27 марта 2011

კლავიატურის გამტრაკებლები ანუ სად არიან მგლებეეეე?


"ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირული სულისკვეთება?!"







vasassi <3





რამდენიმე თვის წინ ფორუმზე "ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს" თემაში ხალხი ტრიბუნას ითხოვდა. მიგვიწვიოს ერთი გადაცემაში და ჩვენ მაგას ვანახებთ როგორ უნდა გადაცემის წაყვანაო. სულ ახლახან იმავე თემაში ნანუკამ დაწერა, რომ აპირებს გააკეთოს გადაცემა ფორუმზე და ფეისბუქზე და აბა ვინ მოვა ჩემთან გადაცემაშიო.

გაგიკვირდებათ მეგობრებო და ისეთი არკადიული სიჩუმე ჩამოწვა თემაში გეგონებოდათ ფორუმი მისმა სამოცდაათიათასივე წევრმა ერთდროულად დატოვაო.
და სრულიად ბუნებრივად დაიბადა კითხვა აბსოლუტურად რიტორიკული: " სად არიან ის მგლები, რომელებიც სულ ცოტა ხნის წინ ცოცხალდ შეჭმას უპირებდნენ გადაცემასაც და მის წამყვანსაც? " რატომღაც ზუსტად მაშინ ზედმეტად დაკავებულნი აღმოჩნდნენ აღნიშნულ შოუში მისასვლელად - ზოგი მაშინ მიემგზავრებოდა მივლინებაში საქმიანი ვიზიტით, ზოგს გაგეცინებათ და სულ ახლახანს კაცობრიობის გადარჩენა დაავალეს მილა იავოვიჩთან ერთად, ზოგსაც გვირაბი ჰქონდა გასაყვანი ბომბეიდან ლონდონამდე. და მიხვდი რომ არსებობენ გამტრაკებლები და არსებობენ კლავიატურის გამტრაკებლები. ნუ ამას გაცილებით უფრო ადრე მივხვდი მაგრამ ათასჯერ გაგონილსა და მიხვედრილს ერთხელ ნანახმა ნამდვილად აჯობა.

კიდევ იმას მივხვდი, თუ რაოდენ ცრუ წარმოდგენები მქონია ცხოვრებაში ბევრ საკითხზე. ბლოგებიდან, ფორუმებიდან, ფეისბუქიდან რატომღაც ისე ჩანდა, რომ უხარისხო გადაცემებით უფრო მეტი იყო უკმაყოფილო, ვიდრე შევარდანაძის ხელისუფლებით და ისიც მეგონა, რომ თუ ყველა ეს უკმაყოფილო ადამიანი ქუჩაში გამოვიდოდა ერთი მაღალი კაცის რეკორდს მოვხსნიდით ხალხის ქუჩაში გამოყვანის ამბავში, თუმცა აქციაზე მისული მაშინვე მიხვდვი რომ ჩვენი რეკორდი ჯოტია ცაავას რეკორდივით იყო განწირული.




არ ვაზვიადებ და მართლა მჯერა რომ მე ჩემი კრიტიკული პოსტების წერით, შესაძლოა უფრო მეტ საქმეს ვაკეთებდე, ვიდრე გუშინ აქციაზე მისვლით გავაკეთე, მაგრამ მგონია რომ თუ რამეს აკეთებ უნდა გააკეთო ბოლომდე და ყველა საშუალების გამოყენებით. რას გადავეკიდე და როგორც ერთი დიდი კაცი იტყოდა "დავიწყეთ გადამწყვეტი ბრძოლა და ამ ბრძოლას უნდა მივყვეთ ბოლომდეო"

არც ის მგონია, რომ აწი ტელევიზიებში მგელი და კრავი ერთად მოძოვენ ბალახს, რომ აღარ დაგვიგვიანებენ და გაგვირეცხავენ ტვინებს, რომ აღარ დაგვცინებენ, აღარ დაგვაპანიკებენ, შესაბამისად არ უარვყობ, რომ ბევრი რამე აკლდა გუშინდელ აქციას, თუმცა ერთ პლიუს ნამდვილად ვერ დავუკარგავთ, რომ ეს იყო ათვლის წერტილი, რომლის გარეშეც არ არსებობს არც ერთი, ყველაზე დიდი და მასშტაბური საქმეც კი. და ახლა უკვე მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული რად ვაქცევთ და სადამდე მივიყვანთ ამ ათვლის წერტილს.



გოგოები :)




ამიტომ მოგიწოდებთ ყველას - აწი, ნუღააარ გაჩერდებით შიიინ, აწი ნუღარ დაელოდებით სხვას, ნუ მიაშტერდებით მხოლოდ თქვენ მონიტორებს.


გაატრაკეთ ლაივშიც!!!

11 комментариев:

  1. dzalian momecona posti, magariaa ....

    ОтветитьУдалить
  2. :) როგორ ვერ მოგისწარით თავის დროზე. მოგვიანებით ხომ მაინც მოვედი. აწი გავატრაკებ მეც :)

    ОтветитьУдалить
  3. ბაჩო ძალიან გამიხარდა რომ მოხვედი :)
    :))

    ОтветитьУдалить
  4. საკითხი დისკუსიისთვის:


    მსგავს გადაცემაში რო მივიდე გადაცემის გაკრიტიკების მიზნით, იქნება თუ არა სწორი. ვიქნები თუ არა კონფორმისტი.

    რატომ კი და რატომ არა? არგუმენტები?

    ОтветитьУдалить
  5. რომ მიხვიდე, სავარაუდოდ ისე ამოჭრიან-გადაჭრიან რასაც ილაპარაკებ, აუცილებლად კონფორმისტი გამოჩნდები :)

    ОтветитьУдалить
  6. მე თვითონ ვნახე ნანუკას შოუში ერთ-ერთი კრიტიკოსი, რომელიც საკამოდ მწვავედ აკრიტიკებდა ნანუკას. შესაძლოა ბევრი რამე ამოჭრეს, მაგრამ მაინც მწვავე კრიტიკა იყო. ნანუკაც თავის მხრივ მედგრად და გმირულად იცავდა თავს :)))

    ამ კონკრეტულ შემთხვევაში ძალიან ცუდად გამოჩნდა ფორუმის დუმილი.

    როდესაც შოუში გიწვევენ და არ მიდიხარ ნიშნავს, რომ ან ხარ მხოლოდ კლავიატურის კაი ბიჭი, ან ხარ ფსევდო-კრიტიკოსი, ანუ აკრიტიკებ მხოლოდ კრიტიკისთვის და გსიამოვნებს კიდეც როდესაც შენ ნათქვამს არავინ უსმენს, ან ხარ ლეიბორისტი, რომელიც სიმწრით მოპოვებულ პარალამენტის მანდატს პარალამენტის შენობის წინ ჭრის გაუგებარია რატომ.

    შოუში მისვლით გამოდიხარ ადამიანი, რომელიც მზადაა თვალი გაუსწოროს წამყვანს და ყოველგვარი ქვე-ქვე-ქვეტექსტების გარეშე გააკრიტიკოს ის. ანუ სადღაც სიბნელეში კი არ ბეჭდოს ცინიკურ-გესლიანი პოსტები არამედ პირდაპირ თქვას ვინ არის და რა უნდა. ამ შემთხვევაში უფრო მომზადებულიც იქნები, იმიტომ რომ აპელირებას გააკეთებ უფრო მნიშვნელოვან ხარვეზებზე, ვიდრე თითიდან გამოწოვილ ფაქტებზე, რადგან გეცოდინება რომ წინ გეჯდება ადამიანი, რომელსაც ექნება რეალური შესაძლებლობა დაიცვას თავი და დაგიპირისპიროს კონტრ-არგუმენტები. ამ შემთხვევაში შენ უფრო მეტად გაძლიერდები და ჩამოყალიბდება რადგან როდესაც არავინ გეწინააღმდეგება დუნდები და ვერ ვითარდები. და მეორეც უფრო სამართლიანიც იქნება ადამიანს პირდაპირ უთხრა რა არ მოგწონს მის გადაცემაში და მისცე საშუალება მანაც აგიხსნას რას რატომ აკეთებს. (იქნებ რაღაც საკითხში შენ სულაც არ ხარ მართალი)
    ჩემი თვალკთახედვით ადამიანი, რომელიც მივა შოუში მისი კრიტიკისთვის, არის ჩამოყალიბებული და ნამდვილად ძალიან ძლიერი ადამიანი, რომელმაც ზუსტად იცის რას და რატომ აკრიტიკებს.
    მაშინ მეც კონფორმისტი ვარ - სადუნიშვილი მყავს მეგობრებში და ზოგჯერ ვუკომენტარებ კიდეც :დ :დ :დ

    ОтветитьУдалить
  7. მაგ კონკრეტულ (ფორუმის შემთხვევაში) აუცილებლად უნდა წასულიყვნენ :) მეც მგონია, რომ უფრო უნდა წახვიდე, თუკი შესაძლებლობა მოგეცემა, პირისპირ გააკრიტიკო. უბრალოდ დიდი შანსია, რომ დაამახინჯებენ, თუმცა თუ კარგად გააკრიტიკებ, ყველაფერს მართლა ხომ ვერ ამოჭრიან :)

    ОтветитьУдалить
  8. აგორდა ტალღა აგორდააა....

    ОтветитьУдалить
  9. heqse, შენც ხომ ფორმელი ხარ, წადი გადაცემაში :)

    ОтветитьУдалить
  10. ნეტა როდის დამპატიჟებს?

    :სპყ:

    ОтветитьУдалить
  11. ra saintereso postia aq saidan movxvdi ar vici magram shemovivli aucileblad xshirad

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)