("ადამიანები თეთრებში" ნაწილი I )
მოსაცდელები ძირითადად ერთნაირი იყო, 23 სკამიანი, ძირითადად 23 სკამიანი, გულის სიღრმეში იცოდა რომ იქ ზოგჯერ 23 სკამზე მეტი იყო, თუმცა მეტის დათვლას ვეღარ ასწრებდა, ყოველთვის ვიღაც აწყვეტინებდა ფიქრს, ძირითადად ამ ვიღაცას თეთრები ეცვა.
* * *
* * *
-მე მელოდებით?
არ იცოდა ვის ელოდებოდა, ამიტომ დაუფქირებლად დაუქნია თავი კაცს, რომელსაც თეთრი წვერი და იმდენად სანდომიანია სახე ჰქონდა ძნელად იფიქრებდით, რომ ექიმი იყო.
-შეგიძლიათ გაიხადოთ, რა გქვიათ?
-ლიკა
-დაწექით
-მეტკინება?
-არ გრცხვენიათ?
სცხვენოდა, მაგრამ მაინც დარწმუნებული იყო, რომ ყველა სამედიცინო პროცედურა აუცილებლად მტკივნეული უნდა ყოფილიყო, ეს ისევევ გარდაუვალი კანონზომიერება იყო, როგორც ამ პროცედურის ჩამტარებელი ხალხის ხალათის ფერი.
ბურთულა ნაზად დასრიალებდა კანზე და ტაილანდური მასაჟივით სასიამოვნო იყო, ისე არც ტაილანდური მასაჟი ჩაუტარებია როდისმე, თუმცა ზუსტად იცოდა რომ ის სასიამოვნო უნდა ყოფილიყო, ისევე როგორც ყველა პროცედურა რომელსაც თეთრხალათიანი ადამიანები ატარებდნენ - მტკივნეული.
***
-რა გქვია?
-ლიკა
-რას აკეთებ ლიკა?
-ვწევარ გაუნძრევლად, როგორც მითხარით..
-არა, საერთოდ რას აკეთებთ?
-საერთოდ ჟურნალისტი ვარ..
-უფრო უარესი პროფესია ვერ შეარჩიეთ?
-კი, ექიმობა მინდოდა , მაგრამ ნემსის მეშინია
-ნემსის თუ გეშინია, ეს წარბი რად გაქვს დაცხრილული? კონკრეტულად რას აკეთებ?
- დილის პროგრამაში ახალ ამბებს ვამზადებ.
-მერე რა არის ყოველ დილით გულს რომ გვიხეთქავთ, დილაუთენია ჩართავ თუ არა ტელევიზორს წაგლეკავს ღვარცოფები და მიწისძვრები.
ლიკა მიხვდა რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში თეთრებში ჩაცმულ ადამიანს სულაც არ ანაღვლებდა ეს პრობლემა, მას საუბრის უბრალოდ სხვა თემაზე გადატანა სურდა და ამაზე უკეთესი საშუალება რა უნდა ყოფილიყო თუ არა არაპროფესიონალი ჟურნალისტები.
-მტკივა
-აცალე იმოქმედოს წამალმა
-რაღაც ძალიან ნელა მოქმედებს ...
ისინი - თეთრხალათიანი ადამიანები არასდროს ლაპარაკობდნენ გასაგები ენით, ფურცელზე დაწერილ სიტყვებს არასდროს ხსნიდნენ, ერთამანეთის დაწერილ დიაგნოზსს უინტერესოდ კითხულობდნენ, თუმცა სრული სერიოზულობით ეთანხმებოდნენ, ერთმანეთთან კი ძირითადად ასეთი ფორმით საუბრობდნენ:
- რასაც თქვენ ამტკიცებთ, ხომ ხვდებით რომ მისი შანსი მინიმუმია
-რასაც თქვენ ამტკიცებთ ეს კი საერთოდ წარმოუდგენელი
-მაშინ რას სჭირს ამ ბავშვს?
-მაგის საკითხავად არ შემოვედი?!
ბავშვი კი ისევ გაუნძრევლად იწვა და ისევ ის ბურთულა დასრიალებდა მის სხეულზე. გვერდით მჯდომი ადამიანი კი მშვიდი დაბალი ტონალობით კარნახობდა სიტყვებს ფარდის უკან მჯდომ გოგონას, რომელსაც ლიკა ვერ ხედავად თუმცა დარწმუნებული იყო მას გრძელი თითები და მუქად შეღებილი ტუჩები უნდა ჰქონოდა. მისი თითები ისევე რეაგირებდა თეთრებში ჩაცმული მოხუცის სიტყვებზე როგორც მტკივნეული კბილი - შეხებისას. სიტყვების მნიშვნელობა ლიკას არ ესმოდა მაგრამ მისი წარმომთქმელის ტონის მიხედვით ხვდებოდა ყველაფერი რიგზე უნდა ყოფილიყო.
ამის შემდეგ ყოველთვის როდესაც 23(?) სკამიან მოსაცდელებში მიაბიჯდებდა ან 23(?) სკამიან მოსაცდელებში იცდიდა, სადღაც გულის სიღრმეში სჯეროდა რომ ზოგიერთი სამედიცინო პროცედურა სულაც არ იყო მტკივნეული, ისევე როგორც ყველა თეთრებში ჩაცმული ადამიანი - საშიში პირიქითაც კი, თუმცა ეს მხოლოდ გამონაკლისი იყო რაც ისევ და ისევ წესის მართებულობას ადასტურებდა.
....ამის შემდეგ ყოველთვის როდესაც 23(?) სკამიან მოსაცდელებში მიაბიჯდებდა ან 23(?) სკამიან მოსაცდელებში იცდიდა, სადღაც გულის სიღრმეში სჯეროდა რომ ზოგიერთი სამედიცინო პროცედურა სულაც არ იყო მტკივნეული, ისევე როგორც ყველა თეთრებში ჩაცმული ადამიანი - საშიში პირიქითაც კი, თუმცა ეს მხოლოდ გამონაკლისი იყო რაც ისევ და ისევ წესის მართებულობას ადასტურებდა.
P.s. ისტორიის სიდიდის გამო დროებით ვწყვეტ თხრობას
შეგიძლიათ დაელოდოთ მეორე ნაწილს
ვერ ვიტან ორ ნაწილიან ისტორიებს :|
ОтветитьУдалитьორ ნაწილიანი არ არის
ОтветитьУдалитьარც მესამეზე დასრულდება როგორც ვხდები :)
ОтветитьУдалитьმაგარია, :დ მაგრამ ბომონზე და ზივებზე ხომ საერთოდ...
ОтветитьУдалитьVery good, the author is also very talented, you have succeeded in conveying this information to readers, thank you very much, wish you success. The article gives me a lot of useful information, I think it is very necessary for everyone, hope that more people will know your post.
ОтветитьУдалитьjogos io gratis, cá koi mini, friv at school 2019, abcya free games only