".... და ალბათ უფრო ასაკის გამო
ვიკითხე, მაგრამ ვეღარსად ვნახე..."
ო.ჭილაძე
ამბავი, რომელსაც ახლა წაიკითხავთ ნამდვილია....
და არავითარი კავშირი არ აქვს ქარჩხაძის
იმავე სახელწოდების მოთხრობასთან.
ის შესაძლოა მომხდარიყო სულ სხვა დროსა და სივრცეში.
ავტ. შენიშვნა
ძირითადად წინა რიგში იდგა და თვალის მომაბეზრებელი ციცინით შესცქეროდა წელში ოდნავ მოხრილ გენერალს, აქაოდა ჯერ კიდევ აქ ვარ და არსად ვაპირებო წასვლას.
სადილობამდე მწყობრი ნაბიჯით მიყვებოდა უკან – "ვერ გამიგია რატომ არ მენდობით?!" – " გამომცადეთო " – ამატებდა. სადილობიდან მამლის პირველ ყივილამდე წინ ეჯდა – "ეგება ისეთი მხდალი ვარ საერთოდ გავრბივარ ბრძოლის ველიდან.. არ გაინტერებთო" – თვალებში აშტერდებოდა წელში ოდნავ მოხრილ გენერალს.
ბოლოს კი ისე მოხდა, რომ ბრძოლის ველიდან ბრძოლის დაწყებამდე გაქრა, ანუ მანამდე გაიპარა სანამ მას საერთოდ ეწოდებოდა ბრძოლის ველი. გაქცევა გაპარვად ჩაეთვლებოდა ერთ ზონზროხა და ულვაშიან მზარეულს რომ არ შეემჩნია "ბოდიში და საით მიბრძანდებითო" რაღა უნდა ექნა? – ისიც ყველაფერ იმის ლაპარაკს მოყვა, რასაც ძირითადად მის მდგომარეობაში ჩავარდნილები ყვებიან ხოლმე.
რომ იკითხეს სად არისო – დივიზიის მეთაურმა, ერთმა ჯანიანმა, მაგრამ მაინც არისტოკრატულად ფერწასულმა კაცმა ოდნავ შესამჩნევი გულგრილობით აიჩეჩა მხრები.
აქეთ–იქით უწესრიგოდ დათხრილ სანგრებში კი იმას არკვევდნენ საერთოდ თუ იყო ჩვენთან ვინმე ასეთიო?
არადა გენერალმა ხომ იცის: ჯერ კიდევ დილით, მწყობრი ნაბიჯით მიყვებოდა უკან – არწმუნებდა – არ ვარ მე ყველასნაირიო...
P.s. ... და მაინც მოსაყოლად დიდი არაფერი, იქ უნდა ყოფილიყავით.
isa shena da tu xvdebi nel-nela igav-arakebis wera rom daiwye :))
ОтветитьУдалитьanonimurad ki daiposta, magram shen ki micnob :d
ОтветитьУдалитьრა$ღაცას ვერ ამბობ ბოლომდე :) და ეს Олег Гаврилин სპამერია და რა დროზე მოაშორებ, მით უკეთესი შენთვის :პ
ОтветитьУдалитьბოლომდე რომ ვთქვა, სათქმელი აღარ დამრჩება და გავალ პენსიაზე :)))
ОтветитьУдалитьدانلود آهنگ لاکچری
ОтветитьУдалитьآهنگ های آرش کایان
آهنگ های آرشا رادین
دانلود آهنگ کریسمس
دانلود آهنگ شاد ایرانی – میکس mp3
دانلود آهنگ کردی شاد هلپرکی
سایت تیپ تاپ