13 апреля 2012

მამაო, შეიწყალე ბებიაჩემი აგრიფინე.

ბლენა
   

    ბებიაჩემი აგრიფინე საოცრად მორწმუნე ქალი იყო, თუმცა როგორც ყველა სოფელში მცხოვრებ ბებიას, იმასაც განსაკუთრებული და მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი თვისებები ჰქონდა. "არაფერი მწამს ქალაქურიო!"  - იძახდა დღეში სამჯერ მამაო ჩვენოსავით და ღმერთისთვის დასანთებ სანთელსაც საკუთარი ხელით ამზადებდა.

   ბებიაჩემი აგრიფინე, მართალია საოცრად მორწმუმენ ქალი იყო, თუმცა დიდი განათლებით მაინც ვერ დაიკვეხნიდა, მის დროს არც ფეისბუქი არსებობდა, არც ბლოგი და სოც. მედია.   ასე რომ ერთ მყუდრო სოფელში ჩაკეტილი,  დიდი რუდუნებით რომ გამოჰყავდა ღმერთვისთვის დასანთელი სანთელი, ალბათ ვერც კი წარმოიდგენდა ასეთ დიდ ცოდვას თუ ჩადიოდა. მას ხომ  ამ სანთლის არც დამზადების და   არც დანთების არანაირი ლიცენზია არ გააჩნდა.  თუმცა ლიცენზია აბა საიდან ექნებოდა?! ბებიაჩემ აგრიფინეს ღმერთი ჯერ კიდევ მაშინ სწამდა, როცა არც აღნიშნული ლიცენზიის გამცემი საპატრიარქო არსებობდა და არც მისი არსებობა-არარსებობის შემმოწმებელი "ანაფორიანნი". არც ასეთი სულგრძელი მღვდელი ასულა მასთან სოფელში მისთვის ღვთის ნება რომ ეუწყებინა:
     - "ქალო, შენი ასეთი საქციელი ღმერთს არ მოეწონებაო..."

   "არ ცოდნა არ ცოდვააო!" - მართალია ბებიაჩემი აგრიფინე ამ ანდაზას დიდად არ ეთანხმებოდა, მაგრამ ჩვენ როგორც განათლებული,   პროგრესული და ფეისბუქნანახი  თაობა ვიყოთ უფრო შემწყნარებელნი,  ასე რომ მამაო, გთხოვ შეიწყალე ბებიაჩემი აგრიფინე. !!!


პოსტი ეძღვნება პაატა შამუგიას პოსტს "მღვდელო, თქვი არა!"


ვიდეოს ლინკი

7 комментариев:

  1. მალე ინდუგენციებზეც გადავალთ ! ვბრუნდებით შუასაუკუნეებში ...

    პ.ს. ისე და ... კარგი რამ გამახსენე !

    ОтветитьУдалить
  2. ამას წინათ წავაწყდი ფეისბუქზე თანამედროვე ინდულგენციებს. :) სასულიერო პირი წერდა თუ ჩენს გვერდს 20 ადამიანს შემატებ ლოცვებში მოგიხსენიებთო. შინაარსი ზუსტად არ მახოვს, მაგრამ მარაზმ .

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. gverdi facebookze : gavicnot chveni shvilebi, postis avtori (rogorc maxsovs) : dekanozi (axla ukve mama) giorgi yifshidze. konkretulad ar maxsovs ramdeni adamianis sheyvanaze iyo vachroba magram namdvilad vici ro egeti faqti dafiqsirda.

      Удалить
    2. ხო გვერდს ეგრე ერქვა გავიცნოთ ჩვენი შვილები და საკმაოდ აქტიურადაც იყო იქ ჩაბმული ხალხი :)

      Удалить
  3. ღმერთი მოწყალეა ჯექსე. იმაზე მოწყალე ვიდრე წვრებიან და ბანჯგვლებიან ძიებს ჰგონიათ :)
    რამდენი ხანია აქ არ შემომიჭყეტავს :D მოგიკიტხე :)

    ОтветитьУдалить
  4. important link i9w16j1c30 louis vuitton replica replica bags bangkok l7p56b1d25 replica bags philippines wholesale view publisher site d9z81h6q38 replica bags supplier websites a8n67e9f91 high quality replica bags replica bags wholesale mumbai

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)