ყოველ დილით ჩაუვლი ქალაქის ყველაზე დიდ სასტუმროს და ყოველ დილით ხედავ როგორ ინაწილებენ ჩამოსული ტურისტები ბარგს, ისე როგორც ქუჩის მაწანწალები ინაწილებენ საკვების ნარჩენებს რამდენიმე მეტრის დაშორებით ამ სასტუმროდან და შენ ყოველ დილით გიკვირს რატომ არასდროს არაფერი ეკარგებათ ჩამოსულ სტუმრებს?
შენ
ყოველ ღამით კითხულობ გოლონების საკულტო რომანს. იმ იმედით, რომ ღამით მაინც ნახავ სიზმრად შენი ოცნების ქალს, რომელსაც სიფრიფანა მხრები აქვს და რომელიც არაფრით არ ჰგავს ბორდერის მიერ თავსმოხვეულ მიშელ მერსიეს. მაგრამ ბედის ირონიით მაინც კონან დოილის ძაღლი გესიზმრება ბასკერვილებიდან. ზის და წითელი თვალებით შემოგჩერებია, თან ავისმომასწავლებლად გიღრენს... დილამდე.
შენ
დილით ხვდები რომ ძაღლი კი არ გიღრენს, მაღვიძარა რეკავს, შენი კი არა, შენი მეზობლის, რომელიც არასდროს გამოდის სახლიდან და ღმერთმა იცის რაში სჭირდება მაღვიძარა. შენც დგები და სამსახურში მიდიხარ, რათა კიდევ ერთხელ ნახო როგორ ინაწილებენ ტურისტები ბარგს ქალაქის ყველაზე დიდ სასტუმროსთან.

სამსახურში მაინც ყველაზე მეტად გაგიმართლა, რადგან ძირითადად ქალების გარემოცვაში მუშაობ. პრინციპში იქ შენ გარდა არც არავინ არის კაცი. თუ კარისკაც ვამეხს არ მივიღებთ მხედველობაში, ვამეხს რომელსაც არასდროს აქვს სიგარეტი, არ უყურებს ფეხბურთს და არ ლაპარაკობს ქალებზე. აი ქალები კი სულ ლაპარაკობენ ...
გამუდმებით: დიეტებზე, ფიტნესზე, კოსმეტიკაზე, უფრო ხშირად კი ავტომობილებზე. ისინი ხშირად კითხულობენ შენ აზრს ავტომობილებზე. მათი ღრმა რწმენით შენ ზედმეტად კომპეტენტური უნდა იყო ამ სფეროში. შენ კი ისევე ერკვევი ავტომობილებში, როგორც მექსიკურ სამზარეულოში, რომელიც არასდროს გაგისინჯავს. სამაგიეროდ ქალებს სიგარეტიც ყოველთვის საკმარისზე მეტი აქვთ, ასანთიც და ქალებზეც გაცილებით უფრო მეტი იციან ვიდრე შენმა თანამშრომელმა ვამეხმა.
შენც
ეწევი პირველ სიგარეტს იმ დღიდან, როდესაც საბოლოოდ დაანებე მოწევას თავი და ცდილობ არ იფიქრო იმაზე თუ რაოდენ გაგიმართლა სამსახურში.

სახლის კარს ყოველთვის შენით აღებ, რადგან მას შემდეგ რაც სახლიდან შენი საყვარელი კატა გაიქცა, მარტო ცხოვრობ. კაცმა რომ თქვას სახლის კარს კატის გაქცევამდეც შენით აღებდი, თუმცა მანამდე მარტოობის განცდა არ გქონდა. არ გესმის რატომ გაიქცა კატა, მას ხომ ყველაფერი ჰქონდა რაც შესაძლოა კატას ცხოვრებაში დასჭირდეს?!
შენ
კომპიუტერს რთავ და ელოდები როდის მოგწერს ის, სანამ არ გაგახსენდება რომ ის არ არსებობს. თიშავ და მერე ისევ თავიდან რთავ საყვარელი ფილმის საყურებლად, სანამ პროგრამა ჩაიტვირთება გახსენდება რომ არც საყვარელი ფილმი არსებობს, არც არასდროს უარსებია.
შენ
ფილმები დიდად არ გიყვარს, მაგრამ თუ მაინც... მხოლოდ იმ ფილმებს უყურებ სადაც ავა გარდნერი ჯერ კიდევ ახალგაზრდა და ლამაზი იყო, თუმცა ვიღაცეებისთვის ავა გარდნერს არც არასდროს დაუკარგავს სილამაზე და ახალგაზრდობა, შენ ასეთ ხალხს რეალობას აცდენილ ფანატიკოსებს ეძახი და სულ არ გშურს მათი.

(სამაგიეროდ) შენ
ძალიან გშურს შენი მეზობლის, რომლის მაღვიძარას ხმა მეოთხე წელია გაღვიძებს. ის უკვე მეოთხე წელია ლოგინად არის ჩავარდნილი და რადგან ასეა დილით არსად ეჩქარება, ამიტომ შეუძლია მთელი ღამე იკითხოს საყვარელი წიგნები საყვარელი ქალის დასიზმრების იმედით.

დაძინებამდე ბოლო სიგარეტს ეწევი რადგან ხვალ მოწევას თავს ანებებ და კიდევ ერთხელ ფიქრობ იმაზე:
- რომ შენი საყვარელი კატა უკვე სამი თვეა სახლიდან გაიქცა,,, ღმერთმა უწყის რა მიზეზის გამო
- რომ შენი მეზობელი უკვე ოთხი წელია ლოგინად არის ჩავარდნილი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მის მაღვიძარას ამ ოთხი წლის განმავლობაში არც ერთი დღე არ შეუწყვეტია რეკვა და შენ ამ ოთხი წლის განმავლობაში არც ერთხელ არ დაფიქრებულხარ, რომ შესაძლოა ის შენი სიფხიზლისთვის რეკკდეს (რადგან როგორც წესი ადამიანები უდიერად ექცევიან საკუთარ მაღვიძარებს, ისევე როგორც საკუთარ ყველაფერს. ასე მაგალითად სხვის პანაშვიდებზე სასოწარკვეთილნი ვბღავით, მაშინ როცა საკუთარ სიცოცხლეს უბოდიშოდ ვფლანგავთ)
- რომ ავა გარდნერი ერთ დროს ასეთი ახალგაზრდა და ლამაზი, უკვე ორი ათეული წელია ცოცხალი აღარ არის.
- რომ ორი ათეული საუკუნის შემდეგ ჩვენმა შთამომავლებმაც შესაძლოა ისეთივე გაკვირვებით დაუწყონ ყურება კალენდარს, როგორც ჩვენ ვუყურებთ ახლა სტოუნჰენჯს <3
- რომ ქალებმა გაცილებით (და სწორედ ამ "გაცილებით"-ის მასშტაბები გაშინებს) მეტი იციან ქალების შესახებ ვიდრე შენმა კარისკაცმა ვამეხმა)
- რომ შენი საყვარელი ანჟელიკა - გოგონა სიფრიფანა მხრებითა და დედოფალ ნეფერტიტის კისრით, ერთმა ფრანგმა რეჟისორმა ქუჩის მეძავად აქცია.
- და რომ სწორედ ამიტომ არ გიყვარს ფილმები
- რომ უკვე ძალიან გვიანია და შენ გეძინება, მაგრამ არ იძინებ, რადგან სულ ერთია მაინც ვერ ნახავ ანჟელიკას, რადგან ის (საყვარელი კატისა არ იყოს) შენი წარმოსახვიდან დიდი ხანია რაც გაიპარა. ადგილი აღარ ეყო ალბათ ....
P.s. ზოგადად კი, შენ ძალიან საინტერესო ადამიანი ხარ, მხოლოდ იმიტომ რომ არაფერი არ არის საინტერესო შენში...
P. p.s. თუ გინდა ვისაუბროთ შენზეც...
- პოსტი დაწერილია პოსტ "მარტივი გრამატიკა"-ს გავლენით
მომეწონა :)
ОтветитьУдалитьარარეალური იყო თითქოს. თავი სხვა სამყაროში წარმოვიდგინე. :დ
ОтветитьУдалитьმე კი ზედმეტად რეალური მეჩვენება
ОтветитьУдалитьბანალურად რეალური :)))
ava gardneri rom gamochnda gamajrjola
ОтветитьУдалитьვიცოდი რომ ასე იქნებოდა :)
ОтветитьУдалитьხო და მე კიდე ვიცოდი რომ შენ იცოდი რომ გარდნერს რომ ახსენებდი, მე გამაჟრჟოლებდა.
ОтветитьУдалитьდა საერთოდაც ეს შენ ძალიან მგავს მე
და მე მომწონს ეს ახალი სტილი, თუმცა არ ვიცი რა ქვია ამ სტილს.
რა მნიშვნელობა აქვს რა ჟანრია. მთავარია როგორია და ახალი სულაც არ არის მგონი
Удалитьუფრო სწორედ ემოციურიად ახალია
ან რაღაც მსგასი, ჟანრებზე არ გამომდის ლაპარაკი
ბოლო ნაწილმა მომკლა.
ОтветитьУдалитьდროდადრო შემოვიხედავ ხოლმე აქ და სიგარეტს და ყავას დავაყოლებ ამ პოსტს.
qihang0613chanel handbags
ОтветитьУдалитьralph lauren uk
abercrombie outlet
tory burch outlet online
true religion sale
toms outlet
coach outlet
oakley sunglasses sale
cheap oakley sunglasses
oakley sunglasses
chanel outlet
oakley sunglasses
cheap jordans
michael kors outlet online
oakley sunglass
tory burch handbags
christian louboutin sale
air max 95
ray ban uk
coach outlet
gucci outlet online
burberry sale
hollister clothing
tory burch shoes
toms shoes
coach outlet online
air max 90
pandora jewelry
rolex watches
cheap jerseys
ray ban outlet
coach factory outlet
true religion
michael kors bag
ray bans
michael kors bags
q
off white jordan 1
ОтветитьУдалитьkd 10
balenciaga shoes
yeezy boost 350
yeezy
moncler
kyrie irving shoes
longchamp
supreme new york
yeezy 700
m3i29d3l25 g0x76u8c31 s2e01z9o09 m6x65x1n44 k9h56y4j57 t2n57z6o24
ОтветитьУдалить