11 февраля 2011

რომელი უფრო ადრე გაჩნდა - ცხვარი თუ ჯეოსელი?!

"აღარ მოგწყინდა მთად ყოფნა, აღარ მოგინდა ბარია?!
არც ლამაზ ქალთან ალერსი, არც მასთან საუბარია?!"

იმედის ქრონიკამ როგორც იქნა მოათავა რიგით  მეათე სიუჟეტი იმაზე,  თუ როგორ ეხმარება ჩენი მთავრობა  სოციალურად დაუცველ მოსახლეობას და ჯერ დაურიგებელი  20 ლარიანი ვაუჩერიც  ყელის მიდამოებთან მიუტანა ხალხს. რაღაც უფრო მნიშვნელოვანი სიუჟეტის  დრო იყო... მანაც არ დააყოვნა.

წამყვანს ხმა  არ აჰკანკალებია ისე გამოაცხადა რომ დღეიდან ქართული მეცხვარეობა გადარჩენილია! ( საფრთხე თუ ემუქრებოდა რამე,  ეგეც კი არ ვიცოდი) და ამისთვის განსაკუთრებული  მადლობა კომპანია "ჯეოსელს" უნდა გადავუხადოთ,  რომელმაც  მთაში  ანტენები დაამონტაჟა, მაშასადამე    თითოეულ მეცხვარეს უკვე მიეცა უპრეცედენტო შესაძლებლობა მობილური ტელეფონით საუბრის (მქუხარე ტაში)

 ბედი  უნდა მაინც  ყველაფერს, ჩემს გვერდითა  კორპუსში ბილაინმა რომ დადგა ანტენა, მათი  წარმომადგენლები ზედ ჩამოახრჩეს ლამის - კიბო გინდათ არა  დაგვმართოთო და იმის ანძა ანძა იყო და ამის ანძა ანძა არ არის, ზოგის ბამბაც რომ ჩხრიალებს მართლაც და.. რუსული რომ სხვანაირად გჭრის მაინც ყურს მაგაშია საქმე. 

სიუჟეტში 877-ჯერ იქნა გამეორებული, რომ  რომ ჯეოსელს ამ აქციისგან არანაიარი სარგებელი არ აქვს  და ეს წმინდა ქველმოქმედებაა.  ვფიქრობ, სიუჟეტის კეთებისას ჟურნალისტმა ან სიტყვა ქველმოქმედების ზუსტი მნიშვნელობა  არ იცოდა ,  ან ის რომ მობილურით საუბარი ფასიანია.
ჯეოსელის ცხვარი

მოკლედ ყველაფერი იმ ჯოჯოხეთს გავდა ერთი მუგუზალი რომ აკლია, ამიტომ  კობა სუბელიანმაც არ დააყოვნა და იმავე "ქველმოქმედი" ჯეოსელის მიერ ქართველი მწყემსებისთვის მეცხვარე ძაღლების გადაცემის ფაქტი ასე შეაფასა: 

"ახლა ზარალიც ნაკლები ექნებათ, მანამდე მეცხვარეობაც არ არსებობდა საერთოდო".

ანუ ხატოვნად რომ ვთქვათ  მრავალათასწლოვანი ისტორია გადაწერა და როგორც იქნა ბოლო მოუღო საყოველთაოდ გავრცელებულ ცრუ წარმოდგენას იმის შესახებ, რომ თითქოსდა   მეცხარეობა საქართელოში ჩვენს წელთაღრიცხვამდე ჩამოყალიბებულ - განვითარებულიყოს   ვერ დაიჯერებთ და მობილურით აღჭურვილი მეცხვარეების გარეშე...

P.s. მოკლედ ასეა თუ ისეა, მაინც გილოცავთ!
მართალია  მეცხვარეობა საქართველოში   ჯეოსელამდეც არსებობდა, ( მე ამის მტკიცედ მჯერა) მაგრამ დამეთანხმეთ, რომ ჯეოსელმა მაინც ძალიან ბევრი რამე შეცვალა.   თუნდაც პოსტის დასაწყისში მოყვანილი ლექსის სტრიქონი. 

ალერსის რა მოგახსენოთ,   მაგრამ აწი ქართველი მწყემსის ლამაზ ქალთან საუბარს უზრუნვეყოფს კომპანია ჯეოსელი.. 

დიდი მადლობა მას ამისთვის
მქუხარე ტაში
ფარდა

18 комментариев:

  1. :))))))

    "დღევანდელი ლაი-ლაი ბარათი გერჩივნოს ხვალინდელ ბატკანსაო" - ახალი ანდაზა დაიმკვიდრებს ალბათ ადგილს მალე :))

    და ის რეკლამა გამახსენდა: ხომ გადმოვრეკე, აიიი! - ეგ მაგთი იყო, ხო? ეტყობა ცხვარი რაღაცნაირად ასოცირდება ფიჭურ კავშირთან, რაღაც უხილავი ძაფებით უკევშირდება და ჩვენ ჯერ არ ვიცით

    ОтветитьУдалить
  2. მაგთი მეც გამახსენდა ეგ რეკლამა :) ერთ-ერთი სახალისო და კრეატიული რეკლემაც იმ წლებში :)

    აშკარად, აშკარად, ცხვარი რაღაც კავშირშია და მურაკამის არ იყოს შესაძლოა ფიჭური კავშირის მფლობელებსაც ცხვარი ჰაყვდეთ ტვინში შემძვრალი და ამით იყოს განპირობებული მათი ესოდენ დიდი წარმატება :)

    ОтветитьУдалить
  3. ჰა ჰაააააააააა :))))))))))))) ხო, მართალი ხარ, არის ამ ყოველივეში რაღაც მურაკამისეული :)))))

    ОтветитьУдалить
  4. ომაიგაშ!

    მეცხვარეობა არ არსებობდა, ტელეფონიც არ იყო მტაში და...
    საერტოდ ვინ ვართ, მტაში ხალხი ცხოვრობდა სანამ ჯეოსელი გამოჩნდებოდა?

    ОтветитьУдалить
  5. ჯერ კიდევ კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი იყო. თბილისში მოთოვა. ხოდა ინტერვიუში უარესი განაცხადა მაშინ:
    აღმართზე მარილის დაყრას მოვრჩით და ეხლა დაღმართებზე ვიწყებთო :)
    სახელს და გვარს არ დავასახელებ

    ОтветитьУдалить
  6. :))))))))))))))) დიდი იმედი მაქვს, იხუმრა :))))))) თუ არა და ვაი.....

    ОтветитьУдалить
  7. ამ სმს დახმარებებით სპეკულაციის ნებისმიერი ფორმა ნერვებს მიშლის. მიტუმეტეს სმს-ით ვითომდა აშენებული ტაძრები. შენი ცხვრები კი მომეწონა. ეგ არ ნახონ თირე ცხვრების თელია სონერას ფერზე გადაღებვის აქციას წამოიწყებენ :)) თან დუტა წარუძღვება მერე რუსთაველზე გადაღებილ ცხვართა აღლუმს :)))

    ОтветитьУдалить
  8. ბაჩო
    მაგან ეტყობა ის ცნობილი გამოცანა არ იცის - რამდენი აღმართია თბილისში...
    დათო
    მართალი ხარ - აი დუტა კი ნამდვილად აკლდა ამ სანახაობას :)
    ცისია მინდა მჯეროდეს რომ მეცხვარეობაზეც იხუმრა. არადა აშკრად არ გავდა ხუმრობას., ასე რომ ვაი.

    ОтветитьУдалить
  9. იმ ერთი ადამიანისგან მიკვირს.

    ОтветитьУдалить
  10. dexter

    გინდოდა გეთქვა, რომ არ გჯერა? :დ

    ОтветитьУдалить
  11. სუბელიანი საუკუნის მოვლენაა
    თავისი მოკლემკლავიანი პერანგებით :)))

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)