30 апреля 2011

ფრაგმენტი დაუწერელი რომანიდან - N 1


"

თანამედროვეობის რომეო და ჯულიეტად მიაჩნდათ თავი, თუმცა რატომ ამას კი ვერ აგიხსნიდნენ. თავად იცოდნენ რომეო და ჯულიეტა რომ ყოფილიყვნენ სულ მცირე ერთი ადამიანი მაინც უნდა აღდგომოდა წინ მათ ერთად ყოფნას. ცხოვრება კი ისე სწრაფად მიდიოდა ორი უდარდელი შეყვარებულისთის კი არა, უფრო მნიშვნელოვანი რამეებისთვისაც კი აღარ ეცალა.

- "ბოლომდე დავიცავ ჩვენ სიყვარულსო!" - ჩურჩულებდა "რომეო" .. არადა რისი დამცველი იყო?! რაც ნამდვილად იყო დასაცავი რამდენიმე კილომეტრის დაშორებით სულს ღაფავდა და ბევრ რომეოს უხმობდა ერთად.

რომეო კი ძველებურად ჯულიეტას თმაში მალავდა სახეს და მისი საამო სურნელით გაბრუებული ჩურჩულებდა,. - ბოლომდე დავიცავო... ამას კი იმიტომ ამბობდა კარგად იცოდა, კაციშვილი რომ არ ჰყავდა მოდავედ. - რამდენიც არ უნდა ებუტბუტა კაციშვილი არ ეტყოდა - ამის შეყვარებას, ის შეგეყავრებინა აჯობებდაო. თუმცა ჯულიეტას თმაში ცხვირჩაყოფილი, მისი საამო სურნელით ერთდროულად გაბრუებულიცა და იმედმიცემულიც მაინც უშიშრად უქნევდა უხილავ მტრებს დაშნას.

დიახ... ქარის წისქვილებთნ ბრძოლა მხოლოდ დონ კიხოტის საქმე კი არ არის, არამედ ყველა გამიჯნურებულისაც....
"





12 комментариев:

  1. :) დასტური ჩემგან !!!

    პ.ს. წერე რა!?

    ОтветитьУдалить
  2. ნინ სხვა ფრაგმენტებიც დადე რა :)

    ОтветитьУдалить
  3. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ვიღაცას "დაარტყი" ამით :D

    ОтветитьУдалить
  4. ჰო ძირითადად ირტყმევინება რომანტიული რომანებითაც კი . :-D

    არადა რისი დამცველი იყო?! რაც ნამდვილად იყო დასაცავი რამდენიმე კილომეტრის დაშორებით სულს ღაფავდა და ბევრ რომეოს უხმობდა ერთად.


    ეს მომეწონა მე . :):-)

    ОтветитьУдалить
  5. ციკლიდან "ჰექსეც ადამიანია" :)

    ОтветитьУдалить
  6. gagijdebi kaci iset blogebs da posteb agmoachen sainteresoa namdvilad

    ОтветитьУдалить
  7. tetriskostenlos
    კარგია იყო აღმოჩენა :))

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)