10 декабря 2011

ბლაგვ ჩანგალს რა უნდოდა არტილერიაში?!


 "გემოვნებაზე არ დაობენ,  მის გამო ერთმანეთს ხოცავენ,  ჩხუბობენ და ომობენ"

 


" не бойся ножа,  бойся вилки один удар-четыре дырки. " 

 

ამ ყვითელ დედოფალს ადრე თუ გვიან ვიღაც რომ ითრევდა თმით ვიცოდი, მაგრამ არ ველოდი თუ  ამას ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმული ქალი გააკეთებდა.

ახლა ყველას  თავისი სახელი დაერქმევა: 

ერთი თავისუფალ სიტყვას, გემოვნებასა და გლამურს  შეწირული ზვარაკი 
მეორე საკუთარი ღირსების  დამცველი სინდისის პატიმარი,  თან ჩვეულებრივი კი არა მოშიმშილე და 3 ბესტსელერის ავტორი. 
მესამე... მესამე დარჩება ისევ ისეთი სკანდალური და  ექსკლუზიური. თუმცა ასეთი ისედაც არის და ეს არაფერში სჭირდება არა?  მგონია საერთოდაც შემთხვევით მოხდა ამ გაუგებრობაში,  უბრალოდ პიარის პერედოზიროვკა მოუვიდა.

რა დრო დაგვიდგა?


გლამური ვეღარ გლამურობს - სიყვითლისა და სიგოიმის სუნი ერთად შეჰპარვია
ჩანგალი ვეღარ ჩანგლობს - დაბლაგვებულა
და არტილერიასაც სულ სხვა ფუნქცია შეუძენია.





P.s. ქართულ ვიკიპედიაში სიტყვა  "არტილერია" არ არის განმარტებული და   იმედს ვიტოვებ აღნიშნული ხარვეზი სულ მალე აღმოიფხვრება, ჟურნალისტები ხომ სწორედ იმისთვის არსებობენ, რომ ცალკეული სიტყვების განმარტება მოგვცენ.

1 комментарий:

  1. "და არტილერიასაც სულ სხვა ფუნქცია შეუძენია."
    :))))))))))))))

    ლოლ, მაგარი ხარ ჰექს.

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)