"ქალები მუდამ იკარგებიან, მათ არავინ ეძებს""''
- 'ბაკურ სულაკაურმა'' რა ჰქმნა....
ოქტომბრის ერთ თბილ საღამოს როცა ქართული ბლოგოსფერო ლუარსაბივით გვარიანად ტახტზე გაშოტილიყო და საკუთარი საზაფხულო თავგადასავლებითა და ნარუჯით კმაყოფილი ერთი ტახტიდან მეორეზე (ანუ ზაფხულიდან შემოდგომაზე) აპირებდა გადაგორებას ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ მათ ერთი წიგნის წაკითხვა და მასზე რეცენზიის დაწერა შესთავაზა.
მართალია საყოველთაო ბესცელერები არ მიყვარს, მაგრამ ბავშვობიდან ვოცნებობდი, რომ რამენაირად და რაიმე მიზეზით ყველა ერთი წიგნის გარშემო გაერთიანებულიყო, ქუჩებში, პარკებში, გაჩერებებზე ყველას ერთ წიგნში თავჩარგულს ევლო და მიუხედავად იმისა რომ ასეთ მდგომარეობაში ქუჩაში ჩემს გარდა არავინ მინახავს შინაგანად მაინც ვგრძნობდი რომ ბავშვობის ოცნება ამიხდა და "ბაკურ სულაკაურ"-მაც მოახერხა თუნდაც ბლოგერთა მცირე ნაწილის კარცერ-ლუქსში ჩასმა.
- სტიგ ლარსონმა რა ჰქმნა....
წიგნს "გოგონა დრაკონის ტატუთი" ქვია, მაგრამ მე რომ ეს წიგნი დამეწერა მას უთუოდ "ნაბიჭვარ კაცებს" დავარქმევდი. თუმცა თუ გავიხსენებთ, რომ წიგნის ორიგინალური სახელი "ქალთმოძულე კაცებია" ესენი კი დაახლოებით სინომიმებია ჩავთვალოთ რომ მე და ავტორი სათაურზე შევთანხმდით. მართალია მეც არ ვიზიარებ ორიგინალური სათაურის შეცვლას და ახლანდელ სათაურს წიგნს ვერაფრით ვუკავშირებ, თუმცა სათაურზე ბევრი ლაპარაკი მაინც არ მინდა, ეს ძირითადად მათი პრიორიტეტია ვისაც წიგნი არ წაუკითხავს.
- წიგნმა რა ჰქმნა..... ანუ შეგრძნებები და უკუჩვენებები წიგნის კითხვისას
რადგან ყველაზე მნიშვნელოვან მომენტს მივადექით, მივყვეთ ქრონოლოგიურად.
- პირველი ემოცია რომელიც წიგნის კითხვის დაწყებისას გიჩნდებათ პოეტურად შესაძლოა ასე გამოისახოს "კამეჩი წევს და იცოხნის" თუ ოდნავ უფრო პოეტური იქნებით შესაძლოა სადღაც ორღობეში გახერგილი კამეჩიც დაინახოთ, რომელსაც არსად ეჩქარება. მაგრამ თუ მოთმინებით სიმშვიდის მოპოვების თეორიის მომხრე ხართ და კითხვას განაგრძობთ აუცილებლად იგრძნობთ თუ როგორ გწვდებათ სტიგი თმაში და როგორ შეგათრევთ პატარა, ბურუსით მოცულ კუნძულზე, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს..
- წიგნის წაკითხვისას აუცილებლად იგრძნობთ გულისრევის შეგრძნებას, ამას შესაძლოა თან დაერთოს შიშიც, თან ისეთი რომ საკუთარმა მესიჯის ხმამაც გაგიხეთქოთ გული.
- დაფიქრდებით თქვენი კომპიუტერის უსაფრთხოებაზე. იფიქრებთ ნეტა მე რომ მოვკვდე ჩემს ბლოგს თუ გადაავლებს ვინმე თვალსო და ძველ ფოტოებსაც გაათმაგებული ყურადღებით დაუწყებთ თვალიერებას. ისინი ხომ შესაძლოა უამრავ საიდუმლოს ინახავდნენ...
- შეგექმნებათ შთაბეჭედილება თითქოს დეტექტიურ სერიალს უყურებთ "მედიუმის" "აპოკალიფსისა" და "წმინდა ინგლისური მკვლელობების სტილში.
- თუ ბავშვობაში ძილის წინ ასტრიდ ლინდგრენის კითხვა გიყვარდათ შეუძლებელია მის მთავარ გმირებში პეპი გრძელიწინდა და კალე ბლუმკვისტი არ შეიცნოთ. მერე რა რომ ცოტა გაიზარდნენ, ცოტა შეიცვალნენ, გადავხედნენ...ბავშვობაში ყველანი უკეთესები ვიყავით.
- აუცილებლად გაგაღიზიანებთ წიგნში ჩართული უამრავი ეკონომიკური ბლა ბლა, თუ რა თქმა უნდა ყოველ დღე საათობით არ უსმენთ და კითხულობთ უამრავ უაზრობას, საიდანაც მხოლოდ ორი სიტყვაა მნიშვნელოვანი.
- თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე პირადად სასიამოვნოდ გავოცდი თუ რა მაღალ დონეზე დგას შევედეთში ჟურნალისტიკა. ჟურნალისტის მიერ დაწერილმა ერთმა სტატიამ შესაძლოა საერთოდ შეცვალოს მთლიანი ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში. მტკიცებულებების გარეშე დაწერილი სტატიის გამო კი ჟურნალისტის შემდგომი გაჩერება ციხეა, თან ისე რომ არავინ იწყებს ღაწვების ხოკვას სიტყვებით "თავისუფალ მედიას ებრძვიააააან" .
- ლისბეთ სალანდერმა რა ჰქმნა...
ლისბეთ სალანდერი თინეიჯერების გულებში მყუდრო ბინას მოიწყობდა, დარწმუნებული ვარ მათი დიდი ნაწილი ისე არ შეწვებოდა საწოლში ღმერთისთვის რომ არ ეთხოვა ლისბეთისნაირი მაქციეო. ბოდიშს გიხდით, მაგრამ ვფიქრობ თქვენი კერპი ნამდვილად აუტანელია. იმდენად აუტანელი რომ ვწუხვარ ჩემი მხიარული და საყვარელი პეპი ასეთ აუტანელ იდიოტად რომ იქცა. წიგნის ბოლომდე წარმატებით მაღიზიანებდა.
- რისი ქნა (თქმა) სურდა ლარსონს.
როგორც წესი წიგნები "წავალ რამე კარგ წიგნს დავწერ"–ით არ იწერება და მას ყოველთვის აქვს იდეა, მიზანი და მესიჯი. ავტორი რომელიც 14 წლის ასაკში გოგონას სახელად ლისბეთის გაუპატიურებას შესწრებია ალბათ მთელი ცხოვრება გასდევდა ეს და ამ წიგნის დაწერით ალბათ სურდა და სჯეროდა კიდეც რომ სამყარო თუ არა შევდეთი მაინც უკეთესობისკენ შეიცვლებოდა. ფრაზით " ქალები მუდამ იკარგებიან, მათ არავინ ეძებს" სტიგმა ორი მთავარი მესიჯი გაუშვა.ერთი მამაკაცებისთვის ტექსტით:" მოძებნეთ და მოუფთხილდით თქვენ ქალებს" მეორე ქალებისთვის ტექსტით: " ნუ იქნებით დაბნეული ბატები.."
- სიზარმაცემ რა ჰქმნა .... ანუ რას დააკლდით წაუკითხველობით
ვერ მოგატყუებთ და ვერ გეტყვით რომ ამ წიგნის წაუკითხველობით მთავარ ლიტერატურულ თამაშს დააკლდით, თუმცა ერთი მსუყე, ოდნავ გულისამრევი და შემზარავად მართალი ისტორია ქალთმოძულე კაცებზე კი ნამდვილად გამოტოვეთ. ამასთან თხრობის ყველაზე ადამიანურ მანერასაც დააკლდით, ის რაც ყველაზე მეტად მომეწონა - სტიგი უაღრესად ადამიანურად წერს - არაფერს აჭარბებს და ალამაზებს. ყველის სენდვიჩებსა და ყავაზე მისაყოლებელი წიგნია, რომლის წაკითხვაც იმ პატარა კუნძულზე ყოფნას მოგანდომებთ, სადაც ყველაფერი შესაძლოა მოხდეს და მგონია რომ იმ კუნძულზე მოხვედრა ყველა ჩვენგანს უნატრია, თუნდაც ბავშვობაში "მისი " წიგნების წაკითხვის დროს.
არ წაიკითხოთ - სპოილერი
არ მინდა ვინმეს გულცივი ვეგონო, ამიტომ გეტყვით რომ წიგნის ფინალმა მეც დამანაღვლიანა. თუმცა ესეც პროგნოზირებადი იყო და ეხმაურებოდა წიგნის მთავარ მესიჯს -"თქვე ნაბიჭვარო კაცებო!"
ანდა ვის რატომ ეგონა რომ ისინი ერთად იქნებოდნენ?
Этот комментарий был удален автором.
ОтветитьУдалитьგადასარევია პოსტია ჰექსე, ამ წიგნზე დაწერილი პირველი პოსტი, რომელიც მომეწონა და წიგნის წაკითხვა მომანდომა.
ОтветитьУдалитьნან, დიდი დიდი მადლობა, გამახარე :) არადა არ მინდოდა ამ პოსტის დაწერა, რადგან მეგონა რომ წერის უნარ-ჩვევევბი დავკარგე..ამდენი ხნის შესვენების გამო.
ОтветитьУдалитьაი, ზუსტად! გულის რევისა და შიშის შეგრძნება მეც გამიჩინა ამ წიგნმა. ჰოდა, ისე დავანებე თავი, ნახევარიც არ წამიკითხავს და სხვა ბლოგერს გადავულოცე :D
ОтветитьУдалитьმგონი ყველაზე კარგი პოსტია, რაც ამ თემაზე წამიკითხავს :)
ჰექსეს საფირმო სტილშია დაწერილი.
ОтветитьУдалитьმე ვერ მოვხვდი საერთო კარცერ-ლუქსში. ჩემი ლარსონი კონკურსის გამოცხადებამდე ხუთიოდე დღით ადრე გამოვაქვეყნე.
მოლი ბლუმი
ОтветитьУдалитьნეტა რომელია ჰექსეს საფირმო სტილი?
მერე რა? მაინც ხომ იღებ მონაწილეობას კონკურსში?
ჩემთვის - მშვიდი და მსუბუქი, ყოველთვის საკუთარი,განსაკუთრებული აზრით, როგორც წესი, ირონიული ელფერით.
ОтветитьУдалитьკი, საკონკურსო წერილი გავაგზავნე.
sapirmo stilshia dawerili :)
ОтветитьУдалитьqihang0613cheap oakleys
ОтветитьУдалитьchristian louboutin outlet
michael kors bag
oakley sunglasses wholesale
ray ban glasses
true religion sale
burberry outlet online
coach outlet
chanel bags
soccer jerseys
polo ralph lauren
rolex watches
abercrombie outlet
hollister clothing
ralph lauren uk
tory burch handbags
ray ban sunglasses
michael kors outlet online
cheap ray ban sunglasses
ralph lauren outlet
michael kors handbags
kate spade outlet online
burberry sale
pandora charms
ray ban uk
air max 95
jordan shoes
abercrombie
michael kors handbag
toms shoes
q
lebron james shoes
ОтветитьУдалитьhollister
celine outlet online
salomon shoes
michael kors outlet online
coach outlet
oakley sunglasses wholesale
nike tn pas cher
nike outlet
coach outlet canada
jordan shoes 2015
michael kors outlet
tiffany and co
rolex watches
nike uk store
michael kors handbags
coach outlet clearance
hollister uk
cartier watches for sale
hermes outlet store
prada sunglasses
cheap jordans
michael kors outlet online
cartier watches
tiffany and co
swarovski outlet
mulberry uk
converse shoes
replica watches
adidas wings
coach outlet
michael kors handbags clearance
michael kors outlet
mont blanc pens
fitflops sale
czq20160725
hollister clothing
ОтветитьУдалитьlouis vuitton
michael kors outlet
louis vuitton outlet
nike roshe run
polo ralph lauren
burberry outlet
coach outlet
nike trainers
cheap snapbacks
20170322lck
yeezy boost
ОтветитьУдалитьadidas nmd
http://www.kobebasketballshoes.us.com
nike air force 1
http://www.kobeshoes.uk
chrome hearts
michael kors handbags
adidas neo
jordan shoes
adidas nmd
دانلود آهنگ لاکچری
ОтветитьУдалитьآهنگ های آرش کایان
آهنگ های آرشا رادین
دانلود آهنگ کریسمس
دانلود آهنگ شاد ایرانی – میکس mp3
دانلود آهنگ کردی شاد هلپرکی
سایت تیپ تاپ