05 марта 2011

6 ჩამჭრელი კითხვა ბომონდში?!

სურათი ვიზუალური ეფექტისთვის


ნებისმიერი დიეტოლოგი გეტყვით რომ მთავარია არა შედეგი, არამედ ამ შედეგის შენარჩუნება. ამიტომ როდესაც დავწერე ტუტორიალი: "როგორ გავერიოთ ბომონდში?" ნებისმიერი ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი მიხვდებოდა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. რადგან აქაც მთავარია არა ბომონდში შეღწევა, არამედ ფესვების რაც შეიძლება ღრმად გადგმა მის სურნელოვან და ფხვიერ ნიადაგში.

საერთოდ არ მიყვარს საქმის შუა გზაზე მიტოვება, ჩემს მკითხველს კი არასდროს ვტოვებ გასაჭირში, ასე რომ თუ თქვენ უკვე შეაღწიეთ ბომონდურ საზოგადოებაში, ახლა გასწავლით როგორ უნდა დარჩეთ იქ რაც შეიძლება დიდხანს.
საქმე კი იმაშია რომ არსებობს მრავალი ისეთი ჩამჭრელი კითხვა თუ ფანდი იმის გამოსავლენად რომ თქვენ არ ხართ ჭეშმარიტი გლამურული ძივა და არსებობს კიდევ უამრავი ბოროტი ადამიანი, რომელიც თქვენს ჩაჭრას ამ მზაკვრული კითხვების საშუალებით შეეცდება, ასე რომ ყურადღებით გადაიკითხეთ და გაითვალისწინეთ:

1)აქეთ თუ იქით, ანუ საით იღება კარი ?

ბომონდის ყველა სრულფასოვანმა წევრმა კარგად უნდა იცოდეს საით იღება ნებისმიერი კლუბის, ბარის და სხვა სვეცკი ადგილის კარი. თუმცა თუ თქვენ რომელიმე ბარიდან გამოსვლისას რატომღაც თქვენკენ გამოწიეთ კარი და უცებ აღმოაჩინეთ, რომ ის თურმე ქუჩის მხარეს იღება ეს რა თქმა უნდა კატასტროფაა, რადგან თქვენს უკან ხომ ამდენი შურით ანთებული თვალია, რომელიც მეორე დღეს აუცილებლად იქილიკებს:
"გოიმი, ნეტავ საიდან მოხვდა ჩვენს რიგებში?! " პლიუს ამას ჟურნალისტები და პაპარაცები...

გამოსავალი:

ცუდი ტონია ამ ყველაფრის სიმთვარლისთის გადაბრალება, რადგან ნათქვამია ჭეშმარიტი ტუსოვში(კი)ცა ისე არ უნდა დათვრეს, რომ დაავიწყდეს რომელ მხარეს იღება კლუბის კარიო. საუკეთესო გამოსავალი იქნება თუ მომხიბველად გაიღიმებთ და თქვენს უკნა მდგომ ჟურნალისტებს ეტყვით რომ სულ ახლახანს დაბრუნდით ლონდონიდან, რომლის ერთ-ერთი ცნობილი ბარის "ნისლიანი მთვარის" კარი შიგნიდან იღებოდა.. და ხომ იცით ჩვეულების ამბავიო. ამით ჟურნალისტების ყურადღებასაც მიიპყრობთ "თქვენ ლონდონში იყავით, მოგვიყევით ღამის ლონდონზე" და შურიანი კონკურენტებსაც ჩაჩრით პირში ბურთს. ისინი ხომ არ არიან ნამყოფი ლონდონის ყველზე პრესტიჟულ კლუბ "ნისლიან ღამეში" მერე რა რომ ის იქ საერთოდ არ არსებობს..(?)


2) სად არის აქ მეტრო?
სიტუაცია 1


დამკვიდრებული შეხედულების თანახმად ჩვენ ადამაინები დაპროგრამებული მანქანებივით ვართ და ჩვენი არაქვეცნობიერი იმ დროს ამოგვიგდებს ხოლმე რაღაც არასასურველს ჩვენთვის როცა ამას ყველაზე ნაკლებად ველით.
სამყარო კი, როგორც ვთქვით სავსეა შურიანი ინტრიგნებით ასე რომ სავსებით შესაძლებელია რომ უცებ რომელიმე სვეცკ ტუსოვკაზე თქვენმა თანამეინახემ მოულოდნელად ასე მოგმართოთ:
"სწრაფად მიპასუხე რომელი სადგურია დიდუბის შემდეგო?"
ხოლო თუკი თქვენ ბომონდში გარევამდე მთელი ცხოვრება გესმოდათ "კარები იკეტება შემდეგი სადგური ელექტრო-დეპოო" და გაუცნობიერებლად წამოგცდათ ელექტრო-დეპოო... მაშინ..... მაშინ გერჩივნოთ მეხი დაგეცეთ თქვენც და ამ პოსტის დამწერსაც .
რა გავაკეთოთ ახლა?

გამოსავალი:

არც კი ვიცი აქ რა უნდა გავაკეთოთ, იმიტომ რომ მეტრო ხომ ისეთია, რაღაცნაირად არანაირად გლამურული.,. ამიტომ ჯობს უმალ ენა მაგრად მოიკვნიტოთ, ვიდრე ამ კითხვაზე სწორი პასუხი წამოგცდეთ, რადგან მოკვნეტილ ენას ეშველება შებღალულ რეპუტაციას კი ნაკლებად, მაგრამ თუ მაინც წამოგცდათ შეგიძლიათ თქვათ რომ იქ მაშინ იყავით როდესაც თემო საჯაია კლიპს იღებდა, ან როდესაც ჯიჯი იგივე გრეგორი ინგა გრიგოლიას უღებდა ფოტოებს...

სიტუაცია 2

მეტროს სიტუაცია აქ არ მთავრდება და განსაკუთრებით რთულდება მაშინ როდესაც იმყოფებით ისეთ ქალაქში, სადაც საერთოდ არ არის მეტრო, აი მაგალითად ბათუმში (მეტრო თბილისის გარდა საქართველოს სხვა არც ერთ ქალაქში არ არის, მაგრამ ჭიათურასა და ზესტაფონში თქვენ რა გინდათ?) და როდესაც შერატონიდან ბულვარისკენ ნაზად მისეირნობთ, იცოდეთ რომ სწორედ ამ დროს გამოჩნდება ვიღაც სინდისგარეცხილი ინტრიგანი და გკითხავთ "მეტრო აქ სად არისო?"
ასეთ სიტუაციაში ყველა ნორმალურ ადამიანს გაეცინება და გაიფიქრებს ბათუმში რა უნდა მეტროსო, მაგრამ თქვენ ხომ გლამურული ხართ, ასე რომ საიდან უნდა იცოდეთ სად არის საქართველოში მეტრო და სად არა, რა მტრომშენში ხომ არ მუშაობთ... ამიტომ თუ გაგეცინებათ, იცოდეთ რომ ეს თქვენი ბოლო გაცინება იქნება გლამურულ წრეში.
გამოსავალი:

არ უნდა შეიმჩნიოთ რომ იდიოტობა იკითხა, ცხვირი რაც შეიძლება გვერდზე გაწიეთ, უფრო სწორედ გაბზიკეთ და თითქოს რაღაც უსიამოვნო სუნი გეცათო ცხვირში ჩაილაპარაკეთ: "ფუ, გოიმი... მეტროოოო"


3) თქვენ რას ინებებთ?

ჭეშმარიტ ტუსოვშიცებს, ელიტას, გლამურს და ფეშენს ყველა , მათ შორიის ახალ გახსნილ ბარშიც კი ცნობენ. თუ ბარმენმა ვერ გიცნოთ მაშ იცოდეთ რომ ყველა ეჭვის თვალით დაგიწყებთ ყურებას, რადგან ბარმენი წესით თქვენ უფრო ხშირად უნდა გხედავდეთ ვიდრე საკუთარ ოჯახის წევრებს. მსგავს შემთხვევაში ბარმენის ახალბედობასა და გამოუცდელობაზე მითითებაც არ გამოგადგებათ, რადგან ბომონდის ძირძველმა წევრებმა როგორც წესი თქვენზე კარგად იციან ვინ არის ახალი და ვინ არა.
გამოსავალი:

ასეთ შემთხვევაში გამოსავალი შეიძლება თავდასხმაში ვეძებოით და სანამ ბარმენი გვკითხავდეს რას ინებებთო ჩვენ დავესხათ თავს და ჩენი მხრივ შევუკვეთოთ: მე როგორც ყოველთვისო, მაგრამ ამ შემთხვევაში ბარმენსაც გააჩნია შესაძლოა ის არ მოგვერიდოს და პირდაპირ გვაჯახოს "რა როგორც ყოველთვის აქ პირველად გხედავო," ამიტომ ასეთ სიტუაციაში ოდნავი სიფრთხილის გამოჩენა ღირს ამიტომ უპრიანი იქნება თუ ასე ვიტყვით " მე როგორც ყოველთვის "ორმაგის სისხლიანი მერი" ოღონდ ოდნავ უფრო მეტი ყინულითო"

4) ნანუკა ვინ არის?

ბომონდში უყვართ შინაურული ლაპარაკი. გუშინ ნანუკასთან რომ იყვნენ ფართიზე და იქ რომ ჯაბუკა ამოვიდა და ყველამ რომ ორმაგი დალია და ამან ვერ დავლევო და იმან რას ინაზებიო და მერე ამაზე იმან და ამან რამდენი იცინეს. ეს იმდენად ბუნებრივია, რომ ბევრ წამყვანს გადაცემა კი ასე შინაურობაში მიჰყავს.

ასევე უნდა იცოდეთ, რომ ბომონდში რატომღაც არ უყვართ გვარის ხსენება, რადგან გვარი კრებითია, სახელი კი (მათი მაინც) ინდივიდუალურია. ასე რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ ბომონდს ორი ნანა ყავს, ერთს ნანკა ქვია, მეორეს კი კანკა ან რამე სხვა გამორჩეული.
თქვენი ამოცანაა კი არა მხოლოდ ნანკა იცოდეთ ვინ არის, არამედ (ამან რომ უთხრა იმას და მერე ის რომ გაიქცა და იმის იმან რომ მოაბრუნა) ამ ნაცვალსახელებმაც არ უნდა აგირიოთ თავგზა და ზუსტად უნდა იცოდეთ, ვინ იგულისხმება ამან-ში, ვინ იმან-ში და ვინ იმის იმან-ში.

და რა, მე გითხარით რომ ბომონდის წევრობა ადვილია?


5.რა არის თემქა?

თუ ბომონდი ხართ, მაშინ თქვენი რუკა ვაკიდან უნდა იწყდებოდეს და შარდენზე მთავრდებოდეს. ასე რომ თემქა თქვენთვის ისეთივე უცნაური და ბუნდოვანი სიტყვა უნდა იყოს, როგორიც არის მაგალითად "კონკლუიდენტური" ამიტომ თუ ბომონდურ წრეში ვინმემ იკითხა რა არის თემქა, იცოდეთ, რომ ეს ის მორიგი ინტრიგანია თქვენი გამომჟღავნება რომ განუზრახავს, მაგრამ როგორც ერთი პატარა ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი იტყოდა - ვერ მივართვით.

შენიშვნა: ასეთი რამ საერთოდ როგორ უნდა მოხდეს არ ვიცი, მაგრამ თუ შემთხვევით თემქაზე მოგიწიათ გავლა და შემდეგ ამის მოყოლა ელიტარულ საზოგადოებაში დაგჭირდათ, აუცილებლად თქვით რომ "იმ დღეს თემქაში" იყავით. თემქა ხომ იმდენად იშვიათია თქვენს ლექსიკაში, რომ აბა საიდან უნდა იცოდეთ რომელი ბოლოსართი დაერთვის მას.

6. რას ფიქრობთ დღევანდელ საღამოზე?

ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა ბოლოს მოვიტოვე. ეს კითხვა არის ერთდროულად ჩამჭრელიცა და მაღიარებელიც. ბომონდური საზოგადოების კარის სამუდამოდ გამღებიცა და ჩამკეტავიც. ყველაფერი კი მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი იქნება მასზე პასუხი.
საქმე ის არის რომ სწორედ ამ კითხვით ავლენენ ჟურნალისტები ვინ არის ჭეშმარიტი წევრი რჩეულთა და ვინ შემთხვევით მოხვედრილი.
ზოგადად გეტყვით რომ ყველაზე, ყველაზე საშინელი რაც შეიძლება გლამურულ საზოგადოებაში დაგემართოთ - ეს ინტელექტის გამომჟღავნებაა.
წინა ტუტორიალშიც ვწერდი:
"თუ კი ოდესმე რამე წაგიკითხავთ, გისწავლიათ და თუ საერთოდ გაგაჩნიათ რაიმე სახის ინტელექტი (თუნდაც ხელოვნური) დაივიწყეთ, საფუძვლიანად დამალეთ, გადააგდეთ, დაკუწეთ, დახიეთ, დაწვით. რადგან ელიტარულ საზოგადოებაში ის უადგილოდ ამოსული პრიშიკივით გამოჩნდება: თავიდან ყველა შეამჩნევს, შემდეგ ყველას გააღიზიანებს და ბოლოს დაცინვის საერთო ობიექტად გაქცევთ."
ბომონდი ძირითადად საერთო ტექსტით საუბრობს. კითხვაზე თუ როგორ მოსწონს დვანდელი საღამო პასუხობს, რომ "აი ძააააან" განსაკუთრებით ენამახვილნი ამატებენ "ძაააან მაგარია, უმაგრესია" აღფრთოვანებულები იმის გამოსახატავად რაოდენ არიან აღფრთოვანებულნი ურთავენ "აი როგორ ვთქვა. აი რაღაცნაირია, რაღაცნაირად... ძააან... ისეთი რაღაცნაირად"

ასე რომ თუ კითხვაზე როგორ მოგწონთ დღევანდელი საღამო თქვენ ჩვეულებრივი ხმითა და ტონით უპასუხეთ "მშვენიერი საღამოა, მადლობთ" და გაიარეთ, ამავე დროს არ გიყვირიათ, ხელ-ფეხი არ გიქნევიათ და კამერის წინ ვინმე არ გადაგიკოცნიათ ყველა მაშინვე მიხვდება, რომ თქვენ ვიღაც სხვა ხართ.


რატომ ადევს ტუჩებზე ტაბუ? - კითხვა რიტორიკულია...

გამოსავალი:

არსებობს სიტუაციები, სადაც კონკრეტული ფრაზები და ქმედებანი შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს. მაგალითად: რეალის ფან-კლუბში ბარსელონას მაისურით არ უნდა გამოცხადდეთ, გეპეის წინ სემიჩკის ფურთხვის პარალელურად არ უნდა თქვათ, რომ თსუ-ზე მაგარი უნივერისტეტის თავზეც გაიარეთ, ფეისბუქზე ადნაკლასნიკის ლოგოიანი სურათი არ უნდა დადოთ და ა.შ. თქვენი სიტუაციაც მსგავსს კატეგორიას მიკეუთვნება, ასე რომ ერთხელ თუ გადარჩით, ეცადეთ მეორედ ამგვარი რამ აღარ შეგემთხვათ.

P.s. მოკლედ სულ ეს იყო ჩემო პრინცესებო, კი არადა გლამურულ-ბომონდურებო, გაითვალისწინეთ რჩევები და გახსოვდეთ, როგორც ერთი გერმანელი კლასიკოსი მეზღაპრე იტყოდა:
"ჭეშმარიტად გლამურული ის არის, ვისაც პატარა მუხუდოს მარცვალიც კი შეაწუხებსო".
შენიშვნა: თუმცა თანამედროვეობის გათვალისწინებით მუხუდოს მარცვალი შეიძლება სხვა რამითაც ჩავანაცვლოთ.

"პრინცესა მუხუდოს მარცვალზე... "

20 комментариев:

  1. ასე თუ გააგრძელე, გლამურულობისკენ მიბიძგებ :D

    ОтветитьУдалить
  2. ასე თუ გააგრძელე, გლამურულობისკენ მიბიძგებ :D

    ОтветитьУдалить
  3. ასე თუ გააგრძელა მიიღებს პრიზს ქართულ გლამურში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. :D :D
    ან მისი სახელობის ნობელის პრემიას დააწესებენ გლამურის/ფეშენის/მბზინავი ტუჩების რანგში.
    ყველა შემთხვევაში ეს ამბავი კარგით არაფრით დამთავრდება.

    ОтветитьУдалить
  4. ჩემი სახელობის ნობელის პრემიას თუ დააწესებენ რითია ეს ცუდი :დ

    ОтветитьУдалить
  5. როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე ხარ :დ

    ОтветитьУдалить
  6. მადლობა ნანა, თუმცა არ ვიცი რომელი ნანა ხარ, მაგრამ პრინციპში რა მნიშვნელობა აქვს .. :)

    ОтветитьУдалить
  7. თუ გადავავლებთ თვალს ვისი სახელობის ნობელის პრემიები არსებობს არ დამთავრდება ეს ამბავი კარგად - მეთქი.
    ფსიქიატრები ნელ-ნელა საკუთარ პაციენტებს რომ ემსაგვსებიან ისე არ დაგემართოს შენც და ვინძლო ქვეყანა არ გააცინო (C) გოჩა
    :D :D :D

    ОтветитьУдалить
  8. ეჰ, ჰექსე, ამ თემქელობის გამო თავი მაინც არ გამოგვეყოფა ქართულ ბომონდში. :)))

    ОтветитьУдалить
  9. კარგი გოჩა :დ :დ გავითვალისწინებ :)

    მარი, მაგას ვჩივი მეც :)

    ОтветитьУдалить
  10. www.gossippgirls.wordpress.com ამ ბლოგზე შენს რჩევებს ითვალისწინებენ მგონი ბომონდთან დაკავშირებით ამ ხუმრობა-ხუმრობაში....

    ОтветитьУдалить
  11. Анонимный
    რა შეამჩნიე ? ")

    ОтветитьУдалить
  12. "ქუჩაში რომ შემოგხვდეთ..." ეს პოსტი წაიკითხე..

    ОтветитьУдалить
  13. Анонимный

    ოდნავ სხვა მიმდინარეობა :))ოდნავ :)

    ОтветитьУдалить
  14. აგერ მე და აგერ შენ, კოჭებში ეტყობათ!

    ОтветитьУдалить
  15. В точку! ძალიან მომეწონა

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)