"ქალი აუცილებლად უნდა გათხოვდეს,
თუ კარგი ქმარი შეხვდა ხომ კარგი,
თუ არადა ბლოგზე მაინც დაწერს რომ ცუდი ქმარი ყავს"
/ძველი სტატუსი/
თუ კარგი ქმარი შეხვდა ხომ კარგი,
თუ არადა ბლოგზე მაინც დაწერს რომ ცუდი ქმარი ყავს"
/ძველი სტატუსი/
გათხოვებას რომ გადაწყვეტთ პორველი რაც უნდა გააკეთოთ უნდა მიბრძანდეთ წიგნის მაღაზიაში და შეიძინოთ "მზითვის წიგნი" მისი წაკითხვის შემდეგ გათხოვება კი არა საერთოდ აღარაფერი მოგინდებათ. თუ წიგნი უკვე დეფიციტშია, მაშინ თვალი გადაავლეთ ამ პოსტს, რომელიც ეხება იმას თუ როგორ უნდა მოვიქცეთ გათხოვების შემდეგ ახალგათხოვილი ქალების ზოგადი კონტექსტიდან რომ არ ამოვარდეთ:
- წაშალეთ კვალი
გათხოვების შემდეგ აუცილებლად შლით ყველა ფოტოს ფეისბუქიდან. იდეალურ ვარიანტში ქმნით ახალ პროფილს თქვენი და მეუღლის სახელებით და იქ ანთავსებთ უამრავ ოჯახური მყუდროებით გაჟღენთილ ფოტოს, აუცილებელია ფოტო-ალბომი სახელწოდებით "მე და ჩემი დედიკო" სადაც ასახული იქნება თქვენ და თქვენი დედამთილი როგორ აკეთებთ ერთად გოზინაყს კომენტარით "ჩემს დედამთილზე უკეთესს გოზინაყს ვერავინ აკეთეეეებს" შემდეგ კომენტარები ქმრის ნათესავების, რომლებიც კიდევ ერთხელ შეაქებენ ამ ქალბატონის კულინარიულ შესაძლებლობებს და შეჰნატრიან მის ბედს ამისთან რძალი რომ შეუვიდა ოჯახში.
(აღნიშნულ ფაქტის ილუსტრირებას სრულად ინახავს ფეისბუქი, უბრალოდ კორექტულობა მკარნახობს ის აქ არ გამოვაქვეყნო )
- წაშალეთ კვალი - დუბლი 2
ასევევ აუცილებლობას წარმოადგენს დავუკავშირდეთ ყველა ფოტოგრაფს, რომელთანაც ინახება თქვენი ღია ან ნახევრად ღია ფოტოები და მოვსთხოვოთ მათ მათი დაუყოვნებელი განადგურება " გავთხოვდი და ხომ ხვდები"-ს მიზეზით. თუ ფოტოგრაფი გაჯიუტდება საქმეში ვრთავთ მეუღლეს " მე არ მინდა ჩემ ცოლს ვინმემ უყუროს" - არგუმენტით.
(აღნიშნულ ფაქტს დაადასტურებენ ფოტოგრაფები)
- "წულპანჩიკები"
თქვენც ხშირად და უშეცდომოდ ცნობთ ხოლმე ახალგათხოვილ ქალებს?
ოქრო, ოქრო ასხმული ყველგან, ყველა თითზე. საახალწლოდ აღუნძული ნაძვის ხეს ემსგავსებიან. ყველა ნაჩუქარი სამკაული ზედ. უპირატესობას ვანიჭებთ ქმრის ნათესავების მიერ ნაჩუქარ სამკაულებს, შენებს ისედაც უყვარხარ.
და ეს საოცარი და მისტიური "წულპანჩიკები". ვერ ვხვდები საიდან გაჩნდა აბსოლუტურად ყველა ოჯახში ეს გულისამრევი "წულპანჩიკები" ალბათ სსრკ-ში მას სადღაც ბითუმად ყიდულობდნენ და იმარაგებდნენ მომავალი რძლებისთვის
და ეს საოცარი და მისტიური "წულპანჩიკები". ვერ ვხვდები საიდან გაჩნდა აბსოლუტურად ყველა ოჯახში ეს გულისამრევი "წულპანჩიკები" ალბათ სსრკ-ში მას სადღაც ბითუმად ყიდულობდნენ და იმარაგებდნენ მომავალი რძლებისთვის
- ჩაცმის სტილის რადიკალური ცვლილება
კიდევ რით გამოირჩევიან ახალგათხოვილი ქალები?
ჩაცმის სტილის რადიკალური ცვლილება, ახალნაყიდი ტანსაცმლის სუნი.
მე ჯერ არ მინახავს ახალ გათხოვილი ქალი ჯინსებით და მოხერხებული მაისურით გამოჩენილიყოს საზოგადოებაში. აუცილებლად მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი, ზედმეტად ქალური იუბკა ან კაბა აუცილებლად მუხლს ქვემოთ და ოქროები, ოქროები, ოქროები ყველაგან. დედამთილის ნაყიდი დუბლიონკა გამომრჩა ხო? ეგ ისედაც იგულისხმება.
მე ჯერ არ მინახავს ახალ გათხოვილი ქალი ჯინსებით და მოხერხებული მაისურით გამოჩენილიყოს საზოგადოებაში. აუცილებლად მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი, ზედმეტად ქალური იუბკა ან კაბა აუცილებლად მუხლს ქვემოთ და ოქროები, ოქროები, ოქროები ყველაგან. დედამთილის ნაყიდი დუბლიონკა გამომრჩა ხო? ეგ ისედაც იგულისხმება.
- პრიორიტეტების რადიკალური ცვლილება (!)
ერთი ფეისბუქ მეგობარი მყავდა, რომელსაც მგონი ყველგან ჰქონდა ნასწავლი სადაც ჩვენი თვითფრინავები დაფრინავენ. ფეისბუქზეც აქტიური ცხოვრებით ცხოვრობდა - თარგმნიდა საერთაშორისო კონვენციებს, აშეარებდა სამართლებრივ სიახლეებს, საინტერესოდ მსჯელობდა საზოგადოებაში მიმდინარე ყველა პროცესზე, მოკლედ მის ვოლზე სერიოზულ იურიდიულ განათლებას მიიღებდა კაცი, რამდენიმე თვის წინ გათხოვდა და ახლა მისი სტატუსებიდან მხოლოდ იმის გაგება შეიძლება "რაქშა" უფრო კარგად ხეხავს "აბაზანას" თუ "მისტერ მუსკული" და მხოლოდ ის ანიჭებს ბედნიერებას თუ სადმე სუპერმარკეტში ისეთ ახლა ფხვნილს აღმოაჩენს, რომელიც გაზქურას ისე წმენდს ნაკაწრს არ უტოვებს. ეს ზოგჯერ იმდენად გამაღიზიანებელია, რომ მინდება იმ თავის რაქშით გაპრიალებულ სამზარეულოში მივუვარდე და ის თავისი ნათარგმნი კონვენციები ვურტყა თავში, როგორ შეიძლება ადამიანი ასეთი გახდეს, თუ თავიდანვე არ არის ასეთი?
- გა-უცხო-ება
ამ პუნქტის გასაგებად უნდა მოვყვე ორი ისტორია რომელსაც თავად შევესწარი:
ისტორია #1 - მარშუტკაში ასე ოცდახუთწლამდე გოგო უყვებოდა დედას ( რომელიც როგორც ჩანს საზღვარგარეთ იყო ) თავისი ახალი ოჯახის შესახებ და დედამთილზე, მამამთილზე და მაზლებზე ლაპარაკი რომ დაამთავრა მერე ეტყობა იმან კითხა იქიდან ქმართან როგორ ხარო და ეს პასუხობს: მირჩევნია ჩვენს გარდა სახლში კიდე ვიღაც იყოს, თორემ მარტო რომ ვრჩენი უხერხულად ვარ და წარმოდგენა არ მაქვს რაზე ველაპარაკოო. ისტორია # 2- მეორე ისტორიას "პასაჟში" შევესწარი როცა დედამთილი, ქმარი და ორი კონსულტანტი გოგო ერთ ახლადგათხოვილ გოგოს რაღაც დებილურ, ზედმეტად ქალურ კაბას არგებდა, რომელიც მას დედამთილის ბიძაშვილის ქორწილში უნდა ჩაეცვა და დედამთილი ეუბნება ამ გოგოს - გოგო ან მიტრიალდი, ან მოტრიალდი მანახე ტანზე როგორ გაზისო, ეს გოგო უხერხულად იჭმუხნებოდა და ბოლოს ქმრის მისამართით თქვა - აუ ხვიჩა გავიდეს რა მაგასთან მერიდებაო
ხვიჩა გავიდა.
თქვენც ხომ გინახავთ ახალგაზრდა წყვილები ქალთა კონსულტანციებზე, რიგებში გინეკოლოგებთან. როგორები არიან ისინი? გოგოს აშკარად ზედმეტად ჩაფიქრებული სახე აქვს, თითქოს მსოფლიო სევდა დაადეს კისერზეო (ამაზე ქვემოთ) ბიჭმა კი სწორედ თითქოს ახლა გაიაზრა რამხელა ტვირთი წამოიკიდა და თან ისე სულ რომ არ უნდოდა. ისინი არ გვანან ცოლ-ქმარს, ისინი გვანან ორ სრულიად უცნობ ადამიანს, რომლებიც თვალებშიც კი ვერ უყურებენ ერთმანეთს და მათ შორის იმხელა დაძაბულობაა, სულ გინდა რამე კარგი ანეგდოტი მოუყვე.
- დაბრძენება
- მისატან- დასახვედრი
P.s. ვინც ახლახანს გათხოვდით და მსგავსი ანომალიები არ გჭირთ შეგიძლიათ პოსტი გაიზიაროთ და გიხაროდეთ, ხოლო ვინც აქ საკუთარი თავი იცნო, მაშინ თქვენ ნუ გაიზიარებთ იმიტომ რომ ჩვენ ვიზიარებთ :D
:D კაი მგონი აღარაა მთლად მასე, მე უკვე ბევრი ვიცი, ზნე და ფერი რომ არ შეუცვლიათ გათხოვების შემდეგ :)
ОтветитьУдалитьპ.ს. იცი რომელი კატეგორია გამოგრჩა? ცხვირის ოპერაციამდელ ფოტოებს რომ ანადგურებენ ფბ-ზე გათხოვების შემდეგ :)
კი მეც ვიცი და ძალიან ბედნიერი ვარ ბევრი ისეთი ნაცნობი და მეგობარი რომ მყავს ზნე-ჩვევა რომ არ შეცვლიათ :)
Удалитьცხვირზე ნამდვილად არ ვიცოდი და მეგონა რომ ახლა აღარ მალავდნენ ცხვირის ოპერაციას, როგორც ეს ადრე იმალებოდა :)
მაგრამ როგორც ჩანს მხოლოდ მეგონა :)
მალავენ და თან როგორ :)
Удалитьტუჩების დაბერვასაც მალავენ: ორსულობისას დამებერაო :D ეგ არ გსმენია?
ვაჰ ორსულობაზე ნამდვილად არ მსმენია, მაგრამ ცხვირი გავიკეთე და ტუჩებიც თავისთავად დიდი გამომიჩნდაო ეგ მსმენია :)
Удалитьისე ცხვირის ოპერაციის დამალვა ყველაზე დიდ დებილობად მიმაჩნია მათთვის ვინც მანამდე გიცნობდა და იცოდა როგორი ცხვირი გქონდა. :)
ცხვირის ფორმა ხომ ხასიათი არ არის, დრო და ჟამის შესაფერად იცვლებოდეს? :დ
ha :D
ОтветитьУдалитьკვალი.
ხვიჩა გავიდა. <3
ОтветитьУдалитьაუ, აუ ძალიან დაგწყდა გული ხვიჩაზე :)
Удалитьჰო ძალით წამოყვანილს გავდა მართლა :(
საწყალი :(
ჩემს ერთ ახლო მეგობარს ვესტუმრე ახლახანს :) გოგო ტიპური შენს მიერ აღწერილი ტიპშა იყო მაგრამ ყველაზე მეტად მომეწონა სიტუაცია ოჯახში, თითქოს ორი უცხო ადამიანი ერთად ცხოვრობს და საერთო მიზნით ერთიანდება(ბავშვების გაჩენა) :D
ОтветитьУдалитьაი აი ე.ი. ისინი (ანუ ჩემს მიერ აღწერილი გოგოები) ჯერ კიდევ არსებობენ, არადა დინოზავრებივით გადაშენდნენო :დ
Удалитьაუ ბიჭზე გამახსენდა :D ერთი ჩემი ნაცნობმა ბანკირმა ახლახანს მოიყვანა ცოლი, ნუ დაახლობიეთ მასზე 12 წლით უმცროსი, აი ისეთი ნაშა, ჯერ კიდევ ქალიშვილი რომაა მაგრამ დიდი დღეც რომ არ უწერია :D ხოდა შემხვდნენ ვაკეში, რომელიღაც მაღაზიაში, ბიჭი ტანსაცმელს ყიდულობდა და ახლდა, ცოლი და დედამისი და მისი და :D ამ კადრებმა უფრო შემზარა მგონი ვიდრე, ციხის კადრები, რომლის გამოც ლამის ათი დღე გარეთ ვომობდი :D
ОтветитьУдалить"აი ისეთი ნაშა, ჯერ კიდევ ქალიშვილი რომაა მაგრამ დიდი დღეც რომ არ უწერია :D"
Удалитьვაჰ სერიოზული დეფინიცია იყო :დ :დ :დ
ნუ, ასეთი გოგოები არ გადაშენებულან ეთ ოლლ, მაგრამ განადგურების პირას არიან აშკარად ვიცი, ნუ, იმედი მაინც მაქვს ))
ОтветитьУдалитьბევრი ჩემი მეგობარი გათხოვდა 17-18 წლის ასაკში ზოგი just for one night, ზოგიც ისე, მაგრამ მათი უმეტესობა გათოხვების პირველივე კვირას და თვეს (ნუ მერეზე ლაპარაკიც ზედმეტია) დადიოდა ჯინსებითა და ქმრის მაისურებით(აც) კი )) ჰქონდათ არაჩვეულებრივი ურთიერთობა "დედიკოებთან" და ისევ გააგრძელეს ძველ მეგობრებთან ურთიერთობა.
ჰოდა, ეს ბაღჩა ბეჭდებიც აღარსად შემინიშნავს, საბედნიეროდ.
ან მე ვიცნობ მხოლოდ რაციონალურად მოაზროვნე ხალხს და იმას იქით არ ვიხედები, შეიძლება ეგეცაა :)
პოსტიც მაგიტომ დაიწერა, რომ ამ ხალხმა ვერ ამოიცნოს თავისი თავის ამ პოსტში და გაუხარდეს :)
Удалитьგაუხარდებათ ნამდვილად ^_^
Удалитьვახახახახა ვახახახახ ვახახახა
ОтветитьУдалитьარადა რეალურად სასაცილო არ არის. მე მეცოდებიან ასეთი გოგოები, გადაყვებიან მერე შვილს, რადგან იმის იქით გასაქანი არა აქვთ და თავადაც ვერ იცხოვრებენ და შვილსაც იმდენად გააფუჭებენ, რომ მერე მათ იდიოტურ კვალს დააყენებენ- შვილებიც ან უჟასს მოიყვანენ ცოლად და ხმას არ გასცემენ ან ცოლად გაჰყვებიან და ხმას არ გასცმენ.
და არავინ არავინ რომ არ მოიყვანოს და ორი ადამიანი უბრალოდ შეერთდეს ეგეთი ფრაზაც კი არაა ჩვენს ენაში.
ჰო შვილზე, ორსულობაზე და ა.შ. უნდა დამეწერა, მაგრამ ძალიან გაიწელებოდა პოსტი და თან მთავარ თემას ავცდებოდი, ასე რომ ეგ სხვა დროს იყოს :)
Удалитьრაღა დროს წიულპანჩიკები და ნეძელკა ტრუსებია?ბებიაჩვენების დროზე წერთ.ან დუბლიონკა რამ გაგახსენათ? :) :) :)
УдалитьChwms ert nacnobs uyides dublionka tirilit imito ro mas ar undoda erchia duti an manto.sayure gadauketa bechdat... da roca zustad samtvenaxevarshi misi vaji da rdzali dashordnen ertmanets... gaidzaxodnen dublionka da vuyideto da briliantebshi chavsvito...xoda dublionkas davubrundebi 460 lari misces da 600 atqmevines mezoblebshi da natesavebshii... es rogor??? Moiwviess da da podiumi gaamartines.. xo da kidev... dedamtils protezi qonda gogos dedas paipurebis kbilebi... roca meore dges mowvevaze avidnen 30 kacshi dedamtilma gogos dedas daunaxa es paipuris tetri kbilebi da xmamagla utxra gooo shenc mtavrobis kbilebi gaqvsooo??? ������ agar ganvmartav imas tu raoden bednieri iyo is gogo roca am jojoxetidan tavi daaxwia...
Удалитьმიყვარს შენი შარჟობანი <3
ОтветитьУдалитьმადლობა საყვარელო
Удалитьდიდი ხანია უკვე აღარ დამიწერია ამ ჟანრში და მომნატრებია სერიოზულად :)
აუუუუუუუუუ, რა კარგი ხაააააააააააააარ !! :DDDDDDD
ОтветитьУдалитьჰაჰააააა, გაააასწორა... ძალიან კარგი პოსტია.. ძალიან !! :DDDDDDDDDDDD
მადლობა, მიხარია რომ მოგწონთ :)
Удалитьრაც არ უნდა ბევრი ვამტკიცოთ, რომ ასეთები აღარ არსებობენ, მაინც არსებობენ :)
da ristvis txovdebian? tu ucxoebi arian ertmanetistvis?
Удалитьjust for one night
Удалитьამდენი არ ვიცოდი არადა ნახევრი სიცოცხლე გავლიე
ОтветитьУдалитьაუ, ქმარი არ მიშვებს...
ОтветитьУдалитьაუ, ქმარი ამის გაკეთებას მიშლის...
ჯერ ქმარს უნდა ვკითხო, იქნებ დამიშალოს...
ვერ ვიტან ასეთ რაღაცეებ...
მე დედაჩემს არ ვეკითხები, ფაქტის წინ ვაყენებ, და ქმარს უნდა შევეკითხო?! :ო
ფეისბუქზე მწერენე ახლა, ტყუილად გეცინება მაგაზე, გათხოვდები და მიხვდებიო :დ
Удалитьიმედი მაქვს ვერასდროს ვერ მივხვდები :დ
კი, ხალხი მაგეებში სერიოზულ კაიფს იჭერს. შემდეგი პოსტი ახალგამოჩეკილ დედებზეც დაწერე რა :)
ОтветитьУдалитьკი ეგ კარგი დასაწერია და მაგისთვის მხოლოდ ფეისბუქი მეყოფა მასალად, მაგრამ თან ძალიან საფრთხილოა.
Удалитьხომ იცით შვილი დედისთვის ყველაფერია და დაიწყებენ მერე შენ რა იცი რა არის დედობა, ჯერ გააჩინე და მერე იტლიკინე და ა.შ.
თუმცა ამ ყველაფრის წინაპირობაზე ანუ ქართულ ქორწილზე კი მაქვს ბევრი დაწერილი, თუმცა ჯერ ვერ ვაქვეყნებ :დ :დ
შენ ნორმალური ხარ გოგო საერთოდ? :D :D :D
ОтветитьУдалитьკი არადა ცოლად არ გამომყვები? :love:
ОтветитьУдалитьდედაშენი თუ დამახვედრებს "წულპანჩიკებს" მაშინ დავფიქრდები :):დ
Удалитьკაი ამ შუაღამისას ნუ დამარეკინებ და თუ არ გვაქვს, მე გიყიდი :D
Удалитьრას მიყიდი ბიჭო, ეგ უნდა იყოს თაობიდან თაობას გადაცემული რელიქვია.
Удалитьახლა ნაყიდს გავიკეთებ მე? :დ :პ
მეზობლებს რა უნდა უთხრა მერე ხო? კაი რამეს მოვიფიქრებ
Удалитьმაგრამ ხვიჩა მაინც მაგარი იყო :D :D
auuu, ra yochagi gogo xar!!! :) mshvenieri iyo !!! :)))
ОтветитьУдалитьცოტა უტრირებული მგონია, აქ რაც წავიკითხე ჩემს თაობაში ნამადვილად ზუსტად ასე იყო.. ეხლა მე ვარ დედამთილი ორი რძლის, აბსოლიტურად არ გავს ამას ჩვენი ცხოვრება- ჩვენ არ ვერევით ერთმანეთის საქმეში, არც ტანსაცმელს ვურჩევ და არც საჩუქრებს, მხოლოდ ფულს ვჩუქნი შინაურულად და თვითონ გადაწყვეტენ სამახსოვრო საჩუქრები უნდათ, თუ უბრალოდ დახარჯვა ურჩევნიათ.. არც შვილები გაუჩენიათ ეგრევე, როცა მოუნდათ მაშინ გააჩინეს2-3 წელიწადში, არც სწავლისთვის დაუნებებიათ თავი და არც სამსახურებისთვის- პირიქით მეტი ენთუზიაზმი გამოიჩინეს - გაგიკვირდება პირდაპირ, სიყვარულს რა ვუთხარი თორემ რადროს მაგათი გათხოვება იყო.. :)
ОтветитьУдалитьმშვენიერია :)) :)
Удалитьპ.ს. აწი ასეთებს რომ შვეხვდები მივალ და ვეტყვი - ჩემს ბლოგზე არ სჯერათ რომ არსებობთ და თუ შეიძლება სურათს გადაგიღებთ მეთქი :)
ისე უტყუარი ფაქტები ახლაც ძალიან ბევრი მქონდა, მაგრამ ბლოგზე ვერ გამოვფენდი :)
ძალიან მაგრად არის აღწერილი, მაგრამ, რომ დავუკვირდეთ, მართლაც აღარ არიან ესეთები....
ОтветитьУдалитьეხლა უნდა დამეწერა ჩემს სანაცნობოში არ არიან-მეთქი, მაგრამ ვერ ვწერ... იმიტომ რომ არიან!
რძლებიიი... რძლები ევრივეა
მე კიდევ ნამდვილად გავაშეარებ! დაე წაიკითხონ მათ ეს პოსტი.
ძალიან კარგი თათია, თუ არ არიან უნდა გიხაროდეთ ეს :)
Удалитьუფრო მეტად უნდა გიხაროდეთ თუ თავად არ ხართ ასეთი.
უტრირების გარეშე კი ირონია წარმოუდგენელია, თუმცა აქ ძალიან ცოტაა უტრირება, თითქმის საერთოდ არ არის :)
ერთადერთი "ნეძელკა ტრუსიკები" გავაზვიადე ცოტა :დ დანარჩენი სრული სიმართლეა :)
და კიდე ბევრი ფაქტი არსებობს, რომელზეც საგანგებოდ არ გავამახვილე ყურადღება :)
ხვიჩა გავიდა -ზე ახლაც ვიცინივარ
ОтветитьУдалитьარ ვიცი მე თქვენ სად ცხოვრობთ, მაგრამ ვისაც მსგავსი რამ არ შეხვედრია
ჩემს სამეზობლოში მინდა მივიწვიო, ზუსტად ახლა გვყავს ერთი-ორი ეგეთი ახალი რძალი. და ორ წეილწადში 3 შვილს რომ აჩენენ და მერე მთელი ცხოვრება ეჯუჯღუნებიან იმ სამ შვილს აი თქვენი გულისთვის კარიერა ვერ ავიწყე და მთელი ცხოვრება თქვენ შემოგწირეთო ეგ ახალი ამბავია? რამდენსაც გინდათ იმდენს ვიცნობ ეგეთს. მომწონს პოსტი.
არა, როცა ასეთ რამე მარაზმულ ვწერ და მოდის ხალხი რომელიც ამ ყველაფერს უარყოფს და მეკითხება სად ვპოულობ ასეთ ხალხს
Удалитьუფრო მიხარია, იმიტომ რომ მგონია რომ შესაძლოა ეს საზოგადო პრობლემა არ არის და უბრალოდ ჩემს გარშემო შეიკრიბა რაღაცნაირი სხვანაირი ხალხი :)
vaimee, dzalian magari iyo!!!!!!!! gaixaret,ávtoro!!!!! <3 ra kargia, rom msgavs situaciashi namdvilad ar var gatxovebis shemdeg!!!!! vashaaa! :D :D :D
ОтветитьУдалитьკი, ნამდვილად სასიხარულო და მოსალოცი ამბავია :)
Удалитьჩემი ჯგუფელი გამახსენდა, რომელიც ერთი ჩვეულებრივი გოგო იყო კასპიდან, და ერთ მშვენიერ გათხოვების შემდგომ დღეს ოქროუხვადასხმული, ახალ ტანსაცმლიან/ფეხსაცმლიან/ჩანთიან/თავიანი რომ გამოგვეცხადა ტყავის პლაშით!!! 18 წლის გოგო... :// იმხელა შოკი იყო, 10 წლის შემდეგაც არ მავიწყდება...
ОтветитьУдалитьშემეცოდა... გამდიდრებული მათხოვარის შთაბეჭდილებას მიტოვებენ ეგეთი გარდაქმნილები.. ://
პ.ს. პოსტი გენიალური! ;)))))
მადლობა :)
Удалитьმე ვიცი "შუბით" გამოცხადებული მეორე კურსელი გოგო დეტალურად რომ ყვებოდა ვინ და როგორ უყიდა ის "შუბა"
ასევე სერიოზული შოკი იყო :დ
არ შემიძლია არ დავტოვო კვალი, ლამისაა სკამიდან გადავვარდი სიცილით :D
ОтветитьУдалитьუღრმესი მადლობა ჰექსე, მხოლოდ კარგი კი არა შესანიშნავი სტატია იყო. ასთ რძლებს რაც შეეხებათ, მე ბევრს ვეღარ ვიცნობ. თუმცა უნდა აღვნიშნო რომ ნაკლები კონტაქტი მაქვს მსგავს "ტრადიციულ" ოჯახებთან. თუ კიდევ სადმე ვინმე ასეთი დაბოგინობს, ვისურვებ რომ მალე გადაშენებულიყვნენ, დინოზავრები გადაშენდნენ და ამათ რით ვეღარ უნდა დაადგეთ საშველი?
დინოზავრებ როგორც ჩანს უფრო სუსტები იყვნენ
Удалитьმათ კი იმხელა ტრადიციები და ისტორიული ფესვები აქვთ, რომ რა გადააშენებთ?
კიდევ, აუცილებელია, My weDDing-ზე ფოტოების გამოფენა და საქორწიო მოგწაურობა ეგვიპტეში .
ОтветитьУдалитьქორწილის სურათები და ვიდეოები საერთოდ სულ სხვა თემაა, განსაკუთრებით ვიდეოები.
Удалитьიუთუბზე ტონობით ყრია ეგეთი "მაკას და გუკას ქორწილიიიიი " :დ ეგეთი ვიდეო რომც გადავიღო ქორწილში სირცხვილით დავმალავ ალბათ :დ
საშინელებაა ყველაფერი - მონტაჟი, მუსიკა, ფონი :დ
ვიდეო ბეჭდების, მტრედების ან შამპანიურის სურათებით რომ იწყება :დ
ვიცი ამაზეც იმას მეტყვიან აღარ არის ეგ ეგრე - დიდი ხანია რაც შეიცვალაო
მაგრამ ფაქტი ხომ ჯიუტია? :დ
ვიდეოს აუცილებელი ნაწილი _სიძის ხელისგულზე მბრუნავი პატარძალი :D
Удалитьპოსტი ხალისიანად ჩავიკითხე,მაგრამ მსგავსი ისტორიები,მსგავსი ოჯახები ვაი რომ ბევრია,ეს კი ძალიან, ძალიან მთრგუნავს.მშურს იმ ადამიანების,ვინც ასეთ ხალხს თითქმის არ იცნობს.
ОтветитьУдалить"ნეძელკა ტრუსიკების"შესახებ არ ვიცოდი :დდდ,დანარჩენი კი ნაცნობია.მინახავს ახალდაქორწინებული გოგონები ხუთი,ექვსი ყელსაბამით.(ერთდროულად რათქმაუნდა).ყველაზე მტკივნეული გა-უცხო-ებაა ამ პოსტიდან,რამდენია ასეთი წყვილი,რომლებსაც ურთიერთობა თავად ვერ აუწყვიათ ერთმანეთან და "უკვე დროა გათხოვების"–ამ სტერეოტიპზე ჩაციკლულიები ქმნიან ოჯახებს. ამ ხვიჩებმაც ხომ შეიძლება მარადიული და..ვებიდან თავი დაიხსნან.
და 19,20 წლის გოგონების დარდი და ვაება სიბერეზე, ოცნება გათხოვებაზე და ასეთ ოჯახში ჩავარდნაზე სხვა თემაა ხომ?:დდდ
კი ეგ იმდენად მტკივნეული თემაა, რომ მაგას მე ვერ შევეჭიდები :დ
Удалитьერთხელ ერთმა ბიჭმა მითხრა: ყველაზე ცუდი ისაა, როცა ცოლი იმიტომ მოგყავს, რომ ცოლი უნდა მოიყვანოო :(
აი ამაშია საქმე, გაუცხოება ყველაზე მტკივნეული თემაა, თორემ ოქროს წულპანჩიკებსაც ეშველება და ხრუსტალის ვაზებსაც :(
არა, ასეთი რაღაცები ნამდვილად აღარ ხდება. ასე მგონია ავტორი მე-20 საუკუნეში ჩარჩა ან ძალიან, ძალიან, ძალიან ცუდ წრეში ტრიალებს, რომელიმე გადაკარგულ სოფელში.
ОтветитьУдалитьრომელიღაც გადაკრგული სოფელი არ არის თბილისი?
Удалитьერთი პატარა ჭორებით გამოტენილი სოფელია, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში :)
ისე ამ კომენატარების წაკიტხვის შემდეგ რომ დავრწმუნდი რომ რაღაცეები მეჩვენებოდა და რეალურად ასეთი ქალები აღარ არსებობდნენ, დღეს ზუსტად ეგეთი სტოლატოლოგი შემხვდა "წულპანჩიკი " საყურეებით და 20 გრამიანი გრეხილი ცეპით ყელზე :(
არსებობენ! არ გადაშენებულან! მართალია, ძირითადად თბილისს გარეთ, მაგრამ აქაც მოიკითხებიან...
ОтветитьУдалитьხვიჩა გავიდაზე დავწექი :) დიდი მადლობა, ჰექსე, კარგად ვიცინე.
გავაგრძელო ხვიჩაზე?
Удалить:დ
ხვიჩა რომ გავიდა მერე შემოვიდა ამ მაღაზიის მეპატრონე, რომელიც როგორც ჩანს დედამთილის ახლობელი იყო და ხვიჩა რომ ვერ დაინახა იკითხა სად არის ქმარი, რატო გაუშვით იმასაც შეეხედაო და დედამთილმა უპასუხა : მაღაზიაში ადგილი აღარ იყო სამაგისოდ და თან რა კაცის საქმე ქალების მაღაზიაში სიარულიო :)
საერთოდ რატო წამოიყვანეს ვერ გავიგე :დ
მოკლედ გეთანხმებით ამ პოსტში ხვიჩა ყველაზე ტრაგიკული პერსონაჟია :დ
ჰექსუს, შენ ხარ ერთ ერთ ყველაზე საყვარელი ქართველი ბლოგერი ჩემთვის მაგრამ :დ :დ :დ
ОтветитьУдалитьმე ჯერ არ მინახავს ახალ გათხოვილი ქალი ჯინსებით და მოხერხებული მაისურით გამოჩენილიყოს საზოგადოებაში.
are you fucking kidding me? :D D: :D
დანარჩენი ღადაობა იყო და ვისიამოვნე
ბედნიერ ახალ წელს გისურვებ
რაღაც არ მითქვამს, მაგრამ მეც ძალიან მიყვარხარ :)
Удалитьრაც ჯინსებს შეეხება ეს რა თქმა უნდა მინახავს, მაგრამ ამით იმის თქმა მინდოდა რომ როგორც წესი თავისუფალ სტილზე უარს ამბობენ და რაღაც უაზროდ ქალურ ტანსაცმელს ეტანებიან, მაშინ როცა ამის არც ასაკი აქვთ და არც ფორმები :)
ვაიმე, რამდენი ადამიანი ამოვიცანი და კი სასაცილოა, მაგრამ სატირალია ისე თუ დავფიქრდებით , იმიტომ რომ, ძალიან ბევრნი არიან , ყველგან , ყველა ქალაქში, ევრივეა, ევრივეა :))))) ნაღდი იყოო, აი ძალიან მაცინეეე, გავერთე კარგად :))))))
ОтветитьУдалитьჩუ, ჩუ გაჩუმდი, ხალხს სჯერა რომ ასეთები მხოლოდ ბნელ პროვინციებში შემორჩნენ, ნუ ჩავუკლავთ ამ იმედს :დ
Удалить:)) უუუ... შენ ცალკე კლუბი ჩამოაყალიბე და ფასიანი ლექციები ატარე... მოგებას ნახავ სერიოზულს :) რამდენი სერიოზულად ისარგებლებს ამ რჩევებით აგერ ნახავ :)))
ОтветитьУдалитьჰო ნუ თუ იყო ყოფილი ცოლების კლუბი, მაშინ მე შევქმნი მომავალი ცოლების კლუბს :)
Удалитьმომავალი ცოლების არა, გასათხოვრების :)
Удалитьმოიცა ახლა ნუ მაბნევ შენ მომავალი ცოლები და გასათხოვრები იგივე არ არის?
Удалить:დ
პრიორიტეტების რადიკალური ცვლილება (!) -აქ რაც გიწერია ყველაზე მეტად მაგაზე ვიგრუზები თუ როგორ იჩლუნგებენ ძალით გონებას :( ჩაცმის რადიკალურ სტილის ცვლილებაშიც დაგეთანხმები , თუმცა გათხოვილი არ ვარ მაგრამ ქუსლიანი ფეხსაცმელები მაცვია სულ :) წულპანჩიკები ჩაგეთვალა :):) და კიკალას სტუდიაში გადაღებული ფოტო სესიები არ დაგავიწყდეს , ბევრი მათგანი მხოლოდ ფბ-ს ქავერ სურათის გასანახლებლად რომ იღებს და უცებ შეცვლილი რელაიშენშიპ სტატუსებიც :D
ОтветитьУдалитьნამდვილად მანდ ყველაზე მტკივნეულია პრიორიტეტების ცვლილება და გაუცხოება
Удалитьდანარჩენი ყველაფერს ასე თუ ისე ეშველება.
მაგრამ მანდ ერთს ვერ ვხვდები საკუთარ სახეს კარგავენ, თუ საკუთარ სახეს პოულობენ?
რომელია პოსტში აღწერილი შემი ფბ მეგობრის რეალური სახე, როდის იყო ის ნამდვილი როცა ამდენ რამეს სწავლობდა, ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებას ესწრებოდა, ყველაფერზე საინტერესოდ მსჯელობდა, თუ ახლა როცა მხოლოდ იმას წერს თუ რა კარგად ხეხავს რაქშა სამზარეულოს.
იგივე კითხვა რაც პოსტშია- როგორ შეიძლება ადამიანი ასეთი გახდე თუ ასეთი არ ხარ? ე.ი. თავიდანვე ასეთი იყო - (ალბათ)
რა არის აქ გაუგებარი? პოსტში მოყვანილი გოგო თავიდანვე ეგეთი იყო თავიდანვე სურდა ეხეხა სამზარეულო რაქშათი უბრალოდ მანამდე ამის საშუალება არ ჰქონდა. 16 წლის ასაკში რომ გათხოვილიყო შეიძლება თავიდანვე ეგ ეპოსტა ფეისბუქზე, თუ საერთოდ ექნებოდა ფეისბუქი, მაგრამ რადგან 16 წლის ასაკში ვერ გათხოვდა, ვერც 18 წლის ასაკში ვერ გათხოვდა, ამიტომ დაიწყო სწავლა ყველაგან სადაც როგორც შენ თქვი ჩვენი თვითფრინავები დაფრივანდნენ. შეიძლება მისი სურვილიც არ იყო ასეთი უბრალოდ მშობლები და გარემოცვა ყავდა ისეთი რომლებმაც დაარწმუნეს რომ სწავლა ყველაფერია და ისიც გადაერთო აქეთ და დაარწმუნა თავისი თავი რომ გათხოვება და ოჯახი მთავარი არ არის, მთავარია ცდონის მიღება და გაღრმავება, ამიტომაც სწავლობდა ყველგან დადიოდა ყველგან რომ სრულყოფილებისთვის მიეღწია იმ სფეროში რასაც აკეთებდა, და შეიძება იმიტომაც რომ ის მარტოობა შეევსო რომელიც აწუხებდა. იმიტომ რომ როდესახ ერთ ინსტიქტს ძლიერად ავითარებ და მასზე სრული ყურადღება გადაგაქვს, მეორე სრულიად ითრგუნება. მერე რა მოხდა, მერე გათხოვდა და გაახსენდა თუ რა უნდოდა ეკეთებინა მთელი ცხოვრება და ალბათ ამიტომაც აე გულმოდგინედ ხეხაბს აბაზანას რომ ასევე სრულყოფილება მიაღწიოს იმ საქმეში რომელსაც აკეთებს.
Удалитьანუ ამდენი იმიტომ დავწერე რომ მეთქვა რომ ის გოგო თავიდანვე ეგეთი იყო.
ძალიან იდემაგოგე ახლა შენ დექსტერ, მაგრამ შენ რომ დაგიჯეროტ გამოვა, რომ განათლება არაფერს ცვლის.
Удалитьროცა თითოეული წაკითხული წიგნი ცვლის აზროვნებას :)
მისმინე
Удалитьროდესაც რაღაცას აკეთებ მექანიკურად, ყოველგვარი გააზრების გარეშე და აკეთებ მხოლოდ იმიტომ რომ ეს უნდა გააკეთო ის რაღაცა რაც არ უნდა კეთილშობილური იყოს შენ ვერ გცვლის ვერანაიარად. წიგნი ვერ შეგცვლის ვერც ერთ შემთხვევაში თუყ მას მხოლოდ იმიტომ კითხულობ რომ უნდა წაიკითხო, და არა იმიტომ რომ ამ წიგნიდან თუნდაც მცირე რაღაც ისწავლო. მაგ ლოგიკით რამდენი ადამიანი დადის ეკლესიაში, ლოცულობ, მარხულობს და ა.შ. მაგრამ ეს ყველაფერი მათ ვერ ცვლით იმიტომ რომ ამას გააზრებულად არ აკეთებენ.
ჰო ნუ თითქოს უნდა დაგეთანხმო, მაგრამ რწმენა და განათლება სულ სხვა რამეა დექსტერ და შენ ეს იცი :)
Удалитьვნახოთ, ვნახოთ ჰექს
ОтветитьУдалитьაი ეს ჩანაწერი უნდა შევინახო და მერე მეც თავში უნდა გირტყა იმ ნათარგმნი კონვენციებივით
ისე პოსტი არაჩვეულებრივია და ქორწილის წეს-ჩვეულებებზეც თუ დაწერ კარგი იქნება.
:)
აი წადით თავი მოიკალით რა :დ :დ
Удалитьგათხოვდები და გაიგებ-ს ყველა დამწერმა
avtors rogorc chans zalian bevri aqvs nafiqri am sakitxze.
ОтветитьУдалитьჰო რა თქმა უნდა ბლოგის ავტორი წყალს არ დალევს ისე მისი სტრუქტურა თუ არ გაიაზრა :D :D
Удалитьნუ სამწუხარო ავტორს არ შეუძია იცხოვროს საზოგადოებაში და ფეხებზე ეკიდოს ის
Удалитьკიდევ ერთხელ ვიმეორებ - სამწუხაროდ :)
საინტერესო რამის შესახებ და საინტერესოდ წერ .
ОтветитьУдалитьზემოთაღნიშნული,შენს მიერ აღწერილი საზოგადოების დაავადებები, რომელიღაც ერთი ან რამდენიმე გაცილებით სერიოზული დაავადების სიმტომები უნდა იყოს. თუ შენც ასე გეჩვენება, შენი აზრი მაინტერესებს ამ დაავადების რაობის შესახებ,
აგრეთვე იმის შესახებ თუ რა ყოფაქცევა უნდა ახასიათებდეს მას.რადგან თუ შენ აპირებ ებრძოლო ამ დაავადებას,
\\აპირებ კი ?! მე მგონია რომ კი, მაგრამ დარწმუნებული ცხადია ვერ ვიქნები ^_^\\
მაშინ დაავადების ყოფაქცევის როლი უმნიშვნელოვანესია წამლის შერჩევის დროს
\\მედიკოსი არ ვარ მაგრამ ასოციაცია გამიჩნდა ასეთი რატომღაც \\
არასწორად შერჩეულმა წამალმა შეიძლება უარესი შედეგი გამოიწვიოს.
ქარაგმებით ლაპარაკი(კიარადა წერა :D) გამომივიდა, მაგრამ სათქმელისსთვის ასეთი ფორმა მჭირდებოდა.
თუ კითხვები გაგიჩნდება იმასთან დაკავშირებით თუ რას ვგულისხმობდი, პირდაპირაც აგიხსნი.
იმედია არ დაგეზარება დაფიქრება იმაზე რასაც ვამბობ და მერე ნაფიქრალის გაზიარება რაიმე ფორმით .\\ ოღონდ ჩემთვის ხელმისაწვდომი ფორმა იყოს რა :) \\
წამალი თუ არსებობს რამე ის მხოლოდ დროა :)
Удалитьთუმცა შესაძლებელია ამანაც ვერ შეცვალოს ვერაფერი :)
იმისათვის რომ განიკურნო პირველ რიგში უნდა აღიარო რომ ავად ხარ :)
ჩვენ კი ( ყოველ შემთხვევაში ჩვენი დიდი ნაწილი და ეს ამ პოსტმაც ცხადყო) ამას არ ვაღიარებთ შესაბამისად განკურნევაც გადადებულია განუსაზღვრელი ვადით :)
ვერცერთ ჩემს კითხვაზე ვერ მივიღე პასუხი
Удалитьგავოცდებოდი რომ დამაყმაყოფილებელი პასუხი მიმეღო
იქნებ იფიქრო რაშია სინამდვილეში საქმე
კი ჩვენ ვართ ავად
ბევრი აღიარებს ამას და შენ არ ხარ პირველი ვინც პრობლემაზე უთითებს
მაგრამ რა გვჭირს ?
თქვენი თეორია? :)
Удалитьთეორიის საწინააღმდეგო გაქვს რამე :D ?!
Удалитьდიახაც თეორია
ვთანხმდებით რომ რაღაც გვჭირს ხომ ვთანხმდებით ?!
აზრიანი თორია მაინც განვავითაროთ საამისოდ :P
თეორისს საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, უბრალოდ ჯერ თეორია არ მომისმენია
Удалитьასე რომ გისმენთ :)
ეს ცხოვრება კი არა ამაოებაა :DDDDDDDDD ზუსტად ვიცი რო ამათ არ დავემსგავსები და მყავს დაქალები, რომლებიც ამსხვრევენ ამ იდიოტურ ,უგუნურ და "მუშაქალების" სტერეოტიპებს :D
ОтветитьУдалитьპოსტი შეიძლება ითქვას მაგიტომაც დაიწერა რომ ბევრი არ დამესგავსოს ამგვარ კატეგორიას, მათ შორის პოსტის ავტორი.
Удалитьwow
ОтветитьУдалитьes ufro genialuria
:)
გენიალური რასთან შედარებით>?
УдалитьSheidzleba vcdebi magram me vpiqrob rom dziritad variantshi yvela qalbatons tavisi shesaperisi qmari/partniori yavs. rogorc mamidachemi ityoda, yvela qvabs tavisi tavsaxuri aqvso. :) me myavs garshemo xalxi romelic zemot aghweril kategorias 90%it sheesabameba da agretve myavs xalxi romelic sruliad sxvagan aris am sakitxshi :) iseve rogorc arian kategoria kacebi romlebsac miachniat rom qali unda iyos "kuxniashi" agretve arian kacebi romlebtac pretenzia ara aqvt tu mati colebi karieraze orientirebuli iqnebian. Ase rom, moisrolet panjridan "mzitevis wignebi", kargad chamoyalibdit vin xart, ra gindat, rogori ojaxuri cxovreba gindat da shesabamis meughles aucileblad ipovnit.
ОтветитьУдалитьკი ეგრეა, მსგავის მსგავსს ეძებს :)
Удалитьკიდევ დავამატებდი, 90% ეგრევე ქერად იღებავს თმას, ყვითლად დამწვარ ფერზე... :O
ОтветитьУдалитьstatiis e.w. avtoro, iqneb qarTuli iswavlo da ise ikadro wera, iubka,dublionka da misTandebi raa? isev dampal sabWoTa kavSirSi varT?
ОтветитьУдалитьმე არა, მაგრამ ვინც ისევ საბჭოთა კავშირშია იმათთვის ხომ უნდა იყოს გასაგები?!
Удалитьaseve inglirusuri-ashearebda. realoba erTia ,magram'avtoro' Sen rom ar ici qarTuli es faqtia da imedia Senc acnobiereb amas :)
ОтветитьУдалитьკი ვაცნობიერებ :))
Удалитьუცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ ქართული ენის სიწმინდის დამცველები ენის სიწმინდეს რატომღაც ინგლისური შრიფტით იცავენ. ამის მიზეზი შეიძლება ორი რამ იყოს. ორივე უარყოფითი.
ОтветитьУдалитьუფრო უცნაური კი ის არის, რომ თუ ასეთ ადამიანებზე დავწერ პოსტს, ორასი კაცი მაინც მკითხავს ასეთებს სად ნახულობო?
წავიკითხე და რეალობა დავინახე, ამიტომ გამიჩნდა სურვილი რომ ვთქვა:
ОтветитьУдалитьრომელ საუკუნეში ვართ ხალხო, ოჯახი სადაც ცოლ-ქმარმა უნდა გადაწყვიტოს ყველაფერი მათ შორის გაუცხოებას აქვს ადგილი და სხვა. ამის შემყურეს ცოლის მოყვანის სურვილიც კი არ მიჩნდება, რა საჭიროა მალვა და სხვა რატომ არის ნდობის ამხელა დეფიციტი? იქნებ ამიხსნათ?
კვალი -_-
ОтветитьУдалитьამ ქვეყანაში ყველას რო მისი საქმე ქონდეს და ყველამ თავისი საქმე აკეთოს არ შეიძლება? სულ როგორ სხვას განიხილავთ არ მოგბეზრდათ, ვისაც როგორ უნდა ისე იცხოვროს რა თქვენი საქმეა ასე ძაან რო განიცდით, იმას თუ ასე ცხოვრება მოსწონს შენ რაღა გინდა, შენ როგორც მოგწონს ისე იცხოვრე, და იმ ადამიანებთან იურთიერთე ვინც შენსავით ფიქრობს.. ძალიან მარტივად მოგვარდება პრობლემა და თქვენც და ისინიც იცხოვრებთ ტკბილად და ზედმეტი ნერვიულობების გარეშეც..
ОтветитьУдалитьმე ხომ არავის არაფერს ვასწავლი?
ОтветитьУдалитьმე უბრალოდ ვწერ იმას რაც არ მომწონს და ამის უფლება აშკარად მაქვს :)
respect ყველაფერი თქვი, რაც მინდოდა, რომ გეთქვა:)))
ОтветитьУдалитьარანაირად არაა უტრირებული!!! სამწუხარო რეალობას ასახავს :(
ОтветитьУдалитьმეც მაქვს დედამთილის ნაჩუქარი წიულპანჩიკები :დდდ იმის დაწერა დაგავიწყდა, საქორწინო ბეჭდის უკან რომ უკეთიათ ეს წიულპანჩიკი ბეჭედი :))))))))
ბრავო. რესპექტ, ჰექსე :) ყოველთვის სიამოვნებით ვკითხულობ შენს ბლოგს...
უკან თუ პირიქით წინ?
Удалитьმე მგონი პირიქით წინ, იმიტომ რომ საქორწინო ბეჭდი პირველ ეტაპზე დიდია და თითიდან ძვრება :D
მისეტრ მუსკული ძალიან მაგარია სხვათაშორის. გათხოვილი არ ვარ, მაგრამ მაინც ვიცი. სტუდენტობამ მასწავლა.
ОтветитьУдалитьდა რა პრობლემაა, რომ ესეც ვიცოდე?
აი მე სახლში რომ მოვდივარ, ერთი დიდი განტვირთვაა ჩემთვის ხეხვა–წმენდა–გლეჯა სამზარეულოში.
და მაინც რა პრობლემაა?
რომ გავთხოვდე მაინც ასე ვიქნები.
და პრობლემა?
ვიცი აქ რაც იგულისხმეთ და ა.შ.
მაგრამ შეეშვით ჩემს მისტერ მუსკულებს და რაქშებს >.<
:))
ყველგან ეს მხვდება და საშინლად მომინდა საწმენდი საშუალებების უფლებები დამეცვა და ასევე იმათი უფლებებიც, ვისთვისაც ეს ისეთივე საქმეა, როგორც დილით კბილების გამოხეხვა თუ საპირფარეშოში შესვლა.
ОтветитьУдалитьარ არსებობს ამისთვის ხაზის გასმის საჭიროება...
მე ვფიქრობ, ავტორი სახეხ საშუალებებს კი არ 'აკნინებს" ;) უბრალოდ იმის ჩვენება უნდა, რომ ბანალური, ყბადაღებულ ტრადიციებზე დაფუძნებული ცხოვრების სტილი, რომელსაც გვთავაზობს ქართული საზოგადოება, არ ვარგა. თორემ დარწმუნებული ვარ, ავტორიც ალაგებს, რეცხავს და ა.შ. უბრალოდ ეს ხდება ინტუიციურად, საჭიროებისამებრ და ა.შ და არა იმიტომ რომ დედამთილს დაახვედროს გაპიწკინებული იატაკი, რამეთუ მას გაუჩნდეს სამეზობლოსთან რძლის მარიფათით ჯეროვანი მარიაჟობის შესაძლებლობა. და აბა თუ არ გაამარიაჟა ისე რა პონტია?! მის ოჯახში რა ჩვეულებრივი გოგო შევიდა?? როგორ, მის ვარსკვლავივით ბიჭს ერთი უფერული გოგო შეხვდა, რომელიც არც ყავას სვამს, არც დაგელაპარაკება ნორმალურად, სახლის დალაგებაზე ლაპარაკიც ზედმეტია... აფსუს რა გოგოს აცნობდა ციალაა... :/ მარა მაგის ბიჭი ვირი რომ იქნება და სულელი.. მოკლედ, აბსოლუტურად ვიზიარებ ჰექსეს პათოსს. ძაან სასაცილოა :) მე ვცდილობ ამ კუთხით შევხედო და არ დავიგრუზო, იმიტომ რომ ჩემს გარშემო მაგ მხრივ გამოსწორებულია საქმე, მაგრამ აი ცოტა ურბანულ და პროვინციულ უბნებში უკვე ოოოო... ეგეც რა თემაა იცი, თემური წყობის. 21-ე საუკუნეშიც კი არ გვაქვს უფლება რომ ვიცხოვროთ საკუთარი თავისთვის, საკუთარი სურვილებით, შეხედულებებით.. ბრბოს ინსტიტუტი - ყველაზე საძაგელი სოციალური თრენდი საქართველოში, აი ეგ წარმოშობს ამ და კიდევ სხვა უამრავ პრობლემას. მოკლედ ძაან გადავიჭერი ახლა მე. უმაგრესი პოსტია <3
ОтветитьУдалитьმისტერ მუსკული აქ საერთოდ პირობითია :) :)
ОтветитьУдалитьUnda iyo is vinc iyavi,tumca uketesobisken tu sheicvlebi - misasalmebelia.
ОтветитьУдалитьსამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მარქსი არ ცდებოდა როცა თქვა რომ: ყოფიერება განსაზღვრავს ცნობიერებას, იცვლება ყოფიერება იცვლება ცნობიერება და პირიქით.
ОтветитьУдалитьრა ქნას ქართველმა ქალმა, მისი ყოფიერება ხომ გათხოვების შემდეგ ისე იცვლება რომ წარმოდგენაც კი უჭირს ამის შესახებ და ადეკვატურად მისი ცნობიერებაც რადიკალურად იცვლება.
არსებობეენ არსებობენ!!! აჭარაში განსაკუთრებით!!!!
ОтветитьУдалитьრა კარგი იყო :დ კი, ნაცნობი სიტუაციაა, ბევრი ვიცანი. ხვიჩა გავიდა ყველაზე კარგი იყო :D :D :D
ОтветитьУдалитьKargad vixalise.magram m gonia rom asetebi provinciebshi shemorchat.ra mogitanes an giyides principi.
ОтветитьУдалитьრატომ არავინ ახსენებთ რომ ეს ქალები ჩვენი საზოგადოების ნაწილია და სწორედ ჩვენს გვერდით გაიზარდნენ ასეთებად? რა ყველა პირობა ჰქონდა ასე არ მოქცეულიყო და აჯანყებულიყო საზოგადოდ დაწესებული ტრადიციების მიმართ? მარტო ქალების კი არა იმ დედამთილების და ხვიჩას (რომლებსაც ჩვენ წარმოვადგენთ) ბრალიცაა ასეთი რეალობა თუ გვაქვს. დედა რომ ეტყვის შვილს ქმრისაც უნდა გრცხვენოდესო და მამა რომ ეტყვის თავის შვილს, ქალის მოვალეობა არ არის ეკონომიურად გამართული ოჯახი ჰქონდესო, ქმარი რომ ეტყვის სამსახური არ დაიწყო, მეშინია არ გამშორდეო, ასეთ საზოგადოებაშ ელოდებით ძალიან თანამადროვე ქალის არსებობას?
ОтветитьУдалитьar gatetrdebis yorani rac unda xexo qvishita... sanam mag yvelaframde mivlen chveni ubitso qalishvilebi unda naxot saoperacioshi ramdeni "araqalishvili" modis qalishvilobis amosakerad, taviant dedebtan ertad :)) rigi midgas... rigi... :))
ОтветитьУдалитьmagari vigadave magram ratomgac azri gamichnda, rom amis damweri ragac ubeduri soflis mkvidria :D sheidzleba me var dzalian karg garemoshi da aravin ambobs rom qali aucileblad dedamtiltan unda acxovro da mzitvebi unda hqonet tan. an gogo gacnobistanave unda moiyvano colad. ra sisuleleebi weria...
ОтветитьУдалитьra goimobaa! tumca uaresebic xdeboda da xdeba. ai,magalitad dghes jibegatyavebuli da warumatebeli mamakaci normaluri da lamazi qalistvis gamousadegari,arasasurveli da zedmeti tvirtia namdvilad! tumca aset mamakacebs shinabera da maxinji qalebi etanebian,isetebi,romlebsac arc tuchis da arc cxviris koreqcia shvelit,(cnobisatvis koreqcia kinovarskvlavebis 99%aqvs gaketebuli,romelta gazhimva ubralod didi siamovnebaa kacebistvis!)radgan jer ver daayena plastikurma qirurgiam mat simaxinjes sashveli,dietas-ramdeni xani daicaven? mat chashavebul bayvebs ra gamoatetrebs? da yoveltvis foxanebs mterma uyuraaaaa!... verc did tavs apataraveben,mokled fexebis dagrdzelebac xom udidesi problema? titqmis miughwevelia ra fuli unda gadamixadon da an ra ekonomiuri pirobebi unda hqondes aset qals,rom tundac ertjeradad gavzhimo? Gaitaneeeeeeeeet!!!
ОтветитьУдалитьanebian,vitom mamakacebs,torem sinamdvileshi mamrebi arian mxolpd... es sacodavebi sarfian sacoles edzeben da tu xeli gamokres mat beds dzaghli ar dayefs...,mere ra,rom maxinjia? samagierod bina aqvs da fuli! sexsis dros ki gazets gadaafarb bolo-bolo.
tory burch outlet
ОтветитьУдалитьlacoste shirts
fitflops sale clearance
swarovski outlet
hollister clothing
hollister shirts
tory burch outlet
ralph lauren shirts
hermes birkin
cheap mlb jerseys
coach outlet
christian louboutin shoes
michael kors outlet
michael kors wallet
cheap nike shoes sale
michael kors outlet
adidas shoes
ralph lauren uk
nike air force 1
ray-ban sunglasses
longchamp outlet
vans outlet
snapbacks wholesale
cheap nhl jerseys
michael kors handbags outlet
ralph lauren outlet
fitflops clearance
fred perry polo shirts
adidas trainers
cheap soccer jerseys
michael kors outlet
ferragamo shoes
lacoste polo shirts
chrome hearts eyewear
ray ban sunglasses
czq20160725
მაგრად ვიხალისეე��
ОтветитьУдалитьnu shee*it am sabchota kavshirs ;dd
ОтветитьУдалитьcoach handbags
ОтветитьУдалитьcoach outlet online
michael kors handbags
jordan shoes
new york giants jerseys
michael kors outlet
michael kors outlet
armani exchange outlet
armani exchange
kansas city chiefs jerseys
fitflops sale clearance
ОтветитьУдалитьauthentic jordans
kobe shoes
longchamp
cheap jordans
michael kors outlet
adidas yeezy
pandora charms
jordan shoes
atlanta falcons jersey
cheap jordans
ОтветитьУдалитьair max 2016
links of london
air yeezy
stephen curry shoes
michael kors outlet store
air max 2017
adidas nmd
jordan shoes
Air Jordan Retro 11
ОтветитьУдалитьPandora Jewelry
Yeezy boost
Jordan 4
Jordan 11
Red Bottom Shoes For Women
Air Max 270
Jordan 9
Pandora Jewelry Official Site
Pandora Jewelry Outlet
Latrice20180913
Jordan 4
ОтветитьУдалитьJordan 4
Adidas Yeezy
Pandora Jewelry Outlet
Air Jordan 9
Kyrie Irving Shoes
Red Bottom for Women
Air Jordan 11
Nike 270
Rodney20190209
Pandora Jewelry
ОтветитьУдалитьJordan Retro 11
Red Bottom Shoes For Women
Jordans 11
Air Jordan 11
Yeezy boost 350 v2
Pandora Outlet
Nike 270
Jordan 9
Red Bottom Shoes For Women
Rodney20190323
Jordan 11
ОтветитьУдалитьJordan Retro 11
Kyrie Shoes
Yeezy boost 350 v2
Pandora Jewelry Official Site
Nike Air Max 270
Red Bottom Shoes For Women
Jordan 11
Kyrie Irving Shoes
Pandora Jewelry Official Site
Ryan20190402
I would love to keep track of your posts, it is really a useful source of information, wish you success. It's great, wish you success in the next blog, this is a post that we all should read at least once.
ОтветитьУдалитьfree friv Games 2019, jogos io online, abcya 10, cá koi mini
Marlboro Cartons Wholesale
ОтветитьУдалитьGetty ImagesMiley Cyrus has higher than a couple critics with her Hollywood friends, but godmother Dolly Parton is squarely on her behalf side. In a current interview with The uk Evening Standard, the 67-year-old had quite a lot of reasons to suppose the young star does just fine. In this case Parton defense, destroyed into three convenient reasons: 1. She more talented than nearly everybody think. "I loved her over time and watched her grow old Newport Coupons For Cartons, and I spotted how smart charged and how talented charged Buy Cheap Newport Menthol Cigarettes Online. "In my last life Marlboro Cigarettes Size, I sense that was everybody. I feel prefer Lil Kim might be who I am inside, " insists Miley, what individuals also lists Dolly Parton, Joan Jett, not to mention Beth Hart. "She just will make me happy studying her music, and I merely love her. And even for those, she the pioneer one to crack a tale. Whatever the drive, Dolly always has something to suggest.
supreme outlet
ОтветитьУдалитьoff white
golden goose
jordan shoes
hermes
off white outlet
golden goose
bape
golden goose sneakers
off white shoes