15 ноября 2012

ზვიადაური მოკლეს !




"შენ ნუცას სკოლას დგამ, მე შექსპირს ვდგამ. 
 ადგილობრივი დრამატურგის ნაცოდვილარი თუ ჩაგივარდა პიესას დაბრალდება.
"რომეო და ჯულიეტა" რომ ჩამივარდეს,  რა ვქნა შექსპირს დავაბრალო?
პიესა არ ვარგოდა მეთქი ვთქვა?"
ჯ.ქარჩხაძე "ქარავანი"



და თუ სცენაზე "სტუმარ-მასპინძელი" თამაშდება და შემდეგ დარბაზი არ ინგრევა ტაშით ვის დავაბრალოთ ეს? მართალია, ვაჟას არაფერი აკლდება, ვაჟა ვაჟად რჩება ისევ  თუკი მსახიობი სათანადოდ ვერ წაიკითხავს მის დაწერილს, ის მაინც კარგად დაწერილად ჩაითვლება, მაგრამ მაინც გულდასაწყტვეტია...
სკოლაში ლიტერატურაზე მეტად არაფერი მიყვარდა, შესაძლოა ლიტერატურა არაფერ შუაშია და უბრალოდ მიყვარდა.  არ არსებობდა ლიტერატურურლი ნაწარმოები, რომელიც მესწავალა და მისი ეპიზოდური როლის შემსრულებელი არ შემყვარებოდა ვინღა არ მყვარებია? აბდულშაჰილი მიყვარდა, ზვიად ამირსპასალარი მიყვარდა, გამრეკელი მიყვარდა თორნიკე ერისთავიდან და გუგუა ხევისბერიდან, თუმცა ზოგჯერ მთავარი გმირებიც მიყვარდებოდა ხოლმე. და რას არ გაიღებ მერე შენ ძველ სიყვარულს ისევ რომ შეხვდე. რას არ გაიღებ რომ კიდევ ერთხელ ნახო თუ როგორ კლავენ ზვიადაურს, ოღონდ  ამ შემთხვევაში მართლა კლავენ. ნეტა არ მენახა. ...
 არა ზვიადაურს სხვანაირი თამაში უნდა მაინც .  როგორი და სულ სხვანაიირი.
 ხმა...
ზვიადაურს სხვანაიარი ხმა უნდა ჰქონდეს, იმიტომ რომ  ზვიადაურია!  ის ხომ არ არის შეყვარებული რომეო,  არც ახალგაზრდა ვერტერია თავისი მტანჯველი ვნებებებით. სხვანაირი უნდა იყოს ზვიადაური, ისეთი რომ კლავენ „ძაღლ იყოს თქვენი მკვდირისადაო" მანამდე უნდა იძახოს სანამ ბოლომდე არ დალევს სულს, ყველას უნდა დაანახაოს, მეტიც უნდა დააჯეროს რომ  არ ეწირება, რომ კი არა კვდება,  კლავენ და მიუხედავად სიკვდილისა გულს რომ ვერ უკლავენ მაინც.
 
და თუ სიკვდილია ისე უნდა მოკვდეს უნდა დაამტკიცოს ღირსი რომ არის სხვისი  ქმარი სხვისმა ცოლმა რომ დაიტიროს.
ნარკომანების თამაში კარგად გამოგვდის, ქუჩის ბიჭებსაც კარგად ვთამაშობთ, ისტერიულ, შოზოფრენიკ და ყველაფრის გამპროტესტებელ ახალგაზრდებშიც არ მოვიკოჭლებთ და სანამ სახლში მივდიდოდი ერთი კითხვა მიტრიალდებდა თავში ძალიან პათეტიკური და უფრო მეტად რიტორიკული, ნუთუ იმდენი ვაჟკაცობა აღარ შეგვრჩა ვაჟა რომ ვითამაშოთ?
ვითამაშოთ მაინც, ვითამაშოთ,  კლდეებზე ბობღვა ხომ აღარავის მოეთხოვება ამ დროში?


9 комментариев:

  1. თვითონ დაუშვი შეცდომა და ნუ აბრალებ ეხლა მსახიობს

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. არავის არ ვაბრალებ. ჰოდა ჩემი შეცდომა კიდე ის იყო რომ მაგ სპექტაკლზე წავედი.
      არ მომწონს ეს რუსთაველის თეატრის სპექტაკლები და რატომ მინდა რომ მომეწონოს არ ვიცი .

      Удалить
  2. მკითხველი16 ноября 2012 г. в 16:30

    ვერ ვიტყვი რომ შენი ყველა პოსტი მაქვს წაკითხული მაგრამ შენი ყველა პოსტის ყველა ეპიგრაფი მაქვს წაკითხული და რესპექტ
    პატივისცემით მკითხველი

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. დიდი მადლობა ეპიგრაფების კითხვაც რამეა :)

      Удалить
  3. პირველი შეცდომა მაშინ დაუშვი როდესაც საერთოდ გადაწყვიტე მაგის ეკრანიზაციის ნახვა.
    იმიტომ რომ კონკრეტული მკითხველის წარმოდგენები როგორც წესი არ ემთხვევას კონკრეტული რეჟისორის წარმოდგენებს, ანდა რატომ უნდა დაემტხვას არა?
    და მეორე შეცდომა მაშინ დაუშვი როდესაც კლასიკის ნახვის მერე გადაწყვიტე მაგ ეკრანიზაციის ყურება.

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. შენ იცი რომ არ ხარ მართალი :)
      მაგრამ მესმის და ვიზიარებ შენს თავდადებას. :)

      Удалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)