არავინ იცის როდიდან მაგრამ საქართველოში ბევრ რამეს და ვინმეს არასწორი სახელით მოიხსენიებენ: აფერისტებს - ნათელმხილველები ქვიათ , ტელევიზორში კომპეტენტური სახით მჯდომებს - ექსპერტები, წერის მცოდნეებს - მწერლები, დაბზეკილ ტუჩიანებს - ყველაააზეეე ძერსკეეებეეე და სხვ.
ყველას შეიძლება მოეძობნოს თავის გამართლება, თუმცა იმედზე მიმდინარე ერთ-ერთ გადაცემას "სპეციალური რეპორტაჟი" რატომ ქვია მაინც არ მესმის, აშკარად "კონკია" "დედინაცვლისგან წამებული წიქარა", "საშინელი ზღაპრები დიდებისთვის" ან "წართმეული ბავშვობა" უფრო მოუხდებოდა არ ფიქრობთ?
საქმე კი ის არის რომ ბოლო თვეა ეს გადაცემა იმდენად შემაძრწუნებულ ამბებს ყვება რომ ქართულ ზღაპრებში დახატული დედინაცვლების მიერ გერების ჩაგვრის ფაქტი ნამდვილ ზღაპრად მოგეჩვენებათ. ყველაზე გამაღიზიანებელი კი ის არის რომ ამ დაზაფრულ ამბებს ჟურნალისტი ისეთი ხმით და ტონით გადმოგვცემს თითქოს მორიგი გამარჯვება მოგვეპოვებინოს ან შაბიამანის ახალი პარტია როგორც იქნა დაერიგებინოთ.
და მაინც რას ემსახურება ყოველ კვირას იმის ჩვენება რომ სადღაც რომელიმე მიყრუებულ სოფელში არსებობს ოჯახი რომელის საკუთარ შვილს ცემით კლავს, საჭმელს არ აჭმევს, ბნელ ბოსელში კეტავს იმ შემთხვევაში თუ ის გაბედავს და სხვისგან მიწოდებულ საჭმელს აიღებს.
შემდეგ სამარცხვინო ექსპერიმენტის ჩატარება კოდური სახელწოდებით " ფეხქვეშ გავიგდოთ პრიოვნების ღირსება" - დავურიგოთ ბავშვებს ტკბილელული, მერე დიდი სიამოვნებით დავაკვირდეთ და გავაშუქოთ როგორ მალულად აიღებს მშიერი ბავშვი ტკბილეულს როგორ დამალავს მას ხალიჩის ქვეშ და როგორ შეჭმას მას შიშით ვაითუ დედინაცვალმა შემომისწროსო. ეს ყველაფერი რაღა თქმა უნდა ახლო კადრით უნდა ვაჩვენოთ.
რა მიზანს ემსახურება აღნიშნული?
- პრევენცია
- მეზობელო კარისაო....
ჩვენება იმისა, რომ ჩენ რომ აქამდე თვალის სინათლე გვეგონა არ ისე დიდი სინათლე ყოფილა. ჭილაძე წერდა: " ქმარმა ცოლს გადაბრუნებული სიტყვა რომ უთხრას ლოგინში ის არ დარჩება სოფელს გაუგონარი და განუხილველიო" ამ შემთხვევაში კი ადამიანები, რომლებმაც როგორც წესი ყველაზე ყველაფერი დაწვრილებით იციან რაღაც თავხედურად დუმან, ალბათ იმიტომ რომ ეს მათი საქმე არ არის და იმ ბოზ მამიდაზე მითითების ეშინიათ თითქმის ყველას რომ უზის სახლში. სამაგიეროდ კი ჭირში კარგად იციან დგომა ერთად და ქელეხზე ერთმანეთს ასწრებენ ხაჭაპურის გამოცხობასა თუ ასატრინის მოხარშვაში.
![]() |
მთავარია თევზი იყო გემრიელი |
- დემოკრატიის ჭაღს ერთი ნათურა აკლდაო
ჩვნება იმისა რომ საქართველოში მთლად ისეთი კარგი რამეები არ ხდება როგორც ჩანს , თუმცა ამაში ხელისუფლება ან სოციალური პირობები კი არ არის დამნაშავე, არამედ ფსიქიურად გაუწონასწორებელი მშობლები. სწორედ ის მშოლები ყველა გაზეთის გარეკანზე რომ არიან გამოჭიმულნი და საფუძვლიანადაც პიარდებიან როგორც ერთადერთი დამრღვევნი იმ დემოკარტიის წალკოტისა, თანამედროვე საქართველო რომ ქვია.
- იცით თუ არა რომ?...
და არ თქვათ ახლა არ გაიშვერენო...
P.s. არა რა ბატონებო, ერთი ისეთი კაცი გვჭირდება საზოგადოებას მედიის მავნე ზემოქმედებისგან რომ დაიცავს.
რაღაც მედია-ომბუცმენივით...
გვჭირდება.
ОтветитьУдалитьაუცილებლად გვჭირდება, მაგრამ ... რავიცი, თვითონ იმ ადამიანებმა თუ არ იჩივლეს, სხვა რას იზამს?
არ გახსოვს ჩვენს ბანკს როგორ გაუკვირდა, ლანდიშას სახელის ტყუილ-უბრალოდ (თუნდაც ბრალეული ყოფილიყო) გამოჭენებაზე რომ ვდაობდი?
კატიე,
ОтветитьУдалитьლანდიშაზე არ ვიცი რა მოხდა :)
ჩივილს რაც შეეხება, ამ მხრივ ძალიან დაბალია კულტურა სამწუხაროდ.,:(
ყველაფერი გაცილებით მარტივი იქნებოდა ამ ერთიცუცუნა ქვეყანაში ორასი ტელევიზია რომ არ ყოფილიყო და პროდიუსერები სხვებზე ჯობნის გამო მარაზმამდე არ დადიოდნენ. "შიშველია? ჩვენ კიდე უფრო გავაშიშვლოთ და თან ვურტყათ. ასე უფრო გავყიდით"
ОтветитьУдалитьაქ შეჯობრთან გვაქვს საქმე " ვინ უკეთ დაგვანახებს სისხლს".. გაზეთებიც მაგ დღეშია. ობიექტურობა არ იყიდება. იყიდება ისტერიკა.
პ.ს. თუმცა ტელევიზიების შორის "კონკურენცია" მხოლოდ ერთერთი მიზეზია. ჟურნალისტებმაც აღარ იციან რა გააშუქონ. 15 წელზე მეტი მიტინგებზე იდნგნენ და ახლა აღარ იციან "მშვიდობიან" პერიოდში რა და როგორ გააკეთონ!!!
ОтветитьУдалитьკი, გვჭირდება და თანაც როგორ, მაგრამ სულ უფრო ვრწმუნდები, რომ, ამ ეტაპზე, ჩვენთან ეს შეუძლებელია.
ОтветитьУдалитьგიორგი ტუღუში გიორგი ტუღუში გიორგი ტუღუში გიორგი ტუღუში..
ОтветитьУдалить<3
არა?
კარგი. :)
ტუღუშს ტელევიზორი არ აქვს მგონი :)
ОтветитьУдалитьან აქვს და არ უყურებს :)
დათო
კი :) მართალი ხარ. აღარ იციან რა გააშუქონ. ამიტომაც არის რომ წალეკილია საინფორმაციო გამოშვებები რეკლამებით და უაზრო რეპორტაჟებით :)
ერთი მომენტია:
ОтветитьУдалитьშაბიამანის დარიგების რა გითხრა ჩემო ჰექს, მაგრამ უნდა აღინიშნოს რომ ჟურნალისტების ტონის მიხედვით მგონია რომ ჩვენი, მაყურებლების ბრალია რამე. მესმის რომ დამაჯერებელი უნდა იყოს ტონი, მაგრამ მეჩხუბო ეკრანიდან?
შექსპირის სიტყვები უნდა გადავაკეთო:
"ყველაფრისაგან დაღლილმა ტელევიზორი დისქავერიზე გადავრთე" :)
ბაჩო სწორი შენიშვნაა. დამაჯარებელი ტონი აღარ ქვია მაგას, წყნარი ლაპარაკის ბცავლად კივიან ეკრენებიდან. საერთო ისტერიკის ბრალია ალბათ :)
ОтветитьУдалить