„რა იოლად , რა უგუნური თავდაჯერებით მსჯელობს ერთი კაცი მეორეზე! რა ბრიყვულად სჯერა, რომ შეუძლია დაშალოს, ააწყოს, იცოდეს. რაოდენ სულელი უნდა იყო რომ (მის) დარდს, სიმწარეს, გააფთრებას (მის) თითქოსდა ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულ ჭირვეულობას ერთმნიშვნელოვანი ახსნა მოუძებნო" - ჯ. ქარჩხაძე
როგორ დავაფასებდით მონა ლიზას, ლეონარდო და ვინჩის რომ ტილოს ქვედა კუთხეში მიეწერა: "ეს ქალბატონი იმიტომ იღიმის, რომ რაღაცას უმალავს თავის საყვარელს." - ს. კუბრიკი
ალბათ ცხრა საათი იქნებოდა როდესაც ოფისის კარი გამოხურა და სახლში წასვლა დააპირა. ნელა და დამღლელი მოთმინებით ჩამოათავა ორმოცდათორმეტ საფეხურიანი კიბე, რომლის საფეხურების რაოდენობას ყოველ ჯერზე განსაკუთრებული რუდუნებით ითვლიდა ხოლმე და შეეცადა რაც შეიძლება სწრაფად გაევლო ქუჩა, სადაც ზედმეტად გადაპრანჭული და პეროსთან ღრმად ნაზიარები ხალხი 50 ლარიანის გემოთი შეექცეოდა 3 ლარიან თურქულ ყავას.
ღმერთმა ყველა დაგიფაროთ, იმის დანახვისაგან თუ როგორ ეხვევა თქვენი შეყვარებული, თუნდაც ყოფილი, ვიღაც კახპას. ეს იცით რას გავს? პრინციპში რას გიხსნით თუ მსგავსი რამ განცდილი გაქვთ უკეთ გეცოდინებათ, თუ არა და მერწმუნეთ ამის ახსნას თქვენთვის არანაირი აზრი არ აქვს, ხომ გაგიგონიათ ვისაც არ მოსწყურებია მისთვის წყალი უბრალოდ უფერული სითხეაო.
და მიუხედავად იმისა რომ ყველაფერი დიდი ხნის წინ დასრულდა, უცებ მოეჩვენა რომ ყველაფერი სწორედ ახლა დასრულდა. მოეჩვენა რომ ხვალ აღარ გათენდებოდა, აღარასოდეს ამოვიდოდა მზე, აღარასოდეს ირბენდნენ ქუჩაში ბავშვები, საახალწლოდ აღარ გაანათებდნენ შენობებს და ბოლო-ბოლო კაცობრიობა ვეღარასოდეს გაიგებდა მაინც რა ჯანდაბა აღიმებდა იმ წყეულ მონა-ლიზას როდესაც ლეონარდო ხატავდა.
მერე ყველაფერი ისე მოხდა როგორც ჰოლივუდში ხდება ხოლმე. თავი სწორედ იქ ეგონებოდა კიდეც, რომ არა ბარმენის მძაფრი ქუთაისური აქცენტი. ზუსტად ბარმენის წინ იჯდა და შესაშური მონდომებით ავსებდა ცრემლებით სასმელით ნახევრად სავსე ჭიქას, თან ფიქრობდა რომ მაინც არავის არ სჯეროდა ცრემლების - არც მოსკოვს, არც თბილისს და არც "რომს", რომელსაც ცრემლებიანს მაგრამ მაინც დიდი გემოვნებით სვამდა.
- რომი ! ანუ კასრში გამომწყვდეული თავგადასავალი - მოესმა გვერდიდან. სიმპატოურიაო ვერ იტყოდი, თუმცა ვერც იმას იტყოდი არ არისო.- მაგრამ მე მაინც ესპრესოს ვარჩევ, ყველაზე კარგად მას მაინც რომში ამზადებენ, ყოფილხართ იქ? თუ არა, ეს საკითხი უნდა გამოვასწოროთ.
მეოცნებეც ყოფილა, რომანტიკოსიც, ლამაზად მოლაპარაკეც, ალბათ ყოველ დღე აქ არის და დარდით გულდამძიმებულ ქალებს ცდილობს ნაღველი შეუმსუბუქოს.
ტვინს ბურღავდა მუსიკა, რომელიც მაშინაც ისმოდა როდესაც "ის" (წეღან იმ კახპას რომ ეწებებოდა) უმტკიცებდა რომ სამუდადმოდ მასთან იქნებოდა. ცოტა ხანში კი გაირკვა, რომ სიტყვა სამ უდამო ნიშნავს სამ თვეს.
- კაცები რაღაც უცნაურები არიან, ჯერ ყველაფერს აკეთებენ, მერე კი ყველაფერს თავადავე აფუჭებენ - განაგრძობდა ის არც ისე სიმპატიური, არც ისე არასიმპატიური
- არა, ყველაფერს კახპები აფუჭებენ, გინახავათ ისინი, ისინი ყველგან არიან, ყველგან.....
- კახპები - თქვა და რაღაც შეთქმულების მონაწილესავით ჩაიღიმა - თავისი ნებით ვერასდრო, ვერაფერს გააფუჭებენ.
მერე რაღაც დაუჯერებელი მოხდა, ის რასაც ჩვეულებრივ სალაპარაკო ენაზე კოცნა ქვია და მანაც რომით გაბრუნებულმა და მონა-ლიზას ბედით დამწუხრებულმაც იგრძნო ზუსტად ის რაც შეიძლება იგრძნოს ქალმა რომელმაც რამდენიმე წუთის წინ დაინახა როგორ ეხუტებოდა მისი შეყვარებული (თუნდაც ყოფილი) ვიღაც კახპას რომელიღაც ქუჩის შესახვევში და რომელიც ახლა ერთ-ერთ ბარში სრულიად უცნობ კაცს კოცნიდა. ეს იცით რას გავს? თუ განგიცდიათ გეცოდინებათ თუ არადა ნუ მომაყოლებთ მაინც ვერ გაიგებთ.
P.s.
ბოლოს კი ყველაფერი მაინც ჰოლივუდურად დამთავრდა, ბარში გოგო შემოვიდა, მერე კი იქიდან ისეთივე სისწრაფით გავარდა როგორითაც შემოვარდა და თან გაიყოლა ისიც, არც ისე სიმპატიური, მაგრამ თავაზიანი, რომანტიული, სენტიმენტალური, დავარქვათ მას პირობითად გიორგი.
მეორე კი რომით გაბრუებული და მონა-ლიზას ბედით დამწუხრებული ისევ ბარმენს მიუტრიალდა და ნიშნისმოგებით უთხრა
- ხომ ვამბობდი ყველაფერს ბოლოს მაინც ეს კახპები აფუჭებენ.
ბარმენმა კი, გვარინად შემთვრალმა და საჭიროზე მეტად გამოპრანჭულმა , ჭიქაში რომი ჩაუმატა და მკვეთრად გამოხატული ქუთაისური აქცენტით ჰკითხა:
-მაინც რა აღიმებდა იმ კახპა ლიზას?
- ლეონარდოს ეცოდინება ალბათ...
ე.ი. აღნიშნული პოსტი მიეძღვნა პოსტს, რომელიც უკვვე წაიშალა და პოსტს რომელიც უკვე წაშლილ პოსტს მიეძღვნა და ბლოგის გათიშვის გამო პირველად ჩემს გვერდზე გამოქვეყნდა.
" ცოტა ხანში კი გაირკვა, რომ სიტყვა სამ უდამო ნიშნავს სამ თვეს.
ОтветитьУдалить"
:) :)xoo
ОтветитьУдалитьان الرائد تقدم افضل الخدمات النزلية في المدينة المنورة بارخص الاسعار يمكنك زيارة التالي للمزيد من المعلومات :
شركة تنظيف بمكة
شركة نقل عفش من جدة الى الاردن شركة شحن عفش من جدة الى الاردن
شركة تنظيف منازل بالخبر
افضل شركة تنظيف منازل بالمدينة المنورة شركة تنظيف منازل بالمدينة المنورة
شركة مكافحة حشرات بالمدينة المنورة شركة رش حشرات بالمدينة المنورة
off white shoes
ОтветитьУдалитьlebron 18
curry 7
jordan retro
off white
kyrie 7
birkin bag
pg shoes
yeezy boost 700
kd13