ერთი კვირის წინ გამოქვეყნდა ქალბატონ ანა სამადაშვილი-კორძაიას პოსტი "დროა!" სადაც ქალბატონი ანა (როგორც მე გავიგე) მწუხარებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ახალგაზრდებს დრო აღარ რჩებათ საქართველოს ტყე-ღრეში სახეტიალოდ, რადგან მთელი მათი დრო მუშაობას ხმარდება. თურმე ნუ იტყვით და ახალგაზრდები მუშაობენ. აღმაშფოთებელია.
თუმცა აღმაშფოთებელი ის უფროა, რომ ჩემმა ძალიან ბევრმა ფეისბუქ მეგობარმა სასოწარკვეთილი გოდება მორთო: მართლაც და რა გვინდა რას ვართ გამოკეტილი ამ სამსახურებში, რატომ ერთ დღესაც ყველაფერს არ მივაფურთხებთ და მთა-ტყის დასალაშქრად ველად არ გავიჭრებითო? მე რომ მეგონა რაღაცნაირად გამოვძვერით იმ სტერეოტიპიდან მუშაობა რომ ტეხავს, და ყველა ერთად დავადექით გზას ევროპისკენ სადაც მუშაობა დიახაც მოსაწონი საქციელია, სადაც ახალგაზრდები იმავე პახოდებში მშობლების ხარჯზე არ დადიან და სადაც მშობლები (ქართველთა მსგავსად) არ იძახიან ფარაზას "სტუდენტს რა უნდა სამსახურში?"-ო თურმე სად ხარ? სხედან და ცრემლებს აღვარღვარებენ რატომ ყველაფერს არ მივაფურთხებთ და გიგანტური პეპლების გადაფრენის სანახავად არ გავიქცევითო? არადა, არ ვიცი როგორ იყო ქალბატონი ანას დროს, ჩვენ დროს კი პეპლების გადაფრენის სანახავად კი არა, უფულოდ მცხეთამდეც ვერ ჩააღწევ. ფული კი მუშაობით მოდის, ყოველ შემთხვევაში მე ასე მასწავლეს, რადგან როცა დავიბადე ბაბუა არ დამხვედრია გაძეძგილი მუთაქებით ხელში.
ასე რომ, ჩემს თაობას ახლა მუშაობა თუ უწევს საკუთარი თავის რეალიზებისთვის უწევს
და არა იმიტომ ძალიან რომ ეხალისება რეჟიმში ყოფნა ან პეპლების გადაფრენის
სანახავად არ უნდა წასვლა. და არ მგონია ახალი თაობა მაინცდამაინც წელში წყდებოდეს მუშაობით, მაგრამ ეს თუ მართლა ასეა, შესაძლოა იმიტომაც რომ ძველმა თაობამ ზედმეტად ბევრი იარა პეპელების გადაფრენის სანახავად.
"ჩვენს ასაკში რაღა იქნებაო, " - კითხულობს ქალბატონი ანა. არ ვიცი თქვენს ასაკში რა იქნება , მაგრამ დღეს ისეთი დროა სამსახური ჩვენს ასაკში თუ არ დავიწყთ, თქვენს ასაკში სამსახურზე ფიქრიც კი მკრეხელობად ჩაგვეთვლება, თქვენს ასაკში შეიძლება სამსახურებიდანაც გამოგვყარონ სტანდარტში ვეღარ ჯდებითო. ახლა ასეა და მერე როგორ იქნება არ ვიცი.
P.s. თხოვნა იქნება ნუ გაგვრიყავთ ჩვენ, დილის 9 საათზე გახამებული ტანსაცმლით სამსახურისკენ მიმავალ ახალგაზრდებს. ჩვენც თქვენი საზოგადეობის ნაწილი ვართ და ხშირ შემთხვევაში თქვენი კომფორტისთვის ვმუშაობთ, კიდევ იმისთვის ჩვენმა შვილებმა უფრო მეტი რომ იბორიალონ საქართველოში. +)
გეთანხმები.
ОтветитьУдалитьჰექსე, კარგია რომ განსხვავებული აზრი გაქვთ და გეთანხმებით რომ მუშაობა საჭიროა, მაგრამ ჩემი აზრით ანა სხვა რამეს გულისხმობს თავის პოსტში. ჩემი აზრით, ანა უფრო იმ ახალგაზრდებზე საუბრობს, რომლებსაც არასდროს მოუვათ თავში სამსახურის იქეთ თუ არსებობს რამე. ეზარებათ სხვა სამყაროზე ფიქრი, ურჩევნიათ ის "იმიჯი დაანავაროტონ" რომელიც მათ მშობლებს გაახარებს. ასახსნელად ცოტა რთულია, მე პირადად ვიცნობ ასეთ ხალხს (და უმეტესობას ბაბუებიც ყავს "გაძეძგილი მუთაქებით ხელში"). ზოგს შეიძლება ჟინი აქვს ადრეულ ასაკში მიაღწიოს "წარმატებას" და ამისთვის გადადებს ყველაფერს, მაშინ როდესაც შეუძლია შეუთავსოს სამსახური და ეს სასიამოვნო "ხეტიალი" ამ ასაკში და ამ წარმატებას ცოტა მოგვიანებით მიაღწიოს. არ არის ნორმალური როცა 18 დან 25 წლამდე ადამიანები ამბობენ რომ ცხოვრებით დაიღალნენ.. სამწუხაროდ ბევრისგან მსმენია..
ОтветитьУдалитьgetanxmebit, mec zustad es amovikitxe anas postshi da ara is ro vinme umushevrobisken da mxartedzoze wolisken mogviwodebdes axalgazrdebs
Удалитьარ მინახავს ანას პოსტი, მაგრამ როგორც სტუდენტი, რომელიც ჯერ არ მივეკუთვნები სამუშაო ძალას, სულაც არ ვგრძნობ თავს ცუდად ამის გამო. ზოგს ჩემს ასაკში სახის ახევა და ფულის შოვნა ურჩევნია. ყველას თავისი ინტერესთა სფორო აქვს. მე კი სწორედ ახლა მირჩევნია "ველად გავიჭრა", ვიდრე პენსიაში გასვლას ველოდო. ალბათ რამე შუალედის პოვნაც შეიძლება.
ОтветитьУдалитьyochag yochag asprocentiani postia :))) kargad ki vicine mutaqebze da motqma godebaze martla egre basoluturad getanxmebi :)))
ОтветитьУдалитьqihang0613cheap jordans
ОтветитьУдалитьcoach factory outlet
michael kors
michael kors
oakley sunglasses
cheap jerseys
prada outlet
michael kors outlet
oakley sunglasses sale
chanel online shop
pandora jewelry
coach factory outlet
gucci uk
oakley sunglasses
cheap oakley sunglasses
coach outlet store online
true religion jeans
oakley sunglasses outlet
tory burch outlet online
chanel outlet
air max 90
gucci outlet
michael kors bags
ray ban sunglasses
oakley sunglass
true religion
coach outlet store online
ray ban sunglass
chanel handbags
cheap oakleys
christian louboutin outlet
michael kors bag
oakley sunglasses wholesale
ray ban glasses
true religion sale
q
off white jordan 1
ОтветитьУдалитьkd 10
balenciaga shoes
yeezy boost 350
yeezy
moncler
kyrie irving shoes
longchamp
supreme new york
yeezy 700