29 ноября 2011

მუზა

 "გვიამბე მუზავ!..."
ჰომეროსი

 "fanjara isev damrCenia Ria ... muzebi isev sadRac gafrenilan..." 




   სინამდვილეში,  მუზები სადღაც მეშვიდესა და მეცხრე ცას შორის მოფარფარე ჰაეროვანი არსებები სულაც არ არიან. მათაც ჩვენსავით ეზარებათ დილით ადრე ადგომა, ეღვრებათ ყავა თეთრ პერანგზე, ერღვევათ კოლგოტი შეუსაბამო მომენტში, მათაც ხშირად აჯარიმებს პატრული სიჩქარის გადაჭარბების გამო , ზოგჯერ უფრო მნიშვნელოვანი რამეებისთვისაც.

   უამრავი  ადამიანი გამხდარა ჩემი პოსტის მუზა და ახლა საშობაო საჩუქრებივით დავაგზავნიდი იმ  პოსტის ლინკებს, რომელთა მუზებიც ისინი ყოფილან. მათ სრული უფლება აქვთ ეს იცოდნენ, ბოლოს და ბოლოს ხომ სწორედ მათ უნდა ვუმადლოდეთ ამ პოსტებს?!

      მაგრამ წინასაახალწლო განწყობის გაფუჭება არ მინდა.
მათ ხომ  ზედმეტად კარგებად წარმოუდგენიათ  საკუთარი თავი, საამისოდ რომ ჩემი პოსტების მუზები იყვნენ.

5 комментариев:

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)