16 января 2012

მაკო

 "-ოდესმე,  აუცილებლად დავწერ შენ დაზე პოსტს"
- გადაირევა სიხარულით"



ისეთი ქალია,  როგორზეც ოცნებობენ მამაკაცები.  პირველივე წინანდადებიდან გატყუებთ, რადგან წარმოდგენა არ მაქვს რაზე ოცნებობენ მამაკაცები და არც იმის თქმა შემიძლია განუხრელად - საერთოდ თუ შეუძლიათ მათ ოცნება.

თუმცა ღმერთს მამაკაცად რომ გავეჩინე და ამავე დროს ღილაკი "ოცნება" გაეაქტიურებინა ჩემთვის,  სწორედ ასეთი ტიპის ქალებზე ვიოცნებებდი. 

გაცნობისას  პირველი რაც თვალში მომხვდა -  ზედმეტად სუფთა ხელები ჰქონდა , რადგან ვიცოდი მხატვარი იყო მეგონა აუცილებლად საღებავში ამოთხვრილი ხელები, კისერზე დაუდევრად მოგდებული შარფი და გიჟური იდეები უნდა ჰქონოდა თანამედროვე ხელოვნებაზე.

არადა ხელში ზედმეტად კარგად დავარცხნილი გოგონა შემრჩა,  სწორედ  ისეთი ნებისმიერ ქალს  წარმატებით რომ გააღიზიანებდა,  სწორედ საკუთარი ქალურობისა და სინაზის გამო.
თუმცა მხატვარი რომ იყო მაინც შეატყობდით - საოცარ ფერთა შეხამებით ეცვა. 

მგონია, ზედმეტად ბევრი რამ უნდა ჰქონდეს თავს გადამხდარი, მაგრამ მაინც ჩემს ნახევრად ტრაგიკულ ისტორიებზე უჩუყდება გული.   და ყოველთვის როდესაც მის ემოციურ ლაპარაკს ვუსმენ ან მის ცრემლით ოდნავ დანამულ თვალებს დავინახავ მაშინვე ვფიქრობ რომ ასეთ ადამიანებს განსაკუთრებით უნდა გავუფრთხილდეთ დედამიწაზე, რადგან უკვე საკმაოდ ცოტანი დარჩნენ და ვინც დარჩნენ ისინიც ნელ-ნელა ადაპტირდებიან ბუნების უხეშ პირობებთან.

"საქმემან შენმან გამოგაჩინოს შენო" და ნახატებიც  ზუსტად ასეთი აქვს, ზედმეტად ქალური და რაც მთავარია ადამიანური, ზედმეტი მიჯღაბნილი ფერების, კისერზე შემოხვეული შარფების და შემომხედეთ მე ექსტრავაგანტული ვარ-ის გარეშე. 
სურათის  დადება შეთახმებულია წარმომადგენელთან.
პირადად მე ის ორ  არარელურ ქალს  მაგონებს: "მატრიცას" წითელ კაბიან ქალს, და "გოგონას მარგალიტის საყურით", თავად კი    ისეთი ქალია, როგორზეც ოცნებობენ მამაკაცები და გულწრფელად ვწუხვარ, თუ მამაკაცებს თავის დროზე არ გაუაქტიურეს ღილაკი "ოცნება" 


იმაზეც ვწუხავრ, რომ ბოლომდე ვერ გადმოვეცი ის, რასაც ამ ადამიანზე ვფიქორბ, ეს უბრალოდ მოვხაზე, ოდესმე აუცილებლად დავასრულებ ნახატს :) 
P.s. ოღონდ, ეჭვიანობას არ ვართ კარგი?!



2 комментария:

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)