"ვინ იცის, თვითმკვლელობისას, დროის იმ თითქმის არარსებულ მონაკვეთში, რომელიც რევოლვერის სასხლეტის დაშვებასა და ცნობის წართმევას შორისაა, კაცს საშინელი, ყოვლისდამრთგუნველი სურვილით უნდება სასიკვდილოდ აშვებული ტყვიის უკან დაბრუნება და ტყვია კი არ კლავს, არამედ იმის განცდა, რომ ეს სურვილი ამაოა და აღარაფრის უკან დაბრუნება აღარ შეიძლება."
/ ჯ. ქარჩხაძე
რამდენი მეგობარი გვყავს, არადა ერთ დღესაც თავი რომ მოვიკლათ დარწმუნებული ვარ ვერც ერთი მათგანი ვერ გასცემს პასუხს კითხვაზე რატომ გავაკეთეთ ეს.
თუმცა ფეისბუქს ალბათ წალეკავენ თქვენი ფოტოებით და იმაზე მსჯელობით, რომ იმის მიხვედრა
რატომ ჩაიდინეთ, თქვენ ესოდენ მხიარულმა და
სიცოცხლით აღსავსე ადამიანმა,
ამგვარი რამ მათ მიხვედრილობის
ფარგლებს სცდება.
თუმცა ფეისბუქ მეგობრებს რას ვერჩი? იმის ახსნას თუ რატომ
მოგინდათ ერთხელაც თქვენი მაღალსართულიანი სახლის სახურავიდან გადმოხტომა, თქვენი ყველაზე ერთგული და უახლოესი მეგობრებიც კი ვერ შეძლებენ რომელთანაც
ჯერ კიდევ ფეისბუქის შექმნამდე მეგობრობდით. და ერთადერთი რასაც ისინი ზედმეტად გააკეთებენ
თქვენთვის არის ის, რომ აუცილებლად მოვლენ პანაშვიდზე, თუმცა არა, პანაშვიდზე ყველა მოვა. მაგრამ რატომ დადიან ადამიანები
პანაშვიდზე ეს მაინც აბსოლუტურად გაუგებარია: მკვდარს არაფერი ეშველება, ჭირისუფალი
მარტოობაში უფრო კარგად იქნება და მიმდინარე ჭორების განხილვა სხვა ადგილასაც მოხერხდება.
სუიციდ მწერლებს თუ გადავხედავთ ყველაზე ხშირად თავს
ამერიკელები და აიაპონელები იკლავდნენ. გავრცელებული ვერსიით ამერიკელებს დეპრესია არ
ასვენებდათ, იაპონელებს კი ღმერთი, ან მისი ნაკლებობა. არავინ ისე მომხიბვლელად, ისე ამაღლებულად, ისე
სურნელოვნად არ აღწერს სიკვდილს, როგორც იაპონელები. მათ სიკვდილი უზენაესს ხელოვნებად
აქციეს და შემდეგ გადაწყვიტეს რომ თავად შეექმნათ ეს ხელოვნება.
„ღმერთებს ჩვენგან განსხვავებით, სამწუხაროდ
არ შეუძლიათ თავი მოიკლან“ - წერს აკუტაგავა და ხვდები რომ ის ფიქრობს რომ ამით შენ
ღმერთებზე მეტიც ხარ, იმიტომ რომ არჩევანი გაქვს. ესეც ღმერთის მოცემული, მაგრამ მაინც
არჩევანი, იმისა რომ ყოველთვის ყოველ წამს, დღე-დაღამის ნებისმიერ მონაკვეთში, აბსოლუტურად
პირადი პასუხისმგებლობით, დამოუკიდებლად და ყველასთან შეთანხმების გარეშე, ყველაფერი
თავიდან-ბოლომდე ა-დან ჰ-მდე, ალფადან ომეგამდე, საწყისიდან სასრულამდე მოგბეზრდეს, შუბლში ტყვია მიიხალო და
მორჩეს. (ტვინის ფუნქციონირების შეწყვეტა- სიკვდილი იურიდიულ ენაზე. რა უცანურები ვართ
ეს იურისტები.) აკუტაგავა მაინც ყველაზე მომხიბვლელად, ყველაზე გალანტურად, ყველაზე
კარგად შერჩეული სიტყვებით ეკურკურებოდა სიკვდილს, მისი კითხვისას სულ მეშინია და ვფიქრობ
ვერონალი აფთიაქებში რეცეპტით იყიდება თუ მის გარეშე?
მაგრამ ახლა აკუტაგავაზე კი არა თქვენზე ვსაუბრობდი,
მაინც რამდენი მეგობარი გყავთ? და ერთხელაც რომ გადაწყვიტოთ და მტკვარში, .... არა მტკვარი
ზედმეტად ბინძურია ისეთი სუფთა საქმისთვის, როგორიც სიკვდილია. თერგი იყოს, უფრო სუფთაცაა, უფრო ხმაურიანიც უფრო
სწრაფიც. თქვენს პანაშვიდზე მოსული რამდენი მეგობარი იტყვის რეალურად რა მოხდა? ვერც
ერთი. მხოლოდ გაურკვევლობა, გაოცება და ზოგადი ფრაზების ბოდიალი არსთა არსობის არსის
ძიებისკენ. ერთი-ორმა შეიძლება ჩემს მიერ ზემოთ ნახსენები აკუტაგავაც გაიხსენოს და
დაიმოწმოს, რომ “ალბათ არც
ერთი თვითმკვლელი ბოლომდე დარწმუნებული არ არის
იმ მოტივში,
რის გამოც
თავს იკლავს".
და ამას საბოლოოდ ყველა დაეთანხმება, მაგრამ არავის გაახსენდება რომ სანამ სუიციდის
მიზეზის ასახსნელად იაპონიას მივადგებით, მანამდე
იყო საქართველოშიც, მეტიც თბილისში, ერთი კაცი რომელმაც ნახევარი საუკუნის წინ
საავადმყოფოს ფანჯარა გამოაღო, თუმცა სანამ ამ ფანჯარას გამოაღებდა მანამდე ისიც თქვა:
„რა იციან მეგობრებმა თუ რა ნაღველს იტევს გული“-ო.
და ნახევარი საუკუნის განმავლობაში არათუ მეგობრებმა, ვერავინ ვერ ახსნა ამ საბედისწერო ნახტომის მიზეზი. ჭილაძეს თავი არ მოუკლავს, პირიქით ბოლო წამამდე იხვეწებოდა მაცალეთ ბოლო ფურცლის შევსებაო, მაგრამ სანამ ამას დაწერდა მანამდე ისიც თქვა "ჩვენ ყველასა გვაქვს პატარა კუთხე, სადაც ჩვენვე ვართ ჩვენი უფროსიო" და სწორედ ეს პატარა კუთხე, დამალული აბსოლუტურად ყველასგან, ყველა ადამიანი საკუთარი პასუხისმგებლობით რომ განაგებს და საკუთარ ოთახზე კარგად იცნობს, აღმოჩნდება ხოლმე ის ყულაბა სადაც სიკვდილის მიზეზებს ნელ-ნელა მონეტებივით ვყრით და როცა ის უკვე საკმარისად გაიბერება, მერე უკვე ალბათ ადვილიც ხდება ფანჯრის გამოღება და გაფრენა.
p.s.
ასე რომ მეგობრებო,
მიუხედავად იმისა, რომ თვითმკვლელობაზე რეალურად მხოლოდ ერთხელ მაქვს ნაფიქრი, ისიც ძალიან ბუნდოვნად დაწოლიდან დაძინებამდე რამდენიმე მისტიური წამი რომ არის იმის განმავლობაში, თუ სიცოცხლეს სუიციდით დავასრულებ, გთხოვთ ამ პოსტს ნურანაირ მტკიცებულებად ნუ მიიღებთ. ..
მაგრამ რატომ დადიან ადამიანები პანაშვიდზე ეს მაინც აბსოლუტურად გაუგებარია: მკვდარს არაფერი ეშველება, ჭირისუფალი მარტოობაში უფრო კარგად იქნება და მიმდინარე ჭორების განხილვა სხვა ადგილასაც მოხერხდება. - იმიტომ რომ იცი რომ ბოლო დღეებია როდესაც ხედავ. მერე რა რომ ვერაფერს გრძნობს ის და მკვდარია. მაგ დროს ეგოისტობის მომენტი უფრო გერთვება და ვერ ეგუები იმ აზრზს რომ ვერასოდეს ნახავ, უბრალოდ შეუძლებელია მაგას შეეგუო. გინდა რომ სულ იქ იყო, აი სულ. არ გინდა რომ დატოვო და გასვენების დღე ხომ საერთოდ :((((((((((( ზოგი უბრალოდ, ზრდილობის გამო მოდის და წირისუფალის თვალში კარგ ადამიანად წარმოსაჩენად.
ОтветитьУдалитьრატომ მიდიან საფლავებზე? იმიტომ რომ რაღის იმედი აქვთ. თითქოს უნდათ რომ იქ იპოვონ შვება, ან იქ ამოივსონ ეს მონარების რაღაც და მიდიხარ და იქაც არაფერია, ვაბშე არაფერი მაგრამ რამდენჯერაც უსაშველოდ მოგენატრება იქ მიდიხარ.
რაც შეეხება თვითმკვლელებს, არ ვიცი, ერთდორულად ყველაზე ძლიერები და ყველაზე სუსტები არიან. მაგრამ მაინც არ მიყვარს თავს რომ იკლავენ :|
უკანასკნელად გინდა რომ ნახო? სად მის პანაშვიდზე? როცა უკვეე აღარაფრის თქმა არ შეგიძლიათ ერთმანეთისთვის?
Удалитьარ ჯობია საერთოდ არ ნახო და ის ისეთად დაგამახსოვრდე, როგორიც გახსოვს - ცოცხალი.
სასაფლაზოზე კი არავინ გხვდება, სრულიად არავინ და არაფერი ქვის გარდა
არაა მასე უკეთესი :(
Удалитьჩემთვის არ ყოფილა.
ნათია პანაშვიდზე ხალხი ცოცხლად დარჩენილების გამო დადის და არა მიცვალებულის გამო...
ОтветитьУдалитьმეც ეგ ტენდენცია დავაფიქსირე ზუსტად
Удалитьნეტა მეც მაქვს ნაფიქრი თვითმკვლელობაზე?
Удалитьშეიძლება ესეთი რამე დაგავიწყდს?
კი როგორ არა, თუ სერიოზულად არ ფიქრობ :)
Удалитьალბათ ინდივიდუალურია ეგეც : )
Удалитьთავი არ მოიკლა, თორემ ვერ გადამირჩები ჰექსე
ОтветитьУдалить:D :D
თავს თუ მოვიკლავ ნამდვილად ვერ გადაგირჩები ბაჩო :)
Удалитьახლობელი როცა გიკვდება, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ ხალხი მოდის და მარტო არ რჩები. იმედია ამას კარგა ხანს ვერ მიხვდები და გეგონება ისე, როგორც გოონია.
ОтветитьУдалитьამას დიდი ხნის წინ მივხვდი, თან არაერთხელ და მგონია ისე როგორც მგონია.
Удалитьთვითმკვლელობის იმდენი მიზეზი არსებობს, რამდენს ადამიანსაც თავი მოუკლავს, მაგრამ ბევრი ადამიანის შემთხვევაში მგონია, რომ მთავარი მიზეზი მარტოობა და საზოგადოებისგან გარიყვაა. ამიტომაცაა, რომ ბრბოსა და პრიმიტიულობაზე ბრვად მაღლა მდგარი ადამიანები იკლავენ თავს... ჩვენ არ ვიღებთ ასეთ ადამიანებს, აქ ჩნდება გაუცხოებაც. მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანული რელიგია თვითმკვლელების ადგილს ჯოჯოხეთში მოიაზრებს, მაინც მგონია რომ ბევრ ადამიანს, ვინც ტავი მოიკლა გაცილებით დიდი რწმენა ჰქონდა, ვიდრე ჩვენ გარშემომყოფებს, ვისაც ეძნელება ცხოვრება დათმოს.
ОтветитьУдалитьმე კიდე მგონია რომ მორწმუნე ადამიანები თავს არ იკლავენ.
Удалитьასევე არ მგონია რომ ადამიანები აფექტის მდგომარეობაში იკლავენ თავს, უფროს სწორედ შესაძლოა რაღაც ნაწილი იკლავას, რაღაც ნაწილისთვის კი ეს გააზრებული მოქმედებაა :)
რას ბოდიალობდი იმ დღეს თვითმკვლელობის ყველა უმტკივნეულო ხერხი რომელიაო?
ОтветитьУдалитьსაძილე წამლები. დალევ, დაწვები, დაიძინებ და მორჩა.
Удалитьუმტკივნეულო კი არის მაგრამ თან რაღაცნაირია მაინც.
ჩემი ამბავი რომ ვიცი სანამ დამეძინება იმ რამდენიმე წუთის განმავლობაში მომაკვდინებლად მომინდება და შემიყვარდება სიცოცხლე და წამალი კი არ მომკლავს არამედ სწორედ იმის შეგრძნება რომ არაფრის შეცვლა აღარ შემეძლება.
:(
ლოლ.
Удалитьარადა მაგ შემთხვევაში უფრო შეგიძლია რამის შეცვლა ვიდრე ტყვიის ან მაღალსართულიანი სახლის სახურავიდან გადმოხტომის შემდეგ.
ნუ რაც ნამდვილად ზუსტად ვიცი, შენ თავს არასდროს მოიკლავ, ზემდეტად გიყვარს სიცოცხლე.
მე ვფიქრობ ამ ბოლო დროს, სრული სერიოზულობით ვფიქრობ, მაგრამ ჯერ–ჯერობით მეშინია. დღითი–დღე უფრო ნაკლებად, მაგრამ მაინც მეშინია. ალბათ, ერთხელ გადავლახავ ამ შიშს :)
ОтветитьУдалитьრისი გეშინიათ? სიცოხლის თუ სიკვდილის?
УдалитьI hope this post of yours will be more appreciated by it really excellent, i enjoyed it, thanks for posting it. I do not feel sorry for taking the time to read this post, it is really nice and useful to me, thanks for posting it.
ОтветитьУдалитьabcya online, jogo io online, friv Games online 2019, cá koi mini