29 декабря 2012

შემაჯამებელი პოსტი პილპილმოყრილი ანანასით



ეძღვნება ყველას, ვისაც არ წაუკითხავს "ოსტატი და მარგალიტა"



პოსტი ასევე ეძღვნება მოლი ბლუმს, რომელმაც  ნოემბრის ერთ მზიან  დილას გამახსენა, რომ წერა შემძლებია





ბავშვობაში, იატაკზე გაშხლართული და წიგნის თაროზე ფეხებშეწყობილი ჭერში რაფაელის "ცრუ" ანგელოზებს რომ ვათვალიერებდი, სულ  მეგონა რომ თუ ჩემს სახლში არსებული ბიბლიოთეკიდან ყველა წიგნს წავიკითხავდი, მეც ისევე ჭკვიანურად ვილაპარაკებდი, როგორც  ტელევიზორში  გამოჩენილი ადამიანები.  მერე მივხვდი რომ ბიბლიოთეკა ჩემს სახლში პატარა იყო, ხალხი ტელევიზორიდან იდიოტები, ხოლო ჩემი მოსაზრება მცდარი. 

სინამდვილეში  არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წიგნი გაქვთ წაკითხული, საერთოდ გაქვთ თუ არა რაიმე წიგნი წაკითხული ეგეც არ არის მთავარი,  მთავარი სიყვარულია. (დედამიწასაც ალბათ სიყვარული ატრიალებს,  თორემ განა რამდენს უხდიან ამდენი წელი შვებულების გარეშე  რომ ბრუნავს?)

ასე მაგალითად: ლუარსაბს ბოზბაში უყვარდა,
ნოდარ დუმბაძეს -  მზის ჩასვლის ყურება
ოთარ ჭილაძეს -  სიცოცხლე
არტურ  მილნს  - ქრისტოფერ რობინი, ქრისტოფერ რობინს  - ვინი პუჰი, ვინი პუჰს - თაფლი, თაფლს -  ფუტკარი.
მოლის - პირველი სიგარეტი და ნაღებიანი ყავის პირველი ჭიქა უყვარს.   
მე  -  პატარა წიგნის მაღაზიებში ქექვა  და მერე დიდხანს ფიქრი იმაზე თუ რა წიგნის წაკითხვა ღირს ამ ეტაპზე.

და არ არსებობს ამ ქვეყნად ადამიანი,  რომელიც დაამტკიცებს რომ ჩემი სიყვარული უფრო ღირებული, უფრო მაღალფარდოვანი, უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ლუარსაბის , ან რომ მე უფრო მეტად მიყვარს ძველ ხელნაწერებში ქექვა ვიდრე ლუარასაბს უყვარდა ბოზბაზშში ამოვლებული მსუქანი პურის ყუა ნახევარ სამეფოს რომ დათმობდა მასში. თუმცა ისეთ ადამიანსაც ვერ იპოვით მე უფრო ადვილად რომ დამათმობინებს ჩემს გატაცებას, ვიდრე ლუარსაბს გამოგლეჯს პურის ყუას.

 ყოველთვის საოცრად ვიბნევი როცა ვინმე წიგნის რჩევას მთხოვს ეს იმაზე მეტად ინტიმურია,  ვინმემ რომ გთხოვოს ურჩიო პოზა სექსში მაქსიმალური სიამოვნების მისაღებად. ამიტომ ყველაზე მეტად ადამიანებისთის  წიგნების რჩევა არ მიყვარს, არ მიყვარს კი არა მკრეხელობადაც მიმაჩნია.  მთელი ბავშვობა რომ მესმოდა ფრაზა - წაიკითხეთ დოსტოევსკი, (არადა ვერ ვიტან დოსტოევსკს) იმასაც არავინ გეუბნებოდა რას დაკარგავდი  მისი წაუკითხველობით.


რა დაკარგა ადამიანმა, რომელსაც "ოსტატი და მარგალიტა" არ წაუკითხავს, არც არაფერი, უბრალოდ ის ვერასდროს ნახავს სიზმრად თუ როგორ აკნატუნებს კატა-ბეჰემოტი პილპილმოყრილ ანანასს. მერედა განა ეს სიზმარი ღირს იმად, რომ 500 გვერდიან რომანს დავეძგეროთ?! (პარადოქსია, რომ ამ კითხვაზე პასუხი არ გვექნება,  სანამ 500 გვერდიან რომანს არ დავეძგერებით. )

ჰოდა დღესაც როდესაც იატაკზე გაშხლართული და წიგნების თაროზე ფეხებშეწყობილი (ანგელოზები 12 წლის წინ წაშალეს)  ბეგბედერის მორიგ გულისამრევ მოთხრობას ვკითხულობდი მივხვდი, რომ  წიგნები აუცილებელია იმაში დასარწმუნებლად, რომ ამ ქვეყნად არსებობენ უფრო ცუდი ადამიანები ვიდრე ჩვენ შეგხვდნენ, უფრო საშინელი ისტორიები, ვიდრე ჩვენ გადაგვხდა, უფრო გამოუვალი სიტუაციები, რომლიდან გამოძვრომაც მოახერხეს. რომ რაც  არ უნდა ცუდად იყოს საქმე ყოველთვის გამოჩნდება ვინმე ბეგბედერი, ან უელბეკი, ან აკუტაგავა ან მისიმა რომელიც გეტყვის, რომ რაც შენ თავს მოხდა  უბრალო ზღაპარია, იმასთან შედარებით რისი გადატანაც მათ  გმირებს მოუხდათ და რომ შენ საბედნიეროდ (და ეს უნდა გახარებდეს) არ გინახავს ნამდვილი "ჯოჯოხეთის სურათები" და თუ ოდესმე ნახე, იცოდე რომ მარტო არ ხარ.


P.s.

  • 2012 წლის გადატანისთვის დიდ მადლობას ვუხდი წიგნებს.  :)
  • მათ კი ვისაც არასდროს წაუკითხავს "ოსტატი და მარგალიტა" იცოდეთ რომ ადამიანებს თქვენი უბრალოდ შურთ და კიდევ   - "ნურასოდეს დაელაპარაკებით უცნობებს!"




22 комментария:

  1. სრული და ამომწურავი პასუხი კითხვაზე, რატომ არის ჰექსე კლასიკა.

    ჰექსუს, რომელი აბზაცი დავაკოპირო განსაკუთრებული მოწონების ნიშნად, არც კი ვიცი. პრინციპში, ყველა, ალბათ. აბსოლუტურად შენი პოსტია. ანუ, ის ჰექსე-სთაილ, რისთვისაც აქ მომეშურება.

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. დააკოპირე ის რომ პოსტი ეძღვნება მოლი ბლუმს, რომელმაც ნოემბრის ერთ მზიან დღეს გამახსენა რომ მე წერა თურმე შემძლებია :)

      Удалить
  2. "ყოველთვის საოცრად ვიბნევი როცა ვინმე წიგნის რჩევას მთხოვს ეს იმაზე მეტად ინტიმურია, ვინმემ რომ გთხოვოს ურჩიო პოზა სექსში მაქსიმალური სიამოვნების მისაღებად. ამიტომ ყველაზე მეტად ადამიანებისთის წიგნების რჩევა არ მიყვარს, არ მიყვარს კი არა მკრეხელობადაც მიმაჩნია. მთელი ბავშვობა რომ მესმოდა ფრაზა - წაიკითხეთ დოსტოევსკი, (არადა ვერ ვიტან დოსტოევსკს) იმასაც არავინ გეუბნებოდა რას დაკარგავდი მისი წაუკითხველობით."

    პროსტა კლას :)

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. Yoga accessories so as Yoga Mat, Yoga Roller, Yoga Block, Yoga Ball are more and more popular and used, we are decades of production history of yoga manufacturing Company, welcome calls to communicate, E-mail:Sales@buy-yoga.com, Tel: 86-591-87456258

      Удалить
  3. კითხვის პოზა გავიგე.
    და რა წავიკითხო ?

    /კვალი

    ОтветитьУдалить
  4. "ყოველთვის საოცრად ვიბნევი როცა ვინმე წიგნის რჩევას მთხოვს ეს იმაზე მეტად ინტიმურია, ვინმემ რომ გთხოვოს ურჩიო პოზა სექსში მაქსიმალური სიამოვნების მისაღებად."

    ოოოპააა :)

    ამის შემდეგ ყოველთვის შენ გკითხავ ხოლმე რომელი წიგნი წავიკითხო

    ОтветитьУдалить
  5. დექსტერ მე შენ გირჩიე წიგნი და შენ არ წაიკითხე, ასე რომ ჯანდაბამდე გზა გქონია ახლა :*

    ОтветитьУдалить
  6. :D ვაპირებდი მაგ წიგნის წაკითხვას ჯერ ერთი იმიტომ რომ შენ მირჩიე, მეორეც მითხარი მთავარი გმირი შენ გგავსო
    წიგნის კითხვა რომ დავიწყე მივხვდი რომ მთავარი გმირი იდიოტია :D :D
    ასე რომ დავანებე :D

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. არა არა დექს მერე ისწავლის ჭკუას
      მერე რა მოხდა თუ თავიდან იდიოტი ჩანს?
      :დ

      Удалить
  7. Этот комментарий был удален автором.

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. მშვენირი კომენტარი იყო და რატომ წაშალე?

      Удалить
  8. Yoga accessories so as Yoga Mat, Yoga Roller, Yoga Block, Yoga Ball are more and more popular and used, we are decades of production history of yoga manufacturing Company, welcome calls to communicate, E-mail:Sales@buy-yoga.com, Tel: 86-591-87456258

    ОтветитьУдалить
  9. I like this post because it contains a lot of useful information to read, maybe everyone will like me. I hope this post of yours will be more appreciated by it really excellent, i enjoyed it, thanks for posting it.
    friv 4 school math games 2019, io jogos jogar, cá koi mini, abcya for kids

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)