"- კრიტიკა არ დაგავიწყდეს. მე მიყვარს კრიტიკა
მარტო ქება და ვაიმე რა კარგები ხართს ვერ ვიტან
შესავლის ნაცვლად:
მე კი არ მიყვარს კრიტიკა, განსაკუთრებით ახალგაზრდების ენთუზიაზმით წამოყებულ საქმეზე და თან პირველივე გადაცემაზე თუმცა ჩავთვალოთ რომ ახლა მე შეკვეთილ პოსტს ვწერ. ამ კვირაში გაეშვა ახალი გადაცემა "Blogger Press ", რომელსაც სრულიად ბლოგოსფერო ელოდა, ან სურდათ რომ დალოდებოდა, გადაცემა 3 ნაწილისაგან შედგება და მას 3 ბლოგერი უძღვება
- ნაწილი პირველი -" სოციალური მედიის სიახლეები მსოფლიო მასშტაბით და სასარგებლო რჩევები" - წამყვანი ადო
![]() |
Add caption |
არა, ადოსგან შესანიშნავი წამყვანი დადგება, უბრალოდ ცოტა გახადეთ ამ ბიჭს. :))
- ნაწილი მეორე - "სტუმარი" წამყვანი თემო მაჩიტიძე.
პირველი ნაწილისგან განსხვავებით მეორე ნაწილი უფრო იოლად წავიდა. თემომ ჩემდა გასაკვირად პროფესიონალი ჟურნალისტივით ჩამოარაკრაკა ტექსტი და სტუმართანაც საკმაოდ ლაღად გადავიდა შეკითხვებით. ამ ბლოკს ყველაზე წარმატებულად მივიჩნევ ზოგადად, შესაძლოა იმიტომ რომ აქ ძირითადად აქცნეტი სტუმარზე იყო, ანინა სასიამოვნო სტუმარი გამოდგა. მომეწონა ასევე ის რომ კითხვებს სვამდა ფბ-ს მომხმარებელი. თუმცა ინფორმაცია თუნდაც სტუმრის შესახებ ზედმეტად მწირი იყო, მე მესმის რომ გადაცემას უყურებენ ძირითადად ის ადამიანები ვინც კარგად იციან ვინ არის ანინა, თუმცა მოკლე მონახაზის გაკეთება მაინც არ იქნებოდა ურიგო, სანამ ანინა გასცემდა პასუხს კითხვაზე რთულია იმის მიღწევა რასაც შენ მიაღწიე, ჯერ გვეთქვა რას მიაღწია. ეს საინტერესო იქნებოდა.
- ნაწილი მესამე - " ბლოგპოსტების მიმოხილვა" წამყვანი ანა გელბახიანი
ეს არის ნაწილი რომელსაც მე დიდი ინტერესით ველოდი, რადგან მიმოხილვა ყველაფრის ძალიან მიყვარს, თუმცა ასეთი არა. ვფიქრობ ის ზედმტად მშრალი იყო, აი მაგალითად თვაილაითის ბლოგის მიმოხილვიდან მხოლოდ ის იყო ნათქვამი რომ იქ დევს პოსტი თვაილაითზე (უცნაურია არა?! მეც გამიკვირდა) გარდა ამისა მოუწესრიგებლად მეჩვენა ტექნიკური საკითხები - ბლოგების მიმოხილვის დროს არ იყო ნაჩვენები ბლოგის დიზაინი, მისამართები, ასე რომ თუ რომელიმე ბლოგის წაკითხვის სურვილი გაგიჩნდებოდათ ალბათ უნდა დაგეგუგლათ. მე მესმის, რომ ყველაფერი დროსთან არის დაკავშირებული, თუმცა რაც ასეთ დელიკატურ საკითხებს შეეხება მე ყოველთვის რაოდენობის შემცირების ხარჯზე ხარისხის გაზრდის მომხრე გახლავართ. ანას რაც შეეხება ადოსგან განსხვავებით მხოლოდ შინაგანად ღელავდა და ცდილობდა კარგად დაეფარა ეს. საერთო ჯამში კი შეიძლება ითქვას რომ დალაგებული და გადაცემას კარგად მორგებული წამყვანის შთაბეჭდილება დატოვა.
![]() |
ოღონდ ცოტა თმას შეეშვას, მთელი ყურადღება თმის უკან გადაგდების მოძრაობისკენ რომ არ იყოს მიმართული |
- ნაწილი მეოთხე
ამას საერთოდ თუ ამოიღებენ ძალიან კარგი იქნება, რომელიღაც სამხედრო სასამართლოს მოსამართლეებს გვანან, ახლახანს რომ უნდა გამოაცხადონ სასიკვდილო განაჩენი. გარდა ამისა ძალიან დიდ მინუსს დავუწერდი ქუდს და სტუდიის ფერებს რომელიც საშინლად არ მომეწონა.
P.s. მთავარი რჩევა ჩემგან, რაც ვიცი რომ ფეხებზე გკიდიათ, მაგრამ მე ფულს მაინც ამაში მიხდიან არის ის რომ ცოტა უფრო ლაღები და გახსნილები გახდეთ, იმასაც გეტყვით ეს როგორ უნდა გააკეთოთ, უბრალოდ უნდა გახსოვდეთ ვინ არის თქვენი მაყურებელი. ჩვენ არ ვართ უცხოპლანეტიდან მოსული ტიპები, ჩვენ ის ხალხი ვართ ვისთანაც თქვენ ყოველდღიურად თუ არა ყოველთვიურად მაინც გიწევთ ურთიერთობა. თქვენ ჩვენთის მუშაობთ <3
P.p.s. ვისაც აინტერესებს, საერთოდ რაზე იყო საუბარი, იხ. ვიდეო
ზუუსტად. გეთანხმები ყველაფერში :|
ОтветитьУдалитьდა გადაცემის ქუდი არის საშინელება :/
ძალიან მომწონს თემუჩინი : ) საოცრად თავისუფალია და გადაცემასაც ადვიალდ წერს ^_^
ნათ, შენ უკვე გქონდა იმის ბედნიერება რომ ჩემ ჩაწერას დასწრებოდი :დ მადლობა <3
Удалитьნუ ჰექსე ეხლა შენ რაც შეგეხება ^^ იუ როქ ბეიბი! აბოსლიტურად გეთანხმები!
ძაალიან მომეწონა შენი შენიშვნა და გავითვალისწინებ კიდეც. აი პახუ მყავს ეხლა ჩაწერაზე და მაგასთან მოხდება ეგ ყველაფერი. ზურჯი უკვე ჩავწერე და ისევ მწირი ინფოს მოსმენა მოგიწევს ერთხელ სამწუხაროდ ^^
ჰუჰ და შენი რჩევიდან გამომდინარე რაღაც იდეებიც დამებადა <3
ჰო და ადო ჩერზეზ ჩურ ძალიან დაძაბულია :)) ახალი გადაცემა არ მინახავს და შესაძლოა გამოასწორა :)))
ОтветитьУдалитьჰექსე, შენი პოსტი რომ არა, გამომრჩებოდა ეს სიახლე, გმადლობ მიმოხილვისთვის :*
ОтветитьУдалитьჰექსე, გმადლობ კრიტიკისთვის :>
ОтветитьУдалитьშევეცდები გამოვასწორო ყველა შენიშვნა.
მეორე გადაცემა http://youtu.be/gWDnkMHS1zI
პირიქით შოთა :)
ОтветитьУдалитьადო, ვნახავ მეორესაც მაინტერესებს პროგრესი, მოკლედ (დიდი ძმის არ იყოს) თვალს გადევნებ :)დ
თავისუფლება აკლიათ. თუმცა ესეც მოვა გამოცდილებასთან ერთად. უფრო გაიხსნებიან და მუღამსაც დაიჭერენ. წარმატებები წამოწყებებში :)
ОтветитьУдалитьqihang0613cheap oakleys
Удалитьchristian louboutin outlet
michael kors bag
oakley sunglasses wholesale
ray ban glasses
true religion sale
burberry outlet online
coach outlet
chanel bags
soccer jerseys
polo ralph lauren
rolex watches
abercrombie outlet
hollister clothing
ralph lauren uk
tory burch handbags
ray ban sunglasses
michael kors outlet online
cheap ray ban sunglasses
ralph lauren outlet
michael kors handbags
kate spade outlet online
burberry sale
pandora charms
ray ban uk
air max 95
jordan shoes
abercrombie
michael kors handbag
toms shoes
q
ОтветитьУдалитьThe article attracted me and my friends to feel the same way, we will continue to follow your posts, try to post better articles, wish you success. I like this post because it contains a lot of useful information to read, maybe everyone will like it.
abcya 4, io jogos for school, friv 4 school games 2019, cá koi mini
vous pouvez essayer ici acheter des répliques sacs en ligne répertoire Goyard Dolabuy consultez ce site Dolabuy Loewe
ОтветитьУдалить