23 февраля 2013

EX-ებთან ქცევის წესები ფეისბუქზე


პოსტი ეხმაურება იმ ნერვოზულ-ისტერიულ-შიზოფრენიულ 
და პირველყოფილი თემური წყობილებისთვის დამახასიათებელ დამოკიდებულებას 
ყოფილებისადმი,
 რომელმაც ბოლო ჟამს განსაკუთრებით შეაწუხა პოსტის ავტორი.



  • EX is watching for you 
რა ხდება მას შემდეგ როდესაც ყველაფერი მთავრდება. თქვენ მშვიდად მიდიხართ კომპიუტერთან, ხსნით ფესიბუქზე  მის პროფილს და იქ დიდი ხნით სცემთ კარავს. მართალია სისულელეა ყველაფრისგან განდგომა და  ყუთში ჩაკეტვა, მაგრამ დაშორების შემდეგ გამუდმებით მისით ცხოვრება ეს იცით რას გავს?  ღია ჭრილობაზე მარილს რომ გაყრიდნენ  და თან ეს პროცესი  დაუსრულებლივ გრძელდებოდეს. 

მაინც რისი პოვნა შეიძლება ყოფილების პროფილებში? სხვა გოგოების სურათების,  კომენტარების სხვის სურათებზე,  ფლირტაობა სხვა გოგოებთან.   ამ ყველაფრის პოვნას თქვენ იქ ნამდვილად შეძლებთ და თუ დარწმუნებული ხართ რომ მესიჯი შუაღამისას რომ 3 წამის წინ მან ერთი ლამაზთვალება გოგოს ფოტო დაალაიქა შვებას მოგგვრით, მაშინ თამამად გამოიწერეთ მისი აქტივობები  და ბოლომდე აკონტროლეთ მისი ყველა ნაბიჯი.

  • გადააგდეთ ხავსი 

აი მან ახლა  ის სიმღერა დააშეარა, რომელსაც ჩვენ ერთად ვუსმენდით, სწორედ ის სურათი დადო, სადაც ის ქუდი ახურავს მე რომ მიყვარდა, ვიღაცამ დაუპოსტა, იმან კიდე პასუხი არ გასცა, ე.ი. ანუ.... ეს იმას ნიშნავს, რომ ....
ოეეე, თქვენ საერთოდ აზროვნებთ?

მას უბრალოდ ის სიმღერა უყვარს და არა მოგონებანი თქვენზე. ვისაც თქვენთან ერთად ყოფნა უნდა ისედაც არის თქვენთან, ხოლო ვისაც თქვენთან ყოფნა არ უნდა მას საერთო მუსიკალური  ჯგუფის სიყვარული ამას ვერ აიძულებს. ნუ ეცდებით ყველაფერში რაიმე ფარული აზრის დანახვას,  განსაკუთრებით მაშინ  თუ  ის იქ საერთოდ არ არის. მართალიც რომ იყოთ და მისი დაშეარებული სიმღერები მართლაც რამეს ნიშნავდეს. რაში გჭირდებათ ადამიანი რომელიც სათქმელს პირდაპირ ვერ გეუბნებათ და ამისთვის ფეისბუქის შეფარულ მესიჯებს იყენებს?
და თუ გჭირდებათ, მაშინ  ჩაეჭიდეთ ხავსს, ასე წყალწაღებულები იქცევიან. 

  • This is my boy, bitch !
ღმერთმა ყველა დაგიფაროთ თუ შემთხვევით იმ ბიჭის გვერდით აღმოჩნდით,  რომელიც  ცოტა ხნის წინ შეყვარებულს დაშორდა. თუ სწერვულ კომენტარებს,  ჩატში კაჩაობას და თმით თრევას გადაურჩით მერწმუნეთ სადაქალოში განხილვას ნამდვილად ვერ გადაურჩებით, სადაც აუცილებლად აღმოგიჩენენ უამრავ ისეთ ნაკლს, რომლის არსებობის შესახებ წარმოდგენაც კი არ გქონდათ. არადა გოგოებო, შესაძლოა ის გოგო სულაც არაფერ შუაშია,  უბრალოდ ის ვერც კი წარმოიდგენდა,  რომ ბიჭი რომლის გვერდითაც აღმოჩნდა,  ადრე თქვენს სახელზე იყო რეგისტრირებული.
 რთულია იმის წარმოდგენა რომ თქვენი შეყვარებული თქვენთან დაშორების შემდეგ ცდილობს ახალი ურთიერთობის დაწყებას, მაგრამ ამის თავიდან ასაცილებლად მხოლოდ ერთადერთი გზა არსებობს, ე.წ. "მორიელის მეთოდი": "დაშორების შემდეგ პირდაპირ მოკალით" მარტივი საქმე არ არის,  სამაგიეროდ 100 პროცენტიან გარანტიას იძლევა იმისა, რომ მას ვეღარასოდეს ნახავთ სხვა გოგოსთან ერთად. 

მაგრამ თუ თქვენ ცივილიზებული ადამიანი ბრძანდებით,  მაშინ გახსოვდეთ, რომ მსგავსი საქმის გარჩევა, ღაწვთა ხოკვა და ირონიულ-გესლიანი კომენტარები სხვა გოგოების მისამართით  ემსახურება ორ მიზანს: აგდებს თქვენს ფასს და წევს ზემოთ მის ფასს.  თუ ეს თქვენს ინტერესშია მაშინ კი ბატონო, წინ მეგობრებო, ერთად გავწმინდოთ  ექსების პროფილები სწერვებისა და კახპებისგან.


  • შეცვალეთ ბრაუზერი
  •  ანუ  იყიდეთ ახალი ფეხსაცმელი
*(პოსტის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ეძღვნება ჩემ მეგობარს, რომელსაც რეალურ ცხოვრებაში ამის თქმას უბრალოდ ვერ ვუბედავდი.) 


ძალიან მიყვარდა ბრაუზერი "mozilla firefox" თამამად შეიძლება ითქვა, რომ ვგიჟდებოდი ამ მელაკუდაზე, სიყვარული მაშინაც კი არ გამნელებია, როცა 1 კვირის წინ სისხლის გაშრობა დამიწყო და მიუხედავად უამრავი პრობლემისა,  რომელსაც ის მიქმნიდა გული და მაუსის კურსორი მაინც მისკენ მიმიწევდაა,  ყოველთვის როდესაც ინტერნეტში შესვლა მინდოდა. ჩვეულების ამბავი ხომ მოგეხსენებათ? მაგრამ ერთ მშვენიერ დღესაც ( და ის დღე მართლაც მშვენიერი აღმოჩნდა)  მაინცდამაინც ბევრი არ მიფიქრია და იმისთვის რომ ხელი კვლავ მისკენ არ გამქცეოდა იმავე ხელის მარტივი მოძრაობით და სამი დაწკაპებით საერთოდ გავაქრე ის ჩემი კომპიუტერის დესკტოპიდან და ასევე რამდენიმე დაწკაპებით მარტივად, უმტკივნელოდ და ცრემლების გარეშე  გადავედი "ქრომზე",  რომელიც სხვთაშორის იქვე იყო აწ წაშლილ მოზილას გვერდით. თქვენ მართალი ბრძანდებით ადამიანები სულიერი არსებები არიან და მათ ბრაუზერებივით ვერ შეცვლით, თუმცა თუ ბრაუზერი ნერვებს გიშლით, არ არის აუცილებელი რომ ამის გამო ინტერნეტთან წვდომა საერთოდ  შეწყვიტოთ,  უბრალოდ უნდა შეცვალოთ ის. ამბავი იმის შესახებ, რომ ბრაუზერი რომელსაც თქვენ იყენებთ არის ერთადერთი, მარტივი და კომფორტული - მითია. თუ კარგად დაათვალიერებთ თქვენი კომპიუტერის დესკტოპს აუცილებლად შეამჩნევთ მის გვერდით ალტერნატივას, რომელიც საჭიროების შემთხვევაში წარმატებით ჩაანაცვლებს მას. ყველა ბრაუზერი ჩანაცვლებადია. მსოფლიოში გამუდმებით მუშაობენ იმაზე, რომ ეს ასე იყოს.:)
Boys, Boys, Boys

ახალი ურთიერთობის დაწყება ძალიან რთულია, იცით რაღაცით ეს  ახალი ფეხსაცმლის ყიდვას გაქვს, მისი არჩევისას არ შეიძლება არ გაგახსენდეთ თანაც არაერთხელ,  თუ რაოდენ გატკინათ წინა ფეხსაცმელმა, მაგრამ ხომ დამეთანხმებით რომ ახალი ფეხსაცმლის ყიდვა აუცილებელია?!

P.s. მე არასდროს ვათვალიერებ ჩემი ყოფილი შეყვარებულის პროფილებს ფეისბუქზე, რადგან ვიცი - ნერვული უჯრედები, რომელიც კვდება აღარ ექვემდებარება აღდგენას.
21-ე საუკუნეში კი მეცნიერები ყველა დაავადებისგან განკურნებას გვპირდებიან გარდა ნერვულისა, ასე რომ ნერვებს გაუფრთხილდით,  რა იცით რა დროს სად მიგაკლდებათ?!

P.p.s. ვიცი რასაც მეტყვით: სათქმელად ადვილიაო, მაგრამ როგორც ზარატუსტრა იტყოდა: მთავარია ნება, თორემ ტრაკის დაყენება არც ისე რთული საქმეაო.

.

27 комментариев:

  1. bolo punqti momewona zalian.
    fexsacmlis sherchevastan dakavshirebit mec ase var da labta yvela vinc magal quslian fexsacmels atarebs an vinc bevrs dadis.
    ezeb ezeb ezeb komfortul fexsacmels da mere nanob saertod rato viyide es fexsacmelio.

    ОтветитьУдалить
  2. :D :D :D ბოლომდე წავიკითხე )))

    ОтветитьУдалить
  3. სათქმელად ადვილია.

    ОтветитьУдалить
  4. რთულია ჰექს, ძალიან რთული და რთულიც რომ არ იყოს რატომ უნდა დავივიწყოთ ადამიანი ვინც ძალიან გვიყვარს
    როგორ უნდა დავივიწყოთ არა, რატომ უნდა დავივიწყოთ?

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. ადამიანი რომელიც ძალიან გვიყვარს არ უნდა დავივიწყოთ, უფრო მეტიც ადამიანი რომელიც ზალიან გვიყვარს ვერ დავივიწყებთ ვერანაიარად. მაგრამ ცალმხირავად ჩართულ ტელეფონს არანაირი სარგებლობა არ მოაქვს.

      Удалить
  5. :)))))))))))))))))))



    მე რეაქცია არ მაქვს ჩემი ექსის პროფილის თვალიერებისას.
    ალბათ ისე ძლიერ არ მყვარებია.
    არ ვიცი.

    ახლა ყველანაირად კარგად ვარ.

    ОтветитьУдалить
  6. I enjoyed it, thanks for posting it, I hope this post of yours will be more appreciated by it really excellent. I do not feel sorry for taking the time to read this post, it is really nice and useful to me, thanks for posting it.
    io jogos 4 school, friv school 2019, cá koi mini, abcya games

    ОтветитьУдалить
  7. Les Replique Montre Omega ont élevé son statut légendaire grâce à la combinaison de son design original et de son innovation coaxiale. Fournir un nouveau but pour Ladymatic.

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)