17 декабря 2012

საქმიანი ქალები და ბლინები ჟოლოს მურაბით

დასაწყისში განმარტავ, რომ პოსტში აღწერილი ქალები გამოგონილია, 
მაგრამ შენ მაინც შეეცადე იპოვო იქ შენი თავი.



 ქალი N1 

 პირველი  შვილს ელოდებოდა.   ზედმეტად დიდი ხანი და მის არ არსებობას აბსოლუტურად ყველაფერს აბრალებდა - კვებას, კლიმატს, მთავრობას, ღმერთს.. განსაკუთრებით ღმერთს. ახლა ის შვილი უკვე ათი წლის არის და როგორც საყვარელ და დიდი ხნის ნანატრ შვილს შეეფერება ყველგან არის - კომპიუტერის ეკრანზე, მობილურზე, სამუშაო მაგიდაზე, სამუშაო კალენდარზე, კედელზე, საფულის ყველაზე გამოჩენილ ადგილას, ყველგან გარდა რეალური ცხოვრებისა. რადგან სახლში რომ მიდის დიდი ხნის ნანატრ შვილს უკვე ღრმად სძინავს, პრინციპში თავადაც მოხარულია ასე რომ ხდება რადგან სახლში იმ მდგომარეობაში მიდის, რომ ბალიშზე თავის დადებისთანავე ეძინება, როცა ეღვიძება კი მისი შვილი უკვე ნაჭამ-ნასვამ -დავარცხნილი ( სხვის მიერ რა თქმა უნდა) მესამე გაკვეთილს უზის, სკოლა გახანგრძლივებულია, მერე ცურვა, ცეკვა და ჩოგბურთი.  მერე ძიძას მიყავს სახლში სადაც მეორე ძიძა ელოდება. ორი ძიძა აუცილებელია ბავშვის სწორად აღზრდისთვის რადგან ერთი აკონტროლებს მეორეს საქციელს, მეორე პირველისას და საერთო ჯამში ერთმანეთს ასწრებენ ენის მიტანას თუ ერთ-ერთ მათგანს სადმე ფეხი გადაუბრუნდა ან იმაზე მეტი ტკბილეული მისცა ბავშვს რაც პროტოკოლით არის გაწერილი. ბავშვის აღზრდის აღნიშნული სქემა იმდენად ნაცადი და გამართლებულია, მის ეფექტურობაზე მსჯელობა არც ღირს. 

ქალი N2 

 მეორეს  შვილი არ ჰყავს, ამიტომ მთელი მისი თავისუფალი დრო, ფანტაზია და შემოქმედებითი უნარი დიეტებს ხმარდება. დილა იწყება დიეტების მოძიებით ყველანაირი საინფორმაციო საშუალებით, შემდეგ ხდება დიეტების დამუშავება, ეფექტურობის კვლევა და ქართულ რეალობასთან ადაპტაცია. კერძოდ იმის გარკვევა თუ სად და რა ფასად იშოვება დიეტისთვის საჭირო პროდუქტები,  შემდეგი ეტაპია დიეტის ფინანსური მხარის კვლევა და მისი დაგზავნა ამით დაინტერესებული საზოგადოებისთვის. დიეტის შესრულების მონიტორინგიც მას ევალება, რასაც აბსოლუტურად კეთილსინდიდიერად ასრულებს, თუმცა შემსრულებელთა არაკეთილსინდიერებაზე მაინცდამაინც  არ ღელავს  და მხოლოდ ზოგადი ფრაზით - "მე თქვენთვის ვწვალობ და თუ არ გინდათ ნუ გინდათ"- ი შემოიფარგლება.  აღნიშნული  მისია უდაოდ  ძალზედ დიდი და საპასუხისმგებლოა, თუმცა  ამით მაინც არ ამოიწურება მის მიერ გასაკეთებლი საქმეთა ნუსხა, და მასში საკმაოდ დიდ ადგილს იკავებს შეხვედრების, ქეიფებისა და სხვათა ორგანიზება, საღამოური გასვლები ხინკალ-ქაბაბ-მწვადზე და მონოტორული წუწუნი მსოფლიოში არსებული აბსოლუტურად ყველა დიეტის არაეფექტურობაზე, რაც უნდა ითქვას ყველაზე უკეთ გამოსდის.

ქალი N3 

 მესამეს  წიგნები უყვარს. მესამეზე მხოლოდ ის არის ცნობილი რომ წიგნები უყვარს, ამავე დროს სრულიად უცნობია ის ფაქტი, თუ საიდან არის ცნობილი ის ფაქტი რომ მესამეს წიგნები უყვარს არავის უნახავს ის წიგნის კითხვის ან ყიდვის პროცესში. რაც პრინციპში წარმოუდგენელია რადგან დიდი ხანია წიგნებს არც კითხულობს და არც ყიდულობს რადგან ყველა ღირებული წიგნი (ეს თავად აღნიშნა ერთ-ერთ ხინკალ-ქაბაბ-მწვადურ გასვლაზე) უკვე ნაყიდ-წაკითხული აქვს.  ხოლო გარდა იმისა კი რაც უკვე ნაყიდ-წაკითხული აქვს,  მეტ არაფერს აღარ ყიდულობ/კითხულობს რადგან ღრმად გახლავთ დარწმუნებული იმაში რომ კაცობრიობას აღარ ძალუძს შექმნას რაიმე ღირებული ლიტერატურული ნაწარმოები, ვინაიდან დოსტოევსკი მკვდარია.

ქალი N

 თუმცა მეოთხეზე საერთოდ არაფერია ცნობილი, არაფერი მისი ყველაზე ზუსტი და საშიში მნიშვნელობით. დიდი ხნის განმავლობაში ის მხოლოდ დეკორაციის ნაწილი ეგონათ,  რადგან არანაირ სასიცოცხლო ნიშანს  არ ამჟღავნდება. სამსახურიდან წასული ყველა თანამშრომელი მას სამუშაო მაგიდასთან ტოვებდა,  და სწორედ ასეთ მდგომარეობაში ხვდებოდა იგი დილით სამსახურში მისულ ყველა თანამშრომელს. არავინ იცოდა (სამსახურში ყველაზე ადრე გამოცხადებულმა და სამსახურის ყველაზე გვიან დამტოვებელმა თანამშრომელმაც კი ) როდის მიდიოდა ან მოდიოდა ის სამსახურში. თუ კი საერთოდ  მიდიოდა და მოდიოდა?  დეკორაციის ნაწილი რომ არ იყო მაშინ მიხვდნენ როდესაც სამსახურსში მოსულთ მის მაგიდაზე მდგარი კოკა-კოლას ქილა რომელიც  როგორც წესი მაგიდის მარჯვენა მხარეს მაუსის გვერდზე იდო ხოლმე მარცხნიც გადადგმული დახვდათ, თუმცა დარწმუნებულები მაინც არ იყვნენ რომ ეს გარემოებებიდან გამომდინარე მეტად სასიხარულო მოქმედება სწორედ მან შეასრულა. შესაძლოა ეს  სულაც დამლაგებლის ნამოქმედარი ყოფილიყო. თანამშრომლები არ ჩასძიებიან ამ მეტად ჩახლართულ საქმეს, თუმცა სულ მალე მან კიდევ ერთხელ გამოავლინა სასიცოხლო ნიშანი და თვით იმის დასტურიც კი  მისცა ამით დაინტერესებულ  საზოგადოებას რომ სამსახურიდან გადიოდა.  ეს მაშინ მოხდა როდესაც  შენიშნეს (და ბუნებრივია ეს ყველაზე მოცლილმა და პედანტურმა თანამშრომლებმა ჩაიდინეს)  რომ  მისი პერანგის  მარცხენა მანჟეტი, სწორედ  ის ადგილი სადაც   ღილები უერთდება საკინძებს  დალაქავებული და შემდეგ ლაქის  ამოყვანის მცდელობისგან გვარიანად დაჭმუჭნული იყო, მეორე დილით კი იმავე პერანგის იმავე ადგილი სუფთა და გაუთავებული დახვდათ. აღნიშნული ნიშნის შემდეგ სხვა ნიშნების ძებნა აღარც დაუწყიათ რადგან მოცემული ნიშანი სრულიად საკმარისი გამოდგა მისი სიცოცხლისუნარიანობის დასადასტურებლად, მართლაცდა და დაჭმუჭნული და დალაქავებული პერანგი ყველაზე  უტყუარი ნიშანია ადამიანის სიცოცხლისუნარიანობის დასადასტურებლად, რადგან მკვდრებს როგორც წესი სათუთად დაუთავებულ-დარეცხილი პერანგები აცვიათ ხოლმე. 
რადგან დარწმუნდნენ ცოცხალი იყო, თავი დაანებეს. არადა მანამდე  მისი ამბავი ყველას აინტერესებდა, აბსოლუტურად ყველას გარდა მეხუთე სუბიექტისა.
ქალი N

 მეხუთე სუბიექტი კართან ზის და პირდაპირ უყურებს დერეფანს და  ისეთი მდებარეობა უკავია   წესით სულ ზეპირად უნდა იცოდეს თანამშრომელთა მოსვლა-წასვლის გრაფიკი, თუმცა ამისთის არ სცალია. რადგან სამსახურში   ის  იმ საქმეების ასრულებს,  რაც საჩქაროა, ეს კი იმას ნიშნავს რომ ყველა საქმეს ის ასრულებს  რადგან მის სამსახურში არ არსებობს საქმე რომელიც საჩქარო არ არის. 10  წლის მუშაობის მანძილზე ჯერ არავის სმენია  რომ კონკრეტული საქმე  საჩქარო არ არის. არსებობენ  მხოლოდ  საჩქარო და განსაკუთრებით საჩქარო საქმეები, ხოლო როცა უნდათ ხაზი გაუსვან მის განსაკუთრებით საჩქაროობას თან აყოლებენ  ამ საქმის გამომგზავნი სუბიექტის გვარს და საქმეც მისი გამომგზავნი სუბიექტის წონის მიხედვით  ჩქარდება. და რადაგან სამსახურში ყველა საქმე საჩქარია და ყველა  საჩქარო საქმეს  ერთი ადამიანი ასრულებს,  ეს იმას ნიშნავს, რომ  დანარჩენებისთვის  საქმე აღარ რჩება, ამიტომაც ისინი დაკავებულნი არიან იმ საქმეებით რაც ზემოთ აღვწერე. 



ასეთი გახლვათ  ექვსკაციანი კოლექტივის მუშაობის ყოველდღიური განრიგი. ჰო სამსახურში სულ ექვსი კაცი მუშაობს, ანუ კოლექტივს მეექვსე  წევრიც  ყავს რომელსაც ევალება დანარჩენი ხუთი კაცის მუშაობის აღწერა. ანუ ის ყოველდღე წერს იმას თუ რას აკეთებს ან რას არ აკეთებს დანარჩენი ხუთი  კაცი. მეშვიდე სუბიექტი ყველაზე უინტერესოა, რადგან საკუთარი  საქმეც კი არ  გააჩნია, სწორედ ამიტომ წერს სხვათა საქმეებზე,  თუმცა ვერაფრით იხსენებს ვინ და როდის დაავალა მას ამ საქმით დაკავება.  დღეში სამჯერ სვამს ძლიერ ყავას გულის გაჩერებამდე და სულ ფიქრობს, რომელი უფრო უინტერესოა ამ ხუთიდან. ყველაზე საინტერესოდ კი მას მეშვიდე სუბიექტი მიაჩნია და გულწრფელად წუხს რომ სწორედ მეშვიდე  სუბიექტის „საქმენი საგმირონის“  აღწერა არ ევალება.
ქალი N7
გულახდილები რომ ვიყოთ მათ ცხოვრებაში არსებობს მეშვიდე ქალიც, თუმცა ის მათი კოლექტივის ნაწილი არ არის, ხოლო თუ უფრო გულახდილები ვიქნებით ის საერთოდ არც ერთი კოლექტივის ნაწილი არ არის და არც არასდროს ყოფილა. რადგან ცხოვრებაში არ უმუშავია.
ის უბრალოდ იმ წყნარ და საყვარელ ქუჩაზე ცხოვრობს,  სადაც ზემოთაღწერილი ქალები მუშაობენ,ეს კი იმას ნიშნავს რომ ისინი ყოველდღე და რიგ-რიგობით ჩაუვლიან მეშვიდე ქალის სახლის ფანჯრებს, საიდანაც ყოველ დილით არაჟნის, ყავისა და ჟოლოიანი ბლინებსი სუნი იღვრება, და იმ 6 ქალიდან მხოლოდ ერთი ფიქრობს, რომ  შესაძლოა (ამის დამტკიცებას ვერც გაბედავს ვერასდროს) ეს ქალიც ყოველ დილით სადად თმადავარცხნილი და უბრალო კაბაში გამოწყობილი რომ ილანდება ფანაჯარაში რაიმე კოლექტივის ნაწილი იყოს. შესაძლოა ისიც მუშაობს. ყოველ დილით 9-ის ნახევარზე დგება, აცხობს ბლინებს, ზედ უსვამს ჟოლოს მურაბას, ადუღებს ჩაის, ყრის შიგ ორ კოვზს შაქარს და აწყობს მაგიდას 4 ადამიანისთვის, შესაძლოა უფრო მეტისთვისაც მაგარამ ფანჯარაში მხოლოდ ამდენნი ჩანან, მერე უშვებს მათ სკოლაში, ამზადებს სადილს, რეცხავს, აშრობს, აუთავებს, კეცავს, ინახავს, ხვდება ბავშვებს სკოლიდან, ასადილებს , ასწავლის, უკითხავს ძილისწინ ზღაპრებს, და მერე თავადაც იძინებს, რათა მეორე დილით ეს ყველაფერი თავიდან გაიმეოროს. იქნებ ისიც მუშაობს და მისი მოვალეობაა ყველა გამვლელ-გამომვლელს გაუმასპინძლდეს თბილი ღიმილით, ყავით და ბლინებით ჟოლოს მურაბით. ყოველდღე მომხიბვლელად გაუღიმოს პირქუში შენობისკენ მიმავალ 6 ქალს, რომელთაც გულწრფელად ეცოდებათ ის, რადგან მას ხომ არასდროს უმუშავია, მან არ იცის რა არის კოლექტივი, არ ჭორაობს  კოლეგების უპასუხსიმგებლობაზე, ყოველ თვის ბოლოს მოუთმენლად არ ელოდება ხელფასს  და არ ეშლება ნერვები როდესაც პრემია აგვიანებს ან საერთოდ არ არის.

..............
P.s.
მეექვსე  სუბიქეტი ისევ იმ ხუთი  სუბიექტის მუშაობის სტილზე წერს და კვლავ ფიქრობს რომ ამ შვიდი  ქალიდან შესაძლოა ( ამის თქმას ხმამაღლა  ვერც გაბედავს) მხოლოდ ერთი მუშაობდეს საურველ სამსახურში.


14 комментариев:

  1. კაი იყო, ფორმაში ხარ :)

    ОтветитьУдалить
  2. მმმმ <3 ასე ამბობს/წერს ხოლმე ჩემი მეუღლე, როცა რამე მოსწონს, ხოდა მეც მმმმმმ <3 - ძალიან მმმმმ! დახვეწილი, სრულყოფილი, კარაქივით მიდის... მოკლედ ძალიან მომეწონა!

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. მადლობა ლიკა :)
      კარგია როცა მეუღლე წერს. :)

      Удалить
    2. უი ახლა გიცანით, ტქვენ დარგმნეთ წიგნი, რომელიც მე ძალიან მომეწონა :)

      Удалить
  3. ჩემი სამსახურიდან 3 თანამშორემელი ვიცანი, ამიტომ ვერ დამაჯერებთ რომ ეს ქალები გამოგონილები არიან

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. როგორ არის იცით? არც ერთ ნაწარმოებში აღწერილი არც ერთი ქალი არ არის თავიდან ბოლომდე გამოგონილი, მაგრამ ნებისმიერი ქალის დიდი ნაწილი გამოგონილია. :დ :დ (ქალში ზოგადად პერსონაჟი იგულისმება) ჩემი პასუხი ყველაზე მეტად პოსტის დასაწყისიდან ჩანს: "დასაწყისში განმარტავ, რომ პოსტში აღწერილი ქალები გამოგონილია, მაგრამ შენ მაინც შეეცადე იპოვო იქ შენი თავი. "

      Удалить
    2. ჰო, მაგარამ მეორე მეხუთე და რაღაც პონტში პირველი ქალიც ჩემს სამსახურში მუშაობს , ეგ ზუსტად ვიცი ანუ არ არიან გამოგონილნი

      Удалить
    3. აი მე თუ გინდათ დაგენინძლავებით რომ აბსოლუტურად ყველა სამსახურშია ქალი # 2 :)))

      Удалить
  4. აჰჰჰჰჰჰჰჰჰ <3
    ჰექს, როგორ მომნატრების შენი ბლოგის კითხვა :)

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. მადლობა თაა
      მეც მომნატრებია წერა თურმე

      Удалить
  5. მეოთხე ქალი რომ მოიგონო რა ფანტაზია უნდა გქონდეს :D
    ეგ ვერ იქნება რეალური ვერანაირად, შანსი არ აქვს, მეიბი

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. უბრალოდ უტრირებულია, თორემ შესაძლოა ეგ ქალი ყველაზე რეალური იყოს.
      ნუ სგარელ ნა რაბოტუს ტიპები ხომ არიან?

      Удалить
  6. Smoke Cartons Wholesale

    Getty ImagesMiley Cyrus has regarding green couple critics amongst her Hollywood associates, but godmother Dolly Parton is squarely on her behalf side. In a newly released interview with Birmingham Evening Standard, the 67-year-old had lots of reasons to believe the young star has been doing just fine. Right here Parton defense Marlboro Cigarettes Size, divided into three simple reasons: 1. She more talented than many people think. "I loved her as time passes and watched her develop, and I observed how smart she's and how talented she's. "In my previous life, I seem like that was me personally. I feel such as Lil Kim is actually who I am with this report Buy Cheap Newport Menthol Cigarettes Online, " insists Miley, that also lists Dolly Parton, Joan Jett, as well as Beth Hart. "She just can make me happy hearing her music, and I love her. And even regarding those Cheap Cigarettes Nearby Cheap Carton Of Newport Cigarettes, she the very first one to crack fiction. Whatever the motivation, Dolly always has something to express.

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)