24 ноября 2011

ჟურნალისტიკას მოუკვდა პატრონი?!


უხვშესავლიანი პოსტი - პოსტი დაწერილია ერთი თვის წინ რეალ-ტივის სიუჟეტის ნახვის შემდეგ. სიუჟეტის შინაარს არ აქვს მნიშვნელობა, მაინც ყველა ერთნაირია.  პოსტი ეძღვნება რეალ-ტივისა და მათ მინამსგავს ჟურნალისტებს, ჩამოთვლას არ აქვს აზრი, მაინც ყველა ერთნაირია. (მომიტევეთ ტავტოლოგიისა და პუნქტუაციისთვის)

 


არადა, იგივე კაცობრიობა პინოქიოსავით წაგრძელებულ ცხვირს ჟურნალ-გაზეთებშიც თუ ჩაჰყოფდა, 
უთუოდ აღმოაჩენდა მეორე უძველეს პროფესიასაც, რომლის ზოგიერთი წარმომადგენელიც ისეთებს კადრულობს,
  პორტის მეძავი გაწითლდებოდა.

ჰადესის სამეფოში მოხვედრილთ ლეთას წყალს ასმევდნენ, 
რათა მათ წინა ცხოვრება დავიწყდებოდათ.  თუ ჩავთვლით რომ ქართული ჟურნალისტიკა ჰადესის სამეფოა,
მაშ უნდა ვივარაუდოთ რომ იქ მოხვედრილთაც ასმევენ რაიმეს,  რათა მათ დაავიწყდეთ ყველაფერი, 
რისთვისაც სინდის-ნამუსი, ზნეობა და მორალი უწოდებიათ.


მიუხედავად იმისა რომ ნინჩომ ბუნდოვნად იცოდა რომ დედამიწაზე არსებული კონტინენტების რაოდნენობა 5-დან 8-მდე მერყეობდა, 
მუშაობა ტელეარხზე არც თუ ისე რთული აღმოჩნდა, რადგანაც პროდიუსერებთან, რომლებმაც თავის მხრივ ბუნდოვნად იცოდნენ 
განსხვავება პალესტინასა და პაკისტანს შორის,
ყავის სმა შედეგს იღებდა და ლოიალობის ყველაზე კარგ გამოვლინებას წარმოადგენდა, იმ უბრალო მიზეზის გამო
რომ პროდიუსერებიც თავის მხრივ ყავას სვამდნენ 
“მთლად” უფროსთან, რომელსაც ზოგადად ჟურნალისტიკაზე ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდათ.




სუიციდი -არსებობს მისი მრავალი ფორმა :)

   არადა, მართლა ყველაფერი მინახავს, არაკომპეტენტური ჟურნალისტები მინახავს, დაკვეთილი სიუჟეტები მინახავს, შსს present მინახავს, დაჩეხილი კადრები მინახავს, ჯვარი აქაურობას და "იმიტირებული ქრონიკაც" მინახავს, მაგრამ ასე შეგნებულად, განზრახ და მიზანმიმართულად ინგრევდეს ჟურნალისტი საკუთარ კარიერას არსად მინახავს.. ამგვარი სიუჟეტის გამკეთებელს რომელი ნორმალური ტელევიზია/გამომცემლობა აიყვანს სამუშაოდ? თუმცა თუ გავითვალისწინებთ, იმას  რომ საქართველოში არც ერთი გაგვაჩნია და არც მეორე შეუძლიათ ამ მხრივ  მშვიდად იყვნენ.

    კლინიკური ნიშნებს ადრეც ვატყობდი, მაგრამ ბოლო თვეა ჟურნალისტები წყალში გადაყრილებივით იქცევიან, ბოლო ხავს ეჭიდებიან, იმ ხავსს მერე თითზე იხვევეენ და იქიდან გამოწოვილი სისხლით სიუჟეტებს აკეთებენ.

    უძველეს წეს–ჩეულებებს უბრუნდება საქართველო. გახსოვთ ძველ დროში უაღრესი შეჭირვების დროს მკითხავ–მჩხიბავებს, რომ დაიხვევდნენ ხელმწიფის კარზე და მერე ისინი მოყვებოდნენ ჩხიბვა–ჯღანვას იქითკენ ვართ ჩვენც ზუსტად.  მოკლედ საქმე ისეა არეული რომ იტყვიან ცხრა მკითხავი ვერ გაიგებსო, 9 კი არა 900 დაიხვიეს თავს, მაგრამ მხოლოდ ის დაასკვნეს რომ დარდუბალა 2 დაწყებულია – ოღონდ სხვისი ფულითა და სცენარით ( ო სულთამხუთავო და ყოვლისშემძლე მაჯლაჯუნებოოო გახსოვთ?!)

     ადრე ვწერდი ქართული ჟურნალისტიკა სერიოზულ კომაშია და იქიდან გამოსვლის შანსი ნულს უდრის მეთქი.  ახლა ვხვდები რომ კომიდან გამოვიდა და ძლიერი ფიზიკური და სულიერი ტკივილების გავლენით პანიკაში ჩავარდნილი მიდრეკილია სუიციდისკენ. და რა გახდა ერთი ინექცია ვერ ვხვდები.  ლეგალურია მაინც ევთანაზია საქართველოში, პატრონი მაინც არ ყავთ ამათ, ან ამათ რომ პატრონი ყავთ ისეთი უნდა ზუსტად?

4 комментария:

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)