06 февраля 2012

Touch me, ანუ ამ ბავშვებს პატრონი არ ყავთ?!

-რუსთაველის თეატრში მივდივარ- ვთქვი მე და ავდექი
-რა სპექტაკლია?
-"შემეხე"
-რააა?- და რამდენიმე წყვილი თვალი შემომაშტერდა იმედით,  რომ ყურს დააკლდათ
-ჰო, ასე ქვია - ვთქვი მობოდიშებასავით.

რამდენიმე წყვილი თავი უხმოდ მიტრიალდა,  თუმცა დავინახე როგორ აეწიათ ტუჩის კუთხე თვალისკენ, 

"დარჩა სცენა ეროტიკას"-  დააგვირგვინა ფრაზამ, რომლის მქთმელსაც (ხმის ინტონაციით თუ ვიმსჯელებთ) ბუნდოვანი წარმოდგენა უნდა ჰქონოდა ეროტიკაზე. 

__________________________________________________________________________________

-აბა, აქედან რომელი ვარ?- გვკითხა ერთმა ხვეულთმიანმა გოგონამ წინა რიგში მოკალათებულებს და სპექტაკლის პოსტერი გამოგვიწოდა. 

-არც ერთი - მშრალად  ვუპასუხეთ ჩვენ, ვინაიდან გოგონას და პოსტერზე გამოსახული გოგოების პარამეტრები ერთმანეთს ვერაფრით დავუკავშირეთ. 
-არადა, ვარ - არ დაგვითმო იმან
-არადა, არ ხარ- გავჯიუტდით ჩვენც.
-დაანებეთ რა თავი, უნდა და იყოს.....
_________________________________________________________________________________

სპექტაკლი დაიწყო. ოღონდ ისე რომ მე 10 წუთის შემდეგ მივხვდი რომ დაიწყო. არაფერი არ გამოუცხადებიათ, სპექტაკლის რაობაზე არ უსაუბრიათ, მობრძანებისთვის მადლობა არ გადაუხდიათ. ერთი-ერთი მთავარი გმირიც ზედმეტად უშუალოდ გაგვესაუბრა წარმოდგენის დაწყებამდე. აი ის ხვეულთმიანი გოგონა, მართლა ყოფილა სპექტაკლში.  რას ვერჩოდით?


შესანიშნავი შვიდეული
რამდენიმე მომენტს გამოვყოფ რის გამოც ეს სპექტაკლი აღიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში
  1. მსახიობთა უშუალობა
რიგ მომენტებში მსახიობები იყვნენ იმდენად ბუნებრივები რომ საერთოდ დამეკარგა განცდა რომ ისინი თამაშობდნენ.
რიგ მომენტებში თავს იმდენად შინაურულად ვგრძნობდი, რომ მეგონა მეც მსახიობთა გუნდის ეთ-ერთი წარმომადგენელი ვიყავი და წუთი-წუთზე სცენაზე უნდა ვეხმეთ.
მოკლედ მსახიობები საოცრად  ბუნებრივები და დამაჯერებლები იყვნენ - აი ისეთი სტანისლავკის მოწონებული/.
     

      2. ერთი დარბაისელი კაცი

რომელმაც კოცნის სცენის დაწყებისთანავე "ფუ, თქვენის" თანხლებით დატოვა დარბაზი, მაგრამ  სანამ გავიდოდა, ზრდილობა არ დავიწყნია და წარმატებებს გისურვებთო მოგვაძახა, თუმცა რაში - აღარ დაუკონკრეტებია.  როგორც შემდგომში გაირკვა, ის კაცი დროულად გასულა. :დ

    3. სცენიდან გადაღებული ფოტოები 

ერთ-ერთი მსახიობი კამერით მაყურებელს ფოტოებს უღებდა, რომლის ობიექტივში ჩემს გვერდით მჯდომი ზურიუსიც მოხვდა.ეს  ჟესტი საკმაოდ ორიგინალურ მეთოდად ჩავთვალე დარბაზთან უფრო ახლო და უშუალო ურთიერთობის დამყარების და ამიტომაც მომეწონა.


    4. ისტორიები

ისტორიებში,  რომელსაც სცენიდან ყვებოდნენ, ყველა დაინახავდა საკუთარ თავს. ზოგ შემთხვევაში მე დამრჩა შეგრძნება რომ მათი ნაწილი დაუმთავრებელი იყო,  შესაძლოა იმიტომ რომ მაყურებელს თავადვე გამოეტანა დასკვნები.

   5. რე- აქცია
ერთ-ერთი მსახიობი ბიჭის თამამ ჟესტზე დარბაზის ნაწილის კივილი და თვალების უახლოესი საგნებით  დაფარვის მცდელობა  - შთამბეჭდავი იყო.

   6. ფინალი.

წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა სპექტაკლის ბოლოს იმ ხუჭუჭა გოგოს განწირულმა კივილმა - "ნუ მეხებიიიი " ახლაც ყურში ჩამესმის. თუმცა ზოგადად სპექტაკლი დამთავრდა მაყურებლის გაოცებული სიტყვებით "უი, მორჩა?!"

   7. რეზონანსი
თვალშისაცემი იყო ასევევ ფორუმების, ფბ-ს რეაქცია და პასუხის დაუღალავი ძიება კითხვაზე, სად ყავდათ ბოლო-ბოლო ამ ბავშვებს * პატრონი, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ძირითადად ქართველი ბავშვების პატრონებს ეძებდნენ, ხოლო რაც უცხოელი ბავშვების პატრონებს შეეხებათ, მათი მოკითხვა ძირითადადა სხვა ფორმით ხდებოდა.

* ამ პუნქტში გამოყენებული სიტყვა "ბავშვი"-სთვის იგულისხმება მისი ქართული გაგება, თორემ იქ მონაწილე ექვსივე მსახიობი სრულწლოვანი იყო. 

__________________________________________________________________________________

P.s.
- როგორი იყო? -შემომეგება მეორე დღეს რამდენიმე წყვილი თვალი
-თქვენ არ მოგეწონებოდათ - ვთქვი მე და დავჯექი.



9 комментариев:

  1. სიმართლე გითხრა, მეც არ მომეწონა.
    არა თამამი სცენების გამო, ბუნებრივია. :)

    უბრალოდ, დაულაგებელი, უშინაარსო მეჩვენა.

    ОтветитьУдалить
  2. სპექტაკლი მომეწონა, სიახლე იყო და განსხვავებული ემოცია. კიდევ დიდი სიამოვნებით ვიხილავდი რამე მსგავსს.
    შინაარსი დარწმუნებული ვარ ჰქონდა, ალბათ მაყურებლამდე მიტანა ბოლომდე ვერ შეძლეს, ან უბრალოდ არ შეძლეს, რათა ყველას თავის აზრი გამოეტანა.
    ყველა გმირმა ძალიან დადებითად განმაწყო და ისეთი გრძნობა მქონდა , თითქოს დიდი ხანია ვიცნობ.
    ერთადერთი რაც ცუდად დამამახსოვრდა, იყო იქ აშკარად შემთხვევით მოხვედრილი ორი ბიჭი, რომლებიც ჩემს ზურგსუკან იჯდნენ და ძალიან არაადეკვატურ კომენტარებს აკეთებდნენ ბოლო ხმაზე.

    ОтветитьУдалить
  3. მე ვასასის ვეთანხმები და დავამატებ, რომ უფრო მეტ სითამამეს და უფრო მეტ ექსპერიმენტს ველოდი :)

    ОтветитьУдалить
  4. მე უნახავად შემექმნა წარმოდგენა, სიუჟეტებიდან და დავრწმუნდი, რომ სწორად არ მიყვარს ეს 'უშუალო თეატრი' და მსახიობები ცხვირწინ :)

    ОтветитьУдалить
  5. მე პრემიერაზე ვიყავი და არ მახსოვს, რომ დარბაზიდან მსგავსი რეაქციები ჰქონოდა ვინმეს, მაშინ ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა :)

    სპეკტაკლი კი მომეწონა, მართალია, იყო რაღაც ხარვეზები, მაგრამ მაინც მომეწონა. ნამდვილად არ მეგონა ასეთი აჟიოტაჟი თუ მოჰყვებოდა და მით უმეტეს ასეთი შინაარსის კომენატრებს თუ გავიგებდი: რუსთაველის თეატრის სცენას არ ეკადრებოდა, რომ მასზე ტიტლიკანა გოგო–ბიჭებს ერბინათო :|

    ОтветитьУдалить
  6. მერამდენე პოსტი წავიკიტხე უკვე ამ სპექტაკლზე და ბოლო-ბოლო იმ დასკვნამდე მივიდვარ რომ სანამ არ ვნახავ მაინც ვერ გავიგებ მომეწონებოდა თუ არა

    ОтветитьУдалить
  7. მომეწონა, არ მომეწონა, სხვა საკითხია, მაგრამ ეს დამოძღვრები და "შენ არ იცი, რა არის ჭეშმარიტი ხელოვნება" არ გვინდა, რა ;დდ რომელი დადიხართ თეატრში, სამაგისო ცოდნა რომ გქონდეთ :დ
    მეც არ მომეწონა და დავწერე კიდეც, მაგრამ მერე არ გამიჭენებია :დ

    ОтветитьУдалить
  8. ზურიუს, ჩემს პოსტში დაინახე დამოძღვრება?

    ОтветитьУдалить
  9. Anyone who has read through your article will certainly appreciate it, me too, it impresses me, everyone should share it more widely for many people to know. I do not feel sorry for taking the time to read this post, it is really nice and useful to me, thanks for posting it.
    io jogo online, cá koi mini, abcya games for kids, friv Games 2019

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)