ ბომონდში?!

"პოსტი ეფუძნება ქართულ ბომონდზე მრავალწლიანი დაკვირების შედეგად მიღებულ გამოცდილებას" 
 

რისი ტუტორიალი არ  გინდა ყველაფრის იწერება: როგორ მოვიმხროთ ადამიანები, როგორ მოვხიბლოთ პარტნიორები, როგორ გავთხოვდეთ სარფიანად, როგორ დავწეროთ რეიტინგული პოსტები, როგორ მოვიგოთ არჩევნები... აი ბომონდურ საზოგადოებაში გარევის ხერხებზე კი არავინ წერს...  სინამდვილეში ბომონდურ საზოგადოებაში გარევა არც ისე რთულია, პირიქით ზედმეტად მარტივიც კი  მთავარია მიყვეთ პუნქტებს:
შენ დაგვღუპე კოკო?!

 კანი 
(იგულისხმება ადამიანის სხეულის ზედაპირული საფარველი და არა საფრანგეთის ერთ-ერთი გლამურული ქალაქი)
    კანის ფერი ყოველთვის ითვლებოდა პირის სოციალური სტატუსის განმსაზღვრელად.
    ადრეულ საუკუნეებში ვისაც თეთრი კანი ჰქონდა არისტოკრატიას მიეკუთვნებოდა, ვისაც მზისგან (ჰო მზისგან, აბა  მაშინ სოლარიუმები არ იყო ) გარუჯული ე.ი. ის ფიზიკურად მუშაობდა და შესაბამისად სოციალურად დაბალი სტატუსის მატარებელი იყო. ასე ვთქვათ და გლეხი.
    ხოლო,  მას შემდეგ რაც მოდის ერთ-ერთმა  კანონმდებელმა ( არა ბიჭოლამ არა, მაღალ მოდაზე მოგახსენებთ) კოკო შანელმა თქვა: "ასპირინსფერ კანზე საშინელი არაფერიაო"
    საზოგადოება კანის ფერის მიხედვით 3 კატეგორიად დაიყო:

    1) თუ 24/7 წელიწადის 4 სეზონზე თქვენს კანს ნარუუჯი ამშვენებს,  ეს იმას ნიშნავს რომ სოციალურად მაღალ ფენას  მიეკუთვნებით.

    2) თუ თქვენ კანს ნარუჯი მხოლოდ ზაფხულში ამშვენებს. ე.ი, არც ისე წყლაწაღებული ხართ (როგორც მინიმუმ ზაფხულში გასარუჯი ფული მაინც გაქვთ)
    3)  ხოლო თუ თქვენ კანს ზაფხულშიც კი არ ამშვენებს ნარუჯი ე.ი. იმდენად წყალწაღებული ხართ რომ თბილისის ზღავზე ასასვლელი 50 თეთრიც არ გაგაჩნიათ და მეზობლებთანად არ გაქვთ კარგი ურთიერთობა,  რადგან სახურავზეც კი არ გიშვებენ  ნარუჯის მისაღებად.
    ექსტრემალური ნარუჯი

    ჩვენი მიზანი კი პირველი კატეგორიაა. ასე რომ დაიმახსოვრეთ რაც რუჯს შეეხება მაქსიმალური ზომა არ არსებობს. თქვენი კანი უნდა იყოს იმდენად გარუჯული,  რომ გარშემომყოფებს პირველივე შეხედვისას ერთადერთი ფიქრი გაუჩნდეთ "დავიწყებიათ ამის  გამოღებაო" ხოლო სამედიცინო სფეროს წარმოამდგენელებმა გაიფიქრონ "კიდევ ერთი ტანორექსიის მსხვერპლიო"

     სხეული 

      სხეული უნდა იყოს მაქსიმალურად მოვლილი. მოვლაში  არ იგულისხმება დიეტა, ცურვა,  იოგა ან ყოველდღიური  ვარჯიში. 21-ე საუკუნეში ამდენი დრო არავის გვაქვს, სამაგიეროდ გვაქვს საშუალებანი.
      ასე რომ თქვენი სხეულის ყველა გამოწეულ ადგილას ( რაც ფიქრობთ რომ საკმარისად არ არის გამოწეული) ჩაისხით რაც შეიძლება მეტი სილიკონი. 
      შემდეგ კი თქვენი  მაქსიმალურად არაბუნებრივად  დაბერილი  სილიკონიანი ტუჩებით  განაცხადეთ რომ თქვენში ყველაფერი  ბუნებრივია. ეს იქამდე იმეორეთ სანამ თქვენში არსებულ სილიკონს ყელის მიდამოებთან არ ამოასახავს და თქვენი სხეულიდან ერთოდ უტაქტო ფორმით არ გამოვა.


      მაკიაჟი

        ტუჩები... ტუჩები დამანახეთ. სოლარიუმისგან გარუჯულ კანს განსაკუთრებით უხდება თეთრი, ღია ვარდიფერი და წითელი პომადები, ასევე გახსოვდეთ რომ ღმერთმა ისინი (ტუჩები) ზედმეტად პატარები შექმნა, ამიტომ წაისვით პოამდა ტუჩების მიღმაც, არაფერი დაშავდება. პირიქით, უფრო სექსუალური იმიჯი მოგეცემათ. (იხ. ფოტო )

        პომადაა ზედმეტად თეთრი, თუ გოგოა ზედმეტად შავი?!

         ტანსაცმელი
          •  " თუ საკუთარ თავს ვერ აბრენდებთ, შეიმოსეთ ბრენდებით."
          ეს ფრაზა ვინ თქვა ნამვდილად არ მახსოვს და თან  ისე უცებ გაჩნდა  ჩემს თავში რომ სიამოვნებით მივითვისებ.
          უპირატესობა მიანიჭეთ ქართულ ბრენდებს. ყველგან აღნიშნეთ რომ თქვენთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს  უცხოური ბრენდების ჩაცმა, მაგრამ სოლიდარობას უწევთ ქართულ დიზაინერებს  და სწორედ ამიტომ იმოსებით მათი ტანსაცმლით. ყველაზე მაგარი იქნება თუ ეს ქართველი დიზაინერი თქვენი  უახლოესი მეგობარი ,  ან უკიდურეს შემთხვევაში ახლობელი მაინც იქნება, "მე დღეს მაცვია ჩემი საუკეთესო  მეგობრის კოსწიუმი" უფრო ისე ჟღერს, ე.ი. უკვე ჩვენიანი ხარ ( უფრო სწორედ ჩემიანი კი არა და მათიანი )
          ffffashioooon
          • არასდროს მოხსნათ ტანსაცმელს იარლიყი.

          თქვენ ხომ ტანსაცმელს სწორედ იარლიყის გამო ყიდულობთ, ასე რომ არასდროს გაჰყაროთ ისინი ერთმანეთს. ან  მოხსენით და რაც შეიძლება გამოსაჩენ ადგილას მიიკერეთ, ყველამ რომ დაინახოს და შეშურდეს. თუ ვინმე გკითხავთ ვისი სამოსი გმოსავთ, ეშამკურად ჩაიღიმეთ და თამამად ამოიტრიალეთ იარლიყი (რა ადგილასაც არ უნდა იყოს ის დაკერებული) ან ამოატრიალებინეთ იარლიყი მკითხველს - ეს უფრო თამამი ჟესტი იქნება წიპა:  ვერ ცნობ ჩემს ბრენდს, მაშინ იარლიყზე მაინც წაიკითხე.

          სულიერი სამყარო
            დაივიწყეთ. 
            თუ კი ოდესმე რამე წაგიკითხავთ, გისწავლიათ და თუ საერთოდ გაგაჩნიათ რაიმე სახის ინტელექტი ( თუნდაც ხელოვნური )  დაივიწყეთ, საფუძვლიანად დამალეთ, გადააგდეთ, დაკუწეთ, დახიეთ, დაწვით. რადგან ელიტარულ საზოგადოებაში ის უადგილოდ ამოსული პრიშიკივით გამოჩნდება: თავიდან  ყველა შეამჩნევს, შემდეგ ყველას გააღიზიანებს და ბოლოს დაცინვის საერთო ობიექტად გაქცევთ.

            • მეტყველება


            გაიხსენეთ, რომელიმე  ელიტარული ძივისგან ნორმალური საუბარი მოგისმენიათ? არა ხომ? მაშ თქვენც ნუ იქნებით გამონაკლისი. საუბრისას რაც შეიძლება ხშირად აქნიეთ ხელები, თუ საჭიროა ფეხებიც, რაც არ უნდა სიჩუმე იყოს მაინც მაქსიმალურად ხმამაღლა იყვირეთ და რაც შეიძლება ახლოს მიიტანეთ მიკროფონი.  და აუცილებლად აუცილებლად აუცილებლად აუცილებლად გაწელეთ სიტყვები.
            თუ მეტყველებაში აქცენტს გაურევთ ეს ძალიან კარგი ჟესტი იქნება,  რადგან ყველა იფიქრებს რომ ეს არაჩვეულებრივი აქცენტი თქვენ პარიზში აიკიდეთ,  როცა ლონდონის გავლით მილანში მიფრინვდათ თქვენი მეგობარი გოწწწიეს ბოლო ფეშენ ჩვენებაზე.
            • სიტყვათა მარაგი
            გახსოვდეთ!

            რაც უფრო დიდია თქვენი პრეტენზია ბომონდური საზოგადოების წევრობის,  მით უფრო მწირი უნდა იყოს თქვენი ლექსიკური მარაგი.
            დაიმახსოვრეთ სიტყვები: გლამურული, ძააააან , ძივა, ფეშენი, გაყიდვადი, სხვა ყველაფერი არ გჭირდებათ. ემოციების გადმოსაცემად გამოიყენეთ მსგავსი წინადადდებები: ძააან ისეთი იყო, აი როგორ გითხრათ აი ძააააან ისეთი,,, რაღაცნაირად ისეთი, აი ძააააან... და მისთ.

            P.s. აი სულ ეს იყო მეგობრებო, გაითვალისწინეთ ზ/ა ინსტრუქცია და თქვენთვის კარი ბომონდურ საზოგადოებაში შესასვლელად მალევე გაიღება.
            ოღონდ ერთი სათხოვარი კი მექნება, იქნებ იქ შესვლის  შემდეგ  რამენაირად მჭიდროდ გამოკეტოთ ეგ  კარი - შევწუხდით, ჩვენ,  აბომონდურები. 



            20 комментариев:

            1. ცდები ჰექსე :დ
              სადღაც წამიკითხავს შეღწევის ხერხებზე, მაგრამ ასეთი სასაცილო ჯერ არა ;დ
              კარგი იყო :დ

              ОтветитьУдалить
            2. ეჰ, ჰექსე.. ბოლო იმედსაც გადამიწურავ ხოლმე რა...

              ОтветитьУдалить
            3. ჰექსე ფორმაშია :))

              მომეწონა და მომეწონა...აი, წიპა ძაააააან მომეწონა :))

              ОтветитьУдалить
            4. სად აქვს ამ პოსტს ლაიქ ღილაკი? :D

              ОтветитьУдалить
            5. უკვე თვალწინ მიდგას,ნანუკას შოუში როგორ ყვები: "ბოლო დროს სულ მესიზმრება, როგორ მომდევენ ია ფარულავა, ბიჭოლა და თიკო სადუნიშვილი კივილით "ჰექსე დამანახეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეთ" :)

              ОтветитьУдалить
            6. დაგავიწყდა მგონი
              აუცილებლად უნდა გქონდეთ სექსი ყველგან სადაც კი ეს შესაძლებელი იქნება.
              თეატრის პარტერში, სითი ჰოლის ფოიეში ან სულაც სტრიპტიზ კლუბში ;)

              პ.ს. მაგრად ასწორებს ბარში ცეკვის დროსო ამბობენ :)

              ОтветитьУдалить
            7. ან ნა
              ნუ ეს ყველაზე რეალური ხერხებია :)

              მარი
              რის იმედს? ბომნდში მოხვედრის?
              არადა არ არის რთული :) :)

              ლაშარელა
              მე ვიტყოდი როგორც ყოველთვის :):ძივა:
              :დ

              ვეკოო
              არ აქვს :( თქვენს გულებში დაალაიქეთ :)
              ან დაააკომენტარეთ :)

              ზურიუს
              :დ :დ

              ბაჩო
              სექსს რაც შეეხება :)
              სასურველია კამერების წინ და პირდაპირ ეთერში განაცხადო ბოლოს როდის გქონდა ანუ წიპა : "დღეს სექსი მაქვს და რომელი კამერა მიღებს "
              (c) თიკო

              ОтветитьУдалить
            8. აი ძააან რაღაცნაირი იყო რა, აი ისეთი რააა ხო ხვდებიი <3 :დ

              კი არა და ფორმაში ხარ <3 <3

              ОтветитьУдалить
            9. ღმერთო, დავიხრჩე :D ;D :D

              ОтветитьУдалить
            10. საზიზღარი ადამიანი ხარ :დდდდდდდდდდდდდდდდდდ

              ОтветитьУдалить
            11. ქეთი რით დავიმსახურე? :)):დ :დ

              ОтветитьУдалить
            12. გაწირე ყველა და იმისთვის :დდდ

              ОтветитьУдалить
            13. ბევრი ვიხალისე. ძალიან კარგია:)

              ОтветитьУдалить
            14. ici ra shtabechdileba mrcheba? ibogmebi eget xalxze, bomondshi rom arian gareulebi, yvela iventis mosawvevi midis da gamosulebi arian.
              shenc darwmunebuli var uars ar ityodi mat adgilas yofnaze.
              dzaan bogma gadmoschqebs sheni postidan, 'wipa' au mec minda egeti viyooo :D

              ОтветитьУдалить
            15. dziva
              რა თქმა უნდა.
              ყველას უნდა იყოს ძივა :)

              ОтветитьУдалить
            16. ამენაირად მჭიდროდ გამოკეტოთ ეგ კარი - შევწუხდით, ჩვენ, აბომონდურები.


              :D :D :D :D :D :D :D :D

              ОтветитьУдалить
            17. პოსტ სკრიპტუმი მოოეწონა:)))) კარი მაგრად გაიხურეთო, ჰაჰაჰაჰაჰაჰა!

              ОтветитьУдалить
            18. ყველაფერი ისეთი სიზუსტითაა შესწავლილ-ჩამოყალიბებული,ვერაფერს დაამატებს კაცი.კიდევ ერთხელ გამიხარდა, რომ რუჯი მარტო ზაფხულობით მაქვს, ტანსაცმლის ფირმის სახელწოდებები მკიდია, არც პომადას ვისვამ და ასე შემდეგ :)

              ОтветитьУдалить

            ნუ წახვალ ისე,
            დატოვე კვალი =)