აკუტაგავას გავლენით
ისტორია N 1. ყოფით პრობლემაზე
რატომღაც ისე მოხდა რომ ჩემი საცხოვრებელი სახლის წინ 10 სადარბაზოიანი კორპუსია ჩადგმული. ასე რომ სხვისი ტანგა-ტრუსები, კერტებზე ამოჭრილი ბიუსჰალტერები, აჟურული კოლგოტები, თეთრეული (ზოგჯერ სუფთაც კი) სულ რაღაც 10 მეტრზე 10-ვე კორპუსიდან თვალწინ მიფრიალებს. არც ფანჯრებთან ზასაობა და ფანჯრებს მიღმა სექსია უცხო თემა. თუ ოდნავ მოცლილი ხარ იმის დათვლაც შეიძლება ვის რამდენჯერ აქვს ორგაზმი, ვისი ქმარი რომელ საათზე ბრუნდება სახლში, ვინ ვის რამდენად აკმაყოფილებს და ვის დღის რომელ მონაკვეთში აქვს მიღების საათები. ბედნიერი ვარ რომ მოცლილი არ ვარ. თუმცა ფანჯრის ყოველ გაღებაზე, ან აივანზე ყოველ გამოსვლაზე (განსაკუთრებით მაშინ, როცა ბნელდება) შეიძლება ითქვას რომ თავალის ერთ გაწვდენაზე მილიონობით პირადი ბლოგი მაქვს გახსნილი.
ალბათ ამიტომაც არ მიყვარს პირადი ბლოგები - ყოველთვის ვამბობდი მიზეზები გარკვეულ საკითხზე შეხედულებებისა ეძებეთ გარემოში.
ისტორია N 2. ბავშვობაზე
ბავშვობაში (ალბათ 8-13 წლამდე) ნეკროლოგების კითხვა მიყვარდა სასწაულად. ნებისმიერ ჟურნალში, რომელიც სახლში მოჰქონდათ ნეკროლოგებს მინიმუმ 2 გვერდი მაინც ეთმობოდა. არა ... წმინდა ნეკროლოგებს უფრო ცოტა ადგილი ეთმობოდა,
უფრო მეტი იყო ვინმეს მოგონებანი და მონატრებანი. არ ვიცი რატომ ვკითხულობდი, შეიძლება იმიტომ რომ კითხვა იმდენად მიყვარდა, რომ სულ ერთი იყო რას წავიკითხავდი, მაგრამ ალბათ უფრო იმიტომ, რომ მსიამოვნებდა რომ ვიღაც მოკვდა და ამის გამო უამრავ ადამიანს წყდებოდა გული.
უფრო მეტი იყო ვინმეს მოგონებანი და მონატრებანი. არ ვიცი რატომ ვკითხულობდი, შეიძლება იმიტომ რომ კითხვა იმდენად მიყვარდა, რომ სულ ერთი იყო რას წავიკითხავდი, მაგრამ ალბათ უფრო იმიტომ, რომ მსიამოვნებდა რომ ვიღაც მოკვდა და ამის გამო უამრავ ადამიანს წყდებოდა გული.
ალბათ ამიტომაც არის ამდენი ემოცია და დრამატიზმი ჩემში - ყოველთვის ვამბობდი მიზეზები ხასიათის ნაკლოვანებებისა - ეძებეთ ბავშვობაში.
ისტორია N3. მხოლოდ ჰექსეზე.
გერმანულად ალქაჯს ნიშნავს, თუმცა ჩემთვის უკვე ხისგან გამოჩორკლილი წითელთმიანი თოჯინაა, რომელსაც გული არ აქვს. საყოველთაოდ დამკვიდრებული შეხედულების თანახმად გული მეტად ძვირადღირებული და იშვიათი პროდუქტია, ამიტომ მისი შექმნისას ის არ გაუთვალისწინებიათ. (ანგარშფაქტურაში ვერ ჩაჯდა) ამიტომაც რა გასაკვირია, რომ შეუძლია დასცინოს, უკბინოს, აკრიტიკოს, აქილიკოს და თავად არ ეტკინოს. რაც არ აქვს, რა ეტკინება კაცმა რომ თქვას. ( რა მისი ბრალია - ანატომიური ნაკლოვანებაა)
სამ ისტორიას გიამბობდათ ადამიანი, რომელმაც თავის დროზე შექმნა ჰექსე, ჰექსესნაირი უნდოდა ყოფილიყო და იმიტომ შექმნა. მაგრამ არ გამოუვიდა რაღაც .. ვერ გაცდა მაინც ადამიანის უბრალო სახელს...
ყოველთვის ვამბობდი ავტორის რეალური სახე ეძებეთ გაცილებით შორს მისი ბლოგიდან.
მესამე ამბავი მაინც ყველაზე შთამბეჭდავი იყო.
ОтветитьУдалитьმმ.. დიდი მადლობა აკუტაგავას :)
ОтветитьУдалитьპ.ს. კარგია რომ არ გამოუვიდა. ძნელი იქნებოდა უგულოდ დაწერილი სიტყვების კითხვა !!! არასაინტერესოოო :)
1 წელი
ОтветитьУдалитьალბათ იმიტომ ყველაზე მეტად გულახდილი რომ იყო :)
დავით
ჰო, ალბათ კარგია, რომ არ გამოუვიდა :)
ნეკროლოგების კითხვა მეც მიყვარდა და რატომღაც სულ ახალგაზრდებს ვეძებდი და იმათზე ვკითხულობდი, რატომ არ ვიცი. და სასაფალოებზე მიყვარდა კიდევ სურათების და გარდაცვალების წლების თვალიერება, იქაც ახალგაზრდებს ვეძებდი.. რავიცი რა მინდოდა. იმათ ადგილას ყოფნა იმედია არა..
ОтветитьУдалитьმე ნაპოვნი მყავს ჩემი ჰექსე, საკმაოდ გულიანიცაა და თბილიც. სანამ პირადად ვნახავდი, მანამდე სხვისი თვალით დანახული ვიცოდი რა იყო, როცა ვნახე ყველაფერი გამართლდა. მე ძალიან მიყვარს ჰექსე და უგულო და ცივი, როგორიც ბლოგზეა, ჯობია აქ დარჩეს :)
ОтветитьУдалитьჭიამაია: სასაფლაოებზე მეც სულ ვკითხულობ გარდაცვლილთა გვარებს და წლებს. რატომღაც მეც ახალგაზრდებს ვძებნიხოლმე. ეს რაღაც მათი სულების მოხსენიებას გავს. უკვდავყოფ თითქოს ამ სამყაროში მათ სახელს რომ იმეორებ დედამიწაზე
ჰო ისე მეც ახალგაზრდებს უფრო ვეძებდი, თუმცა სიმართლე რომ ითქვას მონატრებანი და მოგონებანი ძირითადად ახალგაზრდებზე იწერებოდა. და ძირითადად ავტოკატასტროფის შედეგად დაღუპულების მიმართ.
ОтветитьУдалитьსაფალვის ქვებს მეც ვაკვირდებოდი. ვანგარიშობდი წლებს. გარდაცვალების წელს ვაკლებიდ დაბადების წელს იმის დასადგენად რამდენი წლის ასაკში გარდაიცვალა.
თუ ცოლ-ქმარი იყო დასაფლავებული ვაკვირდებოდი რომელი უფრო ადრე გარდაიცვალ და მერე ვანგარიშობდი რამდენი წელი იცხოვრა მეორემ მეორე ნახევრის გარეშე.
თუ რამდენიმე ადამიანი ერთად იყო დასაფლავებული ვფიქორბდი ვინ შეიძლება ყოფილიყვნენ ეს ადამიანები ერთმანეთისთვის.
ყველაზე საინტერესო რამ აღმოვაჩინე ჩემს სოფელში. 1897 წლის საფლავი.
ორი პატარა სასახლის ფორმის ქვა, რომელის ზემოდან ანგელოზები იყო ამოტვიფრული. ქვა გაყვითლებულ-ხავსმოკიდებული იყო, მაგრამ მაინც ამოვიკითხე "ანგელოზნი ღვთისანი" 1987/01- 1897/06 - მივხვდი რომ ბავშვების საფალები იყო .
პ.ს. არადა თითქოს ჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა :დ
ბაჩო
ОтветитьУдалитьმენატრება ის ადამიანი. <3
ვისი თვალით დანახულსაც მიცნობდი :)
yvela ambavi dzaan kargi iyo magram mesames verceti ver jobda
ОтветитьУдалитьმე მეორე ისტორია მომეწონა.
ОтветитьУдалитьსულ ვფიქრობდი, რისთვის იწერება ესენი მეთქი და თურმე შენ კითხულობდი :)
მესამე კარგი იყო იმდენად რამდენადაც, ისეთი აღიარება იყო, რომელსაც მეგონა რომ არ აღიარებდი.
აკუტაგავას გავლენით - ეს რას ნიშნავს? პ.ს. მესამე ამბავმა და განსაკუთრებით ფრაზამ "მე შევქმენი ჰექსე" რაღაცნაირად იმოქმედა. :ეეკ:
ОтветитьУдалитьra dasamalia da mesame istoriam mec ki amagelva zogadad civi da uemocio adamiani.
ОтветитьУдалитьგურამ
ОтветитьУдалитьაკუტაგავა იაპონელი მწერალია და აქვს დაწერილი ავტობიოგრაფიული მოთხრობა "ცხოვრება იდიოტისა" სადაც თავისი ცხოვრების დეტალები ესე პატარ-პატარა მონაკვეთებად აქვს დაყოფილი და დასათაურებული. საეროდ წერის სტილი აქვს ეგეთი :)
დექსტერ
არადა, არ ხარ უბრალოდ იბრალებ.
ველი ისტორიას ნინო ბექაურზე :)
ОтветитьУдалитьმდა.. მეც მეორე ისტორია უფრო მომეწონა. ნინო უფრო მაინტერესებს მე, ჰექსეზე ასე თუ ისე მაინც ვიცი. თან ნინოს უფრო რეალური და ადამიანური ისტორიები ექნება.
ОтветитьУдалитьprschool
ОтветитьУдалить:)
ლენონ, ნინოს უფრო დიდი ხანი არ არის რაც იცნობ?
1 ისტორია ჰექსემ დაწერა, მეორე ნინომ , მესამე ჰექსემ დაიწყო და ნინომ დაასრულა. მე ნინო უფრო მომწონს.
ОтветитьУдалитьჰო ნინოს უფრო დიდი ხანია ვიცნობ, თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას რომ ნინო უფრო მეტად მაინტერესებდეს. იმიტომ რომ უფრო რეალურია. ჰექსეს ყველა ისტორია მოგონილი იქნება, ისევე როგორც თავად ის.
ОтветитьУдалитьთუ ამჩნევ რომ შენი ასეთი პოსტები უფრო რეიტინგულია? უფრო სწორედ თუ ხვდები რატომ?
ОтветитьУдалитьსაინტერესოდ საკითხავი იყო ;)
ОтветитьУдалитьdexter
ОтветитьУдалитьშენ ხომ ჩემს მაგივრად ხვდები ხოლმე რაღაცეებს?
tatatatuli
:) მადლობა :)
ჰაჰააა! ნეკროლოგები ასწორებს! მე ახლაც მიყვარს... ჩემი ნეკროლოგი მაქვს დაწერილი და რომ წავიღებ წერილს, გაზეთები თუ აღარ იარსებებს, "პადიეზდში" მაინც დაკიდებენ! ნეკროლოგები რულზ!
ОтветитьУдалить