29 июня 2012

ბეეთჰოვენი და შაბათი დილის სიზმრები


" ნახევარი ფინჯანი ყავა დილის 6-ის ნახევარზე
 და სალამი საყვედურებით აღსავსე მსოფლიოს"


ბავშვობის მოსმენა თუ შეიძლება ისე? თუ შეიძლება რომ ბავშვობა ჩართო და მოისმინო, მაშინ მე ბეთჰოვენის "მთვარის სონეტას" მოვისმენდი. არა,  კლასიკურ მუსიკაზე გაგიჟებულ ოჯახში ნამდვილად არ გავზრდილვარ და არც შოპენს ვუსმენდით საუზმეზე.  უბრალოდ,  ჩემმა მეზობელმა  სხვა არაფრის დაკვრა არ იცოდა და რადგან ასე იყო იმაშიც  დარწმუნებული გახლდათ ავტორზე უკეთ რომ ასრულებდა მას. ასე რომ დილიდან დაღამებამდე და ღამიდან გათენებამდე იყო ერთი გაუთავებელი მარში რასაც ბეთჰოვენი ერქვა. 

 ხოლო როცა  ის პერიოდი დგება,  მეზობლები შენთან ერთად რომ იზრდებიან და ისევე აღარ ცალიათ ბეთჰოვენის დასაკრავად, როგორც შენ მოსასმენად მერეღა ხვდები  რომ ისევ ბეთჰოვენი,  თუნდაც ცუდად დაკრული გირჩევნია იმ სულისწამღებ ზმუილს, თუ წუილს, თუ ყმუილს რასაც მაღვიძარას ზარი დაურქმევიათ.

 თუმცა  ბეთჰოვენს ვეღარ ვუსმენ, რაც  უფრო ვიზრდები უფრო მეტად ვუგდებ ყურს დუმბაძისეულ შეგონებას და ყოველ დილით ვესწრები მზის ამოსვლას, თუმცა ვესწრები ხმამაღალი ნათქვამია, მზე თავისთვის ამოდის, (ისევე დათქმულ დროს და ბუნებრივად, როგორც ჩვენ მივდივართ სამსახურში)  მე კი ამ დროს  ან თეთრ პერანგს ვაუთოვებ,  ან ყავას ვისხამ ზედ, ან კიდევ რამე მნიშვნელოვანი საქმით ვარ დაკავებული რაც წინასამსახუროებრივი პერიოდის შემადგენელი ნაწილი გახლავთ. 

 შაბათი დილა კი დიდი ხანია რაც აღარ მინახავს. ძალიან მაინტერესებს როგორია, სულ მგონია რომ შაბათი რაღაც უფრო  სხვანაირად უნდა თენდებოდეს. 


 გაჩერებას,  სადაც ჩემს ტრანსპორტს ველოდები,  ერთი კორპუსის ფანჯრები უყურებს პირდაპირ. იქ ერთი კაცი ცხოვრობს.  სახეზე ეტყობა არამცთუ ახლა არ მუშაობს,  არამედ თავის დღეში არ უმუშავია, მიუხედავად ამისა ყოველ დილით 8 საათზე,   გარეთ გასაგრილებლად გადგმული თუთიყუშივით,  ზის ფანჯარასთან და ხალხს უყურებს. ისიც ალბათ ჩემნაირია – სამსახურში მიმავალი ხალხის ყურება უყვარს. მე უფრო ახალგაღვიძებული ხალხის ყურება მიყვარს, სანამ მოასწრებენ და მაკიაჟის, სიყალბისა და აწყობილი ღიმილის ტლანქ ნიღაბს აიფარებენ სახეზე, საოცრად ბუნებრივი, ოდნავ დაღლილი და სუფთა სახეები აქვთ. სამსახურში ადრე მისვლაც ძალიან მიყვარს, ოღონდ არ გეგონოთ მუშაობა მეხალისებოდეს, უბრალოდ მიყვარს იმის ყურება თუ როგორ მოდიან თანამშრომლები სამსახურში, როგორ ივსება და იქოქება სამსახური რაღაც აწყობილი მექანიზმივით. ბავშვობაშიც მგზავრობა კი არ მიყვარდა, არამედ უფრო ძრავის დაქოქვის ხმა.   აი ისევ ბავშვობაში ვბრუნდები, რამდენიც არ უნდა ვიარო,  ისევ ბავშვობაში ვბრუნდები სულ.

წიგნიც,  რომელსაც ახლა ვკითხულობ,  ასე იწყება: "ჩვენ განუწყვეტლივ მივდივართ ჩვენი წარსულიდან და ჩვენი წარსული, მუდამ იქ არის სადაც დავტოვეთ..."

ჩემი ბავშვობაც იქ არის, -  მაღალსართულიანი სახლის  ბოლო სართულზე და მთელი თავისი სიგრძე-სიაგანით ბეთჰოვენის 6 წუთიან სონეტაში ეტევა.

ხვალ აუცილებლად უნდა ვნახო შაბათი დილა... 



14 комментариев:

  1. ჩემი ბავშვობის სოუნდტრეკები კი საბჭოთა მულტიკების სიმღერებია. :) აი დილას რაც შეეხება... ჩემი გრაფიკის შემყურე კარგახანია მზეც ამოსული მხვდება და ზოგჯერ მთვარეც :)

    პ.ს. წერე თორე გიჩივლებ ! :))

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. ბიჭო, არ დავძველდით, არ დავბერდით?
      ბოლოს და ბოლოს აღარ წავიდა ჩვენი დრო? :დ :დ :დ

      Удалить
  2. უკვე რამდენიმე თვეა არ დავსწრევივარ გათენებას და მზის ამოსვლას. დილაობით ყველაზე სუფთად მეჩვენება ყველაფერი, რამდენიმე საათში კი აიმღვრევა...
    ჰო, ერთი შესწორება, სონეტი არა, სონატა ჰქვია მაგას :D

    ОтветитьУдалить
  3. შენი ახალი მკითხველი ვარ. საინტერესო პოსტებია, სასიამოვნოდ იკითხება :))

    ОтветитьУдалить
  4. The article attracted me and my friends to feel the same way, we will continue to follow your posts, try to post better articles, wish you success. I like this post because it contains a lot of useful information to read, maybe everyone will like it.
    abcya 4, io jogos for school, friv 4 school games 2019, cá koi mini

    ОтветитьУдалить
  5. I have come here with great emotions, hoping that my adventures will be full of meaning next season.
    Your place is a great creative spot for me. Thank you
    Friv10000
    Friv2
    Friv

    ОтветитьУдалить
  6. I am receiving a lot of fun, one of the products that makes me most satisfied is you. I was wandering somewhere I couldn't find what I was looking for, I found you with the treasure I was looking for.
    Thank you for sharing
    Friv3 | Friv2020 | Friv4 | io games

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)