"ბევრი დავკარგე ბევრს ვკარგავ,
მაგრამ ბნელ უფსრკულებში ცქერას ვეჩვევი"
მაგრამ ბნელ უფსრკულებში ცქერას ვეჩვევი"
ამგვარი დასაწყისი ნებისმიერი წლის შემაჯამაბელ ფრაზად გამოდგებოდა, მაგრამ როგორც საქმეში ჩახედული და მოწესრიგებული აადამიანები იტყოდნენ - მივყვეთ პუნქტობრივად.
- ჰაუსის პაციენტი
- აბურდული ძაფების გროვა
- ბოშათა ბანაკი ცას მიემგზავრება
- ბოდიშს გიხდით გაუგებრობისთვის, ვეცდებით ყველაფერი თავის ადგილას დავალაგოთ
- ღმერთს აქვ იუმორი
ერთი წლის წინ ჯერ კიდევ უსაქმური დამსვენებლის სტატუსში ბათუმის ერთ-ერთ მშენებარე შენობას ვუყურებდი და ვფიქრობდი, როგორ უნდა იმუშავონ ამ ნაკლებად სერიოზულ შენობაში სერიოზულ კოსტიუმებში გამოწყობილმა სერიოზულმა ადამიანებმა მეთქი, ამ დროს ალბათ ღმერთი მისმენდა და ფიქრობდა მე შენ განახებ როგორც-ო და ზუსტად 1 წლის მერე მე უკვე ბათუმში მივემგზავრებოდი მივლინებით სწორედ იმ ნაკლებად სერიოზულ შენობაში სამუშაოდ. ღმერთი კაი ტიპია..
- 17 წლიანი მოლოდინის დასასრული.
ეს წელი კიდევ იმით იყო დასამახსოვრებელი რომ სწორედ ამ წლის 17 სექტემბერს დასრულდა ჩემი 17 წლიანი მოლოდინი, არა მართალია პენელოპესავით საყვარელი ქმარი არ დამბრუნებია შორეული მოგზაურობიდან. თუმცა სწავლა რომელიც აღარც მახოვს როდის დავიწყე 17 სექტმბერს სამაგისტრო თემის დაცვით დასრულდა, მართალია ბოლომდე არა, თუმცა ამ ეტაპზე კი. რეალურად, არც ისე შორი ყოფილა კენწერო..მთავარია იცოდე რომ ის არსებობს.. :)
ბოლოს კი,
1 წელი ზედმტად ბევრია, უამრავი რამის დაწერა და გახსნება შეიძლება, მაგრამ ახლა ამ პოსტს მხოლოდ ერთი ემოციით დავასრულებ
"მეგულები და ეს სულს მიმშვიდებს"
მრავალთვიანი ტანჯვის შემდეგ მათ აღიარეს რომ დიაგნოზი შეეშალათ და მერე ყველაფერი ისე დალაგდა როგორც ზღაპრებში ხდება ხოლმე გველეშაპის მოკვლისას. უცებ ყველა ჩემი პრობლემა გადაიჭრა, უფრო სწორედ მომეჩვენა რომ ისინი არც არასდროს არსებობდა. თითქოს ვიღაც მოვიდა და მითხრა რომ ის უზარმაზარი აბურდული ძაფების გროვა რომლის გახსნასაც თვეები ვცდილობდი რეალურად არც არასდროს ყოფილა.
ОтветитьУдалитьჩემი ყველაზე დიდი ოცნება დაწერე,ძალიან ცუდია ეგრე რომ განერვიულეს,თუ ის ცივი შენობა რომელზეც წერ ონკოლოგიურია ზუსტად ვიცი რასაც გრძნობდი,ალბათ ეხლა უფრო სხვანაირად შეხედე ცხოვრებას.მიხარია რომ არ იყო სწორი დიაგნოზი:)გილოცავ ახალ წელს,ბედნიერებას გისურვებ:*
ნინო :)
ОтветитьУдалитьThe article attracted me and my friends to feel the same way, we will continue to follow your posts, try to post better articles, wish you success. I like this post because it contains a lot of useful information to read, maybe everyone will like it.
ОтветитьУдалитьabcya 4, io jogos for school, friv 4 school games 2019, cá koi mini
moncler
ОтветитьУдалитьpandora bracelet
canada goose
balenciaga sneakers
jordans shoes
kobe shoes
longchamp handbags
kenzo hoodie
air jordan
cheap jordans