07 октября 2012

შიგ გორში - ანუ ბოლოს და ბოლოს რა არის პროვინციალობა

"- თბილისში დაიბადეთ?
- აბა?!
- რატომ?  სხვა ქალაქებშიც იბადებიან ბავშვები "
(ციტატა ცხოვრებიდან)

"გედეონ რევია ამბობდა - პროვინციალობა ის არის კაცს რომ თავისი მოდელი 
ეთაკილება და სხვისი მოდელით ცდილობს იცხოვროსო."
(ციტატა წიგნიდან) 

დღეს ერთ ძველ თემას შევეხები.  2 წლის წინ ვასასიმ დაწერა პოსტი "შიგ გორში თუ გარეთ?" სადაც მიწასთან ასწორებდა იმ ახალგაზრდებს რომლებსაც სცხვენოდათ იმის გამხელა რომ  წარმოშობით გორის რაიონის სოფლებიდან იყვნენ, ამიტომ ამბობდნენ რომ უშუალოდ ქალაქ გორიდან იყვნენ. მე კი ვფიქრობ რომ მიწასთან გასასწორებელი სწორედ ის  ადამიანები არიან ვინც მსგავს კითხვებს სვამენ  და პასუხის შესაბამისად იბზუებენ ცხვირს.

არადა წარმოვიდგინოთ რომ ვიღაც არის სოფელ ერედვიდან და კითხვაზე საიდან ხარ სრულიად ბუნებრივად და გულწრფელად პასუხობს - სოფელ ერედვს. მერე  მოუწევს იმის ახსნაც,  რომ სოფ. ერედვი მდებარეობს გორის რაიონში, მერე ისიც უნდა ახსნას რომ გორი  არის  სტალინის მშობლიური ქალაქი და ხშირად მართვის მოწმობების ასაღებად რომ ჩადიან ხოლმე ის. მერედა ღირს ყველას ამდენი რომ უხსნა და ელპარაკო? ბოლოს და ბოლოს რა მისი  ბრალია ვიღაცეები ასფალტზე ამოზრდილები რომ არიან და საკუთარი უბნის იქით ცხვირი არ გაუყვიათ, ან საქართველოს სოფლების სახელს მხოლოდ მაშინ რომ იგებენ როდესაც მათ ბომბავენ?

აი ჩხოროწყუ  ხო ამხელა რაიონული ცენტრია? არადა ჩემმა ჯგუფელმა რომ თქვა იქიდან ვარო ნახევარ კურსს ზედ ეწერა ეგ სადააო, ერთმა ლამის ისიც იკითხა მანდ რა მეტრო მიდისო.

საბჭოთა კავშირშიც ასე იყო.  რთულია რუკით იარო და ყველას უხსნა რომ იმ ქვეყნიდან ხარ რომელიც რუკაზეც კი არ ჩანს, ამიტომ გიგანტი სახელად  "საბჭოთა კავშირი" კარგი გამოსავალი იყო მათთვის ვისაც ლაპარაკი ეზარებოდა.

P.s. მანამდე კი მაინც არაფერი არ გვეშველება სანამ კითხვაზე სად დაიბადეთ ოდნავ გაოცებულ მზერის ფონზე და ოდნავ ნაწყენი ტონით  აქაოდა ამას რა მიხვედრა უნდოდაო უპასუხებენ - თბილისში. (აქცენტი "ს"-ზე,  ვწელავთ მეორე "ი"-ს და ვარბილებთ "ბ"-ს )
არადა ფაქტია, სხვა ქალაქებშიც იბადებიან ბავშვები!!!

10 комментариев:

  1. სხვა ქალაქშიც იბადებიან და "მერე მუდამ წუხან ამაზე" :D ძალიან ცუდია რომ ყველას თბილისელობა უნდა და პიროვნების შეასების მთავარი კრიტერიუმიც რომ ეგაა ხშირად.

    ОтветитьУдалить
  2. მე ვარ გორელი და მაშასადამე მე ვარ გორელი!

    ОтветитьУдалить
  3. ჰოდა რომ წუხან ეგ ვისი პრობლემაა? ეგ არის საკითხავი

    ОтветитьУдалить
  4. xshirad vecnobi xolme tqvens postebs da zdalian momwons xedavc da weris manerac, kargad danaxuli problemaa ganxiluli, me qutaiseli var da arasdros ar mqonia msgavsi komoleqsi, piriqit... atasi nigabi rom momargon mainc igrdznoben , rom me qutaiseli var da es dzalian magaria, visac etakileba msgavsi ram cudia da vinc mat akompleqsebs imatze raga unda itqvas, gaunatleblobis bralia.

    ОтветитьУдалить
  5. This is a great source of information, I will keep track of your posts and share them with everyone. I admire the person who wrote this post, you are so talented, hope you will promote them and become more successful.
    cá koi mini, abcya 2, friv Games for kids 2019, jogos io 2019

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)