10 апреля 2012

მიზანი



"მიზანი მაცდურია, ბატონებო.  სანამ მიაღწევთ თქვენი გგონიათ; როცა მიაღწევთ, მაშინღა მიხვდებით, რომ სხვისი ყოფილა.  ცხვრის ფარა ბღავილით ბრუნდება საძოვრიდან და ფარეხში ისე მიდის, როგორც საკუთარი მიზნისკენ. უკან კი მწყემსი მისდევს შოლტით ხელში.... "

ჯ. ქარჩხაძე "მდგმური"


    საერთოდ არ მიყვარს წიგნების რჩევა, რადგან მე როგორც ჭეშმარიტ ეგოისტს ყველა კარგი წიგნი მხოლოდ საჩემოდ მემეტება, სხვისთვის განაწილებული კარგი წიგნები კი მერე თავადვე მეხამუშება. მაგრამ ამ წიგნის წაკითხვას კი ნამდვილად გირჩევდით, მხოლოდ იმიტომ რომ გაიგოთ რამდენ მიზანს მიაღწიეთ ისე საკუთარი რომ გეგონათ და თურმე სხვისი რომ ყოფილა.
     ასე რომ,  მიზანდასახულო და მიზანმიმართულო ადამიანებო! გირჩევთ ჩაუჯდეთ ამ წიგნს რომ მერე სულ სხვა გზაჯვარედინზე არ აღმოჩნდეთ სხვა გზაჯვარედინზე მიმავალნი....
   
     თორემ ძნელია მიზანი მიღწეული რომ გგონია და მერე მიხვდები რომ სულ სხვა გზაზე წამოგიყვანეს და ამით იმ ჭეშმარიტ მიზანს აგაცდინეს, რომლიც მიღწევა სულ მარტივი იყო, შენ კი ბეცი ცხვარივით ესე თავაუღებლად, მუხლჩაუხრელად და მიზანმიმართულად  მიერეკებოდი ფარეხისკენ... 




5 комментариев:

  1. ძალიან კარგი რომანია,მეც მომწონს. ქარჩხაძის შემოქმედება ძალიან მიყვარს,თუ არ გაქვთ წაკითხული"ქარავანი" და "ზებულონი" წაიკითხეთ, მოგეწონებათ ეს რომანებიც.

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. ქარავანი წავიკითხე და უფრო მეტად მომეწონა, მეტიც ეს წიგნი ბევრს რომ ჰქონდეს წაკითხული ვფიქორბ ის შეცვლიდა მსოფლიოს :) განზომილებაც წავიკითხე, ზებულონი ჯერ არა

      Удалить
  2. I accidentally saw your post and it attracted me from the first few seconds, it was excellent, hope you have more successful posts. I do not feel sorry for taking the time to read this post, it is really nice and useful to me, thanks for posting it.
    abcya5, friv for school for kids 2019, cá koi mini, io jogos for kids

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)