ამბავი, რომელსაც ახლა წაიკითხავთ ნამდვილია.
სამწუხაროდ...
დღეს შეიქმნა ახალი ოჯახი,
ახალი კერა და
ახალი ექაუნთი
ჩვენი დროის თამადა.
- პროლოგი
ყველაფერი 2 წლის წინ დაიწყო, როდესაც ფეისბუქში 30 კაციან ჯგუფში აღმოვჩნდი, რომელიც კლასელებს შეკრებისკენ მოგვიწოდებდა. ჯგუფში ყველაზე მეტ ყურადღებას იქცევდა ექაუნთი " თაკო და თემიკო ". სურათების დათვალიერების შემდეგ გაირკვა რომ ეს გოგო ნამდვილად სწავლობდა ჩემს კლასში, თუმცა ზუსტად მახსოვს რომ სკოლის დამთავრებამდე მას "თამო" ერქვა, ნუ ზოგჯერ თაკოსაც ვეძახდით, მაგრამ თემიკო გეფიცებით ხუმრობითაც კი არ გვიკადრებია მისთვის. როგორც შემდგომ გაირკვა, თემიკო ქმარი იყო, ეს კი მათი საერთო ექაუნთი, რომლის საშუალებითაც ამგვარ კომენტარებს ტოვებდნენ: ჩვენ გვიხარია, ჩვენ მიგვაჩნია, ჩვენ მოვალთ, ჩვენც მოგვენატრეთ. ახლა ამგვარი ამბავი არავის უკვირს. ფეისბუქი სავსეა: ლიკუშა და ნიკუშებით, ლამზირა და ჯონდოებით, ტრისტან და იზოლდებით, მაგრამ ორი წლის წინ ეს ამბავი იმდენად გამიკვირდა, გადავწყვიტე ყველა საქმე მიმეტოვებინდა და შეკრებაზე წავსულიყავი. მისია დიდი იყო : თემიკო უნდა გამეცნო.
- თემიკო
როგორი უნდა იყოს ბიჭი, რომელიც მეუღლესთან საერთო ექაუნთს შექმნის და ყველას საერთო სახელით ესაუბრება? აზროვნებაში ბარე 20 თემიკო დავხატე, მაგრამ ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. თემიკო სადღაც 20 წლის იყო და ჩემთვის რომ ეთხოვათ ის ერთი სიტყვით დაახასიათეო მე ვიტყოდი: "გაუთავებული" ოღონდ ჯასტ უთო გადასმული კი არა? აი თეთრეულს რომ ჩამოხსნი თოკიდან, მერე დანამავ, გაჭიმავ, დაკეცავ, დააგორგოლებ, გახსნი, კიდევ გაჭიმავ და ცხელი უთოთი გულდასმით გაუტკიცინებ ნაკეცებს - აი ეგეთი იყო თემიკო. ვარცხნილობაც ისეთი ჰქონდა თმის თითოეული ღერი მისხალ-მისხალ დალაგებული, ასე დედები ვარცხნიან ხოლმე შვილებს ოჯახური ფოტოალბომისთვის სურათის გადაღების წინ. რომ შევხედე მაშინვე გავიფიქრე რომ ბანკში მუშაობდა, მაგრამ შევცდი, თემიკო ბანკში არ მუშაობდა. მისი თანამდებობა იყო საკმაოდ გრძელი და უამრავი რთულად დასამახსოვრებელი სიტყვისაგან შედგებოდა რომლიდანაც მე მხოლოდ ორის დამახსოვრება შევძელი "დეპარტამენტი" და "კონსულტანტი". ოდესმე ალბათ დადგება დრო როცა მე თემიკოს ფილოსოფიურ აზრებზეც გიამბობთ მაგრამ მაშინ მათ მოსასმენად არ მეცალა, რადგან მხოლოდ ერთ კითხვაზე მაინტერესებდა პასუხი და სწორედ მაშინ როდესაც ის თავისი უფროსის "დაჩაზე" გატარებული საღამოს შესახებ ყვებოდა, უცერემონიოდ ვიკითხე:
" საერთო ექაუნთი რატომ გაქვთ?"
"ჩვენ ხომ ყველაფერი საერთო გვაქვს?!" - მიპასუხა თემიკომ. მე მარჯვენა წარბი ამექაჩა ზემოთ და წამომცდა:
- "კბილის ჯაგრისიც?"
ვაღიარებ რომ ეს იმდენად არაკორექტულად და უხეშად მომივიდა რომ მეგონა თემიკო წამოხტებოდა, კიდევ ერთხელ გაგვიმეორებდა ვინ იყო და სად მუშაობდა, ხელს დასტაცებდა თავის ცოლს და ალბათ ისევ უფროსის "დაჩაზე" გავარდებოდა. თუმცა მან ოდნავი აღლევებით შეისწორა ჰალსტუჰის კვანძი, მერე კოსტიუმი შეიკრა, მერე გაიხსნა, მერე ისევ შეიკრა, ხელი შეავლო მანჟეტებზე დამაგრებულ ოქროს საკინძებს და თქვა:
-არა რაც ჰიგიენის ნივთებს შეეხებ, არა.
-მიყვარს ჰიგიენა, ის თავისუფლებას გვანიჭებს.
ვთქვი მე და აქ დასრულდა ჩემი და თემიკოს გასაუბრება.
(ფარდა)
- თაკო
თაკო კარგი გოგო იყო. კარგად სწავლობდა, გაკვეთილს ყოველთვის ბოლომდე და გულდასმით კითხულობდა (ფრჩხილებში დაწერილსაც კი) საკონტროლოს არასდროს იწერდა სხვისგან, არც სხვას აწერინებდა, არასდროს რჩებოდა სახლში რვეუელები, წიგნები და პასტა, ისიც ვერ წამოედგინა სხვას როგორ უნდა დარჩენოდა, სწორედ ამიტომ არასდროს არ ჰქონდა ორი პასტა,თმას ყოველთვის გულდასმით ივარცხნიდა და მუდამ თეთრი პერანგით დადიოდა სკოლაში. მოკლედ იმდენად იდეალური იყო რომ რვეულის ბოლო ფურცელიც კი ყოველთვის სუფთა ჰქონდა.
ამჯერად ერთი ექაუნთის რაობის ახსნა თაკომ ითავა და ამიხსნა რომ ეს მათ ნდობის შენარჩუნებაში ეხმარება, რომ არ დაემსგავსონ იმ წყვგილებს ერთმანეთის კომპიუტერებში რომ ჩუმად იქექებიან და ბევრ რამეს უმალავენ ერთმანეთს, აქ ყველაფერი გახსნილია, საერთოა და შესაბამისად ღალატიც გამორცხულიაო.
მე ახლა მარცხენა წარბი ამეწია ზემოთ და ვიკითხე: ვინმეს ღალატი და სხვებთან მიწერა რომ მოუნდეს ბუნებრივია ამას საერთო და ოჯახური სიმყუდროვით გაჟღენთილი ექაუნთით არ გააკეთებს, არამედ შექმნის მეორე ექაუნთს და ეს თუ კონტროლდება რამენაირად მეთქი. თაკომ მხრები აიჩეჩა და მითხრა: არ მესმის ამგვარი რამ რაში უნდა დაგვჭირდესო. არადა გერმანიას მეორე მსოფლიო ომის დაწყება რისთვის დასჭირდა, მაგას მე-8 კლასში ხვდებოდა, ახლა კი ამას ვერ ხვდება - საოცარია.
- მიშა
მიშა ყველაზე სიმპატიური ბიჭი იყო ჩვენს კლასში, კლასში კი არა მთელ სკოლაში მასზე სიმპატიურ ბიჭს ვერ ნახავდით და ამიტომაც არ იყო გასაკვირი, რომ ყველა თხემით ტერფამდე მასზე იყო შეყვარებული, ამ ყველაში შესაძლოა მეც შევსულიყავი მიშას ჩვენი კლასის ფარდები რომ არ დაეწვა, ბიოლოგიის მასწავლებლის კატა არ დაეხრჩო და სკოლის ფანჯრები კისტის თოფით არ ემსხვრია. და სწორედ ამ მიშამ რამდენი წლის წინ ზოგს სკოლაში რომ არ უშვებდა, ზოგს კი სკოლის ფანჯრებიდან ყრიდა რესტორნიდან გამოსვლისას ხელი გადამხვია (ისე მეც რომ არ წავექციე და თავადაც რომ არ წაქცეულიყო) და მითხრა:
- "რა არის იცი? დემოკრატიულ საზოგადოებაში ყველას აქვს უფლება ჰქონდეს საერთო ექაუნთი"
მივხვდი რომ მიშა მართალი იყო. რა ჩემი საქმე იყო ვინ რას შექმნიდა? მივხვდი რომ მკაცრი ვიყავი თაკოსა და თემიკოსთან და საერთოდ ექაუნთის გამო არ ღირდა ბავშვობის მეგობრების გადაკიდება. თუმცა როგორც აღმოჩნდა თაკო და თემიკო ამგვარად არ ფიქრობდნენ და შეხვედრიდან 2 კვირაში მე აღმოვაჩინე რომ მათ მეგობრებიდან წავუშლივარ.
- ეპილოგი
ეს ამბავი 2 წლის წინ მოხდა და არც არასდროს გავიხსენებდი, რომ არა ერთი შემთხვევა. საახალწლო ციებ-ცხელების დროს თაკოს კარფურში შევეჩეხე. სიმართლე გითხრათ გულმა რეჩხი მიყო რომ მხოლოდ თაკო დავინახე, თუმცა მალევე გაირკვა, რომ თემიკოს არაფერი მოსვლოდა. ის უბრალოდ სახელმწიფო მნიშვნელობის საქმეზე გახლდათ მივლინებთ გამგზავრებული ტოკიოში.
-ჰო მართლა, არ გეწყინოს ფეისბუქიდან რომ წაგშალეთ, თემიკომ გადაწყვიტა ასე- მითხრა თაკომ და გადამკოცნა.
მე კი ვიდექი ძალიან ბედნიერი იმის გამო, რომ მან თქვა თემიკომ გდაწყვიტა ასე და არა ჩვენ გადავწყვიტეთ ასე, როგორც ამბობდა ხოლმე.
დაიცა ბოროტი თემიკო იყო? შემზარა კვანძის გახსნამ, აქამდე რაც ისტორიები ვიცოდი, ბოროტი ცოლი, შეყვარებული(გოგო) იყო ხოლმე :D
ОтветитьУдалитьაუ ტიპს რა უჭირდა
რა ვიცი მე ვინ იყო ბოროტი მთავარია რომ ეს გადაწყვიტა თემიკომ და არა "ჩვენ"
ОтветитьУдалитьან შეიძლება თემიკომ არ გადაწყვიტა, მაგრამ თემიკოს დააბრალეს
ან შეიძლება გადაწყვიტა კიდე, იმიტომ რომ თემიკოს აშკარად არ მოვეწონე, თაკო კიდე ასე თუ ისე კლასელი იყო :დ
მოკლედ ვინ გადაწყვიტა არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია რომ ერთის გადაწყვეტილება იყო :დ
ჰექს მაგრად მევასება შენი პოსტები:)
ОтветитьУдалитьმადლობა
Удалитьპატივია :)
მე უფრო სასაცილო ისტორია მაქვს. ჩემს ერთ უახლოეს მეგობარს ქონდა ექაუნთი რომელსაც მისი შეყვარებული უფრო ხშირად იყენებდა ვიდრე თვითონ. ბოლოს რომ დავიბენი ვის როდის ვესაუბრებოდი. რჩევა მივეცი. იქ ამბები დატრიალდა. დღემდე გამარჯობას არ ვეუბნებით ერთმანეთს. მის შემდეგ ყველა მსგავსი ანგარიში წავშალე. ეს ღერთივით მრავლობით რიცხვში მოსაუბრე ხალხი მაბნევს ხოლმე.
ОтветитьУдалить:D ხო ძალიან დიდ უხერხულობას იწვევს, როდესაც მხოლოდ იმ ერთი ადამიანისთვის გინდა რაღაცის მიწერა, რატომ უნდა წაიკითხოს ის მისმა შეყვარებულმა, ცოლმა, ქმარმა და ა,შ
Удалитьჩვენ ერთმანეთისგან არაფერი გვაქვს დამალული ამით ამ ყველაფრის გამართლება ხომ საერთოდ მარაზმია
სიყვარული პირველ რიგში თავისუფლებას უნდა ნიშნავდეს :)
გამოდის რომ აქ მაინც ერთობლივი გადაწყვეტილებაა, რახან ქმარმა გადაწყვიტა და ცოლი უსიტყვოდ დაეთანხმა :) ანუ ერთობლივი ექაუნთის სუბსტანცია შენარჩუნებულია :) უბრალოდ გადაწყვეტილების გაჟღერება მოხდა პირველი პირის მხოლობით რიცხვში :))
ОтветитьУдалитьანა როგორ არის იცი?
Удалитьრა თქმა უნდა რადგან მეგობრებიდან ამომშალეს ეს იყოს საერთო გადაწყვეტილება
ანუ იდეა იყო თემიკოსი და თაკოც დაეთანხმა
მაგრამ ბოლოს რადგან ამბობს რომ თემიკომ გადაწყვიტა ასეო, ე.ი. იმას იაზრებს რომ ის და მისი ქმარი სხვადასხვა სუბიექტები არიან და აზროვნებაც სხვადასხვა აქვთ.
თუ არადა იტყოდა - უბრალოდ ჩვენ ასე გადავწყვიტეთო :დ :დ
გეთანხმებით, მაგარი იდიოტობაა!!!! ჩემს დედამთილ-მამათილს და მაზლსა და რძალს აქვთ საერთო ი-მაილ ექაუნთები! :D :D :D შეიძლება მარტო ერთ-ერთისთვის მინდოდეს მიწერა, ან რაიმეს კითხვა, და სულ მრავლობით რიცხვში და ორივე ადრესატისთვის მიხდება მიწერა! ზოგჯერ შემეშლება, მხოლობით რიცხვზე გადავალ, და ვზივარ და ტექსტის აკრეფის შემდეგ ვასწორებ - რიცხვს, სქესს, ტონს და ა.შ. :D :D :D დამღლელია!!!! :( :D
ОтветитьУдалитьუი რა გაჭირვებაა საერთო იმეილი :დ
Удалитьვაჰ, ჩემთან საქმე იყო შემდეგში,მოსკოვში მცხოვრებ ახლობელ გოგონას ახალი წელი მივულოცე.რას ვიფიქრებდი რამაზი-სოფას ქორწილისსურათიანი ექაუნთს მიღმა გრიოზნი მუჟ თუ დამელაპარაკებოდა. ნეჟნა ამიხსნა სოფოს ქმარი ვარ და შენ ვაბშე ვის დაეკარგე, რატომ მიწუხებ ცოლსო.ახსნა, რომ სანამ სამი თვით მისი ცოლი გახდებოდა(მერე დაიჭირეს და ახლაც იქა სუფევს) ერთად გავიზარდეთ და დღემდე ერთი ოჯახივით ვართ, ჩემს ძალ-ღონეს ნამდვილად აღემატებოდა და გულწრფელი თანაგრძნობა გავუგზავნე სოფოს. ჰოდა, რომ მგონია მეტად აღარ გავკვირდებოდი, მერე დილით, სადღაც 10 საათისთვის ქალბატონი დედამთილი მოვარდა შეშფოთებულ-აღშფოტებული სოფოს ოჯახში, ვინ არის ის გათახსირებული ჩემს შვილს ოჯახს რომ უნგრევს, რა ჭირს ჩემს რძალს შესაცოდი, ფეხს მიწაზე არ ადგმევინებს მისი ქმარიო(ეს მეგრული იდიომაა და კეთილდღეობის ზენიტს ნიშნავს).ახლა ყოველღამ თუ არა, კვირაში ორჯერ მაინც მომიხსენიებს ბატონი რამაზა გინებას შინა. მივბლოკ-მოვბლოკე,მაგრამ ხან საიდან მწერს და ხან საიდან.ასეთი ამბავი.
ОтветитьУдалитьვაიმე ეს რა ტრაგიკული ამბავი ყოფილა
Удалитьჩემი ისტორია კეთილად მაინც ბოლოვდება
დედამთილის პასაჟმა საერთოდ გამაოცა
დედამთილის ექანუთიც ხომ არ იყოს ეგ შემთხვევით?
ომამდე, შეყვარებულობანას თამაშისას მეც ( რიგით მე.. "ჩვენც" ) მქონდა საერთო აქაუნთი :)) მაგრამ ერთ კვირაზე მეტი ვერ გასძლო ვერც აქაუნთმა და ვერ მისი არსებობის არგუმენტებმა! :)))
ОтветитьУдалитьგეხვეწები მითხარი არგუმენტი რა :))
Удалитьძაააალიან ბანალური - "სურათები ხომ სულ ერთად გვაქვს. ხოდა მოდი აქაუნთიც ერთი იყოს. შ.პ.ს ოჯახის ვებ იმიტაცია" ანუ კლასიკური მარაზმი :))))
Удалитьვაიმე რა საყვარელი ყოფილა შეყვარებული დათო :):*
Удалитьკარგია რომ აღიარებ რომ მარაზმი იყო
გაფასებ მაგის გამო :)
გამინახევრე სასჯელი.. ხო ვაღიარე ?! ":)
Удалитьme ufro mets velodi samwuxarod bevri rame shegedzlo dagewera....... dges su daushigava xalxma :)
ОтветитьУдалитьკი შემეძლო, ზოგადად მინდოდა ჯერ დამეწერა. მერე გადავწყვიტე მხოლოდ ერთი ისტორია მომეყოლა
Удалитьაი რა იმედიანად დასრულდა. მიშა მაგარია კი არადა მიშა მართალია, მაგრამ ყველაზე მაგარი ის არის ეგ სწორედ მიშამ რომ თქვა.
ОтветитьУдалитьსად მუშაობდა თემიკო, გახსენი ბოლომდე კარტები. არა მგონია შენ ბლოგს კითხულობდეს.
ბიჭო განა არ ვხსნი კარტებს, მართლა არ მახსოვს სად მუშაობდა.
Удалитьხომ არის რა ეგეთი თანამდებობები 950 სიტყვისგან რომ შედგება და კაცი ვერ გაიგებს რას აკეთებ რეალურად იმ სამსახურში
რაღაც საერთაშორისო კვლევების რაღაც დეპარტამენტის ქვეგაყოგილების კონსულტანტის რაღაცა იყო რა მოკლედ არ ვიცი ვერ დავადგინე რას აკეთებდა.
ესე იგი, ერთი ექაუნთი არა, მაგრამ ერთმანეთის პაროლები ნამდვილად გვეცოდინება <3 ჰო, რატომაც არა? რა მაგარია, ვიღაც რომ გეფლიტავება თავისი ჭკუით და ამ დროს ქმარი ეკაიფება, ან ქმრის ფანებს რო ეკაიფები და მათზე ბევრი რამ იცი ;)
ОтветитьУдалитьნუ აი შენც თუ მაგას იტყოდი ნამდვილად არ მეგონა :დ რაღა დაგიმალო და...
Удалитьკარგი იყო, მომეწონა :)
ОтветитьУдалитьმშობლების ყლეობიდან მოდის - თავიდანვე უსპობენ ადამიანს პირად ავტონომიას, ამიტომ ახალი ოჯახის შექმნისას - ან სულაც უბრალოდ ახალ ურთიერთობაში - ანალოგიურად იქცევიან: ყალბ, არაჯანსაღ და ამავე დროს არარეალურ "ნდობაზე" (ურთიერთდამოკიდებულება-ჩამოკიდებულებაზე) ავითარებენ კავშირს. ამაზრზენი ურთიერთფლობა და აუცილებლად თანხმლები სიყალბეა
ОтветитьУдалитьკარგად არის დაწერილი, ვისიამოვნე
საინტერესო მიზეზია.
Удалитьმიშას სიბრძნე :დდდდდდდდ
ОтветитьУдалитьსაბრალო თამო–თემიკოს როგორ უჭირთ გაარჩიონ ნდობა და უნდობლობა.საშინელებაა მსგავსი ექაუნთები,მყავს რამოდენიმე წყვილი მეგობრებში ასეთი,ორი მათგანი ახლო ნაცნობია,როდესაც შეტყობინებას ვუგზავნი თავდაპირველი ვეკითხები თუ რომელია,აი დაბადების დღის მილოცვის შემთხვევაში ცუდ დღეში ვარ,არ ვიცი რომელს უნდა მივმართო ამ დროს.ერთმანეთის პაროლების ცოდნაც დიდი სისულელე მგონია, "big brother-ის"სინდრომი უფროა ეგ,ვიდრე სიყვარული.
თემიკომ გადაწყვიტა წაშლა,(ქმარი ღებულობს მნიშვნელოვან გადაწყვეტლებას:დ) და თამო თავს უქნევს უსიტყვოდ(((((
მიშამ ყველაზე დიდი სიბრძნებ თქვა კი
Удалитьდემოკრატიულ ქვეყანაში ყველას აქვს უფლება აკეთოს ის რაც უნდა თუ არ ლახავს სხვა ადამიანის დემოკრატიულ ღირებულებებს.
რადგან ამ შემთხვევაში არც ერთი არ თვლიდა რომ მისი უფლებები ილახებოდა ე.ი. ყველაფერი რიგზეა. :)
რა თქმა უნდა სისულელეა როგორც საერთო ექაუნთი , ისე პაროლების ცოდნა და ეს მხოლოდ იმიტომ არ უნდა გქონდეს რომ უხერხულობა არ შეუქმნა იგივე შენ მეგობრებს.
ერთხელ ვთქვი, რომ გათხოვება სულაც არ ნიშნავს იმას რომ ავტომატურად ურთიერთობა უნდა გავწყვიტო ხალხთან რომელიც ჩემს მეუღლეს არ მოეწონება. ამ აზრს ძალიან ბევრი არ დაეთანხმა. მე კი არ მესმის საერთოდ რა არის აქ საკამათო.
ორგანულად ვერ ვიტან გოგოებს გათხოვებიდან რამდენიმე თვეში ქმრის უახლოესი მაგრამ მათთვის არასასურველი ძმაკაცები რომ დაუფრენიათ სახლიდან.
ცხადია,ასეთი შემთხვევებიც ხშირია, ცოლი მართავს ქმარს,ეს უკანასკნელი კი ცხვრის როლშია და პროტესის გრძნობაც არ უჩნდება:(((((((
Удалитьგარეთ შესაძლოა მაგარ ბიჭს თამაშობდეს, მაგრამ სახლში ცხვარია :)
Удалитьხშირია
ეს საერთო ექაუნტები მაინც განწირულია ცალცალკე ექაუნტების შექმნისთვის. განა ღალატია მხოლოდ მიზეზი. დედამთილზე წუწუნი არავის გაუუქმებია :))
ОтветитьУдалитьროგორც ჩანს პოსტში აღწერილი წყვილი რეკორს მოხსნის 2 წელზე მეტია აქვთ :)
Удалитьra gansxvavebaa saerto equnti geqnebat tu ertmanetis parolebi gecodinebat, orive erti ponti es erti, meorec me myavda erti tanamshromeli gogo, martalia ar icoda tavisi love-s paroli magram imdens chalichobda imdens axerxebda rom yovel dge icoda ra da rogor gaifiqra misma sheyvarebulma, tviton qmnida yalb eqauntebs sxva gogos saxelit cerda da aba ras izamda bichi akvirdeboda.... esec katastrofaa me tu mkitxavt :)))
ОтветитьУдалитьგეთანხმებით სამივე დიდი მარაზმია
Удалитьმაგრამ საერთო პროფილი აქედან ყველაზე დიდ მარაზმად მიმაჩნია
რადგან ასეთ შემთხვევაში საკუთარ თავს განიხილავა არა როგორც ინდივიდს არამედ როგორც ვინმეს დანამატს, შემადგენელ ნაწილს.
ადრე დავწერე ეს რომელიღაც პოსტში: "მგონი სრული სისულელე უნდა იყოს "მეორე ნახევრის" ცნება და ფრაზა "ჩვენ ერთი მთლიანი ვართ"-ადამიანი უნდა გიყვარდეს როგორც ინდივიდი და არ აღიქვა შენს დანამატად..."
ОтветитьУдалитьახლაც ასე ვფიქრობ და ეს საერთო ექაუნთი და ერთმანეთის პარილების ცოდნა საერთოდ კოშმარად მიმაჩნია.
მეორე ნახევარი - ანუ არასრულყოფილი ადამიანები :დ
Удалитьრომელი ნდობის შენარჩუნებაში "ეხმარებოდა" ეგ საერთო ექაუნთი, რომლიც იმთავითვე არ არსებობდა?..
ОтветитьУдалитьქართველი წყვილის ლოგიკა: მინუს უსასრულობა >.<
სრული ახსნა იყო ასეთი : წყვილებს ცალ-ცალკე ექაუნთი რომ აქვთო და ერთმანეთის კომპიუტერებში რომ იქექებიანო ეგ ხომ ნდობის არ არსებობააო, ჰოდა ჩვენ ერთი ექაუნთი გვაქვს, ყველაფერი და ღიაა, შესაბამისად ერთმანეთის კომპში ქექვა აღარ გვჭირდება და შესაბამისად ეგ ყოფილა ეგ ნდობა.
Удалитьგავიგე და რა მნიშვნელობა აქვს, განა ეს უარესი არ არის? იქ ცალ-ცალკე ექაუთები მაინც აქვთ და ფორმალურად მაინცაა შენარჩუნებული ინდივიდის სახე, ასე კი დეკლარირებულად სპობენ პირადულ სივრცეს და იპრავებენ ერთმანეთის კონტროლს.
Удалитьსადაც ნდობაა, იქ კონტროლს რა უნდა?! ნდობის ცნებაში ნეტა რას გულისხმობდნენ?
ფუ, ეგეთ ადამიანებს არ ვიცნობ და არც მინდა გავიცნო, შეიძლება შემომელანძღონ. *ლეები!
arachveulebrivad wert hexe
ОтветитьУдалитьzalian vixalise
bravo
კბილის ჯაგრისიც? << კრეატიულობა იგრძნობა =))))
ОтветитьУдалитьდა ისე, "თემიკომ გადაწყვიტა ასე"... სხვა რას გეტყოდა აბა )) პირისპირ ))
მეტყოდა ასე გადავწყვიტეთო :) არ მოერიდებოდა
Удалитьძირითადად სულ მრავლობით რიცხვში ლაპარაკობდა
ჩვენ გავაკეთეთ, ჩვენ მოვიფიქრეთ და ა.შ.
ეს გამონაკლისი იყო, რამაც მე პრინციპში გამახარა :)
რვეულის ბოლო ფურცელიც კი ყოველთვის სუფთა ჰქონდა.
ОтветитьУдалитьსუპერ !!!
ამ ერთმა პაწაწუნა წინადადებამ ისეთი ბედნიერება მომანიჭა ვერ წარმოიდგენ
ვითომ არაფერი, მაგრამ იმდენი რამე გამახსენდა რვეულების ბოლო ფურცლებზე <3
და როგორ გამოიყურებოდა შენი რვეულის ბოლო ფურცლები? :დ
УдалитьRveulis bolo furceli chemtvis yvelaze yvelaze saintereso iyo yoveltvis da arasdros armqonia is sufta.mteli chemi grdznobebi maq zed naweri..xolo rac saerto eqaunts sheexeba sadac ndoba araris iq arc urtiert pativiscemaa da ratqmaunda arc siyvarulia + sazogadoeba ertmanets agar endoba egukve didixania.magram miliardebshi ro ertaderts amoarchev isic shen amigarchevs da mainc ro ar endobi eg ukve idiotizmia chemiazrit.
ОтветитьУдалитьRveulis bolo furceli chemtvis yvelaze yvelaze saintereso iyo yoveltvis da arasdros armqonia is sufta.mteli chemi grdznobebi maq zed naweri..xolo rac saerto eqaunts sheexeba sadac ndoba araris iq arc urtiert pativiscemaa da ratqmaunda arc siyvarulia + sazogadoeba ertmanets agar endoba egukve didixania.magram miliardebshi ro ertaderts amoarchev isic shen amigarchevs da mainc ro ar endobi eg ukve idiotizmia chemiazrit.
ОтветитьУдалить:-) :-):-)
ОтветитьУдалитьai max
ОтветитьУдалитьmichael kors
france world cup jersey
fendi sunglasses
fitflops
adidas outlet store
replica watches
jordan
furla handbags
air force 1
2018.8.23xukaimin
links of london
ОтветитьУдалитьugg outlet
pandora charms
canada goose jackets
snapback hats
ralph lauren outlet
nike roshe
nike air max 97
nike lunarglide
kobe 12
201810.18chenjinyan
hermes birkin
ОтветитьУдалитьmoncler outlet
supreme outlet
supreme clothing
off white x nike
golden goose
yeezy
nike sb dunk low
supreme hoodie
kyrie 5 spongebob