06 мая 2012

ელენე



მე რომ ჩემი საყვარელი მწერლის ერთ-ერთი საყვარელი პერსონაჟი ვიყო ერთ საყვარელ ქალაქში გადავსახლდებოდი, თუმცა შესაძლოა ასეთი გადაწყვეტილება არც მაშინ მიმეღო, რადგან ზუსტად მეცოდინებოდა რა ტრაგიკული ბედი მელოდა ამ საყვარელ ქალაქში ბოლოს.

 ჰო ცუდია როცა წიგნი ბოლომდე გაქვს წაკითხული.

 თუმცა შეიძლება მაინც გადავსახლებულიყო, რადგან როგორც წიგნის წამკითხველს ისიც მეცოდნებოდა,  რომ სანამ მისი ისტორია ტრაგიკულად დასრულდებოდა წინ რამდენიმე ბედნიერი თვე მელოდა ამ საყვარელ ქალაქში. 


p.s. პროფილი შეიცვალე თუ რა გჭირსო?
არაფერიც, მე ყოველთვის ვწერდი იმაზე,  რაც მაწუხებდა.
უბრალოდ სხვა დროს უფრო ბევრს.

14 комментариев:

  1. "დედის ოთახს"კითხულობ, მამიდა? :*

    ОтветитьУдалить
  2. ხოდა ეგ "სხვა დროს უფრო ბევრს" გამოასწორე ;)

    ОтветитьУдалить
  3. შევეცდები :)))) :))
    მეც არ მომწონს ეგ საკითხი

    ОтветитьУдалить
  4. გინდა გავშიფრო?
    ეს ხომ იმიტომ დაწერე რომ ვიღაცამ გაშიფროს?

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. ayfkm? რა გაშიფრვა მაგას უნდა მწერრალი ნათქვამია, მოქმედი პირი ნათქვამია, ქალაქი ნათქვამია :დ :დ

      Удалить
    2. ჭილაძეზეა ლაპარაკი და გმირს ელენე ქვია. ანუ ვეძებთ ჭილაძის ელენეს და ქალაქი რატომ არის ვითომ ნათქვამი?

      Удалить
    3. რომელ ქალაქებზე წერდა ჭილაძე?

      Удалить
    4. აა? აი მართლა ayfkm?ოთარ ჭილაძე, ძალიან ბევრ ქალაქზე წერდა, მათ შორის კი უმრავლესობა არ არსებულია

      Удалить
    5. საყვარელი :)) აი სწორედ რომ მსჯელობ და მერე არასწორი დასკვნები გამოგაქვს ამ სწორი მსჯელობიდან ეგ შენი სტრატეგიაა ეგეთი თუ სამუშაო დღის ბოლოს დავაბრალოთ? თბილისძე წერდა? წერდა, მაგრამ თბილისში რატომ უნდა მინდოდეს გადასახლება ისედაც აქ ვცხოვრობ ხომ? სხვა ქალაქები როგორც შენ თქვი გამოგონილია, ხოდა ერთი დარჩა, ერთი :) უფ რანაირი ხარ რა მოკლედ :დ

      Удалить
  5. ჩემი და შენი სამუშაო დღის ბოლო ერთმანეთს არ ემთხვევა და ნუ ცდილობ ზომბებში ჩემს გადაწერას.
    რაც ჭილაძეს შეეხება, ვითომ რატომ არ გინდა გამოგონილ ქალაქში გადასახლება? თანც ყველა გამოგონილი ქალაქი ხომ რეალურად არსებობს?
    და ახლა რომ გითხრა რომ შენ ქალაქი ვანია, ხომ იქნება ეს ყველაზე ლოგიკური დასკვნა, თუ ვანზეც არ წერდა ჭილაძე?
    გზაზე ერთი კაცი მიდიოდა სად ხდება?

    ОтветитьУдалить
  6. ვანში, მაგრამ ეგეც გამოგონილია, იმიტომ რომ ვანი არასდროს ყოფილა ზღვისპირა ქალაქი.
    ჰო ვიცი რომ მიხვდი და ტყუილად ბურღავ ახლა ტვინს.
    თან ეს ძველი პოსტია.

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)