15 мая 2011

მძაგს ბესტსელერები, ანუ თქვენ ყველანი იდიოტები ხართ!

პოსტი დაწერილია გაბრაზებულ გულზე,
ამიტომ სასურველია თუ ის არ მოახდენს ზეგავლენას
თქვენს წარმოდგენებზე ავტორის შესახებ.

პატივისცემით, ადმინისტრაცია.




- "მაინც რა ჯანდაბამ აქცია ეს წიგნი ბესტსელერად?!"- ვეკითხები ჩემი ბლოგის ერთგულ მკითხველს, თუმცა როგორც ქენდის ბუშნელი დაწერდა დავარქვათ მას მისტერ X.

მისტერ იქსისთვის კითხვების დასმა ყველაზე მეტად მიყვარს, რადგან მას თითქმის ყველა კითხვაზე აქვს პასუხი (ყველაზე რომ ჰქონდეს გუგლი ერქმეოდა) თანაც ეს პასუხები ზედმეტად მარტივია ხოლმე, აი ახლაც ასე მპასუხობს - " ძალიან მარტივია, ქალები ზედმეტად იდიოტები ხართ" ამ პასუხზე ნებისმიერი მდედრი ყელში ეცემოდა მისტერ იქსს ეს როგორ გაგვიბედეო, მაგრამ მე ასე არ ვიქცევი. ის ხომ ჩემი ბლოგის აქტიური მკითხველია, ესეც არ იყოს იმდენად კარგად ვიცნობ, რომ ვიცოდე რომ ამ ქალებში მე არ ვიგულისხმები, ამიტომ მშვიდად ვსვამ ლუდს და ვფიქრობ რაოდენ არ მიყვარს ბესტსელერები. არ მიყვარს კი არა მზად ვარ საჯაროდ გამოვიდე მორიგი ბესტსელერული წიგნის პრეზენტაციაზე და იქ მთელი ღამე რიგში დგომით გათანგულ ფანებს მივმართო:
"თქვენ იდიოტები ხართ! თქვენ ყველანი იდიოტები ხართ, იმიტომ რომ ეს მოგწონთ , იმიტომ რომ ვიღაც იდოტმა რეკლამშიკებმა დაგარწმუნეს რომ ეს კარგია და თქვენც დაიჯერეთ. იდიოტები ხართ მხოლოდ იმიტომ, რომ თავი არ გქონდათ თავად აგერჩიათ თქვენი საყვარელი წიგნი, ამიტომ აიღეთ ის რაც თავზე მოგახვიეს.

"
მე ფიცი მაქვს დადებული ღვთის საკურთხეველთან, რომ ადამიანის გონებაზე ტირანიის ნებისმიერი გამოვლინების დაუძინებელი მტერი ვიქნები მარად"- თქვა ამერიკის თავისუფლების დეკლარაციის მამამ ტომას ჯეფერსონმა და მეც ვიმეორებ ამას.
......
მაგრამ
........
ტომას ჯეფერსონი მაგას რომ ამბობდა ამერიკის პრეზიდენტი იყო უკვე, ორი მილიონი ჯარი ჰყავდა და ორასი მილიონი კაცი უჭერდა მხარს კიდო!
"
ნ.დუმბაძე "თეთრი ბაირაღები"


მე კი არც ერთი მყავს , არც მეორე ამიტომ ისევ თბილისში ვზივარ, ლუდს ვსვამ და ვფიქრობ რომ პოსტი უნდა დავწერო მამაკაცის კომპლექსებზე, მაგრამ მერე მახსენდება რომ წარმოდგენა არ მაქვს მამაკაცთა კომპლექსებზე . არადა ყველაზე მარტივი ხომ იმაზე წერაა რაზეც წარმოდგენა არ გაქვს. მარტივი იქით იყოს და მოდურიც კი .



"არავითარი აზრი არ აქვს ცუდ ხელოვნებას დაესხა თავს, ის ისედაც მოკვდება. დამიჯერე თუნდაც ერთი საუკუნის შემდეგ კაციშვილს არ ეხსომება ეს ძალით თავსმოხევული ბესტსელერები." - ამბობს მისტერ იქსი. და ამ სიტყვებზე მე ერთი ანტიფემინისტური გამოთქმა მახსნენდება Männer sind primitiv, aber glücklich. /მამაკაცები არიან პრიმიტიულნი, სამაგიეროდ ბედნიერნი.

28 комментариев:

  1. ეჰ ჩემო ი.ა ყველამ ვიცოდით. :D

    მაგრამ საქმეზე მელაპარაკე მეთქი, საქმეზე რამდენჯერ გითხარი. :)

    ОтветитьУдалить
  2. ჰო, არიან იდიოტები და იმათზე უფრო იდიოტები არიან კიდევ ისენი, ვინც ხედავენ ამ იდიოტობას და ჩუმად არიან. ხომ ხედავ, მრავალქმრიანი ქალები ასწავლიან ტელეეკრანიდან ერთგლ ცოლებს "რა სურთ მამაკაცებს" :)
    პარადოქსია, მაგრამ საქართველოში პარადოქსები მუშაობს....

    ОтветитьУдалить
  3. ბაჩო, მაგ ლოგიკით მე არ ვარ იდიოტი :)
    მიყვარს შენი კომენტარები :)

    ОтветитьУдалить
  4. ძალიან ძალიან ძალიან კრეტინობა წიგნია!ან თარგმანია საზიზღარი

    ОтветитьУдалить
  5. სიყვარულოვნა

    თარგმანი კიდევ ცალკე თემაა, არ ვიცი ვინ იწვალა, მაგრამ აშკარაა რომ ახლოსაც არ იყო გრამატიკასთან.
    წიგნი თუ წაიკითხე თვალში აუცილებლად მოგხვდებოდა სიტყვა "მინახავხარ"
    მბურძგლავდა ამ სიტყვაზე. არადა ზედმეტად ხშირად არის ნახსენები.

    მოკლედ თარგმანი კატასტროფაა, მაგრამ ცუდ ნათარგმნს შეუძლია მხოლოდ დააგდოს წიგნის ხარისხი და არა საერთოდ გაანადგუროს ის.

    მოკლედ თუ წიგნს შინაარსი არ აქვს (რაც ამ წიგნის შემთხვევაში უდავოა) მხოლოდ თარჯიმნის არაპროფესიონალიზმზე ვერ გადავტეხავთ ჯოხს.

    თანაც რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ორიგინალი კიდევ უარესია.. :დ :დ :დ

    ОтветитьУдалить
  6. გუშინ დავიწყე კითხვა და მალევე შევწყვტე. ახლა ვამბობდი ზუსტად, იდიოტობაა-მეთქი ეგ წიგნი და შენი პოსტიც ვნახე :)
    აღარ გავაგრძელებ წაკითხვას

    ОтветитьУдалить
  7. ეს წიგნი არის საშინელება. საშინელება. ჯერ ერთი, არაფერი არ აქვს საერთო სერიალთან, რომელიც გაცილებით უფრო საინტერესოა და, მეორეც, იმდენად დუნედ არის დაწერილი, რომ საყვარელი პერსონაჟების ხათრითაც ვერ კითხულობ, იმიტომ, რომ მსგავსებასაც ვერ პოულობ :))

    ОтветитьУдалить
  8. საქმეზე მელაპარაკეთ და თვალებში მიყურეთ არა?
    მე ვფიქრობ რომ რაც ამ პოსტს აქვს წამძღვარებული მთელ ბლოგს უნდა გასდევდეს. გთხოვთ აქ დაწერილი პოსტებით ნუ იმსჯელებთ მის ავტორზე :დ :*

    ОтветитьУдалить
  9. თუ წიგნი ბესტსელერი გახდა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის კარგად არის დაწერილი, უბრალოდ მას საზოგადოება შეხვდა ისეთი რომელმაც აიტაცა ის და აქცია ბესტსელერად. ან შეიძლება ისეთ დროს დაიწერა ისეთ თემაზე, რაც იმ დროისთვის აქტუალური იყო. სექსი ყოველთვის და ყველგან აქტუალურია, ასე რომ ნუ გვიკვირს.

    და ველი შენს პოსტს მამაკაცის კომპლექსებზე.

    ОтветитьУдалить
  10. ეს რა წიგნია? მე სერიალი მეგონა. ;დ

    :ვითომღადაობასმაილიკი:

    ჰოდა ეგრე ჰარი პოტერიც ბესტსელერია

    :ჩახველებასმაილიკი:

    ОтветитьУдалить
  11. იგივე რეაქცია მქონდა "ჰარი პოტერზე". ფილმის ნახვის შემდეგ წავედი და ამ ბესთსელერის პირველი ნაწილი შევიძინე,სხვათაშორის საქართველოშიც სერიოზული რეკლამა უკეთდებოდა. თარგმანი საშინელება, შინაარსი ჩემთვის ნაკლებად საინტერესო, მაგრამ მაინც, მაინც ვკითხულბდი– მაინტერესებდა ამ წიგნის მოთხოვნადობის საიდუმლო. საბოლოოდ დავასკვენი, რომ ქართველებს სხვანაირი ლიტერატურული გემოვნება გვაქვს (ეს კლასიკურ ზოგადსაკაცობრიო შედევრებს არ ეხება). შესაბამისად ის რაც მისაღები, გასაგები და მოთხოვნადია ამერიკასა თუ ევროპაში– ჩვენთვის ხშირად გაუგებარია და მერე შენსავით ვბრაზობთ რა მოეწონათ ამა თუ იმ პროდუქტისოვო. მოკლედ თუ შენ, მე და კიდევ ვინმეს არ მოგვწონს "სექსი დიდ ქალაქში"– ეს არ ნიშნავს , რომ ეს ნაწარმოები სხვა, დარჩენილ 6 მილიარდს არ მოეწონება.
    p.s. მომწონს შენი ბლოგი. :)

    ОтветитьУдалить
  12. ინტუიციით ვგრძნობდი, რომ უაზრო წიგნი იქნებოდა.. არ წამიკითხავს და სხვას ვერაფერს ვიტყვი, დავრჩები ასე ჩემი ინტიუციის და იმ ხალხის იმედად, ვისი საყვარელი წიგნიც არ არის ნებისმიერი რა, რის სათაურშიც ქ და ს ასობგერები ერთად იქნება. პ.ს. "მინახავხარ" სწორი ფორმაა, არასწორია- მინახიხარ.

    ОтветитьУдалить
  13. ÃÄáÔÄÒ
    აი მაგაზეც ძალიან ბევრი ვიფიქრე. როგორც ერთი ქართველი კლასიკოსი იტყოდა არც ერთი ერი იმაზე კარგი ბესცელერის ღირსი არ არის, რაც მან აირჩიაო. :დ :დ
    ჰოდა აბა მამაკაცების მე რა გამეგება, მითუმეტეს მათი კომპლექსების :)))

    თამუნა

    მე კითხვა მხოლოდ იმ მიზეზით არ შევწვიტე რომ ჯერ ერთი ვერ ვტოვებ დაწყებულ საქმეებს და მეორეც სულ მეგონა, აი სულ ველოდი რომ აი ახლა, ახლა მოხდება ისეთი რამ, ახლა ამოვიკითხავ ისეთ სიბრძნეს ამ წიგნიდან როს გამოც ვიტყვი რომ ღირდა ამის წაკითხვა და რის გამოც ირევა ამდენი ხალხი მის გამო, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ. რა უღიმღამოდაც დაიწყო, ისე უღიმღამოდ დამთავრდა.. :(


    Dissolved Girl

    მიუხედავა იმისა, რომ დიდად არც სერიალი მომწონს, ვაღირებ რომ სერიალი მილიონჯერ უკეთ არის გადაღებული ვიდრე წიგნია დაწერილი. იქ თითო სერიაში თითო თემა მაინც არის არჩეული და იმ თემის ირგვლივ ვითარდება მოვლენები. აქ ვერ გაიგებდი სად რა დაიწყო, სად რა დამთავრდა. :)


    როდე

    დიდ რისხვას ვიმსახურებ ხოლმე ამ სიტყვების გამო, მაგრამ ჰარი პოტერიც არ მიყვარს, სიმართლე გითხრა არც მაქვს წაკითხული, მაგრამ თუნდაც იმიტომ არ მიყვარს რომ ბესტსელერია და მილიონობით ადამიანი სახეს იხოკავს მის შესაძენად. არ ვიცი როგორ ავხსნა, მაგრამ ეს ძალით თავს მოხვუელ წიგნებს ვერ ვეგუები, მირჩევნია მე თვითონ წავიკითო მე თვითონ აღმოვაჩინო და ვაღიარო საუკეთესო წიგნად, ვიდრე ვიღაცის აზრი გავიზიარო ბრმად. მიუხედავად იმისა რომ ძალიან მომწონს კვირის პალიტრის 50 წიგნი, მაინც ბევრი წიგნის იქ მოხვედრას არ ვეთანხმები და ვთვლი რომ ყველა ადამიანს თავის 50-ეული აქვს.

    აქსიომა

    ჰარი პოტერზე ჩემი აზრი ზემოთაც დავწერე. ყველა ქვეყანას თავისი ბესტსელერი უნდა ჰქონდეს, არ შეიძლება ერთი და იგივე წიგნი ერთდროულად მოსწონდეთ თბილისშიც და პარიზშიც, თუ რა თქმა უნდა კლასიკა არ არის. ( თუმცა ესეც შეიძლება არ მოსწონდეთ) თუმცა ჩვენ დაავადება გვჭირს იმის რომ აუცილებლად უნდა მოგვწონდეს ის რაც ამერიკაში მოსწონთ, კოქტეილსაც კი იმას უნდა ვსვამდეთ რაც მანჰეტენზეა მიღებული, ამ ავადმყოფობას სხვა სახელი ვერ დავარქვი ჯერეჯერობით გარად სნობიზმისა.
    ბლოგის მოწონებისთვის მადლობთ :))))

    და ბოლოს, რაც არ უნდა ბევრი ვილაპარაკოთ ბესტსელერი არნიშნავს საუკეთესო წიგნს ის საუკეთესოდ გაყიდულ წიგნს ნიშნავს, დღევანდელ საუკუნეში კი ყველაზე უკეთ იყიდება არა ის რაც ნამდვილად კარგია, არამედ ის რასაც ყველაზე კარგი რეკლამა უკეთდება. სამწუხაროდ, :(

    ОтветитьУдалить
  14. ჰექსე. ადამიანს, რომელიც წიგნს თარგმნის, თარჯიმანი კი არა, მთარგმნელი ეწოდება. რაც შეეხება ფორმას "მინახავხარ," იგი სწორია."მინახიხარ" კუთხურია.აქედან გამომდინარე გრამატიკასთან და ლექსიკასთან ახლოს სწორედ შენ არ ხარ. როცა თარგმანის ავ-კარგზე ლაპარაკობ, ორიგინალი უნდა გქონდეს წაკითხული. ქალს(ბუშნელს) ძალიან უცნაური და თავისებური წერის მანერა აქვს.ამ ყველაფერმა(უცნაურმა იუმორმა, ქვეტექსტებმა, სიტყვებით თამაშმა და გაუგებარმა მენტალიტეტმა) ისე დაგაბნიათ, რომ მთარგმნელს მიახტით.

    ОтветитьУдалить
  15. თითოეული კომენტარი არაკვალიფიციურია, ამიტომ ცალ-ცალკე პასუხს, ჯობს, ერთად მოგხედოთ. ბოლო კომენტარის ავტორი სავსებით სწორად ამბობს, რომ გრამატიკასთან სწორედ თქვენ არ ხართ ახლოს, თქვენ რომ გრამატიკულ ფორმებზე გბურძგლავთ, ეგ ფორმებია ენობრივად სწორი და ამიტომ კარგი იქნებოდა, აზრის გამოთქმამდე ორთოგრაფიულ ლექსიკონში ჩაგეხედათ. მთარგმნელი და თარჯიმანი ერთმანეთისგან რომ გაარჩიოთ და ლიტერატურაზე თქვენი სათქმელი მერე თქვათ, უდავოდ აჯობებს. მხატვრულ ნაწარმოებზე მსჯელობის მოსურნემ უნდა იცოდეს, რომ კინოვერსია ყოველთვის განსხვავდება ლიტერატურული პირველწყაროსაგან და ფილმი სანახაობრივად თუ მიმზიდველია, ეს რეჟისორისა და მსახიობების დამსახურებაა, თანაც ეს სერიალი სწორედ ვიზუალურ ეფექტზე იყო გათვლილი და ძალიან დიდი მოგება მოუტანა მის ავტორებს. აზრი და იდეა არც იმ სერიალს აქვს და რამ მოგაწონათ? რამ და სანახაობამ _ ეს ერთი და მეორე _ სერიალის მაყურებელი ადამიანი არა მგონია, ასეთ თემებზე სასაუბროდ გამოდგეს. კიდევ ერთი: 'ჰარი პოტერი' არ წამიკითხავს, მაგრამ არ მომწონსო! ვერაფერს იტყვი, უფრო პროფესიონალურ მსჯელობას ძნელად სადმე მოისმენ! მშვენიერია, არ მოგწონდეს ის, რაც არ წაგიკითხავს, არ გინახავს, არ მოგისმენია!.. საერთოდ, როცა ნაწარმოები უცნაურია სტილისა და ლექსიკის მხრივ, პასუხი ავტორს მოსთხოვეთ და არა_ მთარგმნელს (და არა _ თარჯიმანს), თორემ ეს ნამდვილად კარგი თარგმანია და ვინც ამას ვერ ხვდება, თავის თავს დააბრალოს! ერთი სიტყვით, ეს თქვენი საასპარეზო მოედანი ნამდვილად არ არის და სანამ ქვას ასწევთ, ჯობს, მისი წონა იკითხოთ!

    ОтветитьУдалить
  16. Анонимный
    გეთანხმები რომ წიგნის ავკარგიანობაზე მსჯელობა მისი ორიგინალში წაკითხვის შემდეგ ჯობია, მაგრამ ყველა წიგნს ორიგინალში რომ ვკითხულობდე, ან ძალიან ბევრი ენა უნდა ვიცოდე ან ძალიან ცოტა უნდა მქონდეს წაკითხული. მეორეც ყველა ორიგინალში რომ კითხულობდეს ყველაფერს, მთარგმნელები დარჩებოდნენ უმუშევარნი.

    ბოლო ორი კომენტარით ისე ჩანს, რომ ბუშნელი არაჩვეულებრივი მწერალი ყოფილა ორიგინალური სტილით და მისი გენია თარგმანში დაკარგულა, არადა შექსპირის, გოეთეს და ჯოისის თარგმანი თუ არ გასჭირვებიათ, რაღა ბუშნელმა შეიყვანა ჩიხში მთარგმნელნი?


    მოკლედ ამ საკითხში მაქსიმალისტი ვარ და მიმაჩნია რომ ყველამ ( მწერალი იქნება ეს თუ მთარგმნელი) თავისი საქმე ძალიან კარგად უნდა იცოდეს და ძალიან კარგად უნდა აკეთოს და თუ ეს ასე არ გამოსდის ჯობს საერთოდ დაანებოს თავი.

    და თუ დააკვირდით პირდაპირ მთარგმნელს არ მივარდნილვარ დასაწყისშივე აღვნიშნე, რომ ცუდი წიგნია და თუ წიგნი ცუდია მთარგნელი ახლებურად ვერ დაწერდა. სტილი კი არა ოდნავი შინაარსიც კი ვერ დავინახე მასში და თუ ეს შინაარსი ორიგინალში არსებობდა და თარგმანში დაიკარგა, მაშინ მართლაც გასაკრიტიკებელნი ყოფილან ....

    ОтветитьУдалить
  17. შარლოტა25 мая 2011 г. в 21:14

    უფფ ვიღაცეებმა თუ ვერ გაიგეს სულაც არ ნიშნავს რომ წიგნია ცუდი. ეგ წიგნი ქალების სამაგიდო წიგნად ითვლება და თუ თქვენ ვერ იგებთ თქვენი პრობლემაა. სად შეგვიძლია ამდენი ინტელექტუალური ადამიანი?

    ОтветитьУдалить
  18. მართალი ხართ, ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს, ლიტერატურაზე საუბარი კი ნამდვილად არ არის თქვენი საქმე, თანაც მაპატიეთ, მაგრამ თქვენ ჯოისის მკითხველს არ ჰგავხართ (იმედი მაქვს, მიხვდებით, რომ ზმნის სწორ ფორმას ვიყენებ), თორემ მთარგმნელს და თარჯიმანს ერთმანეთისგან გაარჩევდით და მართლწერის საკითხებიც უკეთ გეცოდინებოდათ, ამიტომ ყურმოკრულ, მართლაც დიდ ადამიანთა გვარებს თქვენი კომპეტენტურობის დასადასტურებლად ნუ მოიხმობთ. ვინ გითხრათ, რომ ბუშნელი გენიოსია? განსხვავებული სტილით წერა გენიოსობას არ ნიშნავს,მაგრამ როგორც ჩანს, ესეც თავიდანვე უნდა ამეხსნა თქვენთვის. მთარგმნელმა კარგად თარგმნა ის, რაც ბუშნელმა დაწერა. მთარგმნელი ვერაფერს ჩაამატებდა და სიუჟეტს ვერ შეცვლიდა. მოსაწყენი თუა, ეს მთარგმნელის ბრალია? რა უნდა ექნა, თქვენი აზრით? თუ თქვენ ასეთი ლიტერატურა არ მოგწონთ(სხვათა შორის _ არც მე მომწონს), უბრალოდ, ნუ წაიკითხავთ. ისე, მაინც მაინტერესებს, რატომ იმ შენიშვნებზე არ გვიპასუხეთ, რომლებიც თქვენ მიერ ორთოგრაფიის საკითხების და ტერმინოლოგიის არცოდნას შეეხებოდა? თქვენ მაქსიმალისტი არ ხართ, ჩემო კარგო, თქვენ, უბრალოდ, გაბრაზებული ხართ (რატომ _ჩემი საქმე არ არის, ამიტომ არ გეკითხებით). გირჩევთ, სიბრაზე დაიცხროთ და ის საქმე აკეთოთ (თქვენსავე აზრს ვიმეორებ), რაც უკეთ გამოგდით. ისე ბლოგერობა მწერლობა არ არის და თავს ბევრის მცოდნედ ნუ წარმოიდგენთ. ვფიქრობ, რაც მინდოდა, ყველაფერი გითხარით. მშვიდობით ბრძანდებოდეთ.

    ОтветитьУдалить
  19. თქვენ მე მიცნობთ?
    მაშინ რატომ მსჯელობთ ჩემზე?
    თუ თქვენი თარგმანი არ მომეწონა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჯოისი არ მაქვს წაკითხული. და ისე სხვათაშორის თუ ჯოისი მაქვს წაკითხული სულაც არ ნიშნავს, რომ დიდად ნასწავლი და წაკითხული ვარ. ადამიანზე მსჯელობა იმის მიხედვით თუ რა წიგნები აქვს წაკითხული პროვინციულ სნობიზმად მიმაჩნია, ისევე როგორც წიგნების მხოლოდ სატრაბახოდ კითხვა.

    რაც ორთოგრაფიულ შეცდომებს შეეხება, ნამდვილად არ ვიცოდი რომ მინახავხარ სწორი ფორმა იყო. ამის შემდეგ მეცოდინება. მე შემიძლია საკუთარი შეცომების აღიარება, რაც ყველაზე დიდ ღირსებად მიმაჩნია ადამიანის.

    რაც შეეხება ბლოგერობას, არსად მიხსენებია, მეტიც აზრადაც არასდროს გამივლია, რომ ბლოგერობა მწერლობაა.რასაც მე ვაკეთებ ეს არც ჩემი პროფესიაა, არც არავის უსწავლებია და არც დაუვალებია. ეს უბრალოდ გატაცებაა. და მე თუ მკითხავთ შეცდომები უფრო მეტად მომეტევება.

    ОтветитьУдалить
  20. შარლოტა

    ასევე პირველად გავიგე რომ სექსი დიდ ქალაქში არის ქალების სამაგიდო წიგნი.
    ისე მე თუ მკითხავთ ჯობს მზითვად ვეფხისტყაოსნის ნაცვლად აღნიშნული წიგნი გავატანოთ, უფრო თანამედროვეა.

    ОтветитьУдалить
  21. ვიფიქრე, სათქმელი აღარაფერი მაქვს-მეთქი, მაგრამ შევმცდარვარ. თქვენ კიდევ ერთი რამ შეგეშალათ, ჩემო კარგო _ მე არ გახლავართ ამ წიგნის მთარგმნელი, მეტიც, საერთოდ არ ვარ მთარგმნელი. ასე რატომ გგონიათ? ფიქრობთ, რომ მხოლოდ თავად მთარგმნელს უნდა დაეცვა თავისი ნაშრომი? არა, ჩემო კარგო, ასე არ არის. დედა დავიფიცო, თუ გჯერათ, რომ ეს ჩემი თარგმანი არ არის? კარგით, ხუმრობა იქით იყოს. ჩემზე რატომ მსჯელობთ, თქვენ ხომ არ მიცნობთო, _ ბრძანებთ. თქვენი ნააზრევის მიხედვით ვმსჯელობ, მხოლოდ და მხოლოდ. მე მგონი, არც თქვენ იცნობთ მთარგმნელს, მაგრამ ამას თქვენთვის ხელი არ შეუშლია, მისი საქმიანობა შეგეფასებინათ. 'წაკითხული ვარ,' _ ბრძანებთ თქვენ. თავს ნებას მივცემ, კიდევ ერთი ფორმა გაგისწოროთ: ადამიანს, რომელიც ბევრს კითხულობს, 'წაკითხული' კი არა, 'ნაკითხი' ჰქვია, წაკითხული შეიძლება მხოლოდ ნაწერი იყოს. დასასრულ, გეტყვით, რომ ამჯერად ნამდვილად საბოლოოდ გემშვიდობებით, რადგან ვთვლი, რომ ადამიანთან, რომელსაც სნობიზმზეც ისეთივე არასწორი წარმოდგენა აქვს, როგორც ბევრ სხვა რამეზე, საუბარს აზრი არ აქვს. კამათი საინტერესო ადამიანებთან არის სასარგებლო, მე კი თქვენ ისედაც ბევრი დრო დაგახარჯეთ.

    ОтветитьУдалить
  22. შარლოტა

    ვერ გაიგო თორემ ეგეც იყოს რა სიბრძნით გატენილი წიგნი რაიმე აზრი რომ იდოს და დაფიქრება სჭირდებოდეს. ქართულ ყვითელ პრესაში უკეთესი სტატიები იწერება მგონი. საერთოდ ბესტსელერები უაზრო წიგნები ხდება ხოლმე და ეს კარგი პიარის დამსახურებაა მხოლოდ და მხოლოდ.

    ჰექსე სხვა დროს გირჩევ დრო აღარ დაკარგო ხოლმე ასეთი წიგნებისთვის. წიგნის წაკითხვა ყველასი არ ღირს, მაგაში ცდები.

    ОтветитьУдалить
  23. "ex libris" - ის გამყიდველმა მითხრა ამას წინათ, "ბინდის" ტომეულების მსგავსი სისწრაფით ჩვენთან არაფერი გაყიდულაო.

    ესეც გამიგია (ერთი ფრიად პატივსაცემი ბლოგერისთვის უთქვამთ) - მანველიძეს მარტო იმისთვის ეკუთვნის მადლობა, ხალხი წიგნის მაღაზიებში შემოიყვანაო.

    ყველა წიგნს თავისი მკითხველი ჰყავს. ღმერთმა შეარგოთ, მათი უფლებაა, მაგრამ მეც ნუ დამიშლით იმის თქმას, რომ მსგავსი "ბესთსელერები" დროებითი მოვლენაა - დღეს არის და ხვალ არავის ემახსოვრება.

    ОтветитьУдалить
  24. ნი უთხარი რომ გესმის მათი :)

    ОтветитьУдалить
  25. ლენონ

    რა თქმა უნდა მესმის მათი. ახლა ვინმემ რომ დაწეროს ოთარ ჭილაძე რა უაზრობებს წერდაო, ხომ გადავირიე :))

    მოლი ბლუმი

    ბინდის ტომეულები კიდევ ჯობია მაგას :)
    გაერთობი მაინც ვამპირებზე :დ ეს არც გართობს, პირიქით ნერვებს გიშლის :))

    ОтветитьУдалить
  26. გიერთდები! ნუ, სადაც მოროშკინას "შედევრებია" ბესტსელერები, რაღა გამაკვირვებს? :დდდ

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)