03 февраля 2013

გოგონა, რომლიც სანთებელას მალავდა



"ის მარტო იყო, თუმცა მის გვერდით, 
 ბევრნი ეძებდნენ დასადგომ ადგილს" 
ო. ჭილაძე 



 

პროექტს წერ, უფრო სწორედ წინა წლის პროექტში სახელებს და გეოგრაფიულ დასახელებებს ცვლი. რა აზრი აქვს კარგი პროექტის დაწერას, მაინც არ დაამტკიცებენ. თან სიგარეტს შლი და თამბაქოს ქაღალდზე ყრი, გგონია თუ ოთახში თამბაქოს სუნი დადგება,  მოწევის სურვილი იკლებს,  არადა არაფერი კლებულობს თანამშრომელთა კეთილგანწყობის გარდა. 


როგორ უნდა დაანებო მოწევას თავი თუ სამუშაო ოთახის ფანჯრები  სიგარეტის მოსაწევად განკუთვნილ აივანს უყურებს? 

აი ისიც მოდის. ნაცრისფერი გეტრები აცვია და  გახსენდება პირველი მიზეზი,   რატომ არ გიყვარს შენი სამსახური.  რადგან  რუხი კორპორაცია  ყველას  ნაცრისფერი  გეტრების ტარებას „აიძულებს“.  არადა ბრმაც მიხვდებოდა რომ ამ მუქ ყვითელ, თითქმის მდოგვისფერ კაბას  ხასხასა ლურჯი გეტრები უფრო მოუხდებოდა. თუმცა დრეს-კოდს მაინც რატომღაც ისინი ამტკიცებენ,  ვისაც ბავშვობიდან სტანჯავდა დალტონიზმი. მათ  კი  ვინც  ბავშვობიდან  ეტრფოდა ფერებს,   უინტერესო პროექტები უნდა   წერონ,  რომელთაც არავინ დაამტკიცებს, თუკი ოდესმე წაიკითხეს.


ის აივნის კარებთან ჩერდება და ყოყმანობს, გარეთ ქარია და  ძალიან ცივა. მას კი მხოლოდ გეტრები აცვია (ნაცრისფერი, მაგრამ მაინც მხოლოდ გეტრები) მუხლს ოდნავ ზემოთ ისეა აწეული,  რომ სიარულისას მუდმივი საფრთხე  არსებობს  მისი მუხლზე ჩამოცურების. 

კარს აღებს და მაინც გადის. ამ დროს შენც გინდა  გაჰყვე,  მაგრამ  გახსენდება მეორე მიზეზი რატომ არ გიყვარს ეს სამსახური, რადგან აქ იკრძალება მოსაწევად განკუთვნილ აივანზე ერთდროულად ორი ადამიანის ყოფნა. როდესაც ეს წესი დაამტკიცეს მიზეზი ის გახლდათ,  რომ თანამშრომლები ზედმეტად არ  გართულიყვნენ  ერთმანეთთან საუბრით და იმაზე მეტი დრო არ დაეხარჯათ მოწევაში ვიდრე ეს შინაგანაწესით იყო გათვალისწინებული.  არადა ისე მოწევას რა აზრი აქვს, თუ თანამესაუბრეს,  გნებავთ თანამწეველს ერთი ღერი შენი სიგარეტი არ შესთავაზე და ნაფაზის ჩაწვამდე სამომავლო გეგმები, ბავშვობის ამბები ან თუნდაც გლობალური პრობლემები არ განიხილეთ.  მაგრამ სამწუხაროდ სიგარეტთან დაკავშირებულ საკითხებსაც ისინი წყვეტენ ვისაც პირში არასდროს სდებიათ სიგარეტი. 

 თავიდან პურს ყოველთვის მეპურეები აცხობდნენ, მერე  ეს წესი შეცვალეს მიზეზით: არაპროფესიონალები უფრო შემოქმედებითად მიუდგებიან  საკითხებსო, ჰოდა ისინიც მიუდგნენ.

ამ აივანზე მეშვიდე სართულის ყველა მწეველი ეწევა, ზოგი დათქმულ დროს დაბარებულივით მოდის, ზოგი აქა-იქ შემთხვევით შემოივლის ხოლმე, ზოგი გათვალისწინებულზე ბევრს ეწევა, ზოგი სიგარეტს კბილებს უჭერს, ზოგიც ტუჩებს ნაკლებად ახებს, ეშინია მასზე პომადის კვალი არ დარჩეს. მწეველთა ამ აურაცხელ არმიიდან   საინტერესო მაინც  მხოლოდ ეს  ქალია და აი რატომ:

აივანზე გადის. თმას ქარი უწეწავს, იბუზება, მაგრამ მაინც ჩერდება, უსიგარეტობით გამოწვეული დისკომფორტი ხომ სიცივისაზე გაცილებით უფრო ძლიერია, ეს ხომ შენ ყველაზე უკეთ იცი. სიგარეტს პირში იდებს და თმას იკრავს.    ამ აივანზე მდგართა  90 პროცენტი  სიგარეტის პირში ჩადების შემდეგ ასანთის  ძებნას იწყებს.  ის კი არასდროს  ეძებს ცეცხლს, რადგან ზუსტად იცის სად ინახავს მას.
 სანთებელას ლიფში მალავს, მაგრამ ყოველთვის ისე დგას, რომ შენთვის შეუძლებელია მისი დანახვა.  არადა სულ გაინტერესებს რა ფერია ლიფი რომელშიც სანთებელა იმალება, გაჟრჟოლებს იმის წარმოდგენა რომ ისიც შესაძლოა ნაცრისფერი იყოს.
 თუმცა იქნებ, ის მაინც იყოს ხასხასა ლურჯი.   შიდა თეთრეულზე დრეს -კოდი არ ვრცელდება, რადაგან ისინი ვინც დრეს-კოდს ადგენენ შიდა თეთრეულს ვერ ხედავენ,  ამიტომ მათ ეს არ აინტერესებთ.

სანთებელას   ლიფიდან იღებს, სიგარეტი  სველდება და პირიდან უვარდება,  სანთებელა ტუჩებთან მიაქვს. თბილია, შეუძლებელია თბილი არ იყოს.  ჯიბიდან ახალ სიგარეტს იღებს  და უკიდებს. სანთებელას ისეც თავის ადგილას აბრუნებს, დარწმუნებულია, რომ მეტად აღარ დასჭირდება.  კორპორაცია რა თქმა უნდა არ კრძალავს ერთდროულად ორი სიგარეტის მოწევას, მაგრამ სიგარეტის მოწევისთვის განკუთვნილი დროც საკმაოდ მკაცრად არის დათვლილი, ამიტომ ჯობია ერთი სიგარეტის მოწევა აუჩქარებლად,  ვიდრე რამდენიმეს  გადარბენით.    ნეტა რას იზამს ქალი ახლა აივანზე რომ გახვიდე და ასანთი სთხოვო, რა თქმა უნდა იმის თქმას რომ ასანთი არ აქვს უაზრობა იქნება, თუმცა ისიც ცხადია, რომ  გოგონა,  რომელიც სანთებელას ლიფში ინახავს აუცილებლად გაუნაწილებს მას სხვასაც.  ახლა ყველაზე მეტად გინდა იყო ვიღაც - სხვა.  

ფეხსაცმელს იხდის. და გეტრიან ფეხს მეორეზე ადებს, ახლა მხოლოდ ერთ ფეხზე დგას. იქვე გდია მისი ცალი ფეხსაცმელი.  ფეხები სტკივა,  მთელი დღე მაღლებზე დგომა  უჭირს, მესამე მიზეზი რატომ ვერ იტან ამ  სამსახურს,  რადგან ქალები იძულებულნი არიან მუდამ მაღალ ქუსლებზე იარონ. მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმლის სტანდარტი   კი ალბათ მან დაამტკიცა, ვისაც ხშირად კოცნიდნენ შუბლზე. ფეხს ისევ ფეხსაცმელში ყოფს და სწორედ ამ ფეხსაცმლით ჭყლეტს დარჩენილ ნაფაზსს. შენობაში ბრუნდება. 

მოულოდნელი ჩოჩქოლი ტყდება, რაც იმას ნიშნავს რომ სადილობის დროა. მეოთხე მიზეზი კორპორაციის მიმართ სიძულვილის. ყველა ვალდებულია ერთი და იგივე დროს მოშივდეს.

  

25 комментариев:

  1. სუპერ! ეპიგრაფიდან გადახაზული სტრიქონის ჩათვლით.

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. პოსტი ეძღვნება მოლი ბლუმს რომელმაც გამაცნო გოგონა რომელიც სანთებელას მალავდა.
      თუმცა ეს პოსტი მგონი უფრო კორპორაციის სიძულვილს ეძღვნება ვიდრე ამ გოგონას.

      Удалить
    2. მადლობა ჰექსეს, რევერტეს და მალენას :)

      Удалить
  2. ძალიან მომეწონა...

    ОтветитьУдалить
  3. მომიკიდებ?

    ОтветитьУдалить
  4. როგორი მაგარი გოგო ხარ ჰექსე.. ერთი კვირის წინ შემთხვევით მოვხვდი ამ ბლოგზე (მოულოდნელად:)) და ამ ერთი კვირის განმავლობაში ჩართული კკომპიუტერის დანნახვისთანავე შენს ბლოგს ვხსნი და მოურიდებლად ვიქექები ძველ პოსტებში.. ყველაფერს ვკითხულობ და ბოლო (კიარადა პირველ:)) პოსტსაც რო წავიკითხავ მერე რა მეშველება? :დ იმედია ხშირად დადებ ახლებსს რომ ძალიან არ დაამაკლდეს.. <3 დიდი მადლობა !!:**

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. ყველაფერი საუკეთესო ცხოვრებაში მოულოდნელად ხდება. ეს მაინცდამაინც ჩემს ბლოგს არ ეხება, ზოგადად ცხოვრების დევიზია.
      რაც შეეხება პოსტების ნაკლებობას, მაგის საშიშროება მგონი არ არსებობს, სანამ ბლოგზე ასეთი კომენტარები მხვდება :) :)
      მადლობა თქვენ :)

      Удалить
  5. შთაგონების წყარო დასახელდეს ჰექსე!

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. ძალიან ბევრია
      მოლი ბლუმი, კორპორაცია, 1984

      Удалить
  6. 1984-ის გავლენა დიდია :)
    თუმცა რა გინდა? კორპორაცია არ შეიძლება ჩაითვალოს ცუდად თუ იქ ერთი ადამიანი მაინც მუშაობს ისეთი ვინც სანთებელას ლიფში ინახავს. ადრეც ვწერდი შენს კომენტარებში რომ ყველაზე მეტად ჩემი სამსახურიდან სიგარეტის მოწევა მენატრება კოლეგებთან ერთად აივანზე.

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. აი მაგიტომაც იყავი გამოსაშვები მაგ სამსახურიდან :)

      Удалить

  7. My spouse and I stumbled over here coming from a different website and thought I might as well check things out. I like what I see so now i'm following you. Look forward to going over your web page repeatedly. gmail email login

    ОтветитьУдалить

  8. You actually make it appear really easy with your presentation however I in finding this matter to be really something that I think I might by no means understand. It sort of feels too complex and very broad for me. I am looking ahead on your next submit, I'll attempt to get the dangle of it! outlook 365 email login

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)