მოთხოვნადი თეგები:
სექსი, ფული და კრიმინალი
სექსი, ფული და კრიმინალი
- პატარა ქალაქის დიდ პრობლემაზე
პატარა ქალაქს ერთი უბედურება შეეჩვია, რომელსაც თავიდან სექსის ნაკლებობა ერქვა, შემდეგ უბედურება გაიზარდა, სახელიც გამოიცვალა და უსექსობა იწოდა.
რა დასამალია და საშინელი მოწყენილობა ჩამოწვა ირგვლივ. ერთიდაიგივე რუტინა, ერთიდაიგივე გადაცემები, ერთიდაიგივე წყვილები, ერთიდაიგივე განშორებანი. კოკა-კოლაში კოკაინსაც აღარ ურევენ და ვინ იფიქრებდა რომ ასეთი დრო ოდესმე დადგებოდა, მაგრამ ბლოგერებიც კი აღარ წერენ სექსზე, არავინ იცის რატომ - შესაძლოა იმიტომ რომ როგორც იქნა გემო გაუგეს მას. წიგნებიც ძირითადად სექსის ნაკლებობის გამო იწერება ისევ და ისევ სექის ნაკლებობაზე პატარა ქალაქში.
- იდეა ანუ Show Time !
საიდუმლო არ არის რომ არაფერი ისე არ კურნავს მოწყენილობას, როგორც კარგი შოუ. ამიტომ ერთი კარგი გადაცემის იდეა მომივიდა. უფრო სწორედ მისი თარგმნის იდეა. იყო დრო, როდესაც სასოწარკეთილებაში ჩავარდნილმა ჩვენმა ერთ-ერთმა ტელევიზიამ ერთი რუსული არხის აბსოულუტურად ყველა გადაცემა გადმოაქართულა, გარდა ერთისა. ის ერთი კი ალბათ იმიტომ არ გადმოიღო, რომ შავი დღისთვის გადაინახა და მე ვამბობ, რომ ეს შავი დღე სწორედ ახლა დაგვიდგა. ამ გადაცემას брачное чтива ჰქვია და დტვ-ზე ორ მეტნაკლებად სიმპატიურ ტიპს მიყავს.
- სიტაუციური დეტალები
არ მგონია არ იცოდეთ, მაგრამ მაინც გეტყვით რომ ამ შოუში მიდიან ადამიანები, ვისაც პარტნიორის გულწრფელობაში ეპარებათ ეჭვი, მერე ჩვენი სიმპატიური დეტექტივები ამონტაჟებენ ვიდეო-აუდიო მოწყობილობას "ეჭვმიტანილის" ბინაში, მანქანაში, კაბინეტში და შემდეგ ყველა პოპკორნით ხელში ველოდებით როდის გაებმება ის მახეში. გადაცემის კულმინაცია მაშინ ხდება როდესაც პარტნიორი შუა სექსის დროს აღებს კარს. აი აქ ხდება ისეთი წივილ-კივილი და გაწევ-გამოწევა პარლამენტშიც კი არ გინახავთ მსგავსი მერწმუნეთ.
- წმინდა ქართული გადაცემა , ანუ მენტალური პრობლემა არა ისა..
ვიცი იტყვიან რომ ეს გადაცემა არ ჯდება ჩვენს ეროვნულ თვითმყოფადობაში, შეურაცხყოფს ეროვნულ სულს, ქართველობა, ტრადიცია და ასე შემდეგ ბოდიალი. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ არაფერია ისევე ქართული როგორც ეს გადაცემა და აი რატომ: ჩემი დაკვირვებით იგი ოთხ ძირითადად პრინციპზე დგას:
1) ფარული კამერა;
2)სხვისი თეთრეულის ქექვა;
3)სკანდალი;
4)ადამიანის უფლებათა ტოტალური დარღვევა მასმედიის მხრიდან.
დამეთანხმებით რომ ოთხივე ძალიან კარგად იყიდება და იმაშიც არ გაგიჭირდებათ დათანხმება რომ ეს ოთხივე პუნქტი ზედმეტად ჩვენია, აი განსაკუთრებით კი პირველსა და მეოთხეში ვართ კარგად დახელოვნებული.
- სტაფი ანუ შემოქმედებითი ჯგუფი
რადგან იდეა დამეთანხმებით და არაჩვეულებრივია ახლა იმაზეც უნდა ვიზრუნო რომ ის სანდო ხელში მოხვდეს. ფარული კამერის დამონტაჟება და ისე გადაღება რომ ვერავინ ვერაფერს ვერ მიხვდეს ერთ სამინისტრომ უნდა ითავოს. ასეა თუ გინდა რომ რაღაც კარგად გამოვიდეს გადაწყვიტე ეს სახელმწიფოებრივ დონეზე.
წამყვანად ერთი ადამიანი მიტრიალებს თავში - შალვა რამიშვილი, ჯერ ერთი იმიტომ რომ განსაკუთრებული სიახლოვე გააჩნია ფარული კამერების მიმართ და ახლაც ვერ ეშვება მათ და თანაც უხერხული კითხვების დასმა ზედმეტად კარგად გამოსდის. ისე სიმართლე ითქვას არაადექვატურ სიტუაციებში ზედმეტად უხერხული კითხვების დასმა არც ერთი ქართველ ჟურნალისტს არ ეშლება. ასე რომ ამ მხრივ დეფიციტი ნადვილად არ გვექნება.
- და ბოლოს, რა სარგებლობა მოაქვს მამალს?
რადგან ამდენი ვილაპარაკეთ იმასაც გეტვით თუ რა სარგებლობის მოტანა შეუძლია ამ შოუს.
პირველი - გავერთობით;
მეორე - "პროფილი" აღარ იქნება ყველაზე რეიტინგული გადაცემა;
მესამე - ერთი პატარა ქალაქის დიდ მწერალს დავუმტკიცებთ რომ ცდება.
მეოთხე - თუ ჩვენ სექსი არ გვექნება, სხვის სექსს მაინც ვადევნებთ თვალს, დავიჯერო იმედის ღამის პორნოებს აღარ აჯობებს?
p.s. მოკლედ თქვენ იფიქრეთ მე კი მანამდე გადაცემის იდეის ყიდვაზე ვიზურნებ, ან იქნებ სჯობდეს რომ მოვიპაროთ? ასე უფრო იაფი არ იქნება?
ერთი პატარა ქალაქის დიდ მწერალს დავუვმტკივებთ რომ ცდება.
ОтветитьУдалить:DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD
მამაჩემის ძმაკაცმა რომ "ბრაჩნოე ჩწივა"-ს უყურა, ეგრევე დაევასა და აბა ჰე, შევუდგეთ ასეთი გადაცემის კეთებასო. ჰოოო.. აი, გორში რომ მაგას გააკეტებ, აი მანც მოგიტ%$#ვენ კეთილებს, არა თუ თბილისში. მოსკოვში სხვა მენტალიტეტია და სხვა ნაროდია. როჟამ საკუთარი თვალით ნახა, რომ ცოლი თვითონ წავიდა სხვა კაცთან და ამან აპატია, ერთი შეცდომა ვის არ მოსვლიაო და შეურიგდა. მე აზიატი ვარ და ამ შემთხვევისათვის ხანჯალი ვიცი. :(
ОтветитьУдалить