„99 ფრანკად“ ნაყიდი მუზით“
მე
მე
ხომ ეგოისტი არ ვარ, ასე რომ ამ ჩანაწერსაც სიამოვნებით დავიწყებდი შენ–ით. მაგრამ
მე რა ვქნა რომ ყველა ენის გრამატიკაში პირველი ყოველთვის მე–ა.
ასე რომ მხოლოდ გრამატიკის წესების საპატივცემულოდ ჯერ მე და მხოლოდ შემდეგ შენ. მე...
არაფერი ისეთი. მხოლოდ იმიტომ ვწერ რომ სათქმელი მაქვს მგონია.. თანაც
იმდენი, ვინმემ რომ მითხრას დაჯექი და წერეო ალბათ სამი სიცოცხლე არ მეყოფოდა დასაწერად, მაგრამ დრო არ მაქვს საკმარისი
... არადა არაფერს ვაკეთებ, იმისთვის რომ დრო მქონდეს ზედმეტი, რადგან ზედმეტი დრო
რომ მქონდეს ისეთ რამეებზე ვიფიქრებდი რაზეც
არ უნდა ვიფიქრო ხოლმე და ისეთ წიგნებს დავწერდი, რომელსაც არავინ წაიკითხავდა, მაგრამ ყველა იყიდდა,
მე კი არ მიყვარს ასეთი წიგნები. შენგან განსხვავევით...
შენ
შენ
მალე გაგიჟდები. დახევ ყველა წიგნს, წაშლი ყველა ფილმს, დაწვავ სახლს, რადგან მიხვდები
რომ ყველაფერი სისულელეა და ჩვენს მიერ შექმნილი ილუზია. თუმცა მანამდე არც შენ აკეთებ
არაფერს რომ აღნიშნული პროცესი რამენაირად მაინც შეაჩერო. ძველებურად ცნობიერების შემცვლელ
ფილმებს უყურებ და უკანასკნელ ლარს იხდი წიგნში, რომელსაც არასდროს წაიკითხავ.
ის
ის
ჩვენ არ გვგავს. მე იმიტომ ვწერ რომ მგონია
სათქმელი მაქვს, შენ იმიტომ წერ რომ გგონია ნიჭი გაქვს, მას კი არც ერთი აქვს და არც
მეორე , უბრალოდ იმიტომ წერს, რომ წერასაა აყოლილი და თუმცა არაფრით
გგავს შენ, ისიც შენსავით მალე გაგიჟდება. დაბადებიდან თან სდევს შიში რომ მაინცდამაინც მეტროს მოგუგუნე
მატარებლის მსხვერპლი გახდება. არავინ იცის საიდან გაჩნდა ეს აზრი მის თავში, შესაძლოა
დაბადებიდანვე არსებობდა. თუმცა ფაქტია, რომ ამ
აზრის გაჩენის შემდეგ მიწის გრილ გვირაბებს ისე უფრთხის როგორც საშინელებათა ფილმის ნახვის შემდეგ ინსტიქტურად გადაკეტავენ ხოლმე კარებს. ბოლოს მეტროში მაშინ იყო, როცა დიქტორი ჯერ კიდევ კომუნისტური ხმით აცხადებდა
სადგურებს. თავს იმართლებს, - ჭეშმარიტი მართლმადიდებელი მიწისქვეშ არ უნდა ჩადიოდესო,
სინამდვილეში კი ეშინია, სიკვდილის ეშინია, ეს კი რა ჭეშმარიტი მართლმადიდებელის შესაფერი
შიშია?!
ჩვენ
ჩვენ
დაპროგრამებული მანქანები ვართ. შესაბამისად, ჩვენ ყოველთვის პროგრამით გათვალისწინებულ
საქმეს ვასრულებთ. ჩვენ არ გვაქვს არც ფიქრები, არც ოცნებები, არც სურვილები, არც ფანტაზიები...
განსაკუთრებით ფანტაზიები.. ჩვენთვის მხოლოდ ინსტრუქციებია დაწერილი. პირველი პუნქტის
დარღვევა იწვევს მეორის დარღვევას, მეორე მესამის და ასე დაუსრულებლივ.
თქვენ
თქვენ
რატომღაც გგონიათ, რომ რამით ჩვენგან განსხვავებულები
ხართ. არადა
არაფერი განსაკუთრებული. ჩვენს შორის მხოლოდ ისაა განსხვავება, რომ ჩვენ ვიცით რომ
დაპროგრამებული რობოტები ვართ, თქვენ კი ამას არ აღიარებთ. ერთ–ერთი თქვენგანი ბოლო ლარს ხარჯავს იმ წიგნისთვის რომელსაც არასდროს წაიკითხავს,
მეორე წიგნს წერს, რომელსაც არავინ წაიკითხავს, მესამე კი მალე გაგიჟდება მაშინ როცა
აღმოაჩენს რომ იმ სამყაროში ცხოვრობს რომელიც თავად აღწერა წიგნში, რომელსაც მკითხველი არ ეღირსება, დღის სინათლე თუ ეღირსა ოდესმე.
ისინი
ისინი
აღარ არსებობენ, თან დიდი ხანია რაც აღარ არსებობენ. ალბათ დინოზავრებივით გადაშენდნენ.
ამ ქვეყანაში რატომღაც აღარ დარჩა მათი ადგილი. დავრჩით მხოლოდ მე, შენ და ჩვენ. მე
... ისეთი არაფერი. ისე ვწერ რასაც იმ დროისთვის ვკითხულობ, ამიტომ უკეთესია მუდამ
კარგი წიგნები ვიკითხო და მუდამ კარგ ხალხთან ვიურთიერთობო. კარგი წიგნები თქვენსავით
არის ზედმეტად ბევრია ამ ქვეყნად, კარგი ადამიანები კი მათ გვანან.. ისინი აღარ არსებობენ,
ალბათ დინოზავრებივით გადაშენდნენ.
არაფერია :*
ОтветитьУдалитьრამდენი ხანი აქ არ ვყოფილვაააააარ :)
ОтветитьУдалитьმოვედი, ვნახე, კიდევ მოვალ :)
მომეწონა ძალიან!
ОтветитьУдалитьმადლობა რუსა, მეც მომეწონა ფამუქის დანახვა შენს ბლოგზე :)
ОтветитьУдалитьآهنگ جدید
ОтветитьУдалитьدانلود آهنگ جدید
آهنگ جدید خوانندگان ایرانی لس آنجلسی
دانلود آهنگ قدیمی برای مسافرت در ماشین
دانلود آهنگ های پرطرفدار جدید شاد برای رقص
دانلود آهنگ شاد جدید 99 برای رقص
دانلود آهنگ های فوق العاده زیبا و جدید
دانلود آهنگ غمگین گریه آور جدید
دانلود آهنگ های معروف اینستاگرام ترکی
دانلود آهنگ ریمیکس جدید برای پارتی
supreme sweatshirt
ОтветитьУдалитьstone island hoodie
authentic jordans
supreme
yeezy shoes
longchamp handbags
kyrie 5 spongebob
kyrie irving shoes
lebron 18
golden goose outlet