19 февраля 2011

სულ სხვა ისტორია...

"გული კრულია კაცისა, ხარბი და გაუძღომელი
გული ჟამ-ჟამად ყოველთა ჭირთამთმო, ლხინთა მდომელი
(c) წარდგენა რომ არ სჭირდება ის


ბევრი იფიქრა თუ ცოტა ბოლოს გადაწყვიტა - უნდა გადავიყვაროო. ამიტომ ერთ-ერთ ორგანოს ასეთი განცხადებით მიმართა:
პატივსადები მიზეზებისდა გამო გთხოვთ მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში გააუქმოთ თქვენი ორგანოს მიერ 21.04. 2104 წელს x პიროვნებაზე გაცემული სიყვარულის მანდატი N 83-ო.
ორგანომ ბევრი იფიქრა, დიდხანს სცა ბოლთა, დიდხანს ურაკუნა კედლებს, დიდ ფუნქციებს კი მიაწერდნენ, მაგრამ ფეთქვის, ძგერის, შეკუმშვისა და სისხლის მიმოქცევის მეტი არც არაფერი ევალებოდა და მთელი თავისი სიგრძე-სიგანით 250 გრამს არ აღემატებოდა. ბოლოს მიხვდა მარტო თვითონ ვერაფერს გააწყობდა და განცხადებით ზემდგომ ორგანოს მიმართა:

ა/წ 25 ივნისს შემოსული მოქალაქის განცხადების შესრულებისათვის გთხოვთ, სასწრაფოდ მოიძიოთ და გაანადგუროთ თქვენს ორგანოში შენახული ყველანაირი მონაცემი x პიროვნების შესახებო.

ტვინმაც ბევრი იფიქრა მაგრამ ისე ვადა რომ არ დაურღვევია 5 სამუშაო დღეში გულს წერილობით აცნობა:

თქვენი წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ მონაცემების განადგურება ვერ განხორციელდება, რადგან არქივის საფუძვლიანად შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ მონაცემები X პიროვნების შესახებ ჩვენს ორგანოში არც არასდროს არსებულა-ო.

განცხადება განუხილველად იქნა დატოვებული უსაფუძვლობის გამო. პასუხი გულს მაშინ ჩაბარდა, როდესაც დედაქალაქში პირველი თოვლი მოვიდა. დიდთოვლობის გამო გულმა მოქალაქეს ტვინის პასუხი მაშინ აცნობა როცა გასაჩივრების ვადა დიდი ხნის გაშვებული იყო შესაბამისად მისი გასაჩივრება არც უფიქრია, (შუა ზაფხულში დიდთოვლობას ვინ დაიჯერებდა ფორს-მაჟორზეც რომ ედავა) ან სადღა უნდა წასულიყო, ტვინზე ზუსტი მონაცემი ვის ექნებოდა?!
როგორც ჩანს ისევ მე შემეშალა რამეო...

15 комментариев:

  1. ნუ, მამიდა..

    შეყვარებული ძალიან გლამურულად გამოიყურები (ჩემს ტვინსაც ეშლება? კარგი..).. :)))

    ОтветитьУдалить
  2. ჰო, იმიტომ რომ შეყვარებული არ გინახივარ :)

    ОтветитьУдалить
  3. უსიყვარულოდ თხოვდები? :))

    ОтветитьУдалить
  4. აბა წინასწარ მითანხმებ? :/

    მე კიდევ, კაბების ახალ კოლექციას ველოდებოდი.. <3

    ზაფხულისნაირს..
    ჭრელს..
    ლამაზს..
    ფრიალას..

    <3<3<3


    :/

    ОтветитьУдалить
  5. <3 გამომივიდა :) (happy)

    ОтветитьУдалить
  6. ა/წ 25 ივნისს ვინ შეიყვარე ჰექს?? :პ

    ეგ არაფერი, მეც არავინ მიყვარს. :)

    ОтветитьУдалить
  7. უკაცრავად გოგოებო, შემოგეჭერით ასე... და
    მომეწონა :) კარგი რამ გამოვიდა!!!

    პ.ს. მალე გაზაფხული მოვა...ოხ,ოხ,ოხ რა პოსტები გაიფურჩქნება?! ;)

    ОтветитьУдалить
  8. უჰ, მე ისედაც მარტის ვარ :უსერ:

    ОтветитьУдалить
  9. ქეით წელს დააკვირდი წელს :))

    ОтветитьУдалить
  10. სურათზე თუ ისტორიაზე?

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)