"ორსულობის ტესტი თერმომეტრი არ არის,
ბერტყვით შედეგი არ შეიცვლება"
- " ყოფილი ცოლების კლუბი" - ჩემეული ასოციაციები
დღეს გადავწყვიტე იმედის იმ შოუზე დავწერო, შავკაბიანი ქალები რომ სხედან და მამაკაცთა მოდგმის გადაშენებას ითხოვენ. ვაზვიადებ რა თქმა უნდა, მაგრამ ასოციაციებში ყველა თავისუფალი ვართ, ამიტომ მეც მაქვს ამ გადაცემასთან დაკავშირებული რამდენიმე ასოციაცია.
ასოციაცია 1 - "ქვრივთა კლუბი"
თავად სათაური "ყოფილი ცოლების კლუბი" რატომღაც არ მომწონს. მესმის რომ ავტორებს ბევრი არ უფიქრიათ და სახელი ფილმიდან აიღეს, მაგრამ ვერ ვხვდები ეს შავი კაბები საიდანღა მოიტანეს. შავი კაბები და ყოფილი ცოლები ერთ ასოციაციას მიქმნის რომელთავ "ქვრივთა კლუბი" ქვია, აი ხომ გახსოვთ "ყავა და ლუდში" იყო ასეთი სერია თბილისში შექმნილ "ქვრივთა კლუბზე" სადაც მდიდარი და განებივრებული ქალები მძაფრი შეგრნებების მისაღწევად საკუთარ მდიდარ ქმრებს კლავდნენ. ეს ასოციაციაც გაზვიდებულია, მაგრამ ყოველი პრომოს ნახვაზე მიჩნდება ასოციაცია, რომ ჩენი ეკრანებისჯენ სწრაფად მოვალი შავებში გამოწყობილი ეს სამი ქალი საიდანღაც დამბაჩას ამოიღებს და ეკრანს წითელი შხეფები შეესხმება. ამიტომ რჩევა იქნება პრომო შეგეცვალათ და მათ მაინც ვისაც წონის პრობლემა არ აქვს, ჩაეცვა სხვა ფერი.
ასოციაცია 2 - "ქეთო ყარაულაშვილის სინდრომი"
მესმის რომ ეს სამი ქალი ყველაზე ლამაზი, წარმატებული, ლაღი და კაი ტიპია. არაფრის დიდებით არ არიან კაცებზე გამწარებული ფემინისტები და მათ სწორედაც რომ მამაკაცთა გვერდში დგომა სჭირდებათ (თავად ასე ამბობენ) მაგრამ რატომღაც ( და ეს ჩემდა უნებურად ხდება) გადაცემის დაწყებისთანავე მიჩნდება ასოციაცია, რომ ეს ესაა გიორგი შენგელაიას ფილმის "სიყვარული ყველას უნდა"-ს სცენარი განმეორდება, და რომელიმე წამყვანი ან შესაძლოა სამივე ერთად აი ახლა გამოაღებს განჯინის კარს, ჩაიცვამს გრძელ ფართხუნა ღამის პერანგს, ჩაიდნიდან ჩამოასხამს თბილ წყალს "გრელკაში" და "ღმერთო შენ გადააშენე მამაკაცის სინსილას" ფონზე შეწვება ლოგინში.
ასოციაცია
ასოციაცია 3 - ყველაზე საშიში.
გადაცემის პირველი ბლოკი დიდი უმეცრების გამოხატულებაა და ისეთ ადამიანთა პრიმიტიულ აზროვნებაზე მიუთითებს, რომელთვისაც ფურცლები და ნივთები წყვეტენ ყველაფერს. ასეთ ადამიანებს რატომღაც ჰგონიათ რომ თუ ქორწინების მოწმობას ასო-ასო აკუწავენ ქორწინებაცა და ყველა ვალდებულებაც რაც მას მოყვა შეწყვეტილად ჩაითვლება, თუ დაბადების მოწმობაში 10 წელს მოიკლებენ მართლაც ათი წლით გაახალგაზრდავდებიან და ყოფილ ქმართან/შეყვარებულთან ყველა ტკივილი მაშინ დასრულდება როდესაც მისი მიერ მოწერილ ბოლო მესიჯსაც კი წაშლიან.
ამიტომაც არის რომ გადაცემის პირველ ბლოკში ნუკი მასპინძელთან მიდის და უმოწყალოდ ხევს, ფხრეწს. ჭრის, წვავს ყველაფერს რაც მთავარ გმირს ყოფილი მეუღლისგან დარჩა. ჰოდა მე ასეთ საკითხებში ძალიან დიდი დილეტანტი ვარ, მაგრამ მაინც მგონია რომ ყველაზე ძვირფასი რაც ქალს შეიძლება ყოფილი მეუღლისგან დარჩეს და მის თავს ყველაზე მეტად ახსენებდეს ეს საერთო შვილია, ჰოდა მეშინია მეგობრებო მეშინია ...
ასოციაცია 4 - დადგმულია!
ამას წინათ ერთი მეგობარი მეუბნებოდა ეს გადაცემა რომ იწყება სულ მგონია რომ ეს-ესაა გაბრაზებული ყოფილი ქმარი სტუდიაში შევარდება და ქვას-ქვაზე არ დატოვებსო.
ამის წამკითხველი ზოგიერთი ლიბერალი მეტყვის რა სიმხეცეა რომელ საუკუნეში ვცხოვრობთო? მე კი ვუპასუხებ, რომ იმ საუკუნეში ვცხოვრობთ, სადაც ყველაფრის უფლებებს იცავენ ადამიანის გარდა. ყოფილი ქმრების უფლებების დამცველად ნუ ჩამთვლით და შესაძლოა მე მართლა ვუღალატე ჩემს ცოლს, არ ვაღიარე შვილი, ვსვამდი, წამალს ვიკეთებდი და ათას უბედურებას ჩავდიოდი, მაგრამ რატომ უნდა გახდეს ეს საჯარო განხილვის საგანი, რატომ უნდა დასახელდეს ჩემი სახელი გვარი, რატომ უნდა გავიდეს ეთერში ჩემი ქორწილის ჩანაწერი, სურათები და რატომ უნდა განმსაჯონ სხვებმა რაოდენ ცუდი ადამიანი ვყოფილვარ მე? სტუდიაში მივარდნის რა მოგახსენოთ და რაც მე იქ ვუყურებ ქმრებს სასამართლში ჩივილის უფლება ნამდვილად აქვთ. თუმცა რადგან ჯერ არავინ არსად არ ჩივის, მე პირადად მიჩნება შთაბეჭდილება რომ ეს ისედაც როგორც ყველაფერი დადგმულია, და ქალები რომლებიც იქ ტრაგედიებს დგამენ არაფერი სჭირთ საამისო ( ნუ ერთი რომ ნამდვილად ეგეთია, მაგაზე თავის დადება შემიძლია) ისევე როგორც "ჩემი მშვენიერი ლედის" შემთვევაში იამ თავად აღიარა რომ ყველაფერს თვითონ იგონებდა, მერე რაო მეტყვის ახლა ვიღაც და თავის მხრივ ისიც მართალი იქნება, მაგრამ მეც ვიცი შეიძლება რომ "ბაუნტი" ღვთაებრივი ნეტარება არ არის, მაგრამ მისივე შემქმნელი რომ გამოვიდეს და მითხრას განა მართლა ღვთაებრივი ნეტარებაა, ასე უბრალოდ ხალხს ვაგოიმებთო არ მომეწონება და სადღაც მეც მართალი ვიქნები.
p.s. ასოციაცოები ისეთი რამეა, შესაძლოა გქონდეს და ვერავინ შემოგედავოს რატომო? პირველი არხის ლოგოს შემხედვარე ნახევარ საქართველოს ფალოსის ასოციაცია უჩნდება და რატომო არავინ ეკითხბე მაინც.
ასე რომ ნურც მე განმსჯით ....
- "გუშინ შემთხვევით იმედზე გადამერთო და..."
გაპრანჭვა რაში მჭირდება?! ამიტომ არ გეტყვით რომ გუშინ შემთხვევით იმედზე გადამერთო, შემთხვევით შემოვრჩი ტეევიზროთან, ბებიაჩემს ჰქონდა ჩართული და, შემომეყურა.. არაფერიც მსგავსი, უბრალოდ ხელის მარტივი მოძრაობით თავად გადავრთე ტელევიზორი იმედზე და შოუს საყურებლად მოვემზადე. შოუ იყო ქალზე რომელიც ქმარმა ორსულობის დროს მიატოვა იმ მოტივით რომ ეგონა შვილები მისი არ იყო შემდგე კი დნმ-ს ანალიზის ჩატრება მოსთხოვა.
შოუს დიდი ნაწილი ასეთ დიალოგს დაეთმო:
-დნმ-ს ანალიზი უარყოფითი რომ იყოს მერე?
-არ იქნება უარყოფითი
-მაინც რომ იყოს?!
-არ იქნება , მე ხომ ვიცი..
- და მაინც. რომ იყოს
-მე ხომ ვიცი ვინ არიან ჩემი შვილების მამა?
-და მაინც რომ მოხდეს სასწაული და ...
-გამორიცხულია, როგორ უნდა მოხდეს?
-და მაინც აი..
ამაზე კიდევ ერთი ასოციაცია გამიჩნდა: ფილმ "ჯუნოში" მთავარი გმირი ორსულობის ტესტს რომ ბერტყვას იმ იმედით რომ მასზე გამოსახული ორი ხაზი ერთად იქცევა და გამყიდველი ეუბნება: ეს თერმოეტრი არ არის, დაბერტყვით შედეგი არ შეიცვლება. დბნ-ს ანალიზი ადგენს იმას, რაც არის,იგი არ ცვლის სინამდვილეს. მგონი იმ ქალმა ყველაზე მეტად იცოდა ვინ იყო ბავშვის მამა.ფრაზას "ღმერთო ჩემო ორსულად ვარ და ღმერთმა იცის ვისგან " ოდნავ უპასუხისმგებლო ქალი თუ იტყვის მითუმეტეს საქართველოში. და მაინც რა უნდა გაეკეთებინა თუ დნმ-ს ანალიზი უარყოფითი იქნებოდა ალნათ ისეთი სახე ისეთი სახე ექნებოდა, როგორც ყველაზე პატიოსან ადამიანს რომლის ჩანთაშიც პოლიციამ ეს-ესაა ნარკოტიკი აღმოაჩინა, იტყოდა ჩამიდესო...
- ალტერნატივა
კარგი პროდიუსერი ფიქრობს, რომ მისი გადაცემა კარგია, ხოლო უფრო კარგი პროდიუსერი ფიქრობს შეიძლებოდა უკეთესის გაკეთება. მე პირადად ამ გადაცემის პროდიუსერად რომ დავენიშნე ვინმეს აუცილებლად შევცვლიდი წამყვანებს, ხუმრობა საქმე ხომ არ გგონიათ ეთერში ჯდომა და სხვისი ცხოვრების გარჩევა? სხვისი შეცდომების დათვლა და ამავე დროს გენიალური რჩევების მიცემა? ამაზე რთული რამ არ არსებობს და ეს ისეთმა ადამიანმა უნდა გააკეთოს ვისაც ამ საკითხში განსაკუთრებით დიდი გამოცდილება გააჩნია. ვინც მთელი ცხოვრება ამ საქმით არის დაკავებული. სად ვიშოვოთ ასეთი ხალხიო მკითხავთ და მეც გიპასუხებთ დაიარეთ უბნები, სოფლები ყველგან შეხვდებით სკამზე ჩამომჯდარ მინიმუმ სამ ქალს მაინც ვისაც ამის მეტი ცხოვრებაში მართლაც რომ არაფერი უკეთებიათ, და მერწმუნეთ რომ ისინი გაცილებით უკეთესი წამყვანები იქნებიან, რადგან არასდროს დასვამენ კითხვას -" და მაინც როგორ ფიქრობ რატომ დაგშორდა ქმარი?რატომ არ მოსწონდი დედამთილს, ან შენ ხომ არ დაუშვი შეცდომა" მათ შენზე უკეთ იციან ერთიც, მეორეცა და მესამეც. მეტიც არც დნმ-ს ანალიზში დაგჭირდება 2500 ლარის გადახდა, რადგან ყველაზე ზუსტ დნმ-ს ანალიზზე უკეთ გეტყვიან ვინ არის შენი შვილების მამა.
P.s. ეს ბოლო რაღაც უფრო მწარედ გამომივიდა, მაგრამ მეგრული სამზარეულოს პრინციპს თუ გავითვალიწინებთ - რაც უფრო მწარეა, მით უფრო გემრიელი.. :)
P.s. ეს ბოლო რაღაც უფრო მწარედ გამომივიდა, მაგრამ მეგრული სამზარეულოს პრინციპს თუ გავითვალიწინებთ - რაც უფრო მწარეა, მით უფრო გემრიელი.. :)
რამდენი ხანია რომ იცოდე პოსტის დაწერა მინდა ამ გადაცემის მოტივებზე (არ მაქვს ნანახი, არადა)..
ОтветитьУдалитьსულ სხვანაირის, ოღონდ..
მაგრამ, ვერ მოვაბი თავი..
საერთოდაც, რამდენი ხანია, არაფერი დამიწერია. :)
მდა. ვერაფერს იტყვი. უნაკლო გადა... თფუი, უნაკლოდ არის გადაცემა მოტ... თფუ... უნაკლოდ არის გადაცემა განხილული. მე ვერ მივხვდი მაგ გადაცემის დანიშნულებას და ეს ამ სტატიაში აკლია. იქნებ ვინმემ მიმახვედროთ, ან უფალმა ურო გამომიგზავნოს (ოღონდ თავისი ურო, ნათელი, თორემ ისე მეც მაქვს კუალდა)
ОтветитьУдалитьდა მაინც, რატომ არის რომ ეს სამი შტერი ეთერში ზის?
და საერთოდ იმედი რა პოლიტიკას აწვება? ჩვენ ვერთობით და თქვენ გვიყურეთ?
ძალიან საინტერესო პოსტია. გმადლობთ ასეთი პოსტის შექმნისათვის.
ОтветитьУдалитьამ თემით დაინტერესებულ მკითხველს შეიძლება ეს სტატიებიც გამოადგეს:
www.medgeo.net/2018/07/31/პენისის-გადიდება/
www.medgeo.net/2015/02/28/პენისის-გადიდება-კრემები/
გამარჯობა ჩემი სახელია აგნესა დემეტრე მე ვარ სავანე, მაგრამ მე გადავდივარ ბელგიასთან ერთად ჩემი ქმარი მე საინტერესო ისტორიები წაიკითხე იმაზე, თუ როგორ გატეხილი ურთიერთობები დამონტაჟებულია ძლიერი ჯადოსნური სპლოლისტების მიერ. მე ვფიქრობდი, რომ ეს იყო ყველა სიცრუე, სანამ მე მქონდა მსგავს პრობლემებზე ჩემი მეუღლეთან ურთიერთობა, რომელთანაც მე დაქორწინებული ვარ დიდი ხნის განმავლობაში და ორ შვილთან ერთად კურთხეული ვიყავი, გაოცებული ვიყავი, როცა სახლში მოვიდა სხვა ქალთან და ინფორმირება. ის დაღლილი ჩემთვის არ არის მიზეზი, ვცდილობ მას ვკითხე, რა არის პრობლემა ჩემი სიტყვები დაეცა ყრუ ყურები, უნდა გადავიდეს, რადგან მე არ შემიძლია ტკივილი კიდევ ერთი ქალი დაინახა იმავე სახურავზე ჩემთან ერთად მე გაანადგურა და გულუბრყვილოდ ამ პერიოდში, მე უნდა ინფორმირებული მეგობარი ჩემი გამოცდილება, მან მითხრა, რომ არ ინერვიულოთ, რომ ჩემი კაცი იქნებოდა დავბრუნდებით ჩემთვის მე გაოცებული როგორ აპირებს შესაძლებელი, მან მითხრა, რომ იგი აპირებს დანერგვა ჩემთვის სპიკერის სახელწოდებაა დიგბინოვია, რომელიც ძალიან ძლიერი სპიკერია. თავდაპირველად, ეჭვი მქონდა, რადგან მე არ მჯერა რამეები, როგორიც მე არ მქონია კასტერი და მან მითხრა, რა უნდა გააკეთოს და მე იძულებული და გავაკეთე ის, რაც მან მთხოვა, რომ მითხრა, რომ ეს რომ ჩემი მეუღლე მოვუწოდებ და მივმართავ ჩემს გზას, რომ ჩემი მეუღლე მოვიდა და პატიება მივმართე მხოლოდ ორი დღის განმავლობაში, ჩემი ყველაზე მოულოდნელი, ჩემი ქმარი მომდევნო დღეს დამიძახა და ტირილი დაიწყო ჩემთვის აპატიე მას, რომ ის არ დარჩებოდა საღი აზრიდან ამ მომენტამდე. მე ყოველთვის უკვირს ამ დიდ სასწაულს, რომელიც ჩემს ცხოვრებაში მოხდა, ჩემი მეუღლე და ორი შვილი ერთმანეთთან ერთად ვართ და ჩვენ უფრო ბედნიერნი ვართ, თუ ვინმეს განიცდის ასეთი ურთიერთობის პრობლემა თქვენს ურთიერთობაზე, doctorigbinovia93@gmail.com ასევე შეგიძლიათ Whatsapp მას +2348144480786 ნუ ნება ვინმეს despise თქვენი ურთიერთობისათვის?
ОтветитьУдалить