20 марта 2011

მე მინდა ვუყურო ტელევიზორს!


იგნორირება ყოველთვის არ არის გამოსავალი.




როდესაც პროფილი არ მომწონდა და ამის შესახებ დავწერე- გადართეო
გადავრთე
როდესაც ნანუკას შოუ არ მომწონდა და ამის შესახებ  დავწერე- გადართეო
გადავრთე
როდესაც თბილისი ლაივი არ მომწონდა და ამის შესახებ ვწერდი  - გადართეო
გადავრთე
როდესაც სპეციალური რეპორტაჟი არ მომწონდა და ამის შესახებ დავწერე - გადართეო
გადავრთე
როდესაც მოდელირებული ქრონიკა არ მომეწონა და ამის შესახებ დავწერე - გადართეო
გადავრთე
როდესაც მონიკას ძუძუებზე აწყობილი სიუჟეტი არ მომეწონა და ამის შესახებ დავწერე-გადართეო
გადავრთე
როდესაც დღის შოუ არ მომწონდა და ამის შესახებ დავწერე გადართეო 
გადავრთე

და მერე უცებ აღმოვაჩინე რომ გადასართავი აღარ დამრჩა არსად. 

ეს დაახლოებით იმას ჰგავს, როდესაც პირველ ვიზიტზე ექიმს ეუბნები, რომ ხშირად გტკივა თავი, ის კი გაპსუხობს: "ნუ მიაქცევ ყურადღებას,  გაატარეო," მეორე ვიზიტზე იმასაც ამატებ რომ უძილობა და თავბრუსხვევაც ხშირად გტანჯავს ის კი ისევ იგივეს გპასუხობს, მესამე ვიზიტზე უკვე გადაღლილობას და საერთო სისუსტესაც უჩივი თუმცა ექიმის პასუხი  არ იცვლება, მეოთხე ვიზიტზე ჰაერის უკმარისობას და გულის ჩხვლეტასაც გრძნობ, ექიმი კი იმავე პასუხით გისტუმრებს და მერე მშვიდად მოდის შენს პანაშვიდზე. :)))))
იმასაც ამბობდნენ,  არ გადართოთ, გამორთეთო.

მაგრამ მე გამოვრთავ, წავალ ბლოგზე დავწერ, სხვის ბლოგს წავიკითხავ, ინტერნეტში ვუყურებ ფილმებს, წიგნებს დავწერ, დისერტაციებს დავიცვამ,  ხეს დავრგავ, სახლს ავაშენებ, მაგრამ ყველას ხომ ვერ დავავალდებულებთ ამ ყველაფრის კეთებას? მითუმეტეს რომ ტელევიზორი ჩართულის საყურებლად გამოიგონეს.

ძალიან რთულად არის ჩვენი საქმე. ამაში მაშინ დავრწმუნდი, როდესაც  ორ რეიტინგულ არხს შორის ტრიალის შედეგად ერთ მარტივ ჭეშმარიტებამდე მივედი   - ორი უბედურებიდან აირჩიე ორივე - სხვა რა გზაა.  ამიტომაც არის რომ რეკლამებსა და რეკლამებს შორის  ხან პროფილის გაცვეთილ ისტორიებზე ვტირივართ  ხან იუმორინას მოძველებულ ხუმრობებზე ვიცინით - სხვა რა გზა გვაქვს ?! - იმათაც იციან რომ სხვა გზა არ გვაქვს და ამიტომაც გვაჭმევენ.


  • მე მინდა ვუყურო ტელევიზორს!!!
  • მე არ მინდა დავემსგავსო  21-ე საუკუნის იმ ადამიანს,  რომელიც ცხვირზე ხელისმოჭერით იძახის - " ტელევიზორი? ბოლოს მაშინ ვნახე, როდესაც ჩემს პირდაპირ ეთერის ტრანლაციას აჩვენებდნენ ბბს-დან. " 
  • მე მაღიაზიანებს როდესაც მორიგი გადაცემის კრიტიკისას ვიღაც  მოდის და დეტალურად მიხსხნის  რა არის და რა სარგებლობა მოაქვს პულტს, რადგან ისევე როგორც ბევრ რამეს ჩვენს ცხოვრებაში პულტსაც ფუნქცია აქვს დაკარგული, როგორც "ცისფერი მთების" სცენარშია - "გინდა ზევით ადით, გინდა ქვევით ჩადით"   აზრი? - 0
    • მე ვფიქრობ რომ ტელევიზია წარმოადგენს ინფორმაციის მოპოვების, გართობისა და მოსახლეობაზე ზეგავლენის მოხდენის ძველ, თუმცა ჯერ კიდევ  კარგ საშუალებას.
    • მე მაქვს ინფორმაციის მიღების და მისი მიმღები წყაროს არჩევის უფლება.
    •  და მე ვირჩევ ტელევიზიას.
    • შესაბამისად, მე მაინტერესებს ვინ,  რის საფუძვლზე და რა მოტივით მიზღუდავს ამ უფლებას?



     მოკლედ, მე მინდა ვუყურო ტელევიზორს!
    ვუყურო ხარისხიან, ინფორმაციულ, გადამოწმებულ და მეტ-ნაკლებად ეთიკურ გადაცემებს. 
    რა გავაკეთო ამისთვის, მითხარით.


    11 комментариев:

    1. შენ გაიხარე, მეც მაგას გავიძახი, რატომ წამართვეს ქართული არხების ყურების უფლება?!. გასაგებია, რომ შემიძლია გადავრთო და ასეც ვიქცევი, მაგრამ იმიტომ არა რომ ასე მინდა, იმიტომ რომ სხვა გზა არ მაქვს და საშინლად ვერ ვიტან, როცა არჩევანის თავისუფლებას მიზღუდავენ და მე ვთვლი, რომ ამით ჩემი უფლებები ირღვევა... იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ ხალხი გააზრებულად თუ გაუაზრებლად უყურებს ამ ტვინის და ნერვების დამაქვეითებელ გადაცემებს და მერე ბიჭოლას შემეცნების დონეზე რჩება/დგება და მერე გამოვა ლაშა ხარაზიშვილი და დასცინებს სადუნიშვილის მიერ განათლებულ ერს, ილია მართალი როგორ არ იცითო... ვიცი, რომ სადუნიშვილმა არ უნდა ასწავლოს ზუგდიდელ გოგოს რამდენი მსოფლიო ომი იყო დედამიწაზე, მაგრამ იმ "საწყალ გოგოს" კუწურიეს გარდა ცისფერი ეკრანიდან ობსერვატორია–ასტროლოგია–კინოლოგიაც რომ ესმოდეს, რა იცი, იქნებ დაინტრესდეს რას ნიშნავსო და დაგუგლოს და თვითონაც ეშველოს და სამშობლოსაც...

      ОтветитьУдалить
    2. Когда у меня не было телевизора, я смотрел радио :) :D
      სანამ იმედში ოთარ შამათავაა, რუსთავზე –მისი გამოზრდილი და 1–ლ არხზე – გოგა ჩართოლანი (თუმცა ესეც შამათავას ნამოწაფარია), მანამდე არაფერი არ იქნება ტელესივრცეში. ასე რომ ჩემო ჰექს, შეეგუე ერის დეგრადაციას და გემოვნების მასიურ დაკარგვას.
      ძალიან ნიჭიერია ოთარ ტატიშვილი (თავის დროზე სნგ–ს ნაკრებში თამაშობდა კვნ–ს), მაგრამ ამოუვა ხალხს მალე ყელში და მაგაზეც აჯანყდებიან. ეს ჩემი წინასწარმეტყველებაა

      ОтветитьУдалить
    3. ძალიან კარგი პოსტია!პირდაპირ ჩემს გულში იჯექი!
      კომენტარში მეტს აღარაფერს დავწერ,ჩემამდე პრაქტიკულად ჩემი აზრი გამოხატეს ’makine ’და ’ბაჩო’-მ.

      ОтветитьУдалить
    4. სტატიაც მაგარია და სურათმაც დააგვირგვინა = ))

      ОтветитьУдалить
    5. როგორი გამოფიტულიც არის საზოგადოება(მორალურ/კულ'ტურულად)ისეთივე გამოფიტულია, შესაბამისად, ტელევიზიაც.

      ОтветитьУдалить
    6. ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო პოსტი წაკითხვის, მოწონებისა და იდეების გაზიარებისთვის :))


      მაკინე
      სწორედაც, ვრთავ არა იმიტომ რომ მინდა არამედ იმიტომ რომ სხვა გზა არ მაქვს :)

      ОтветитьУдалить
    7. და ამ მომენტებში ვგრძნობ... რა საშინელება იქნებოდა მხოლოდ 3 არხი რომ ყოფილიყო... დაილოცა კაბელური

      ОтветитьУдалить
    8. david :)

      კომუნისტების პერიოდში 1 არხი სულ და ხალხი არ ჩიოდა მაინც :))

      ОтветитьУдалить
    9. ის გამახსენდა...
      ბებიაჩემს დიდ ბებიას, უყვარდა ტელევიზორზე რაღაცა ნაჭრის გადაფარება, ისე ავეჯივით იდგა..

      ხოდა ისევ იქით ვგაზავთ....

      ამიტომ მოერიდეთ პლაზმას.. იყიდეთ ყუთი ტელევიზორები, ზედ რამეს დადგამთ მერე... ვაზას ყოილით... გადააფარებთ ლამაზ გადასაფარებელს, და პლაზმას თუ დაკიდებთ რამე ისეთი ლამაზი ჩარჩო გაუკეთეთ.....

      ОтветитьУдалить
    10. ხალხის მასა_ხალხის უმრავლესობა თვითონ ქმნის რეიტინგს,მათ პატივი უნდა ვცეთ,ეს დაახლოვებით კენჭის ყრას გავს,პროცუნეტულად ვინც მეტია ის იმარჯვებს შესაბამისად ის ირჩევს თემებს.შეგიძლია აკრიტიკო,მაგრამ შენ როგორც არ უნდა დააკონკრეტო შენი "გუნდი" იმ მაყურებელთა "გუნდში" შედიხარ რომელიც პროცენტულად ცოტაა,ასე რომ..

      ОтветитьУдалить

    ნუ წახვალ ისე,
    დატოვე კვალი =)