19 марта 2011

დაინდეთ მკითხველის თვალები - წერეთ ხარისხიანად!

პოსტი მეტ-ნაკლებად ყველას ეხება
პოსტი არ ეხება მათ ვისაც არ აქვს განსაკუთრებული ამბიცია-პრეტენზია მედიაში.
პოსტი ეხება ყველას ვინც ფიქრობს, რომ  ის მას არ ეხება.

  •  გუდიანი კაცის გამოჩენამდე
მართალია, ჩვენი წინაპრები ამბობდნენ - პური მეპურემ უნდა გამოაცხოსო, მაგრამ მაშინ როცა ამას ამბობდნენ - არც დემოკრატია იცოდნენ რა იყო,  არც ადამიანის უფლებები და მითუმეტეს არც გამოხატვის თავისუფლებაზე სმენოდათ რამე. ხოლო მას შემდეგ რაც ყველაფერი გავიგეთ ისე მოხდა, რომ პურის გამოცხობა აბოლუტურად ყველამ დაიწყო - რა მნიშვნელობა აქვს როგორი ხარისხის, მთავარია რომ დაიწყო.

  • გუდიანი კაცის გამოჩენის შემდეგ
მერე საქართველოში ერთი გუდიანი კაცი (კაცმა რომ არ იცის რა ედო იმ გუდაში)  ჩამოვიდა და გამოაცხადა რომ ვინაიდან გამოხატვის თავისუფლება შეუზღუდავია,  ყველას აქვს უფლება თავისუფლად გამოხატოს თავისი აზრი -   დაწეროს, დახატოს, გაავრცელოს. მიუხედავად განათლებისა, პროფესიისა, ენის ცოდნისა -   გახდეს ჟურნალისტი, იკისროს მოსახლეობის ინფორმირებულობა, მიაწოდოს მათ ინფრომაცია, წეროს აქტუალურ პრობლემებზე.

თუმცა,  ჩვენდა სამწუხაროდ იმ გუდიან კაცს იმის თქმა კი დაავიწყდა ( ან შესაძლოა თავადაც არ უწყოდა, ) რომ წერას, მითუმეტეს საჯაროდ წერას მინიმუმ წერის და მაქსიმუმ ქართულის ცოდნა ესაჭიროებოდა.


  • "- თქვენ ფულისთვის წერთ, მე კი ღირსებისთვის.  
         - რას ვიზამთ ,  ყველა იმისთვის წერს რაც აკლია."



ასე შეიქმნა სამოქალაქო ჟურნალისტიკა, რომელიც უდაოდ ის მუგუზალი იყო ჯოჯოხეთს რომ აკლდა და ისიც მიემატა. თავიდან ეს კარგი იყო. უამრავ ნიჭიერ ადამიანს ეხსნებოდა გზა მაღალი ტრიბუნისკენ. მერე კი რადგან შეზღუდვა არ არსებობდა, გაჩნდა უამრავი  საინფორმაციო საიტი, სადაც  წერს ყველა:

წერს გრამატიკის ელემენტალური წესების დაუცველად;
წერს თემის აქტუალურობის მიუხედავად;
წერს წყაროს მიუთითებელ-გადაუმოწმებლად;
წერს ისეთი ქართულით, რომლის ადამიანურ ენაზე თარგმნას google translate -ც ვერ ახერხებს.
და რაც მთავარია, ამ მარაზმს დღეში მილიონჯერ აშეარებს.
ამგვარი საიტების პრინციპი მარტივია - ორი აგურიც რომ დაიწეროს , აუცილებლად უნდა გამოქვეყნდეს, მერე კი მკითხველის გადასაწყვეტია სად იხლის იმ 2 აგურს.
მოკლედ, ჩვენ რომ გვეგონა ქართულ ჟურნალისტიკას ამაზე უარესი რაღა უნდა დაემართოსო,  ვაი რომ...
ჟურნალისტების აღმა ხნული, სამოქალაქო ჟურნალისტებმა დაღმა ფარცხეს. ამ წაღმა-უკუღმა ხვნა და ფარცხვამ კი ისედაც მოთხრილი ჟურნალისტიკა უარესად მოგვითხარა და თუ დროზე არ მივხედეთ საქმეს შესაძლოა ქართული ენაც ამოიღოს ძირფესვიანად. 

  • "ნებისმიერი ადამიანის უფლება იქნიოს ხელები მთავრდება იქ, სადაც იწყება მეორე ადამიანის ცხვირი. "-ო
გასაგებია რომ გაქვთ უფლება, მაგრამ მე?
მე ვინ წამართვა უფლება ვიკითხო ხარისხიანი, სრული, სწორი, სტატიები ინტერნეტში?

დავიჯერო იმ გუდიანმა კაცამ გააყოლა ხელს?

  • მიმართვა 
ყველას ვინც რამეს წერს:
გთხოვთ,  ნუ დაემსგავსებით ტრადიციულ ჟურნალისტებს- ისინი ისედაც მრავლად არიან.

დაზოგეთ,
დაინდეთ,
პატივი ეცით
მკითხველის თვალებს
 წერეთ ხარისხიანი. !

5 комментариев:

  1. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ერთხელ წაიკითხავს ადამიანი ასეთი ენით დაწერილს, მეორედ, მეასედ და, ბოლოს, თვითონაც მათ რიგებს შეუერთდება :| თვალი ეჩვევა იდიოტურ წინადადებებს, ყური დამახინჯებულ ფრაზებს და შედეგიც სახეზე გვაქვს

    ОтветитьУдалить
  2. აბსოლუტურად სწორი არგუმენტია :)

    ОтветитьУдалить
  3. ეჰ, ჰექსე.... მეთერთმეტე კლასის ისტორიის წიგნში ისეთი გრამატიკული შეცდომებია, ნიჭიერებით უნდა გამოირჩეოდე აზრი რომ გაიგო

    ОтветитьУдалить
  4. ჰექსე, პოსტი მომეწონა, საჭირ-ბოროტო თემებზე წერ;-) ხოლო რასაც ამ თემაზე ვფიქრობ, პოსტის სახით დავწერე -
    http://tatatatuli.wordpress.com/2011/03/21/პასუხი-ჰექსეს/

    მომწონს შენი ნაწერები, წარმატებები ;)

    ОтветитьУдалить
  5. tatatatuli

    მადლობთ, ასეთი საჯარო პასუხისთვის :)

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)