(ციკლიდან "ადამიანები თეთრებში" - დასასრული)
"-რა ხდება 101-ე ოთახში"
-თქვენ იცით რა ხდება 101 ოთახში, ყველამ იცის რა ხდება 101-ე ოთახში"
ჯ.ორუელი
"სულში კი მთელი სიმძიმით წვანან, დღეები უკვე გადატანილი"
ო.ჭილაძე
კარგი ანალიზები კარგი ნიშენებივითაა, მის მისაღწევად ძალიან ბევრი უნდა იწვალო - მხოლოდ ეს აზრი უტრიალდება ლიკას თავში როდესაც ექიმ ფრანკენშტეინის კაბინეტში იჯდა და მოთმინებით ელოდა როდის ასწევდა იგი თავს ფურცლებიდან. სხვათაშორის ამ კაცისთვის ტყუილად არ შეურქმევია ექ. ფრანკენშტეინი, გარდა საოცარი გარეგნული მსგავსებისა სწორედ მის კაბინეტში მოხვედრის შემდეგ დაიწყო ლიკას ცხოვრებაში ის საშინელება, რომელიც რაც უფრო დიდ ხანს გრძელდება უფრო მეტად ამძაფრებს შეგრენაბას რომ კიდევ უფრო დიდხანს გაგრძელდება.
ბოლოს როგორც იქნა ფურცლებიდან თავი აიღო და თქვა:
-შესანიშნავი შედეგია, თუმცა წარმომიდგენია რისი გადატანა დაგჭირდათ ამის მისაღწევად.
-ვერც კი წარმოიდგენთ
-წარმომიდგენია.
ლიკა გაჩერდა, შემდეგ კი თიოთქოს ხელი წაკრესო დაიწყო:
-თქვენ იცით რა ხდება 101-ე ოთახში? ყველამ იცის რა ხდება 101-ე ოთახში. მაგრამ გამოცდით რამდენს გამოუცდია? ვერავინ ვერ გაიგებს რა ხდება 101-ე ოთახში სანამ თავად არ მოხვდება იქ. მანამდე კი მხოლოდ წარმოუდგენია.
როცა ოთახიდან გამოდიოდა კიდევ ერთხელ მოავლო თვალი კედელზე გაჭიმულ თაროებს წიგნების სიმძიმეს ძლივს რომ უძლებდნენ და დაუმატა:
- სამწუხაროა, რომ აქედან არც ერთ წიგნში არ წერია რა ხდება 101-ე ოთახში.
მერე მიმდებარე სკვერში იჯდა და ტიროდა. არა იმის გამო რაც ექიმმა ფრანკენშტეინმა უთხრა. არა, ექიმ ფრანკენშტეინს არაფერი უთქვამს იმის გარდა რომ ყველაფერი რიგზეა, არამედ იმის გამო რის გადატანაც მოუხდა იმისათვის რომ სწორედ ამ დღეს ექიმ ფრანკენშტეინს ეთქვა რომ ყველაფერი რიგზეა. კიდევ იმის გამო რომ მან იცოდა რა ხდებოდა 101-ე ოთახში, არადა ამის ცოდნა არც აინტერესებდა და არც სჭირდებოდა, კარგი იქნებოდა, საერთოდ თუ არ გაიგებდა ამას.
ტელეფონის
ზარებს არ პასუხობდა და არც თავად ურეკვადა ვინმეს. ეგონა თუკი ხმამაღლა იტყოდა კარგი ამბავი ცუდად გადაკეთდებოდა, ბოლოს როდის-როდის (მზე უკვე კარგი ხნის ჩასული იყო) მობილური აიღო და დაწერა:
"კარგი ამბებია"...
მშვენიერია....
ОтветитьУдалить