კვირა, წიგნი, ბიბლიოთეკა, ავტორი, მსუქანი ბიბლიოთეკარი,
ფოლკნერი, ჰერმან ჰესე, მისტერიები,
სექსი, შხაპი, E = mc2 , ფიზიკის სიმაპტიური მასწავლებელი,
ტელეფონი, კვირა, დედა...
თვალი რომ გავახილე ის დრო იყო საათის ისრებსაც რომ ეზარებათ მუშაობა და ფეხათრევით რომ მიიზლაზნებიან მაინც. ერთი კვირის განმავლობაში უკვე მესამედ მეღვიძებოდა ერთი და იგივე შეგრძნებით: თითქოს შენ ცხოვრებაში რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი უნდა მოხდეს და შესაბამისად რაღაც ძალა გაიძულებს ამ დროს არ გეძინოს და სწორედ ამიტომ გაფხიზლებს დილის 6 საათზე.
მაგრამ მაინც უცნაურია.
ორშაბათ დილით 5 წუთითაც რომ ჩამეძინოს ჩემი უფროსი თავის სამ მოადგილიანად სუბორდინაციის ზუსტი დაცვით დარეკავენ რიგ-რიგობით და პროტოკოლის სრული დაცვით თავაზიანად შემახსენებენ სად და რას უნდა ვაკეთებდე ორშაბათ დილის 9 საათზე, ხოლო კვირას დილის 6 საათზე არც ერთი მათგანი არ მირეკავს და არ მეუბნება რომ ამ დროს ისე ღრმად უნდა მეძინოს თითქოს ორშაბათი დილა არასდროს გათენდება.
ვფიქრობ რისი გაკეთება შეიძლება კვირა დილის 6 საათზე და მხოლოდ ერთი ფრაზა მახსენდება "განზომილებიდან": "შეიძლება ადამიანი დილის 6 საათზე ნორმალური იყოს? "
06:00
06:00
მდუღარე წყლის ქვეშ იმდენ ხანს ვიდექი სანამ კანი მთლიანად არ გამიწითლდა, მერე დამინაოჭდა, დამეორთქლა. დაორთქლილი კედელზე დავწერე E = mc2 და ჩემი ფიზიკის მასწავლებელი გამახსენდა - სიმპატიური ბერბიჭა სკოლის მთელი გასათხოვარი ქალები რომ დასდევდნენ უკან, მაგრამ რაც მეტი იყო დაწოლა მით მეტი წინააღმდეგობა. ონკანი დავკეტე და დაველოდე როდის გაშრებოდნენ წყლის წვეთები თავისით, ერთიანად ამბურძგლა, მერე კბილის კბილზე ცემა დამაწყებინა. ბოლოს კი სხეულმა მოცემულ მომენტში ყველაზე საუკეთესო გამოსავალი იპოვა და ავღრიალდი, არ მახსოვს რამდენ ხანს ვღრიალებდი, მაგრამ როცა გული უკვე ყელში ამომიჯდა და ხმა ჩამიწყდა გავიგონე როგორი გაბმით რეკავდა ტელეფონი. სახლის ტელეფონზე ან სულელური გამოკითხვების ჩასატარებლად რეკავენ ხოლმე ან ძალიან ღრმა ბავშვობის მეგობრები რომელთაც ამ ჟესტით ალბათ იმ ბავშვობის გახსენება სურთ, როდესაც სახლის ტელეფონზე ჩამოკიდებულნი საათობით ვუყვებოდით ერთმანეთს ათასგვარ სისულელეს. მეზობელი იყო - აინტერესებდა ყველაფერი კარგად მქონდა თუ არა, მე გავბრაზდი.
07:05
რატომ უნდა დაურეკო დილის შვიდ საათზე მეზობელს ამგვარი უაზრო კითხვით, ან რა უნდა გაუჭირდეს მეზობელს კვირა დილით 7 საათზე, რატომ არ უნდა ჰქონდეს ყველაფერი კარგად? ბოლოს და ბოლოს ყველას უფლებაა დილის 7 საათზე საკუთარ სააბაზანოში რამდენიც უნდა იმდენი იბღავლოს და აღნიშნულის თმენის ვალდებულებას სამეზობლო სამართალიც კი ითვალისწინებს.
07:05
რატომ უნდა დაურეკო დილის შვიდ საათზე მეზობელს ამგვარი უაზრო კითხვით, ან რა უნდა გაუჭირდეს მეზობელს კვირა დილით 7 საათზე, რატომ არ უნდა ჰქონდეს ყველაფერი კარგად? ბოლოს და ბოლოს ყველას უფლებაა დილის 7 საათზე საკუთარ სააბაზანოში რამდენიც უნდა იმდენი იბღავლოს და აღნიშნულის თმენის ვალდებულებას სამეზობლო სამართალიც კი ითვალისწინებს.
რა უნდა შეემთხვეს ადამიანს კვირა დილით? არადა დედა სწორედ კვირას მოკვდა, დილით. რომელი საათი იყო არ მახსოვს, ის კი მახსოვს რომ სახლში ვიღაც დაჟინებით კითხულობდა რომელი საათიაო, მაგრამ არავინ პასუხობდა. დილა რომ იყო უფრო სწორედ გამთენია იქიდან მახსოვს რომ ფანჯრიდან ვიყურებოდი და ღრმად ვიყავი დარწმუნებული იმაში რომ აღარ გათენდებოდა, მზე აღარასოდეს ამოვიდოდა და იმ დილითაც დედის სიკვდილი კი არ გამიკვირდა უფრო იმან გამაოცა რომ დილა გათენდა, მზე ამოვიდა და ჩემი სახლის წინ მცხოვრებმა ქალმაც ზუსტად ისეთივე მშვიდიდ რიტმით გადმობერტყა ხალიჩა აივნიდან როგორც გუშინ, მაშინ ყველაზე უნამუსო ამ ქვეყნად ეს ქალი მეგონა ასეთი სიმშვიდიდთ რომ იყო დაკავებული ყოველდღიური საქმით.
08:00
ისიც კი დამავიწყდა რა წიგნს ვკითხულობდი ბოლოს. ა, ხო ბოლო ჰამსუნის "მისტერიები" იყო, მერე კი ნამდვილი მისტერიები დაიწყო და როდესაც ცხოვრება წიგნივით მიდის მაშინ ჯობია ის წაიკითხო ვიდრე ვიღაცის წიგნები. და უცებ გამახსენდა რა მაღრიალებდა, ან რა მაფხიზლებდა უკვე მესამე დღეა დილის 6 საათზე. სააბაზანოში როდესაც ჩემი სააბაზანოს დაორთქლილ კედელზე დავწერე E = mc2 უცებ მომეჩვენა (ან გამახსენდა) რომ ჩემი ცხოვრება წიგნია, რომელიც ბიბლიოთეკიდან გამოვიტანე და სულ ცოტა ხანში უკან უნდა დავაბრუნო, ამიტომ ნაჩქარევად უნდა წაიკითხო, ზოგიერთი მომენტის სრული გააზრების გარეშე, ხშირად ზედაპირულადაც, ავტობუსის გაჩერებებზე, ავტობუსში ბიბლიოთეკამდე. მერე მსუქანი ბიბლიოთეკარი დიდი მონდომებით და უნდობლად გადაათვალიერებს და გადათვლის ფურცლებს წიგნში იმაში დასარწმუნებლად რომ არც ერთი მათგანი არ აკლია. მაინც რატომ უნდა ამომეხია ფურცლები? მართალია ზოგიერთი მათგანი ჩემთვის მძიმე და უსიამოვნო წასაკითხი იყო, თუმცა ამგვარი სურვილი მაინც არ გამჩენია. დაე, ყველამ საკუთარი დაწერილი წიგნებიდან ხიოს ფურცლები.
08:28
სარკის წინ ვდგავარ და დაორთქლილ მინაზე ვწერ E არ არის ტოლი mc2 , არც არასდროს ყოფილა. ცხოვრება კი რომლითაც ვცხოვრობ სულ უფრო მეტად მაგონებს წიგნს რომელიც ბიბლიოთეკიდან ვითხოვე და სულ მალე უნდა დავაბრუნო უკან და სადმე ამ წიგნის დამწერი თუ შემხვდა აუცილებლად ვთხილშავ წიგნს თავში და ვკითხავ მაინც ვის უბედავს ამდენს? მაინც საიდან მოათრია ამდენი ემოცია, ტრაგიზმი, დრამატიზმი, მაღალფარდოვნება და თუ მოათრია რაღა მაინცდამაინც ამ ერთ წიგნში ჩატენა. არა, ახლა წიგნები ასე არ იწერება... ავტორი ალბათ ძალიან ახალგაზრდა და გამოუცდელია და ალბათ არასდროს ყოფილა წიგნის მაღაზიებში, არასდროს უნახავს თანამედროვე წიგნები - ყოველგვარი ემოციის, შინაარსისა და ფილოსოფიის გარეშე. ასეთი წიგნები ფოლკნერსა და ჰესეზე კარგად იყიდება, მარტივად იკითხება, მარტივად იჭმევა ბუტერბროტივით. იქ სექსიც კი სულ სხვანაირია - ერთი, ორი, სამი და მორჩა...
08:50
სარკე აღარ არის დაორთქლილი, ნელ-ნელა იშლება იქიდან ვარაუდი იმისა, რომ E არ უდრის mc2 -ს, უკან უკვე ნათლად ჩანს ჩაიდნიდან ამომავალი ორთქლი, გვერდითა ოთახიდან კი ტელეფონი რეკავს გაბმით, ალბათ ისევ მეზობელია, რომელსაც აინტერესებს რატომ დუღს ჩემს სამზარეულოში ჩაიდანი ასე დიდხანს, უცნაურები არიან მეზობლები - რატომღაც მუდან შენი სააბაზანოთი და სამზარეულოთი ინტერესდებიან.
09:00 - 2შაბათი
დაკვირვებული ვარ, ყოველთვის ზუსტად 9 საათზე რეკავენ ხოლმე. მე კი ვწევარ და ვერ ვინძრევი, მარტივი მიზეზით - გავცივდი. ახლა მეტი დრო მაქვს წიგნებისთვის, დეკემბრის ჩვეულებრივი უჟმური დილაა - მე კი ვფიქრობ რომ ზოგჯერ ყველაზე გენიალურ ავტორებსაც კი არ ძალუძთ წიგნის ფინალის შეცვლა.
miyvars xolme sheni samiginaluroba
ОтветитьУдалитьსამობას არ ვიჩემებ, ორიც მეყოფა :)))
Удалитьმადლობა :)
ახალგაღვიძებულზე მოიტანა.
ОтветитьУдалитьკარგია, ახალგაღვიძებული 4 საათი რომ არის
Удалитьმე კიდე მინდა რომ დილის 8 საათზე ვიღვიძებდე მაღვიძარის ზარით, მივრბოდე სამსახურში, გზაში ვსვამდე ყავას. ნერვები მეშლებოდეს გადაჭედილ მოძრაობაზე
ОтветитьУдалить9 საათზე შევრბოდე სამსახურში
კიდევ ერთხელ ვსვამდე ყავას თანამშრომლებთან ერთად
მთელი დღე ვწუწუნებდე უძილობის და ბევრი საქმის გამო
შესვენებებზე სიგარეტს ვეწეოდე სიმპატიურ თანამშრომელ გოგოებთან ერთად
მოუთმენლად ველოდებოდე 6 საათს და პარასკევს.
პარასკევ საღამოს კულტურულად ვისვენებდე მეგობრებთან ერთად.
შაბათ-კვირა არმახსოვდეს ჩემი არაფხიზელი მდგომარეობის გამო
და ორშაბათს თავი მისკდებოდეს პახმელიაზე.
ჰო კიდე მინდა რომ ხელფასი არ მყოფნიდეს და მოკლედ ნორმალური ცხოვრება მინდა რა
ლოლ
ОтветитьУдалитьარ გეშინია შენი სურვილების?
ისე მეტის ღირსი კი არ ხარ შენ
უნდა აგიხდეს
სიგარეტის მოწევა ლამაზ თანამშრომელ გოგოებთან ერთად აი თურმე რა ყოფილა
ОтветитьУдалитьაქ რამდენი ხანია არ ვყოფილვარ
თუ ვინმემ შეამჩნია
ОтветитьУдалитьპოსტი სევდიანია
გამართეს აქ დისკოტეკა ბლიად
უძღები შვილი is back
ОтветитьУдалитьჰო და თან რამდენ ხანს არ ჩანდა :))
ОтветитьУдалитьdepresia sucks .
ОтветитьУдалитьtory burch outlet
ОтветитьУдалитьlacoste shirts
fitflops sale clearance
swarovski outlet
hollister clothing
hollister shirts
tory burch outlet
ralph lauren shirts
hermes birkin
cheap mlb jerseys
coach outlet
christian louboutin shoes
michael kors outlet
michael kors wallet
cheap nike shoes sale
michael kors outlet
adidas shoes
ralph lauren uk
nike air force 1
ray-ban sunglasses
longchamp outlet
vans outlet
snapbacks wholesale
cheap nhl jerseys
michael kors handbags outlet
ralph lauren outlet
fitflops clearance
fred perry polo shirts
adidas trainers
cheap soccer jerseys
michael kors outlet
ferragamo shoes
lacoste polo shirts
chrome hearts eyewear
ray ban sunglasses
czq20160725
coach outlet online coach factory outlet
ОтветитьУдалитьmarc jacobs outlet
adidas wings
ugg boots
coach outlet
longchamp handbags
louis vuitton outlet
rolex watches
nike air force 1
michael kors outlet
20170322lck
pandora jewellery
ОтветитьУдалитьralph lauren outlet online
parada bags
adidas nmd runner
birkenstock
james shoes
adidas yeezy boost
coach factory outlet online
adidas superstar shoes
michael kors handbags clearance
2017421yueqin
longchamp handbags
ОтветитьУдалитьmichael jordan shoes
nmd
light up shoes
stephen curry shoes
pandora jewelry
adidas ultra boost
adidas stan smith sneakers
kyrie 3 shoes
prada sunglasses
The author of this post is admirable, it brings a lot of emotion to everyone reading it, let's share it more widely. I enjoyed it, thanks for posting it, I hope this post of yours will be more appreciated by it really excellent.
ОтветитьУдалитьfriv Games free 2019, jogo io 4 school, abcya3 games, cá koi mini
off-white
ОтветитьУдалитьjordan 1 mid
hermes
off white hoodie
bape clothing
moncler outlet
steph curry shoes
golden goose outlet
nike sb dunk high
yeezy shoes
more replica designer bags click this over here now Dolabuy Goyard directory replica ysl bags
ОтветитьУдалить